ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში 7 ნოემბერთან დაკავშირებით წერს.
"7 ნოემბრის შემდეგ: კახი კალაძე სააკაშვილის საარჩევნო შტაბში იყო. ღარიბაშვილი ბიძინას ფულით იმ სპეცრაზმს აფინანსებდა, იმ დღეს თავი რომ “გამოიჩინა”ქართული ოცნების დანარჩენ პოლიტიკურ “შპანაზე” აღარც ვსაუბრობ. ზოგი მიშას ემსახურებოდა და ზოგი მისსავე ბუჩქებში იჯდა. მე სახელმწიფო გადატრიალების საქმის ფიგურანტი გავხდი. დღეს ისინი “გლოვობენ” იმ დღეს და მეუბნებიან, რომ “მახსოვდეს 7 ნოემბერი”. ასეთ საქართველოში ვცხოვრობთ…" - წერს ექსპერტი.
აბა მიშამ ჩააცვა და დაახურა ჯარს და პოლიციასო?
რა ერთგანზომილებიანები ხართ ნაცები, როცა გჭირდებათ მიშას ქება მაშინ იძახით მიშამ პოლიცია კორუფციისგან გაწმინდა და ააყვავაო, ისეთი სპეცსამსახურები შექმნა ყველა ინატრებდაო და მაგ მომენტში არ გახსენდებათ ხოლმე რომ ეგ ყველაფერი ბიძინას ფულებით კეთდებოდა, და როცა ფაქტის წინაშე დგახართ რომ თქვენი მიშას საამაყო პოლიციამ დანაშაულები ჩაიდინა მერე გახსენდებათ რომ თურმე ბიძინამ დააფინანსა. ეს ვითომ ექსპერტი მარტო ბიძნას ბრალს ხედავს რომ თურმე იმ სპეცრაზმს აფინანსებდა და ვინც ამ სპეცრაზმს ხალხის დარბევა უბრძანა იმათ რომ ემონება ეხლა ეგ არაუშავს თურმე.