სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც რატი ბრეგაძე ავრცელებს.
როგორც მინისტრი აცხადებს, მთავრობამ 2021 წლის 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მომჩივნის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე.
„საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის წერილით ეცნობა, რომ ამავე თარიღში მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შემდეგი მოთხოვნით: დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა №18 სამკურნალო დაწესებულებიდან (სადაც, მომჩივანი მხარის განმარტებით, არ არის სათანადოდ დაცული მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება) მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში.
სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოსთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ნაცვლად, მომჩივან მხარეს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა.
საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მომჩივნის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე”, - აღნიშნავს ბრეგაძე.
ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ და რატო ვართ ასე დასჯილები ვერ გამიგია. მაგრამ უარესი წინ გველოდება რადგან ცუდს და ბოროტებას აქედან და იქიდან ვამატებთ ზემოდან და სადაც ცუდი ითესება ცუდი გამრავლებული ამოდის. მაპატიეთ თუ რამე თქვენთვის მოსაწონი არ დავწერე. ერთს გირჩევთ მოუკელით განსჯას და თქნ თავს შეეკითხეთ ყველაფერს რასაც აკეთებთ მოსაწონია?
სირცხვილი ხალხოოო! მსოფლიო დაგვცინის,..ერთ კაცსს გახდომა მოუნდაო და მთელი ქვეყანა, ამაზე ბჭობსოოოო...უკვირთ ნუთუ საქმე ისე კარგად ააქვთ აწყობილი რომ სხვას აღარაფერს აკეთებენოო???