პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთადერთი, რაც დარჩენილი იყო და რითაც „ოცნება“ ამაყობდა, იყო ამ ხელისუფლების დამოკიდებულება პატიმრების მიმართ და ეს ზღვარიც მოშალა დღეს „ოცნებამ“ - ნათია მეზვრიშვილი
"ერთადერთი, რაც დარჩენილი იყო და რითაც „ოცნება“ ამაყობდა, იყო ამ ხელისუფლების დამოკიდებულება პატიმრების მიმართ და ეს ზღვარიც მოშალა დღეს „ოცნებამ“ - ნათია მეზვრიშვილი

"ერ­თა­დერ­თი, რაც დარ­ჩე­ნი­ლი იყო და რი­თაც "ოც­ნე­ბა“ ამა­ყობ­და, იყო ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ზო­გა­დად, პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ და ვფიქ­რობ, ეს ზღვა­რიც, რაც დარ­ჩე­ნი­ლი იყო, მო­შა­ლა დღეს "ოც­ნე­ბამ“, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლის თა­ნა­შემ­წეს­თან, ერი­კა ოლ­სონ­თან ოპო­ზი­ცი­ის სხვა ლი­დე­რებ­თან ერ­თად შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მეზვრიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, შეხ­ვედ­რა­ზე ხაზი გა­ეს­ვა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებს.

"პირ­ვე­ლი და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ რა თქმა უნდა, ხაზი გა­ვუს­ვით ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რის მნიშ­ვნე­ლო­ბას მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა შე­დე­გე­ბით დას­რულ­და და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა მე­თო­დე­ბით ჩა­ტარ­და არ­ჩევ­ნე­ბი. ჩვე­ნი მხრი­დან აქ­ცენ­ტი გა­კეთ­და ყვე­ლა იმ პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლი პლატ­ფორ­მაც ჩვენს პარ­ტი­ას აქვს, იქ­ნე­ბა ეს პარ­ლა­მენ­ტი, თუ საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის პლატ­ფორ­მა. რა თქმა უნდა, ამ ნა­წილ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მხრი­დან ზო­გა­დად, ამ პლატ­ფორ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით რე­ფორ­მე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის ინ­ტე­რე­სი ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ, ხაზი გა­ვუს­ვით სა­არ­ჩევ­ნო სა­კი­თხებს, რად­გან მო­გეხ­სე­ნე­ბათ ის მე­თო­დე­ბი, რა მე­თო­დე­ბი­თაც დიდი ფუ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით "ოც­ნე­ბამ“ არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ა­ტა­რა, ჩვენ შე­იძ­ლე­ბა უკვე ძა­ლი­ან ახ­ლოს ვართ იქამ­დე, რო­დე­საც არ­ჩევ­ნებ­მა შე­იძ­ლე­ბა ამ ქვეყ­ნა­ში და­კარ­გოს აზრი. ამი­ტომ ჩვე­ნი მხრი­დან ხაზი გა­ეს­ვა იმას, რომ ჩვენ რო­გორ­მე ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით არ­ჩევ­ნებს და­ვუბ­რუ­ნოთ მნიშ­ვნე­ლო­ბა, რად­გან ეს არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სის ნა­წი­ლი. სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა­ზე და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე ვი­სა­უბ­რეთ ძა­ლი­ან ბევ­რი და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რაც ძა­ლი­ან ცხა­დი და აშ­კა­რა იყო. ბუ­ნებ­რი­ვია, ხაზი გა­ვუს­ვით "ოც­ნე­ბის“ მხრი­დან გა­დად­გმულ იმ ნა­ბი­ჯებს, რო­მე­ლიც ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბა, რომ ეს არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზი­დან გა­დახ­ვე­ვა, ის თავ­დას­ხმე­ბი სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­ზე, რა­საც მუდ­მი­ვად აქვს ად­გი­ლი და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, პო­ლა­რი­ზა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა და ამ ყვე­ლა­ფერ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის და ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის როლი“, - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, ის ქმე­დე­ბა, რა­საც მთავ­რო­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ ახორ­ცი­ე­ლებს, არ არის ის სტან­დარ­ტი, რი­თაც უნდა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დეს.

"ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ იღებს, თუმ­ცა, არ შე­მიძ­ლია არ გა­მო­ვეხ­მა­უ­რო იმ ნა­ბი­ჯებს, რო­მე­ლიც "ოც­ნე­ბამ“ გა­დად­გა ბრალ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რის მი­მართ, რა­საც გუ­შინ ჰქონ­და ად­გი­ლი, რა გან­ცხა­დე­ბებ­საც ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან ვის­მენთ. ვინც არ უნდა იყოს სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, იქ­ნე­ბა ეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, თუ სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ბრალ­დე­ბუ­ლი, ეს არ არის ის სტან­დარ­ტი, რა სტან­დარ­ტი­თაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა მოქ­მე­დებ­დეს. ეს არ არის კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სი მოქ­მე­დე­ბა. ერ­თა­დერ­თი, რაც დარ­ჩე­ნი­ლი იყო და რი­თაც "ოც­ნე­ბა“ ამა­ყობ­და, იყო ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ზო­გა­დად, პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ და ვფიქ­რობ, ეს ზღვა­რიც, რაც დარ­ჩე­ნი­ლი იყო, მო­შა­ლა დღეს "ოც­ნე­ბამ“. ბუ­ნებ­რი­ვია, ამას შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა უნდა მოჰ­ყვეს. სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ზო­გა­დად, სა­სა­მარ­თლოს ნა­წილ­ში სხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის მხრი­დან სა­უ­ბა­რი იყო, თუმ­ცა, მე ეს გან­ცხა­დე­ბა არ გა­მი­კე­თე­ბია. თუმ­ცა, აქ­ცენ­ტი გა­ვა­კე­თე სა­ერ­თა­შო­რი­სო წნე­ხის გაზ­რდის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, რად­გან სხვა ენით, ასეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვერ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჵჶჲ
0

კრიმინალის სასათბურე პირობები რომ არის პრიორიტეტი იმიტომაც გემხობათ თავზე ეს ქვეყანა 

ბენდუქა
0

ერთი გამაგებინეთ რა უქნეს მიხუილას, მე რასაც უყურე ხლ-ფეხში მოკიდეს ხელი და შეიტანეს ეგ არსება საკანში, რამე უქნეს და არ ვიცით????

 

რა მოპყრობაზეა საუბარი ახსენით, უეჭველი რაღაც იცით და არ გვეუბნებით მოსახლეობას ))))))

ავტორი:

"ერთადერთი, რაც დარჩენილი იყო და რითაც „ოცნება“ ამაყობდა, იყო ამ ხელისუფლების დამოკიდებულება პატიმრების მიმართ და ეს ზღვარიც მოშალა დღეს „ოცნებამ“ - ნათია მეზვრიშვილი

"ერთადერთი, რაც დარჩენილი იყო და რითაც „ოცნება“ ამაყობდა, იყო ამ ხელისუფლების დამოკიდებულება პატიმრების მიმართ და ეს ზღვარიც მოშალა დღეს „ოცნებამ“ - ნათია მეზვრიშვილი

"ერთადერთი, რაც დარჩენილი იყო და რითაც "ოცნება“ ამაყობდა, იყო ამ ხელისუფლების დამოკიდებულება ზოგადად, პატიმრების მიმართ და ვფიქრობ, ეს ზღვარიც, რაც დარჩენილი იყო, მოშალა დღეს "ოცნებამ“, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან, ერიკა ოლსონთან ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მეზვრიშვილი განმარტავს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა "ქართული ოცნების“ მხრიდან ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს.

"პირველი და ყველაზე მთავარი - შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა, ხაზი გავუსვით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას მიუხედავად იმისა, რა შედეგებით დასრულდა და მიუხედავად იმისა, რა მეთოდებით ჩატარდა არჩევნები. ჩვენი მხრიდან აქცენტი გაკეთდა ყველა იმ პლატფორმის გამოყენების მნიშვნელობაზე, რომელი პლატფორმაც ჩვენს პარტიას აქვს, იქნება ეს პარლამენტი, თუ საკრებულოების პლატფორმა. რა თქმა უნდა, ამ ნაწილში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ზოგადად, ამ პლატფორმების გამოყენებით რეფორმების გაგრძელების ინტერესი ჩვენ დავინახეთ, ხაზი გავუსვით საარჩევნო საკითხებს, რადგან მოგეხსენებათ ის მეთოდები, რა მეთოდებითაც დიდი ფულის გამოყენებით, ადმინისტრაციული მეთოდების გამოყენებით "ოცნებამ“ არჩევნები ჩაატარა, ჩვენ შეიძლება უკვე ძალიან ახლოს ვართ იქამდე, როდესაც არჩევნებმა შეიძლება ამ ქვეყნაში დაკარგოს აზრი. ამიტომ ჩვენი მხრიდან ხაზი გაესვა იმას, რომ ჩვენ როგორმე ერთობლივი ძალებით არჩევნებს დავუბრუნოთ მნიშვნელობა, რადგან ეს არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი. სასამართლო რეფორმაზე და დამოუკიდებლობაზე ვისაუბრეთ ძალიან ბევრი და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერაც ძალიან ცხადი და აშკარა იყო. ბუნებრივია, ხაზი გავუსვით "ოცნების“ მხრიდან გადადგმულ იმ ნაბიჯებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება, რომ ეს არის დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევა, ის თავდასხმები სტრატეგიულ პარტნიორებზე, რასაც მუდმივად აქვს ადგილი და რაც ყველაზე მთავარია, პოლარიზაციის დასრულების მნიშვნელობა და ამ ყველაფერში ამერიკის შეერთებული შტატების და ჩვენი დასავლელი პარტნიორების როლი“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

როგორც ის განმარტავს, ის ქმედება, რასაც მთავრობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ახორციელებს, არ არის ის სტანდარტი, რითაც უნდა ხელმძღვანელობდეს.

"ჩვენი პოლიტიკური პარტია აქციებში მონაწილეობას არ იღებს, თუმცა, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ ნაბიჯებს, რომელიც "ოცნებამ“ გადადგა ბრალდებული პატიმრის მიმართ, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, რა განცხადებებსაც ბრალდებულის მხრიდან ვისმენთ. ვინც არ უნდა იყოს საპატიმრო დაწესებულებაში, იქნება ეს მიხეილ სააკაშვილი, თუ სხვა ნებისმიერი ბრალდებული, ეს არ არის ის სტანდარტი, რა სტანდარტითაც ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს. ეს არ არის კანონის შესაბამისი მოქმედება. ერთადერთი, რაც დარჩენილი იყო და რითაც "ოცნება“ ამაყობდა, იყო ამ ხელისუფლების დამოკიდებულება ზოგადად, პატიმრების მიმართ და ვფიქრობ, ეს ზღვარიც, რაც დარჩენილი იყო, მოშალა დღეს "ოცნებამ“. ბუნებრივია, ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. სანქციებთან დაკავშირებით, ზოგადად, სასამართლოს ნაწილში სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან საუბარი იყო, თუმცა, მე ეს განცხადება არ გამიკეთებია. თუმცა, აქცენტი გავაკეთე საერთაშორისო წნეხის გაზრდის მნიშვნელობაზე, რადგან სხვა ენით, ასეთ ხელისუფლებას ვერ დაელაპარაკები“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.