პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქედან ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ" - ჭყონდიდის ეპარქიაში ხმაურია
"აქედან ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ" - ჭყონდიდის ეპარქიაში ხმაურია

ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში ხმა­უ­რია. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია პო­ლი­ცია. ეპარ­ქი­ი­დან პო­ლი­ცი­ას სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გაჰ­ყავს.

"აქე­დან და­ი­წყე­ბა სულ სხვა მოქ­მე­დე­ბე­ბი - მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ვუხ­მობ" - ამის შე­სა­ხებ სალ­ხი­ნოს მა­მა­თა მო­ნას­ტერ­თან მყოფ­მა მამა ათი­ნო­გე­ნემ გა­ნა­ცხა­და.

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მო­ნას­ტერ­ში ჩო­ხოს­ნე­ბი მი­ვიდ­ნენ და ისი­ნი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­მო­იყ­ვა­ნეს მო­ნას­ტრი­დან.

"აქე­დან და­ი­წყე­ბა სულ სხვა მოქ­მე­დე­ბე­ბი. რას ვგუ­ლის­ხმობ და აქე­დან ჩვენ ცო­ცხლებს ვერ გაგ­ვიყ­ვა­ნენ, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ვუხ­მობ, ვი­საც სინ­დი­სი და ქარ­თვე­ლო­ბა აქვს, ვინც და­ფიქ­რე­ბულ­ხართ, რას შვე­ბა ეს მა­ტყუ­ა­რა ხალ­ხი,“ - აცხა­დებს მამა ათი­ნო­გე­ნე.

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის თქმით, მა­მა­ო­ე­ბი დი­ლის ლოც­ვებს ატა­რებ­დნენ, როცა "ჩო­ხოს­ნე­ბი მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს­თან ერ­თად შე­მო­ვიდ­ნენ და მოჰ­ყვა სპეც­რაზ­მი“, რის შემ­დე­გაც მა­მა­ო­ე­ბი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­მო­იყ­ვა­ნეს მო­ნას­ტრი­დან.

ამ დრო­ის­თვის სალ­ხი­ნოს და­დი­ა­ნე­ბის სა­ზა­ფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცი­ის ჭიშ­კა­რი ჩა­კე­ტი­ლია, შე­სას­ვლელ­თან პო­ლი­ცია დგას. ად­გილ­ზე ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბა განკვე­თი­ლი მა­მა­ო­ე­ბის ნა­წი­ლი. ისი­ნი რე­ზი­დენ­ცი­ის ეზო­ში შეს­ვლას ითხო­ვენ.

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მო­ნას­ტრი­დან განკვე­თი­ლი რამ­დე­ნი­მე სა­სუ­ლი­ე­რო პირი პო­ლი­ცი­ა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მარ­ტვი­ლის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში 4 სა­სუ­ლი­ე­რო პირი გა­და­იყ­ვა­ნეს.

ცნო­ბი­სათ­ვის, ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ი­დან განკვე­თილ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს მო­ნას­ტერ­ში ყოფ­ნის ვადა გუ­შინ ამო­ე­წუ­რათ.

ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლიტ­მა მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ 15-მდე სა­სუ­ლი­ე­რო პირს მღვდელმსა­ხუ­რე­ბა რამ­დე­ნი­მე თვის წინ აუკ­რძა­ლა და მო­ნას­ტრი­დან განკვე­თა.

რო­გორც ბერ-მო­ნაზვნე­ბი აცხა­დე­ბენ, მათ წა­სას­ვლე­ლი არ­სად აქვთ, რის გა­მოც ეპარ­ქი­ი­დან წას­ვლას არ აპი­რებ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეა
3

მოკლედ, ყველას ლუსტრირება მოხდა. გამოაშკარავდა, რომ პეტრე ცაავა და მისი გუნდი "ნაცსექტანტები" და პოლიტიკურად მოტივირებულები იყვნენ!

ელგუჯა
3

ყველგან ნაცები როგორ გელანდებათ. მეუფეების დიდი ნაწილისგან გასწმენდია ეკლესია. ფულის შოვნაზე და ფუფუნებაზე გადასული სასულიერო პირები, განსაკვეთია ეკლესიისგან,მაგრამ ვინც უნდა განკვეთოს,ისინიც დაცილებულია ეკლესიურ სწავლებას.ეს რათქმაუნდა, არ ეხება პატრიარქს და მცირე ნაწილს მაღალი იერარქიიდან.

ავტორი:

"აქედან ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ" - ჭყონდიდის ეპარქიაში ხმაურია

"აქედან ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ" - ჭყონდიდის ეპარქიაში ხმაურია

ჭყონდიდის ეპარქიაში ხმაურია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ეპარქიიდან პოლიციას სასულიერო პირები ძალის გამოყენებით გაჰყავს.

"აქედან დაიწყება სულ სხვა მოქმედებები - მთელ საქართველოს მოვუხმობ" - ამის შესახებ სალხინოს მამათა მონასტერთან მყოფმა მამა ათინოგენემ განაცხადა.

სასულიერო პირების განცხადებით, მონასტერში ჩოხოსნები მივიდნენ და ისინი ძალის გამოყენებით გამოიყვანეს მონასტრიდან.

"აქედან დაიწყება სულ სხვა მოქმედებები. რას ვგულისხმობ და აქედან ჩვენ ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ, მთელ საქართველოს მოვუხმობ, ვისაც სინდისი და ქართველობა აქვს, ვინც დაფიქრებულხართ, რას შვება ეს მატყუარა ხალხი,“ - აცხადებს მამა ათინოგენე.

სასულიერო პირების თქმით, მამაოები დილის ლოცვებს ატარებდნენ, როცა "ჩოხოსნები მეუფე სტეფანესთან ერთად შემოვიდნენ და მოჰყვა სპეცრაზმი“, რის შემდეგაც მამაოები ძალის გამოყენებით გამოიყვანეს მონასტრიდან.

ამ დროისთვის სალხინოს დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ჭიშკარი ჩაკეტილია, შესასვლელთან პოლიცია დგას. ადგილზე ასევე იმყოფება განკვეთილი მამაოების ნაწილი. ისინი რეზიდენციის ეზოში შესვლას ითხოვენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მონასტრიდან განკვეთილი რამდენიმე სასულიერო პირი პოლიციაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მარტვილის პოლიციის სამმართველოში 4 სასულიერო პირი გადაიყვანეს.

ცნობისათვის, ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა გუშინ ამოეწურათ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ 15-მდე სასულიერო პირს მღვდელმსახურება რამდენიმე თვის წინ აუკრძალა და მონასტრიდან განკვეთა.

როგორც ბერ-მონაზვნები აცხადებენ, მათ წასასვლელი არსად აქვთ, რის გამოც ეპარქიიდან წასვლას არ აპირებდნენ.