მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კუმ ფეხი გამოყოო" - რომან გოცირიძე გიორგი გახარიას განცხადებაზე
"კუმ ფეხი გამოყოო" - რომან გოცირიძე გიორგი გახარიას განცხადებაზე

"სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და მისი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის შე­წყვე­ტის საქ­მე­ში ჩა­ერ­თვე­ბა მთე­ლი მსოფ­ლიო და არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა, თუმ­ცა, უკ­რა­ი­ნას ექ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი," - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა რო­მან გო­ცი­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც ბუბა კი­კა­ბი­ძის უკ­რა­ი­ნა­ში გამ­გზავ­რე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ითა­მა­შე­ბენ ამ პრო­ცეს­ში.

"ეს არის მხო­ლოდ და­სა­წყი­სი და ჩვენ ვნა­ხავთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა ქმე­დე­ბა, რაც ჩვენ ვნა­ხეთ, არის არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი, და­მაკ­ნი­ნე­ბე­ლი, ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი. გუ­შინ ამ კად­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა არა­ნა­ირ გო­ნივ­რულ ლო­გი­კა­ში არ ჯდე­ბა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მომ­ხრე­ებ­მაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ტეს­ტი გა­მოთ­ქვეს, რა მი­ზა­ნი ჰქონ­და ამას? უგუ­ნუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის მიზ­ნის ახ­სნა შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა. უცხო­ე­ლე­ბის თვალ­ში ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ არის, რა­საც მოჰ­ყვე­ბა რე­ა­გი­რე­ბა და შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს მი­ვი­დეს სან­ქცი­ე­ბამ­დე, ეს თემა უკვე გაჟ­ღერ­და ფი­ნან­სურ სან­ქცი­ებ­ზე,"- გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას შე­ფა­სე­ბას სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ "როცა ემ­სგავ­სე­ბი შენს „მტერს“, ბრძო­ლა უკვე წა­გე­ბუ­ლი გაქვს" და გა­ნა­ცხა­და, რომ "ეს გზავ­ნი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით ასე გა­მო­ვი­და - „კუმ ფეხი გა­მო­ყოო". რა დრო­ის გზავ­ნი­ლია, აგერ 43 დღეა კაცი შიმ­ში­ლობს", - გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბერო
12

ეი,"კუპონ"! ივანიშვილს რა ვუთხარი,რომ თავის დროზე არ მოგსვა თავის ადგილზე !!!

დგ
15

თქვენ თვითონ რაღა გაქვთ სათქმელი ერის სირცხვილო

ავტორი:

"კუმ ფეხი გამოყოო" - რომან გოცირიძე გიორგი გახარიას განცხადებაზე

"კუმ ფეხი გამოყოო" - რომან გოცირიძე გიორგი გახარიას განცხადებაზე

"სააკაშვილის გათავისუფლებისა და მისი პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საქმეში ჩაერთვება მთელი მსოფლიო და არა მხოლოდ უკრაინა, თუმცა, უკრაინას ექნება მნიშვნელოვანი როლი," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომელიც ბუბა კიკაბიძის უკრაინაში გამგზავრებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორები მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ ამ პროცესში.

"ეს არის მხოლოდ დასაწყისი და ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ხელისუფლების ყველა ქმედება, რაც ჩვენ ვნახეთ, არის არაადამიანური, დამამცირებელი, დამაკნინებელი, ღირსების შემლახველი. გუშინ ამ კადრების გამოქვეყნება არანაირ გონივრულ ლოგიკაში არ ჯდება. "ქართული ოცნების" მომხრეებმაც სერიოზული პროტესტი გამოთქვეს, რა მიზანი ჰქონდა ამას? უგუნური ადამიანების მიზნის ახსნა შეუძლებელი ხდება. უცხოელების თვალში ეს წარმოუდგენელი რამ არის, რასაც მოჰყვება რეაგირება და შესაძლებელია ეს მივიდეს სანქციებამდე, ეს თემა უკვე გაჟღერდა ფინანსურ სანქციებზე,"- განაცხადა გოცირიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა გიორგი გახარიას შეფასებას სააკაშვილის შესახებ კადრების გავრცელების თაობაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ "როცა ემსგავსები შენს „მტერს“, ბრძოლა უკვე წაგებული გაქვს" და განაცხადა, რომ "ეს გზავნილი დაახლოებით ასე გამოვიდა - „კუმ ფეხი გამოყოო". რა დროის გზავნილია, აგერ 43 დღეა კაცი შიმშილობს", - განაცხადა გოცირიძემ.