მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს ევროკავშირის კოვიდპასპორტების ციფრულ სისტემასთან შეერთება და რომელი ვაქცინებით აცრილები მიიღებენ დოკუმენტს - პასუხები ყველა აქტუალურ კითხვაზე
რას ნიშნავს ევროკავშირის კოვიდპასპორტების ციფრულ სისტემასთან შეერთება და რომელი ვაქცინებით აცრილები მიიღებენ დოკუმენტს - პასუხები ყველა აქტუალურ კითხვაზე

სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის კო­ვიდსერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის ციფ­რულ სის­ტე­მას შე­უ­ერ­თდა.

ევ­რო­კო­მი­სი­ამ ქარ­თუ­ლი კო­ვიდ­პას­პორ­ტე­ბის აღი­ა­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გუ­შინ მი­ი­ღო.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში AMBEBI.GE –ს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ დო­კუ­მენ­ტი "სი­ნო­ვა­კით“, "სი­ნო­ფარ­მით“, ""ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი“ ან "ფა­ი­ზე­რით“ სრუ­ლად აც­რილ პი­რებ­ზე ვრცელ­დე­ბა.

გთა­ვა­ზობთ პა­სუ­ხებს კო­ვიდ-პას­პორტთან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ აქ­ტუ­ა­ლურ კი­თხვებ­ზე:

რა არის კო­ვიდ­პას­პორ­ტი?

კო­ვიდ­პას­პორ­ტი არის წიგ­ნა­კი, სა­დაც აღ­წე­რი­ლია ინ­ფორ­მა­ცია COVID-19-ით მო­ქა­ლა­ქის და­ა­ვა­დე­ბის, გა­კე­თე­ბუ­ლი PCR ტეს­ტე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქის COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის შე­სა­ხებ.

  • სად შე­მიძ­ლია ავი­ღო კო­ვიდ­პას­პორ­ტი?

კო­ვიდ პას­პორ­ტის აღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებ­სა და სერ­ვის ცენ­ტრებ­ში. კო­ვიდ­პას­პორ­ტი უფა­სოა და მისი აღე­ბა შე­გიძ­ლი­ათ ვი­ზი­ტის და­ჯავ­შნის გა­რე­შე.

  • დამ­ჭირ­დე­ბა კო­ვიდ­პას­პორ­ტი მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს?

მოგ­ზა­უ­რო­ბის მსურ­ვე­ლებ­მა კო­ვიდ­პას­პორ­ტი უნდა წა­რად­გი­ნონ სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თი­სას. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­როა მისი აპოს­ტი­ლით და­მოწ­მე­ბაც, თუ ამას ითხოვს და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ქვე­ყა­ნა. მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის შე­გიძ­ლი­ათ ეწ­ვი­ოთ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ვებ გვერდს geoconsul.gov.ge

  • ერთი აც­რის შემ­თხვე­ვა­ში მი­ვი­ღებ პას­პორ­ტს?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­მი­ნის­ტრი­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი არის ორ­დო­ზი­ა­ნი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ერთი დო­ზის შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი კო­ვიდ­პას­პორ­ტი არ იქ­ნე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი და არ იქ­ნე­ბა ვა­ლი­დუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს.

  • COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ არ მომ­ცეს აც­რის ბა­რა­თი. სად შე­მიძ­ლია ავი­ღო აც­რის ბა­რა­თი QR კო­დით?

თუკი აც­რის ბა­რა­თი ვერ აი­ღეთ ან და­კარ­გეთ, შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­თხო­ვოთ იმ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, სა­დაც ბოლო აცრა ჩა­ი­ტა­რეთ. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის QR კო­დის მო­ძი­ე­ბა ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ ვებგ­ვერ­დზე covidpass.moh.gov.ge

  • თუ კი ერთი აცრა გა­ი­კე­თეთ სა­ზღვარ­გა­რეთ და მე­ო­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ შემ­თხვე­ვა­ში?

აც­რის ბა­რა­თი შე­გიძ­ლი­ათ აი­ღოთ იმ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც ბო­ლოს აი­ცე­რით. კო­ვიდ­პას­პორ­ტის აღე­ბას კი შეძ­ლებთ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებ­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცენ­ტრებ­ში.

  • დას­ჭირ­დე­ბა თუ არა კა­რან­ტი­ნის გავ­ლა პას­პორ­ტის მქო­ნე პირს უცხო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­თხვე­ვა­ში?

აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი აც­რილ მო­ქა­ლა­ქებს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას იმოგ­ზა­უ­რონ თა­ვი­სუფ­ლად ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კა­რან­ტი­ნის და კო­ვიდ-19-ის ტეს­ტის უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხის წარ­დგე­ნის გა­რე­შე.

ევ­რო­კო­მი­სი­ამ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბებს მო­უ­წო­და, ყვე­ლა კო­ვიდ-პას­პორ­ტი­ა­ნის მოგ­ზა­უ­რო­ბა კა­რა­ტი­ნის გა­რე­შე უზ­რუნ­ველ­ყონ.

  • ვის შუძ­ლია აი­ღოს კო­ვიდ­პასტპორ­ტი?

კო­ვიდ­პას­პორ­ტის აღე­ბა შე­უძ­ლია არამ­ხო­ლოდ ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ებს, არა­მედ რე­ზი­დენტ პი­რებ­საც, რომ­ლე­ბიც ბლო­კის რო­მე­ლი­მე წევრ ქვე­ყა­ნა­ში ლე­გა­ლუ­რად ცხოვ­რო­ბენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­ვიდ­პას­პორ­ტის ჩა­მოტვირ­თვა შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ი­და­ნაც.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
5

ქვეყანაში მიდის უკანონობის კანონიერება და ზოგიერთს ჰაუგია სიტყვა განათლება და უადგილოდ ბლა, ბლა ლაქლაქებს, ვინც არ ეთანხმება ამ უკანონობას მათზე იძახიან გაუნათლებელი, ბნელიო... მეცოდებით მსგავსი ხალხი რადგან რა შუაშია განათლება?!

გაუნათლებლები თქვენ გამოდიხართ რადგან ტაშს უკრავთ იმას რაც არ იცით, რასაც ვერ იაზრებთ, აი სად არის სიბნელე!.

nini
14

მე კი ვიცი რასაც ნიშნავს მარა აქ ვერ დავწერ უზრდელი სიტყვები ჩემი სტილი არაა

ავტორი:

რას ნიშნავს ევროკავშირის კოვიდპასპორტების ციფრულ სისტემასთან შეერთება და რომელი ვაქცინებით აცრილები მიიღებენ დოკუმენტს - პასუხები ყველა აქტუალურ კითხვაზე

რას ნიშნავს ევროკავშირის კოვიდპასპორტების ციფრულ სისტემასთან შეერთება და რომელი ვაქცინებით აცრილები მიიღებენ დოკუმენტს - პასუხები ყველა აქტუალურ კითხვაზე

საქართველო ევროკავშირის კოვიდსერტიფიკატების ციფრულ სისტემას შეუერთდა.

ევროკომისიამ ქართული კოვიდპასპორტების აღიარების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში AMBEBI.GE –ს განუცხადეს, რომ დოკუმენტი "სინოვაკით“, "სინოფარმით“, ""ასტრაზენეკათი“ ან "ფაიზერით“ სრულად აცრილ პირებზე ვრცელდება.

გთავაზობთ პასუხებს კოვიდ-პასპორტთან დაკავშირებით არსებულ აქტუალურ კითხვებზე:

რა არის კოვიდპასპორტი?

კოვიდპასპორტი არის წიგნაკი, სადაც აღწერილია ინფორმაცია COVID-19-ით მოქალაქის დაავადების, გაკეთებული PCR ტესტებისა და მოქალაქის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ.

  • სად შემიძლია ავიღო კოვიდპასპორტი?

კოვიდ პასპორტის აღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებსა და სერვის ცენტრებში. კოვიდპასპორტი უფასოა და მისი აღება შეგიძლიათ ვიზიტის დაჯავშნის გარეშე.

  • დამჭირდება კოვიდპასპორტი მოგზაურობის დროს?

მოგზაურობის მსურველებმა კოვიდპასპორტი უნდა წარადგინონ საზღვრის გადაკვეთისას. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა მისი აპოსტილით დამოწმებაც, თუ ამას ითხოვს დანიშნულების ქვეყანა. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდს geoconsul.gov.ge

  • ერთი აცრის შემთხვევაში მივიღებ პასპორტს?

საქართველოში ადმინისტრირებული ვაქცინები არის ორდოზიანი. აქედან გამომდინარე, ერთი დოზის შემდეგ მიღებული კოვიდპასპორტი არ იქნება სრულყოფილი და არ იქნება ვალიდური მოგზაურობის დროს.

  • COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ არ მომცეს აცრის ბარათი. სად შემიძლია ავიღო აცრის ბარათი QR კოდით?

თუკი აცრის ბარათი ვერ აიღეთ ან დაკარგეთ, შეგიძლიათ გამოითხოვოთ იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც ბოლო აცრა ჩაიტარეთ. ვაქცინაციის QR კოდის მოძიება ასევე შეგიძლიათ ვებგვერდზე covidpass.moh.gov.ge

  • თუ კი ერთი აცრა გაიკეთეთ საზღვარგარეთ და მეორე საქართველოში, ამ შემთხვევაში?

აცრის ბარათი შეგიძლიათ აიღოთ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ბოლოს აიცერით. კოვიდპასპორტის აღებას კი შეძლებთ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.

  • დასჭირდება თუ არა კარანტინის გავლა პასპორტის მქონე პირს უცხოეთში მოგზაურობის შემთხვევაში?

აღნიშნული დოკუმენტი აცრილ მოქალაქებს აძლევს შესაძლებლობას იმოგზაურონ თავისუფლად ევროკავშირის ტერიტორიაზე კარანტინის და კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის გარეშე.

ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, ყველა კოვიდ-პასპორტიანის მოგზაურობა კარატინის გარეშე უზრუნველყონ.

  • ვის შუძლია აიღოს კოვიდპასტპორტი?

კოვიდპასპორტის აღება შეუძლია არამხოლოდ ევროკავშირის მოქალაქეებს, არამედ რეზიდენტ პირებსაც, რომლებიც ბლოკის რომელიმე წევრ ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრობენ.

აღსანიშნავია, რომ კოვიდპასპორტის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მობილური აპლიკაციიდანაც.