ელენე ხოშტარიას სასიცოცხლო პარამეტრები შეიცვალა წინა დღეებთან შედარებით, თუმცა ნორმის ფარგლებში რჩება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ოჯახის ექიმმა მაია ცანავამ განაცხადა, რომელმაც პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ დგას, თუმცა შესაძლოა დასჭირდეს მედიკამენტოზური ჩარევა, რაზეც ელენე ხოშტარია უარს აცხადებს.
“წინა დღეებთან შედარებით მდგომარეობა შეიცვალა, თავს გრძნობს სუსტად, მოგეხსენებათ, შიმშილობის მე-6 დღეა და შესაძლებელია შეიცვალოს მდგომარეობა. სასიცოცხლო პარამეტრები შეიცვალა, რჩება ნორმის ფარგლებში, მაგრამ შეცვლილია წინა დღეებთან შედარებით. შესაძლებელია სასიცოცხლო პარამეტრები კიდევ შეიცვალოს და დასჭირდეს მედიკამენტოზური ჩარევა. ამ ეტაპზე უარს აცხადებს ყოველგვარ მედიკამენტურ ჩარევაზე, ინტრავენურ გადასხმაზე, იღებს მხოლოდ წყალს. ამ მომენტისთვის ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს, დასჭირდება თუ არა ეს დინამიკაში გამოჩნდება, როგორ შეიცვლება,“ - განაცხადა ცანავამ.
ბელადომანიით და კერპთაყვანისმცემლობით დაბრმავებული.ქრისტესთვის რომ თავი არ შეუწუხებია 1 დღე და ამ ავადმყოფი მანიაკი მიშასთვის რომ შიმშილობ,იმას რა უნდა მოსთხოვო რა და უნდა იწამო? ნეო ბოლშევიკები.აი კომუნისტების ეს ტყავისპლაშით იმოძრავებდა და იქებოდა ჩეკისტი.აი მონანიებში რომ მარინა კახიანის როლია,აი ეგეთი.ვითომ კარგიც რომ უნდა იყოს და ამ დროს რეჟიმის და ბელადის მონა.
მიშა "შიმშილობს" მოთხოვნით ციხიდან გამიშვითო; ხოშტარია შიმშილობს მოთხოვნით მიშა გაათავისუფლეთო; ახლა ხაზარაძემ რომ დაიწყოს შიმშილობა მიშა გაუშვით, თორემ ბანკის %-ებს გავაძვირებო, მისი მოთხოვნა ხოშტარიას რამდენად შეეხება?