პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტოქსიკური ნარჩენები: რა ხდება საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს ნაგავსაყრელზე გონიოში - რას წერს Deutsche Welle?
ტოქსიკური ნარჩენები: რა ხდება საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს ნაგავსაყრელზე გონიოში - რას წერს Deutsche Welle?

გერ­მა­ნულ­მა რა­დი­ომ "დო­ი­ჩე ვე­ლემ“ (Deutsche Welle) გა­მო­აქ­ვეყ­ნა რე­პორ­ტა­ჟი, სა­თა­უ­რით: "ტოქ­სი­კუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბი: რო­გორ "ცხოვ­რობს“ და მუ­შა­ობს სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი უდი­დე­სი ნა­გავ­საყ­რე­ლი“ (ავ­ტო­რე­ბი - ინ­გრიდ გერ­სა­მა, ნა­ტა­ლია ბერტრა­მი და ნა­თია შა­ვა­ძე), რო­მელ­შიც აჭა­რა­ში, ბა­თუმ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე გო­ნი­ოს ნა­გავ­საყ­რე­ლის შე­სა­ხებ არის ლა­პა­რა­კი.

"ძრო­ხე­ბი ძველ პლას­ტი­კურ პა­კე­ტებს ღე­ჭა­ვენ, იცოხ­ნე­ბი­ან, თო­ლი­ე­ბი კი ნაგ­ვის ყო­ვე­ლი მან­ქა­ნის მოს­ვლას სი­ხა­რუ­ლის ჭყი­ვი­ლით ეგე­ბე­ბი­ან. ავ­ტო­მან­ქა­ნა სა­ნაგ­ვე­ზე დიდ ტომ­რებს ცლის, რომ­ლებ­შიც საჭ­მლის ნარ­ჩე­ნე­ბი, მი­ნის ნამ­სხვრე­ვე­ბი და ათა­სო­ბით სხვა სა­გა­ნია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ნა­გავ­საყ­რელ­ზე ნარ­ჩე­ნებს ღიად წვა­ვენ, ჰა­ერ­ში სა­ში­ნე­ლი სუნი ტრი­ა­ლებს: "შე­ხე­დეთ ამ ყვე­ლა­ფერს. აი, რას ვუ­კე­თებთ ჩვენს მშობ­ლი­ურ დე­და­მი­წას“, - ამ­ბობს გოჩა დუმ­ბა­ძე, რო­მე­ლიც სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და სამ­შე­ნებ­ლო ნარ­ჩე­ნე­ბის მთე­ბის წინ დგას.

გოჩა დუმ­ბა­ძე

გო­ნიო ბა­თუ­მი­დან - შავი ზღვის "ლას-ვე­გა­სი­დან“ - და­ახ­ლო­ე­ბით ათი კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს. აქ ნა­გავს თით­ქმის მთე­ლი აჭა­რი­დან ეზი­დე­ბი­ან. ნა­გავ­საყ­რე­ლი 1965 წლი­დან არ­სე­ბობს, საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის დრო­ი­დან. იმ დროს ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, მაგ­რამ დღე­ი­სათ­ვის მისი ფარ­თო­ბი 300 ათას კვად­რა­ტულ მეტ­რამ­დე გა­ი­ზარ­და. ამ­ჟა­მად ნაგ­ვის მთე­ბის სი­მაღ­ლე ზღვის დო­ნი­დან 15-20 მეტრს აღ­წევს.

გოჩა დუმ­ბა­ძე 34 წლი­საა, იგი ნა­გავ­საყ­რე­ლის ახ­ლოს ცხოვ­რობს. მან ნარ­ჩე­ნე­ბის­გან სახ­ლიც კი აა­შე­ნა. აქვე ცხოვ­რობს კი­დევ ოცამ­დე ოჯა­ხი, რომ­ლე­ბიც ნარ­ჩე­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით თავს ინა­ხა­ვენ. მათ­გან ზოგ­მა კა­ზი­ნო­ში ფული წა­ა­გო და გა­ღა­ტაკ­და, ზოგი აფხა­ზე­თი­და­ნაა გა­მოქ­ცე­უ­ლი... "ეს ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფაა“, - ამ­ბობს გოჩა და ხელს ყვი­თე­ლი ფე­რის ტბის­კენ იშ­ვერს, რო­მე­ლიც, მისი თქმით, ნაგ­ვის ნარ­ჩე­ნე­ბით არის მო­წამ­ლუ­ლი და ამ­ბობს: "ბავ­შვე­ბი ავად ხდე­ბი­ან, როცა ტბის ნა­პირს უახ­ლოვ­დე­ბი­ან".

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად თით­ქმის მი­ლი­ო­ნი ტონა ნა­გა­ვი გროვ­დე­ბა. ამ­ჟა­მად ქვე­ყა­ნა­ში ნაგ­ვის უტი­ლი­ზე­ბა 33 ოფი­ცი­ა­ლურ და 1000-ზე მეტ არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ნა­გავ­საყ­რელ­ზე ხდე­ბა. გო­ნი­ოს ნა­გავ­საყ­რე­ლი ერთ-ერთი მათ­გა­ნია, რო­მელ­ზეც გა­სულ წელს 84 ათა­სი ტონა ნა­გა­ვი მი­ი­ტა­ნეს ბა­თუ­მი­დან და აჭა­რის სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თი ნა­წილ­ში მდე­ბა­რე და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბი­დან, მაგ­რამ, რო­გორც მსოფ­ლიო ბან­კის მო­ნა­ცე­მე­ბი­დან ჩანს, გო­ნი­ოს ნა­გავ­საყ­რე­ლი ევ­რო­კავ­ში­რის ჰი­გი­ე­ნის სტან­დარ­ტებს არ პა­სუ­ხობს. აშ­კა­რაა, რომ გო­ნი­ო­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ნა­გავ­საყ­რე­ლი მდე­ბა­რე­ობს.

აქ ყვე­ლა­ფე­რი გა­ჭუ­ჭყი­ა­ნე­ბუ­ლია - მიწა, წყა­ლი და ჰა­ე­რი... ნაგ­ვის რა­ო­დე­ნო­ბა სულ უფრო მა­ტუ­ლობს, ახ­ლო­მახ­ლო სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რე­ბის მო­შე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. აქა­უ­რე­ბი მხო­ლოდ ნაგ­ვის გა­დარ­ჩე­ვით სულ­დგმუ­ლო­ბენ: აგ­რო­ვე­ბენ ფე­რად ლი­თონს, პლას­ტი­კურ ჭურ­ჭელს. მათ ხში­რად მი­უ­ღი­ათ და­ზი­ა­ნე­ბა ტოქ­სი­კუ­რი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბი­სა­გან.

რო­გორც ეკო­ლო­გი კახა გუჩ­მა­ნი­ძე ამ­ბობს, ნა­გავ­საყ­რე­ლი მო­უ­წყო­ბე­ლია, არ აქვს დამ­ცა­ვი ფენა, წვის და­ნად­გა­რე­ბი, ფილტრე­ბი მე­თა­ნის და­ჟან­გვი­სათ­ვის, არ ხდე­ბა ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბა, ნა­გავ­საყ­რელს არ აქვს უბ­რა­ლო მე­სე­რიც კი. და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი სი­თხის ნა­კა­დი მდი­ნა­რე ჭო­როხ­ში ჩა­ე­დი­ნე­ბა, რაც შავი ზღვის ფა­უ­ნას აზი­ა­ნებს. მდი­ნა­რის დელ­ტა­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, ბევ­რი ფრინ­ვე­ლი ბი­ნად­რობს და ისი­ნიც ავად­მყოფ­დე­ბი­ან. ნა­გავ­საყ­რე­ლის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო გაზი და მე­ტა­ნი საფრ­თხის მომ­ტა­ნია ად­გი­ლობ­რი­ვი კლი­მა­ტის­თვი­საც.

"იუ­ნი­სე­ფის“ მო­ნა­ცე­მე­ბით, 2019 წელს აჭა­რის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბის 80%-ის სის­ხლში მო­მა­ტე­ბუ­ლი ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბა აღ­მო­აჩ­ნდა, რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მძი­მე ეკო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

  • რას ამ­ბობს მთავ­რო­ბა?

"ნა­გავ­საყ­რე­ლი სა­ნი­ტა­რულ ნორ­მებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და ის რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა და­ი­ხუ­როს“, - ამ­ბობს თორ­ნი­კე კუ­ჭა­ვა, აჭა­რის ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე.

ჯერ კი­დევ 2009 წელს აჭა­რის რე­გი­ო­ნულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა გეგ­მა გო­ნი­ოს ნა­გავ­საყ­რე­ლის და­ხურ­ვის თა­ო­ბა­ზე. ამ მიზ­ნით ევ­რო­პის ბან­კი­დან 2015 წელს სამი მი­ლი­ო­ნი ევრო იქნა მი­ღე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, შვე­დურ­მა სა­ა­გენ­ტომ ოთხი მი­ლი­ო­ნი ევრო გა­მო­ყო ნარ­ჩე­ნე­ბის სა­უ­ტი­ლი­ზა­ციო ქარ­ხნის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის, სო­ფელ ცე­ცხლა­ურ­თან, ბა­თუ­მის ჩრდი­ლო­ე­თით, 45 კი­ლო­მეტრში. მშე­ნებ­ლო­ბა უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ახა­ლი სა­ნაგ­ვე პო­ლი­გო­ნი მწყობ­რში 2022 წელს უნდა ჩად­გეს.

სა­ქარ­თვე­ლოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს აღე­ბუ­ლი, რომ თა­ვი­სი უტი­ლი­ზე­ბუ­ლი პლასტმა­სის ნარ­ჩე­ნე­ბი სა­ნა­ხევ­როდ თვი­თონ უნდა გა­და­ა­მუ­შა­ოს 2025 წლი­სათ­ვის, რაც ევ­რო­კავ­ში­რის მიზ­ნებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ 2030 წლი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლო ნარ­ჩე­ნე­ბის 80%-ის გა­და­მუ­შა­ვე­ბას შეძ­ლებს. გა­სა­კე­თე­ბე­ლი ჯერ კი­დევ ბევ­რია: მა­გა­ლი­თად, 2019 წლი­დან მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ნაგ­ვის და­ნა­წი­ლე­ბის სის­ტე­მა უნდა შექ­მნი­ლი­ყო, მაგ­რამ, რო­გორც კახა გუჩ­მა­ნი­ძე ამ­ბობს, ეს არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საქო
0

ამის მიზეზი რა თქმა უნდა ნაც. მოძრაობაა.სხვას ვის უნდა დააბრალოს ამ მთავრობამ.

ქართველი
0

2011წელს დავბრუნდი საქართველოში,ჩავჯექი სამგზავრო მარშუტკაში და ვიღაც მთვრალმა ფანჯრიდან გადააგდო ბოთლი,არც მძღოლმა უთხრა რამე,არც ჩვენ ამოვიღეთ ხმა,არადა ადამიანებს კინაღამ მოარტყა ის ბოთლი.ხოდა ამდენი წელი გავიდა მას მერე და ისევ ისე ყრიან და ყრიან ნაგავს.ნუთუ არავინ მოვა ისეთი,რომ ეს პრობლემა მოაგვაროს.1999წელს ლექტორები ლექციებთან ერთად გვიკითხავდნენ ნაგვის დაყრაზეც ლექციებს,რომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას და არ დავაბინძუროთ.ყოველ დღე,რომ ამ საკითხს შეეხებიან,სკოლებში,სასწავლებლებში და ოჯახში,იქნებ გვეშველოს რამე

ავტორი:

ტოქსიკური ნარჩენები: რა ხდება საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს ნაგავსაყრელზე გონიოში - რას წერს Deutsche Welle?

ტოქსიკური ნარჩენები: რა ხდება საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს ნაგავსაყრელზე გონიოში - რას წერს Deutsche Welle?

გერმანულმა რადიომ "დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) გამოაქვეყნა რეპორტაჟი, სათაურით: "ტოქსიკური ნარჩენები: როგორ "ცხოვრობს“ და მუშაობს საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ნაგავსაყრელი“ (ავტორები - ინგრიდ გერსამა, ნატალია ბერტრამი და ნათია შავაძე), რომელშიც აჭარაში, ბათუმთან ახლოს მდებარე გონიოს ნაგავსაყრელის შესახებ არის ლაპარაკი.

"ძროხები ძველ პლასტიკურ პაკეტებს ღეჭავენ, იცოხნებიან, თოლიები კი ნაგვის ყოველი მანქანის მოსვლას სიხარულის ჭყივილით ეგებებიან. ავტომანქანა სანაგვეზე დიდ ტომრებს ცლის, რომლებშიც საჭმლის ნარჩენები, მინის ნამსხვრევები და ათასობით სხვა საგანია მოთავსებული. ნაგავსაყრელზე ნარჩენებს ღიად წვავენ, ჰაერში საშინელი სუნი ტრიალებს: "შეხედეთ ამ ყველაფერს. აი, რას ვუკეთებთ ჩვენს მშობლიურ დედამიწას“, - ამბობს გოჩა დუმბაძე, რომელიც საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების მთების წინ დგას.

გოჩა დუმბაძე

გონიო ბათუმიდან - შავი ზღვის "ლას-ვეგასიდან“ - დაახლოებით ათი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. აქ ნაგავს თითქმის მთელი აჭარიდან ეზიდებიან. ნაგავსაყრელი 1965 წლიდან არსებობს, საბჭოთა ოკუპაციის დროიდან. იმ დროს ძალიან პატარა იყო, მაგრამ დღეისათვის მისი ფართობი 300 ათას კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. ამჟამად ნაგვის მთების სიმაღლე ზღვის დონიდან 15-20 მეტრს აღწევს.

გოჩა დუმბაძე 34 წლისაა, იგი ნაგავსაყრელის ახლოს ცხოვრობს. მან ნარჩენებისგან სახლიც კი ააშენა. აქვე ცხოვრობს კიდევ ოცამდე ოჯახი, რომლებიც ნარჩენების მეშვეობით თავს ინახავენ. მათგან ზოგმა კაზინოში ფული წააგო და გაღატაკდა, ზოგი აფხაზეთიდანაა გამოქცეული... "ეს ეკოლოგიური კატასტროფაა“, - ამბობს გოჩა და ხელს ყვითელი ფერის ტბისკენ იშვერს, რომელიც, მისი თქმით, ნაგვის ნარჩენებით არის მოწამლული და ამბობს: "ბავშვები ავად ხდებიან, როცა ტბის ნაპირს უახლოვდებიან".

საქართველოში ყოველწლიურად თითქმის მილიონი ტონა ნაგავი გროვდება. ამჟამად ქვეყანაში ნაგვის უტილიზება 33 ოფიციალურ და 1000-ზე მეტ არაოფიციალურ ნაგავსაყრელზე ხდება. გონიოს ნაგავსაყრელი ერთ-ერთი მათგანია, რომელზეც გასულ წელს 84 ათასი ტონა ნაგავი მიიტანეს ბათუმიდან და აჭარის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილში მდებარე დასახლებული პუნქტებიდან, მაგრამ, როგორც მსოფლიო ბანკის მონაცემებიდან ჩანს, გონიოს ნაგავსაყრელი ევროკავშირის ჰიგიენის სტანდარტებს არ პასუხობს. აშკარაა, რომ გონიოში საქართველოსთვის ყველაზე საშიში ნაგავსაყრელი მდებარეობს.

აქ ყველაფერი გაჭუჭყიანებულია - მიწა, წყალი და ჰაერი... ნაგვის რაოდენობა სულ უფრო მატულობს, ახლომახლო სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოშენება შეუძლებელია. აქაურები მხოლოდ ნაგვის გადარჩევით სულდგმულობენ: აგროვებენ ფერად ლითონს, პლასტიკურ ჭურჭელს. მათ ხშირად მიუღიათ დაზიანება ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებისაგან.

როგორც ეკოლოგი კახა გუჩმანიძე ამბობს, ნაგავსაყრელი მოუწყობელია, არ აქვს დამცავი ფენა, წვის დანადგარები, ფილტრები მეთანის დაჟანგვისათვის, არ ხდება ტოქსიკური ნივთიერების გადამუშავება, ნაგავსაყრელს არ აქვს უბრალო მესერიც კი. დაბინძურებული სითხის ნაკადი მდინარე ჭოროხში ჩაედინება, რაც შავი ზღვის ფაუნას აზიანებს. მდინარის დელტაში, ბუნებრივია, ბევრი ფრინველი ბინადრობს და ისინიც ავადმყოფდებიან. ნაგავსაყრელის მიერ გამოყოფილი არასასიამოვნო გაზი და მეტანი საფრთხის მომტანია ადგილობრივი კლიმატისთვისაც.

"იუნისეფის“ მონაცემებით, 2019 წელს აჭარის რეგიონში მცხოვრები ბავშვების 80%-ის სისხლში მომატებული ტყვიის შემცველობა აღმოაჩნდა, რაც, სავარაუდოდ, მძიმე ეკოლოგიური სიტუაციით არის გამოწვეული.

  • რას ამბობს მთავრობა?

"ნაგავსაყრელი სანიტარულ ნორმებს არ შეესაბამება და ის რაც შეიძლება მალე უნდა დაიხუროს“, - ამბობს თორნიკე კუჭავა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

ჯერ კიდევ 2009 წელს აჭარის რეგიონულმა ხელისუფლებამ გამოაქვეყნა გეგმა გონიოს ნაგავსაყრელის დახურვის თაობაზე. ამ მიზნით ევროპის ბანკიდან 2015 წელს სამი მილიონი ევრო იქნა მიღებული. გარდა ამისა, შვედურმა სააგენტომ ოთხი მილიონი ევრო გამოყო ნარჩენების საუტილიზაციო ქარხნის მშენებლობისთვის, სოფელ ცეცხლაურთან, ბათუმის ჩრდილოეთით, 45 კილომეტრში. მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. ახალი სანაგვე პოლიგონი მწყობრში 2022 წელს უნდა ჩადგეს.

საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული, რომ თავისი უტილიზებული პლასტმასის ნარჩენები სანახევროდ თვითონ უნდა გადაამუშაოს 2025 წლისათვის, რაც ევროკავშირის მიზნებს შეესაბამება. მოსალოდნელია, რომ 2030 წლისათვის საქართველო ნარჩენების 80%-ის გადამუშავებას შეძლებს. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია: მაგალითად, 2019 წლიდან მუნიციპალიტეტებში ნაგვის დანაწილების სისტემა უნდა შექმნილიყო, მაგრამ, როგორც კახა გუჩმანიძე ამბობს, ეს არ განხორციელებულა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"