პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დრამატული და სწრაფი შემთხვევების უკონტროლო მატება ამ კვირაში არ დაფიქსირებულა" - რას ამბობს თამარ გაბუნია ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე
"დრამატული და სწრაფი შემთხვევების უკონტროლო მატება ამ კვირაში არ დაფიქსირებულა" - რას ამბობს თამარ გაბუნია ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

"ბუ­ნებ­რი­ვია, ზო­გა­დი ეპიდ­ვი­თა­რე­ბა სა­ყუ­რა­დღე­ბოა. ერ­თა­დერ­თი იმე­დის­მომ­ცე­მი არის ის, რომ დრა­მა­ტუ­ლი და სწრა­ფი შემ­თხვე­ვე­ბის უკონ­ტრო­ლო მა­ტე­ბა ამ კვი­რა­ში არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა," - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გა­ბუ­ნია გან­მარ­ტავს, წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა გავ­ლე­ნა იქო­ნია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტემპზე და გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­ი­ზარ­და.

"ბუ­ნებ­რი­ვია, ზო­გა­დი ეპიდ­ვი­თა­რე­ბა სა­ყუ­რა­დღე­ბოა. ერ­თა­დერ­თი იმე­დის­მომ­ცე­მი არის ის, რომ დრა­მა­ტუ­ლი და სწრა­ფი შემ­თხვე­ვე­ბის უკონ­ტრო­ლო მა­ტე­ბა ამ კვი­რა­ში არ და­ფიქ­სირ­და. დღეს 4400-ის დო­ნე­ზე იყო ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტემპს, მას შემ­დეგ, რაც ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ამოქ­მედ­და, მათ შო­რის, და­ა­ნონსდა "მწვა­ნე საშ­ვის“ შე­სა­ხებ, ასე­ვე ამოქ­მედ­და 60 წელს ზე­მოთ პი­რე­ბის­თვის წა­ხა­ლი­სე­ბის სქე­მა, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის მა­ტე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად არის. ასე­ვე, გრძელ­დე­ბა სოფ­ლებ­ში აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მა­რა­თო­ნის კუ­თხით“, - აღ­ნიშ­ნავს გა­ბუ­ნია.

თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზეც ისა­უბ­რა. მისი თქმით, პრო­პორ­ცი­უ­ლად სიკ­ვდი­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ იმა­ტებს, 1.4%-ის ფარ­გლებ­ში რჩე­ბა, თუმ­ცა აბ­სო­ლუ­ტურ ციფ­რებ­ში მო­ნა­ცე­მე­ბი მა­ღა­ლი და ტრა­გი­კუ­ლია.

რო­გორც გა­ბუ­ნია გან­მარ­ტავს, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მა­ღა­ლი იმის გა­მოა, რომ გა­სუ­ლი 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის ბევ­რი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

"სამ­წუ­ხა­როდ, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი მა­ღა­ლია და იმის გამო იმა­ტებს, რომ გა­სუ­ლი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში 6 ათასს გა­და­ა­ჭარ­ბა.

პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი მა­ინც არის "დელ­ტა“ შტა­მის მე­ტად აგ­რე­სი­უ­ლი ბუ­ნე­ბა, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის კვლე­ვამ მი­უ­თი­თა, რომ "დელ­ტა“ შტა­მი იწ­ვევს მეტ რე­ა­ნი­მა­ცი­ას და სიკ­ვდი­ლო­ბას მე­ტად უკავ­შირ­დე­ბა.

პრო­პორ­ცი­უ­ლად სიკ­ვდი­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ იმა­ტებს, 1.4 %-ის ფარ­გლებ­ში რჩე­ბა, თუმ­ცა, აბ­სო­ლუ­ტურ ციფ­რებ­ში მო­ნა­ცე­მე­ბი მა­ღა­ლი და ტრა­გი­კუ­ლია. მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი, რომ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია, გა­უმ­ჯო­ბეს­დეს მკურ­ნა­ლო­ბის ხა­რის­ხი“ , - აღ­ნიშ­ნავს გა­ბუ­ნია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Gio
0

Sul at gadardebt xalxi reebsRidzaxit.

აბა არა?
0

აბა სადაა "დრამატიზმი",როცა ქვეყანაში ყოველდღიურად სულ რაღაც 77 ადამიანი იღუპება? 10 მილიონიან ისრაელს კი სულ რაღაც 2 678 დაღუპულით გადავასწარით! ხოლო გარდაცვლილთა 0,29 % პროცენტით ერთერთ პირველ ადგილს ვინარჩუნებთ მსოფლიოში.აბა რა არის აქ დრამატული?

ავტორი:

"დრამატული და სწრაფი შემთხვევების უკონტროლო მატება ამ კვირაში არ დაფიქსირებულა" - რას ამბობს თამარ გაბუნია ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

"დრამატული და სწრაფი შემთხვევების უკონტროლო მატება ამ კვირაში არ დაფიქსირებულა" - რას ამბობს თამარ გაბუნია ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

"ბუნებრივია, ზოგადი ეპიდვითარება საყურადღებოა. ერთადერთი იმედისმომცემი არის ის, რომ დრამატული და სწრაფი შემთხვევების უკონტროლო მატება ამ კვირაში არ დაფიქსირებულა," - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გაბუნია განმარტავს, წამახალისებელმა ღონისძიებებმა გავლენა იქონია ვაქცინაციის ტემპზე და გარკვეულწილად გაიზარდა.

"ბუნებრივია, ზოგადი ეპიდვითარება საყურადღებოა. ერთადერთი იმედისმომცემი არის ის, რომ დრამატული და სწრაფი შემთხვევების უკონტროლო მატება ამ კვირაში არ დაფიქსირდა. დღეს 4400-ის დონეზე იყო ახალი შემთხვევები.

რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპს, მას შემდეგ, რაც ახალი რეგულაციები ამოქმედდა, მათ შორის, დაანონსდა "მწვანე საშვის“ შესახებ, ასევე ამოქმედდა 60 წელს ზემოთ პირებისთვის წახალისების სქემა, ვაქცინაციის პროგრამაში მომართვიანობის მატება გარკვეულწილად არის. ასევე, გრძელდება სოფლებში აქტიური მუშაობა მარათონის კუთხით“, - აღნიშნავს გაბუნია.

თამარ გაბუნიამ სიკვდილიანობის მაჩვენებელზეც ისაუბრა. მისი თქმით, პროპორციულად სიკვდილობის მაჩვენებელი არ იმატებს, 1.4%-ის ფარგლებში რჩება, თუმცა აბსოლუტურ ციფრებში მონაცემები მაღალი და ტრაგიკულია.

როგორც გაბუნია განმარტავს, გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალი იმის გამოა, რომ გასული 2 კვირის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა.

"სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევები მაღალია და იმის გამო იმატებს, რომ გასული ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა ძალიან მაღალი იყო, ზოგ შემთხვევაში 6 ათასს გადააჭარბა.

პირველი მიზეზი მაინც არის "დელტა“ შტამის მეტად აგრესიული ბუნება, სხვადასხვა ქვეყნის კვლევამ მიუთითა, რომ "დელტა“ შტამი იწვევს მეტ რეანიმაციას და სიკვდილობას მეტად უკავშირდება.

პროპორციულად სიკვდილობის მაჩვენებელი არ იმატებს, 1.4 %-ის ფარგლებში რჩება, თუმცა, აბსოლუტურ ციფრებში მონაცემები მაღალი და ტრაგიკულია. მაქსიმალურად ცდილობს კლინიკური ჯგუფი, რომ მედიკამენტების გამოყენებით, რომელიც საქართველოში ხელმისაწვდომია, გაუმჯობესდეს მკურნალობის ხარისხი“ , - აღნიშნავს გაბუნია.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"