სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლიერი ვიქნები, თუ შეგვეშვები", "ეს სისულელე მარტომ გააგრძელე, დაგბლოკავ" - ნანუკა ჟორჟოლიანისა და კატიკა დიდას სკანდალური დაპირისპირება სოციალურ ქსელში
"მადლიერი ვიქნები, თუ შეგვეშვები", "ეს სისულელე მარტომ გააგრძელე, დაგბლოკავ" - ნანუკა ჟორჟოლიანისა და კატიკა დიდას სკანდალური დაპირისპირება სოციალურ ქსელში

ასო­ცი­რე­ბულ­მა პრო­ფე­სორ­მა თი­ნა­თინ სტამ­ბო­ლიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერ­და, რომ "რაც უფრო გა­მე­ტე­ბით ლან­ძღა­ვენ და ჯვარ­ზე აკ­რა­ვენ ადა­მი­ა­ნებს სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პოს­ტე­ბის­თვის, ან აზ­რე­ბის­თვის, მით უფრო უმ­ყარ­დე­ბა სა­შუ­ა­ლო სტა­ტის­ტი­კურ ქარ­თველს შემ­დე­გი აზ­რე­ბი, რომ მი­შის­ტე­ბი დაბ­რუნ­დე­ბი­ან და შეგვმუს­რა­ვენ..."

პოსტზე გა­მარ­თულ დის­კუ­სი­ას ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

  • "თინა, ვერ და­გე­თან­ხმე­ბი. როცა ადა­მი­ანს სიკ­ვდილს უსურ­ვებ, ან ხა­რობ პრე­ზი­დენ­ტის (ვინც არ უნდა იყოს ის) მი­წა­ზე ფორ­თხი­ა­ლით, უნდა იცო­დე, რომ გი­პა­სუ­ხე­ბენ. თო­რემ კრი­ტი­კა რა თქმა უნდა, მაგ­რამ სა­დაა კრი­ტი­კა?..“

ნა­ნუ­კას კო­მენ­ტარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთ-ერთი მომ­ხმა­რებ­ლის, თეა სუ­ლა­ბე­რი­ძის კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა:

"იგ­რძნო­ბა კო­დუ­ას კლა­სი...“ - წერს სუ­ლა­ბე­რი­ძე.

თეა სუ­ლა­ბე­რი­ძის მიერ და­წე­რი­ლი კო­მენ­ტა­რის ქვეშ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა ერეკ­ლე კო­დუ­ას ახ­ლან­დე­ლი ცოლი, კა­ტი­კა დიდა მო­ნიშ­ნა, რის შემ­დე­გაც ქა­ლებს შო­რის საკ­მა­ოდ მწვა­ვე დის­კუ­სია შედ­გა:

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: მათ მომ­ნიშ­ნეს,რო­გორც ირაკ­ლის ცოლი, ამი­ტო­მაც მე შენ მოგ­ნიშ­ნე და ვუ­თხა­რი, რომ ირაკ­ლის ცოლი შენ ხარ და არა მე, უკვე დიდი ხა­ნია.

კა­ტი­კა დიდა: ყვე­ლამ იცის, ვინ ვინ არის. გულ­წრფე­ლად მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, თუ მე/ჩვენ შეგ­ვეშ­ვე­ბი, იმი­ტომ რომ დრო­დად­რო ვხე­დავ, არ შე­გიძ­ლია ცხოვ­რე­ბა ჩემ­თან პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის გა­რე­შე.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: როცა ვინ­მე ირაკ­ლის ჩემ­თან ერ­თად ახ­სე­ნებს, მე შენ მოგ­ნიშ­ნავ, უსა­მარ­თლო­ბაა ჩემი მოხ­სე­ნი­ე­ბა მისი გვა­რით. შენ შე­გიძ­ლია უპა­სუ­ხო მათ, სა­დაც მის წარ­სულ­ზე და­ი­წყე­ბენ სა­უ­ბარს.

კა­ტი­კა დიდა: ძვირ­ფა­სო, ირაკ­ლის შენ ახ­სე­ნებ შენ­თან, როცა ყო­ველ­თვის, ყველ­გან მის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ. ამი­ტომ, ეს ნორ­მა­ლუ­რია. თუ ძა­ლი­ან არ გინ­და რომ შე­მეშ­ვა, შე­გიძ­ლია ეს სი­სუ­ლე­ლე მარ­ტომ გა­აგ­რძე­ლო, იმი­ტომ რომ დაგბ­ლო­კავ. შენს ად­გი­ლას რომ ვიყო, ჩემ­თვის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: კარ­გი მა­შინ ირაკ­ლი მოვ­ნიშ­ნავ, იმი­ტომ, რომ მე არ გავ­ცემ პა­სუ­ხებს მის შე­სა­ხებ.

კა­ტი­კა დიდა: თუ გრძნობ, რომ გჭირ­დე­ბა მო­ნიშ­ნო, მა­შინ მო­ნიშ­ნე.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: სამ­წუ­ხა­როდ, ამ დის­კუ­სი­ის გაგ­რძე­ლე­ბის დრო არ მაქვს, ამი­ტომ უნდა დაგ­ტო­ვო. მაგ­რამ იცო­დე, რომ ყო­ველ ჯერ­ზე როცა ირაკ­ლის­თან ერ­თად მახ­სე­ნე­ბენ, მე შენ, ან ორი­ვე თქვენ­განს მოვ­ნიშ­ნავ. წარ­მა­ტე­ბე­ბი.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი და ერეკ­ლე კო­დუა 7-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ და­შორ­დნენ. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, ერეკ­ლე კო­დუ­ამ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა. უცხო ქვე­ყა­ნა­ში მე­უღ­ლეს ჟურ­ნა­ლის­ტი პე­რი­ო­დუ­ლად აკი­თხავ­და, თუმ­ცა ერთ დღე­საც მათი გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია. ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბა საკ­მა­ოდ მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა და ამის სე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ვი­უ­ში, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ უსა­უბ­რია.

ერეკ­ლე კო­დუა, გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, მალე ახალ შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა. კა­ტა­ლი­ნა (კა­ტი­კა) დიდა უკ­რა­ი­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის გო­გო­ნა­აა. წყვი­ლი ხში­რად აქ­ვეყ­ნებს სა­ერ­თო ფო­ტო­ებს, სახ­ლში სტუმ­რად იღე­ბენ ქარ­თველ ნა­თე­სა­ვებს, ერეკ­ლე კო­დუ­ას ხუთ შვილს სა­ქარ­თვე­ლო­დან, რო­მე­ლიც ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს ორი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს.

ორი წლის წინ კა­ტი­კამ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­ზე პირ­ვე­ლად გა­ა­კე­თა სა­ჯა­რო კო­მენ­ტა­რი. ერეკ­ლე კო­დუ­ას მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტოს, სა­დაც სოდ-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი საყ­ვა­რელ ქალ­თან, კა­ტი­კა დი­დას­თან ერ­თად იყო აღ­ბეჭ­დი­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა მოჰ­ყვა. "ფე­ის­ბუ­ქის" მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კო­დუ­ას ღა­ლატ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, კა­ტი­კას ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს ადა­რებ­დნენ და აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ დი­დას ქარ­თვე­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი "ბევ­რად სჯობს".

მა­შინ კა­ტი­კამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი კო­მენ­ტა­რი და­წე­რა:

"გა­მარ­ჯო­ბა, მე ყა­ზა­ხი არ ვარ. უკ­რა­ი­ნა­ში და­ვი­ბა­დე და უნ­გრე­თის მო­ქა­ლა­ქე ვარ. ირაკ­ლიმ ყვე­ლა კო­მენ­ტა­რი მი­თარ­გმნა. ყვე­ლას მად­ლო­ბას ვუხ­დი, ვინც ჩვენ­ზე და­დე­ბი­თად წერს, თუმ­ცა გული დამ­წყდა, რომ ამ­დე­ნი ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნია... მე არ ვიც­ნობ­დი ქარ­თვე­ლებს, ირაკ­ლი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლია, ვინც მე გა­ვი­ცა­ნი. მის მა­გა­ლით­ზე მე­გო­ნა, რომ ყვე­ლა ქარ­თვე­ლი კარ­გია, თუმ­ცა ამ ყვე­ლაფ­რის წა­კი­თხვის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ასე არ არის. ხალ­ხო, რა გჭირთ? მე ის არა­ვის­თვის წა­მირ­თმე­ვია. ირაკ­ლი უნ­გრეთ­ში გა­ვი­ცა­ნი და ის აქ მარ­ტო იყო, ლტოლ­ვი­ლი. მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი, შე­მიყ­ვარ­და. ის ასე­ვე მარ­ტო იყო, რო­დე­საც ნანა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა გა­იც­ნო, 4 შვი­ლის მამა. მე­ცი­ნე­ბა და არ არის ჩემ­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი, რო­დე­საც იმ ქალს [ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს] მა­და­რე­ბენ, ამა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ მსურს. მად­ლო­ბა ყვე­ლას, გი­სურ­ვებთ მეტ სი­კე­თეს," - წერ­და კა­ტი­კა დიდა.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბექა
2

სუფთა ნანულაა რა.

თამუნა
22

მე მიყვარს ერეკლე ძალიან თავის მეუღლესთან ერთად კატკა უმაგრესი გოგოა.... სტუმართმოყვარე თბილი არაბოროტი და არაღვარძლიანი...იცის თავისი ადგილი ცხოვრებაშიც და ოჯახშიც......ერთი ტკბილი ოჯახია.....

ავტორი:

"მადლიერი ვიქნები, თუ შეგვეშვები", "ეს სისულელე მარტომ გააგრძელე, დაგბლოკავ" - ნანუკა ჟორჟოლიანისა და კატიკა დიდას სკანდალური დაპირისპირება სოციალურ ქსელში

"მადლიერი ვიქნები, თუ შეგვეშვები", "ეს სისულელე მარტომ გააგრძელე, დაგბლოკავ" - ნანუკა ჟორჟოლიანისა და კატიკა დიდას სკანდალური დაპირისპირება სოციალურ ქსელში

ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ სტამბოლიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ "რაც უფრო გამეტებით ლანძღავენ და ჯვარზე აკრავენ ადამიანებს სააკაშვილის საწინააღმდეგო პოსტებისთვის, ან აზრებისთვის, მით უფრო უმყარდება საშუალო სტატისტიკურ ქართველს შემდეგი აზრები, რომ მიშისტები დაბრუნდებიან და შეგვმუსრავენ..."

პოსტზე გამართულ დისკუსიას ნანუკა ჟორჟოლიანიც გამოეხმაურა:

  • "თინა, ვერ დაგეთანხმები. როცა ადამიანს სიკვდილს უსურვებ, ან ხარობ პრეზიდენტის (ვინც არ უნდა იყოს ის) მიწაზე ფორთხიალით, უნდა იცოდე, რომ გიპასუხებენ. თორემ კრიტიკა რა თქმა უნდა, მაგრამ სადაა კრიტიკა?..“

ნანუკას კომენტარს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის, თეა სულაბერიძის კომენტარი მოჰყვა:

"იგრძნობა კოდუას კლასი...“ - წერს სულაბერიძე.

თეა სულაბერიძის მიერ დაწერილი კომენტარის ქვეშ ნანუკა ჟორჟოლიანმა ერეკლე კოდუას ახლანდელი ცოლი, კატიკა დიდა მონიშნა, რის შემდეგაც ქალებს შორის საკმაოდ მწვავე დისკუსია შედგა:

ნანუკა ჟორჟოლიანი: მათ მომნიშნეს,როგორც ირაკლის ცოლი, ამიტომაც მე შენ მოგნიშნე და ვუთხარი, რომ ირაკლის ცოლი შენ ხარ და არა მე, უკვე დიდი ხანია.

კატიკა დიდა: ყველამ იცის, ვინ ვინ არის. გულწრფელად მადლიერი ვიქნები, თუ მე/ჩვენ შეგვეშვები, იმიტომ რომ დროდადრო ვხედავ, არ შეგიძლია ცხოვრება ჩემთან პროვოკაციების გარეშე.

ნანუკა ჟორჟოლიანი: როცა ვინმე ირაკლის ჩემთან ერთად ახსენებს, მე შენ მოგნიშნავ, უსამართლობაა ჩემი მოხსენიება მისი გვარით. შენ შეგიძლია უპასუხო მათ, სადაც მის წარსულზე დაიწყებენ საუბარს.

კატიკა დიდა: ძვირფასო, ირაკლის შენ ახსენებ შენთან, როცა ყოველთვის, ყველგან მის შესახებ საუბრობ. ამიტომ, ეს ნორმალურია. თუ ძალიან არ გინდა რომ შემეშვა, შეგიძლია ეს სისულელე მარტომ გააგრძელო, იმიტომ რომ დაგბლოკავ. შენს ადგილას რომ ვიყო, ჩემთვის დამამცირებელი იქნებოდა.

ნანუკა ჟორჟოლიანი: კარგი მაშინ ირაკლი მოვნიშნავ, იმიტომ, რომ მე არ გავცემ პასუხებს მის შესახებ.

კატიკა დიდა: თუ გრძნობ, რომ გჭირდება მონიშნო, მაშინ მონიშნე.

ნანუკა ჟორჟოლიანი: სამწუხაროდ, ამ დისკუსიის გაგრძელების დრო არ მაქვს, ამიტომ უნდა დაგტოვო. მაგრამ იცოდე, რომ ყოველ ჯერზე როცა ირაკლისთან ერთად მახსენებენ, მე შენ, ან ორივე თქვენგანს მოვნიშნავ. წარმატებები.

ნანუკა ჟორჟოლიანი და ერეკლე კოდუა 7-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ერეკლე კოდუამ საქართველო დატოვა. უცხო ქვეყანაში მეუღლეს ჟურნალისტი პერიოდულად აკითხავდა, თუმცა ერთ დღესაც მათი განქორწინების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ნანუკა ჟორჟოლიანმა ურთიერთობის დასრულება საკმაოდ მძიმედ გადაიტანა და ამის სესახებ სხვადასხვა ინტერვიუში, წლების განმავლობაში არაერთხელ უსაუბრია.

ერეკლე კოდუა, განქორწინების შემდეგ, მალე ახალ შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა. კატალინა (კატიკა) დიდა უკრაინული წარმოშობის გოგონააა. წყვილი ხშირად აქვეყნებს საერთო ფოტოებს, სახლში სტუმრად იღებენ ქართველ ნათესავებს, ერეკლე კოდუას ხუთ შვილს საქართველოდან, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსანს ორი ქორწინებიდან ჰყავს.

ორი წლის წინ კატიკამ ნანუკა ჟორჟოლიანზე პირველად გააკეთა საჯარო კომენტარი. ერეკლე კოდუას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს, სადაც სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საყვარელ ქალთან, კატიკა დიდასთან ერთად იყო აღბეჭდილი, სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. "ფეისბუქის" მომხმარებლები კოდუას ღალატში ადანაშაულებდნენ, კატიკას ნანუკა ჟორჟოლიანს ადარებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ დიდას ქართველი ტელეწამყვანი "ბევრად სჯობს".

მაშინ კატიკამ სოციალურ ქსელში ვრცელი კომენტარი დაწერა:

"გამარჯობა, მე ყაზახი არ ვარ. უკრაინაში დავიბადე და უნგრეთის მოქალაქე ვარ. ირაკლიმ ყველა კომენტარი მითარგმნა. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ჩვენზე დადებითად წერს, თუმცა გული დამწყდა, რომ ამდენი ბოროტი ადამიანია... მე არ ვიცნობდი ქართველებს, ირაკლი პირველი ქართველია, ვინც მე გავიცანი. მის მაგალითზე მეგონა, რომ ყველა ქართველი კარგია, თუმცა ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ასე არ არის. ხალხო, რა გჭირთ? მე ის არავისთვის წამირთმევია. ირაკლი უნგრეთში გავიცანი და ის აქ მარტო იყო, ლტოლვილი. მის შესახებ არაფერი ვიცოდი, შემიყვარდა. ის ასევე მარტო იყო, როდესაც ნანა ჟორჟოლიანმა გაიცნო, 4 შვილის მამა. მეცინება და არ არის ჩემთვის კომფორტული, როდესაც იმ ქალს [ნანუკა ჟორჟოლიანს] მადარებენ, ამაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს. მადლობა ყველას, გისურვებთ მეტ სიკეთეს," - წერდა კატიკა დიდა.