პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიჭი ყველაზე კეთილი გულით, შეყვარებული, რომელიც ფანებმა დაუწუნეს და ნარკოტიკების სკანდალი - როგორ ცხოვრობს თურქული კინოინდუსტრიის კაშკაშა ვარსკვლავი, ჩაათაი ულუსოი
ბიჭი ყველაზე კეთილი გულით, შეყვარებული, რომელიც ფანებმა დაუწუნეს და ნარკოტიკების სკანდალი - როგორ ცხოვრობს თურქული კინოინდუსტრიის კაშკაშა ვარსკვლავი, ჩაათაი ულუსოი

თურ­ქუ­ლი კი­ნო­ინ­დუსტრია მსოფ­ლი­ოს ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­დუქტს სთა­ვა­ზობს და კი­ნოკ­რი­ტი­კო­სე­ბის შე­ფა­სე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში უკვე ისე გან­ვი­თარ­და ეს სფე­რო, რომ თუკი ადრე თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი უხა­რის­ხოდ მი­იჩ­ნე­ო­და, ახლა ხა­რის­ხი ბევ­რად გა­უმ­ჯო­ბეს­და, მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე კი თურ­ქულ ფილ­მებ­სა, თუ სე­რი­ა­ლებ­ზე მო­თხოვ­ნა დღი­თი­დღე მა­ტუ­ლობს.

ჩა­ა­თაი ულუსოი კი იმ თურქ მსა­ხი­ობ­თა რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რო­მელ­საც მთელ მსოფ­ლი­ო­ში იც­ნო­ბენ და მი­ლი­ო­ნო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს. ის და­კა­ვე­ბუ­ლია არა მხო­ლოდ სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტე­ბით, არა­მედ თა­მა­შობს ციფ­რუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბის­თის მომ­ზა­დე­ბულ სე­რი­ა­ლებ­სა, თუ ფილ­მებ­ში და არის პირ­ვე­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი, რო­მელ­მაც "ნე­ტფ­ლიქ­სის“ სე­რი­ალ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ჩა­ა­თაი 1990 წლის 23 სექ­ტემ­ბერს, სტამ­ბოლ­ში და­ი­ბა­და. მისი მამა ბულ­გა­რე­თი­და­ნაა და თურ­ქეთ­ში მა­შინ გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, რო­დე­საც 10 წლის იყო. მსა­ხი­ობს ჰყავს უმ­ცრო­სი ძმა ათა­ლაი.

მსა­ხი­ო­ბის მშობ­ლე­ბი

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ჩა­ა­თაი სტამ­ბო­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მე­ბა­ღე­ო­ბა­სა და გამ­წვა­ნე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბას სწავ­ლობ­და. ის ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რი ბავ­შვი იყო და ამი­ტო­მაც, მშობ­ლებ­მა სპორტზე შე­იყ­ვა­ნეს. ულუსოი ოც­ნე­ბობ­და, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რედ ამ სპორ­ტით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოს სხვა გზა აირ­ჩია. გარ­და კა­ლათ­ბურ­თი­სა, გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო ყვინ­თვი­თა და ცურ­ვით.

2010 წელს მე­გო­ბარს მო­დე­ლე­ბის ქას­თინგზე გაჰ­ყვა, თუმ­ცა მე­გობ­რის ნაც­ვლად, ჩა­ა­თაი შე­არ­ჩი­ეს და აქე­დან და­ი­წყო მისი სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა. 19 წლის ასაკ­ში მან თურ­ქე­თის სა­უ­კე­თე­სო მო­დე­ლის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა და მა­ლე­ვე მი­ი­ღო პირ­ვე­ლი როლი სე­რი­ალ­ში Adini Feriha Koydum. სე­რი­ა­ლი ეს­პა­ნეთ­სა და ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის ქვეყ­ნებ­ში დღემ­დე პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

კად­რი სე­რი­ა­ლი­დან - Adini Feriha Koydum

  • მალე მსა­ხი­ო­ბი ნარ­კო­ტი­კე­ბის სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. 2013 წლის 25 იან­ვარს 30 თურ­ქი მსა­ხო­ბი და მათ შო­რის, ჩა­ა­თაი ულუსოი, თურ­ქე­თის პო­ლი­ცი­ის ნარ­კო­ტი­კებ­თან ბრძო­ლის გან­ყო­ფი­ლე­ბამ და­ა­კა­ვა. მარ­თა­ლია, მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა ეს საქ­მე დღემ­დე არაა და­ხუ­რუ­ლი და გა­მო­ძი­ე­ბას კონ­კრე­ტულ დე­ტა­ლებ­ზე მე­დი­ას­თან არ უსა­უბ­რია.

2015 წელს ჩა­ა­თა­იმ თა­ვი­სი კა­რი­ე­რის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი როლი მი­ი­ღო - ის სე­რი­ალ Medcezir-ში მთა­ვა­რი გმი­რის, ია­მან კუ­პე­რის როლ­ზე და­ამ­ტკი­ცეს.

ეს იყო როლი, რო­მელ­მაც მსა­ხი­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა და მი­ლი­ო­ნო­ბით ფანი შეს­ძი­ნა. ჩა­ა­თა­ის პარტნი­ო­რო­ბას თუ­რუ­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის მთა­ვა­რი ვარ­სკვლა­ვი, სე­რე­ნაი სარ­ქა­ია უწევ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­რი­ა­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი ამე­რი­კუ­ლი შოუს, the O.C.-ის რი­მე­ი­ქია.

Medcezir-ის გა­და­სა­ღე­ბი მო­ე­და­ნი

სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბის დროს ჩა­ა­თა­ი­სა და სე­რე­ნაი სა­რი­ქა­ის შო­რის რო­მა­ნი იყო. წყვი­ლი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. მსა­ხი­ო­ბე­ბის ფა­ნე­ბი დღემ­დე ვერ ეგუ­ე­ბი­ან მათ და­შო­რე­ბას და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ამ­ბი­დან უკვე ბევ­რი წელი გა­ვი­და, მა­ინც აქვთ მათი შე­რი­გე­ბის იმე­დი.

სე­რე­ნაი სა­რი­ქა­ი­ას­თან ერ­თად

Medcezir-ს მოჰ­ყვა კი­დევ ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლი İçerde, შემ­დეგ კი გა­და­ი­ღეს "ნე­ტფ­ლიქ­სის“ სე­რი­ალ­ში The Protector, გარ­და ამი­სა "ნე­ტფ­ლიქსმა“ გა­და­ი­ღო ფილ­მი სა­ხე­ლად Paper Lives, სა­დაც ჩა­ა­თაი მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებს. გა­და­ი­ღეს Colin's-ის რეკ­ლა­მა­ში, სა­დაც პარტნი­ო­რო­ბას Victoria's Secret-ის მო­დე­ლი, ტე­ი­ლორ ჰილი უწევ­და.

ტე­ი­ლორ ჰილ­თან ერ­თად

კად­რი სე­რი­ა­ლი­დან İçerde

ამ­ჟა­მად ულუსოი სე­რი­ალ Yeşilçam-ში სემი ათე­შის რო­ლით გვევ­ლი­ნე­ბა. სე­რი­ა­ლი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის თურ­ქულ კი­ნო­ზე და მის მთა­ვარ მსა­ხი­ობ სე­მი­ზე გვიყ­ვე­ბა. იგეგ­მე­ბა ასე­ვე ორ­ჰან ფა­მუ­ქის "უმან­კო­ე­ბის მუ­ზე­უ­მის" მი­ხედ­ვით სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბა, სა­დაც მთა­ვა­რი როლი ულუსო­იმ უნდა შე­ას­რუ­ლოს.

სემი ათე­შის როლ­ში

გარ­და მსა­ხი­ო­ბო­ბი­სა, ჩა­ა­თა­იმ რე­ჟი­სო­რის ამ­პლუ­ა­შიც მო­სინ­ჯა ძა­ლე­ბი. ახ­ლა­ხანს გა­მო­ვი­და მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი Birdie, რომ­ლის რე­ჟი­სო­რიც მსა­ხი­ო­ბი თვი­თონ­ვეა.

მარ­თა­ლია, მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­ლი­ო­ნო­ბით გა­მომ­წე­რი ჰყავს, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, ამ სივ­რცეს გა­ურ­ბის, იშ­ვი­ა­თად აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ო­ებს. "ინ­სტაგ­რამ­ზე" ძი­რი­თა­დად ისეთ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც მის ახალ ნა­მუ­შევ­რებს ეხე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მსა­ხი­ო­ბის პი­რად ცხოვ­რე­ბას, უკვე წლე­ბია ჩა­ა­თაი ურ­თი­ერ­თო­ბა­შია მსა­ხი­ობ დუ­ი­გუ სა­რი­შინ­თან, რო­მელ­საც ის სე­რი­ალ icerde-ს გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე შეხ­ვდა. არ­ჩე­ვანს ფა­ნე­ბის ნა­წი­ლი უწუ­ნებს და ამის გამო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ, თუმ­ცა ყო­ვე­ლი­ვე წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას ხელს ვერ უშ­ლის და მათ მყა­რი, ჰარ­მო­ნი­უ­ლი კავ­ში­რი აქვთ.

ჩა­ა­თა­ის მე­გო­ბა­რი ქალი, დუ­ი­გუ სა­რი­ში­ნი

ულუსოი გა­ურ­ბის ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და პა­პა­რა­ცებს, მათ წინ უიშ­ვი­ა­თე­სად ჩნდე­ბა, თა­ვი­სუ­ფალ დროს ძი­რი­თა­დად ტყე­ში, სოფ­ლის გა­რე­მო­ში ატა­რებს, გა­ტა­ცე­ბუ­ლია თევ­ზა­ო­ბით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მისი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია კი­დევ ერთი თურ­ქი ვარ­სკვლა­ვი, ქი­ვანჩ თათ­ლი­თუ­ღი. ისი­ნი შვე­ბუ­ლე­ბას ყო­ველ ზა­ფხულს ერ­თად ატა­რე­ბენ. იახ­ტით ზღვა­ში გა­დი­ან და შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე თვეც კი არ და­უბ­რუნ­დნენ ხმე­ლეთს.

მსა­ხი­ო­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ვი­სი საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბით. ამის გამო მას­ზე ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ მსოფ­ლი­ო­ში "ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი გული აქვს." აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სწო­რედ ქველ­მოქ­მე­დე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლო­საც სტუმ­რობ­და. ის თბი­ლის­ში 2019 წლის 10 მა­ისს იმ­ყო­ფე­ბო­და. მა­შინ ჩა­ა­თა­იმ "ბერი ან­დრი­ას სა­ხე­ლო­ბის ფონ­დის’’ მხარ­და­სა­ჭე­რად და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად გა­მარ­თულ საქ­ველ­მოქ­მე­დო ვახ­შამ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მსა­ხი­ობ­მა თბი­ლის­ში, ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში პა­ცი­ენ­ტი ბავ­შვე­ბიც მო­ი­ნა­ხუ­ლა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეთერი
0

საუკეთესოა.წარმატებებს ვუსურვებ

ნკ
0

სუპერ მსახიობია და უმაგრესი მამაკაცი

ავტორი:

ბიჭი ყველაზე კეთილი გულით, შეყვარებული, რომელიც ფანებმა დაუწუნეს და ნარკოტიკების სკანდალი - როგორ ცხოვრობს თურქული კინოინდუსტრიის კაშკაშა ვარსკვლავი, ჩაათაი ულუსოი

ბიჭი ყველაზე კეთილი გულით, შეყვარებული, რომელიც ფანებმა დაუწუნეს და ნარკოტიკების სკანდალი - როგორ ცხოვრობს თურქული კინოინდუსტრიის კაშკაშა ვარსკვლავი, ჩაათაი ულუსოი

თურქული კინოინდუსტრია მსოფლიოს ბევრ საინტერესო პროდუქტს სთავაზობს და კინოკრიტიკოსების შეფასებით, ქვეყანაში უკვე ისე განვითარდა ეს სფერო, რომ თუკი ადრე თურქული სერიალების დიდი ნაწილი უხარისხოდ მიიჩნეოდა, ახლა ხარისხი ბევრად გაუმჯობესდა, მსოფლიო ბაზარზე კი თურქულ ფილმებსა, თუ სერიალებზე მოთხოვნა დღითიდღე მატულობს.

ჩაათაი ულუსოი კი იმ თურქ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც მთელ მსოფლიოში იცნობენ და მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს. ის დაკავებულია არა მხოლოდ სატელევიზიო პროექტებით, არამედ თამაშობს ციფრული პლატფორმებისთის მომზადებულ სერიალებსა, თუ ფილმებში და არის პირველი თურქი მსახიობი, რომელმაც "ნეტფლიქსის“ სერიალში მიიღო მონაწილეობა.

ჩაათაი 1990 წლის 23 სექტემბერს, სტამბოლში დაიბადა. მისი მამა ბულგარეთიდანაა და თურქეთში მაშინ გადავიდა საცხოვრებლად, როდესაც 10 წლის იყო. მსახიობს ჰყავს უმცროსი ძმა ათალაი.

მსახიობის მშობლები

სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩაათაი სტამბოლის უნივერსიტეტში მებაღეობასა და გამწვანების ხელოვნებას სწავლობდა. ის ჰიპერაქტიური ბავშვი იყო და ამიტომაც, მშობლებმა სპორტზე შეიყვანეს. ულუსოი ოცნებობდა, რომ წარმატებული კალათბურთელი ყოფილიყო.

ცხრა წლის განმავლობაში სწორედ ამ სპორტით იყო დაკავებული, თუმცა საბოლოოს სხვა გზა აირჩია. გარდა კალათბურთისა, გატაცებული იყო ყვინთვითა და ცურვით.

2010 წელს მეგობარს მოდელების ქასთინგზე გაჰყვა, თუმცა მეგობრის ნაცვლად, ჩაათაი შეარჩიეს და აქედან დაიწყო მისი სამოდელო კარიერა. 19 წლის ასაკში მან თურქეთის საუკეთესო მოდელის ტიტული მოიპოვა და მალევე მიიღო პირველი როლი სერიალში Adini Feriha Koydum. სერიალი ესპანეთსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში დღემდე პოპულარობით სარგებლობს.

კადრი სერიალიდან - Adini Feriha Koydum

  • მალე მსახიობი ნარკოტიკების სკანდალში გაეხვა. 2013 წლის 25 იანვარს 30 თურქი მსახობი და მათ შორის, ჩაათაი ულუსოი, თურქეთის პოლიციის ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებამ დააკავა. მართალია, მალევე გაათავისუფლეს, თუმცა ეს საქმე დღემდე არაა დახურული და გამოძიებას კონკრეტულ დეტალებზე მედიასთან არ უსაუბრია.

2015 წელს ჩაათაიმ თავისი კარიერის უმნიშვნელოვანესი როლი მიიღო - ის სერიალ Medcezir-ში მთავარი გმირის, იამან კუპერის როლზე დაამტკიცეს.

ეს იყო როლი, რომელმაც მსახიობს საერთაშორისო აღიარება და მილიონობით ფანი შესძინა. ჩაათაის პარტნიორობას თურული კინემატოგრაფიის მთავარი ვარსკვლავი, სერენაი სარქაია უწევდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სერიალი პოპულარული ამერიკული შოუს, the O.C.-ის რიმეიქია.

Medcezir-ის გადასაღები მოედანი

სერიალის გადაღებების დროს ჩაათაისა და სერენაი სარიქაის შორის რომანი იყო. წყვილი რამდენიმე თვის განმავლობაში ერთად ცხოვრობდა, თუმცა მოგვიანებით, ერთმანეთს დაშორდნენ. მსახიობების ფანები დღემდე ვერ ეგუებიან მათ დაშორებას და მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბიდან უკვე ბევრი წელი გავიდა, მაინც აქვთ მათი შერიგების იმედი.

სერენაი სარიქაიასთან ერთად

Medcezir-ს მოჰყვა კიდევ ერთი წარმატებული სერიალი İçerde, შემდეგ კი გადაიღეს "ნეტფლიქსის“ სერიალში The Protector, გარდა ამისა "ნეტფლიქსმა“ გადაიღო ფილმი სახელად Paper Lives, სადაც ჩაათაი მთავარ როლს ასრულებს. გადაიღეს Colin's-ის რეკლამაში, სადაც პარტნიორობას Victoria's Secret-ის მოდელი, ტეილორ ჰილი უწევდა.

ტეილორ ჰილთან ერთად

კადრი სერიალიდან İçerde

ამჟამად ულუსოი სერიალ Yeşilçam-ში სემი ათეშის როლით გვევლინება. სერიალი მეოცე საუკუნის თურქულ კინოზე და მის მთავარ მსახიობ სემიზე გვიყვება. იგეგმება ასევე ორჰან ფამუქის "უმანკოების მუზეუმის" მიხედვით სერიალის გადაღება, სადაც მთავარი როლი ულუსოიმ უნდა შეასრულოს.

სემი ათეშის როლში

გარდა მსახიობობისა, ჩაათაიმ რეჟისორის ამპლუაშიც მოსინჯა ძალები. ახლახანს გამოვიდა მოკლემეტრაჟიანი ფილმი Birdie, რომლის რეჟისორიც მსახიობი თვითონვეა.

მართალია, მას სოციალურ ქსელში მილიონობით გამომწერი ჰყავს, მაგრამ რეალურად, ამ სივრცეს გაურბის, იშვიათად აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეოებს. "ინსტაგრამზე" ძირითადად ისეთ ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც მის ახალ ნამუშევრებს ეხება.

რაც შეეხება მსახიობის პირად ცხოვრებას, უკვე წლებია ჩაათაი ურთიერთობაშია მსახიობ დუიგუ სარიშინთან, რომელსაც ის სერიალ icerde-ს გადასაღებ მოედანზე შეხვდა. არჩევანს ფანების ნაწილი უწუნებს და ამის გამო სოციალურ ქსელში ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა ყოველივე წყვილის ურთიერთობას ხელს ვერ უშლის და მათ მყარი, ჰარმონიული კავშირი აქვთ.

ჩაათაის მეგობარი ქალი, დუიგუ სარიშინი

ულუსოი გაურბის ჟურნალისტებსა და პაპარაცებს, მათ წინ უიშვიათესად ჩნდება, თავისუფალ დროს ძირითადად ტყეში, სოფლის გარემოში ატარებს, გატაცებულია თევზაობით.

აღსანიშნავია, რომ მისი საუკეთესო მეგობარია კიდევ ერთი თურქი ვარსკვლავი, ქივანჩ თათლითუღი. ისინი შვებულებას ყოველ ზაფხულს ერთად ატარებენ. იახტით ზღვაში გადიან და შეიძლება რამდენიმე თვეც კი არ დაუბრუნდნენ ხმელეთს.

მსახიობი გამოირჩევა თავისი საქველმოქმედო საქმიანობით. ამის გამო მასზე ხშირად ამბობენ, რომ მსოფლიოში "ყველაზე კეთილი გული აქვს." აღსანიშნავია, რომ სწორედ ქველმოქმედების მიზნით, საქართველოსაც სტუმრობდა. ის თბილისში 2019 წლის 10 მაისს იმყოფებოდა. მაშინ ჩაათაიმ "ბერი ანდრიას სახელობის ფონდის’’ მხარდასაჭერად და სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო ვახშამში მიიღო მონაწილეობა. მსახიობმა თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტი ბავშვებიც მოინახულა