პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადებები საქართველოში და როგორ არის შესაძლებელი  მათზე დაზღვევა?
ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადებები საქართველოში და როგორ არის შესაძლებელი  მათზე დაზღვევა?

2020 წელს სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში 8 089 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, - ასე­თია სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბი.

უფრო დე­ტა­ლუ­რად, გა­სულ წელს ყვე­ლა­ზე მეტი ლე­ტა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა შემ­დე­გი სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამო დად­გა:

  • ბრონ­ქის ან ფილ­ტვის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე - 805;
  • სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე - 522;
  • წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე - 464;
  • სწო­რი ნაწ­ლა­ვის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე - 234;
  • კუ­ჭის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე - 330.

სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბის დრო­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კას პა­ცი­ენ­ტის­თვის უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. სა­წყის სტა­დი­ა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი სიმ­სივ­ნუ­რი გარ­თუ­ლე­ბა მკურ­ნა­ლო­ბას უფრო ად­ვი­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, მის­გან სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ფაქ­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც სიმ­სივ­ნის წარ­მოქ­მნას გა­ნა­პი­რო­ბებს, კან­ცე­რო­გე­ნე­ბი ეწო­დე­ბა. გან­ვი­ხი­ლოთ რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი: მე­ქა­ნი­კუ­რი კან­ცე­ნო­გე­ნე­ბი - ხში­რი ტრავ­მა­ტი­ზა­ცია და შემ­დგომ ქსო­ვილ­თა რე­გე­ნე­რა­ცია; ფი­ზი­კუ­რი კან­ცე­რო­გე­ნე­ბი - მა­ი­ო­ნი­ზე­ბე­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბა, რო­მე­ლიც იწ­ვევს ლე­ი­კო­ზებს, ძვლის ტვი­ნი­სა და ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის სიმ­სივ­ნე­ებს, ულტრა­ი­ის­ფე­რი გა­მოს­ხი­ვე­ბა, რო­მე­ლიც კა­ნის კი­ბოს­თან არის კავ­შირ­ში; ქი­მი­უ­რი კან­ცე­რო­გე­ნე­ბი - ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით სიმ­სივ­ნე­ე­ბი შე­საძ­ლოა გან­ვი­თარ­დეს არამ­ხო­ლოდ ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მოქ­მე­დე­ბის ად­გი­ლას, არა­მედ მთელს ორ­გა­ნიზ­მში; ბი­ო­ლო­გი­უ­რი კან­ცე­რო­გე­ნე­ბი - კან­ცე­რო­გე­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი ბაქ­ტე­რი­ებ­საც აქვთ, მათ მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი ლორ­წო­ვა­ნი გარ­სე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბი კი შე­საძ­ლოა, რთუ­ლად დას­რულ­დეს.

ნორ­მა­ლუ­რი, ჯან­მრთე­ლი უჯრე­დე­ბის სიმ­სივ­ნუ­რად ფორ­მი­რე­ბის პრო­ცე­სი ხან­გრძლი­ვი და ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. მათი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა კი მორ­ფო­ლო­გი­უ­რი მე­თო­დე­ბით ხდე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ან მი­ნი­მუმ ერთხელ მა­ინც ვეწ­ვი­ოთ ექიმს და ჩა­ვი­ტა­როთ დი­აგ­ნოს­ტი­კა, რათა ნე­ბის­მი­ე­რი გა­დაგ­ვა­რე­ბუ­ლი უჯრე­დი სწრა­ფად აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ და მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტუ­რი კურ­სი ჩა­ვი­ტა­როთ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის (კუ­ჭის სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბა) წი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბა კუ­ჭის ადე­ნო­მუ­რი პო­ლი­პი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს, სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბის - სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის სა­დი­ნარ­თა დისჰორ­მო­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, კის­ტე­ბი, ადე­ნო­ზი და სხვა, ამი­ტომ ნე­ბის­მი­ე­რი დის­კომ­ფორ­ტის შემ­თხვე­ვა­ში ექიმ­თან დრო­უ­ლად ვი­ზი­ტი და მკურ­ნა­ლო­ბა, წი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბის სწო­რად მარ­თვა შე­იძ­ლე­ბა, გა­დამ­წყვე­ტი აღ­მოჩ­ნდეს.

იმ შემ­თხვე­ვა­ში კი, თუ სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბის არ­სე­ბო­ბა მა­ინც და­დას­ტურ­დე­ბა, უკვე ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც არ­სე­ბობს ევ­რო­პა­ში დიდი ხსნის წინ და­ნერ­გი­ლი კრი­ტი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის და­ზღვე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. კრი­ტი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის და­ზღვე­ვა ნიშ­ნავს, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ას ცალ­კე­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა კი არ მოს­თხო­ვო, არა­მედ მის­გან მი­ი­ღო სო­ლი­დუ­რი თან­ხა, რო­მელ­საც თა­ვად გა­და­ა­ნა­წი­ლებ. ამი­სათ­ვის მხო­ლოდ და მხო­ლოდ დი­აგ­ნო­ზის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის წარ­დგე­ნაა სა­ჭი­რო.

სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში მისი და­ზღვე­ვა დიდი ხა­ნია და­ი­წყეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი კომ­პა­ნი­ის მა­გა­ლი­თი რომ მო­ვიყ­ვა­ნოთ „თი­ბი­სი და­ზღვე­ვა“ მაქ­სი­მა­ლურ სა­და­ზღვე­ვო თან­ხას 150 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით სრუ­ლად გას­ცემს პა­ცი­ენტზე, რო­მე­ლიც შემ­დეგ მას სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ მო­იხ­მარს. ამას­თან, მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, პა­ცი­ენტს ეხ­მა­რე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ კლი­ნი­კის შერ­ჩე­ვა­ში, ვი­ზი­ტის და­გეგ­მვა­სა და გან­თავ­სე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში.

რო­გორც გან­გვი­მარ­ტეს, სრულ­წლო­ვა­ნი პი­რის და­ზღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, მისი 1-18 წლამ­დე შვი­ლე­ბის და­ზღვე­ვა ანა­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბით, უფა­სოდ ხდე­ბა.

ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­და­ზღვე­ვო სერ­ვი­სე­ბი ნელ-ნელა უახ­ლოვ­დე­ბა ევ­რო­პულს, რაც და­ზღვე­ულს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, თა­ვი­სი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკეთ მარ­თოს და მათ შო­რის, ისე­თი კრი­ტი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, რო­გო­რიც სიმ­სივ­ნეა, ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის მყი­სი­ე­რად მო­ძი­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კატერინა
1

ყველამ უნდა ამოიღოს ხმა, გაზიფიკაციამ გაუმართავ კორპუსებში მოსახლეობა დახოცა, ნახეთ, შეამოწმეთ, არა ხართ ქრისტიანები, დარღვევით გამოდის ყველგან სავენტილიაცო მილები, გამოყოფს ნახშირორჟანსგ, შედის ზემო სართულების ფანჯრებში, ივსება ოთახი, ვიწამლებით, მოდით ნახეთ ჭაჭავაძის გამზირზე, ძველ კორპუსებში რა ხდება, ეს ხომ ქალაქის ცენტრია, არსად მაღლა მილები არ ადის,ფანჯროდან გამოშვერილია 20 სმ მილი, ყველაფერი აუდის მეზობელს, მგონი ბევრი ფიქრი არ არის საჭირო თუ 24 საათში რამდენს ვყლაპავთ, ეს სასწრაფოდ მისახედია, ბავშვებს ემუქრებათ სისხლის დაავადებები

წოწო
0

მაგარი რეკლამაა თიბისი დაზღვევის

ავტორი:

ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადებები საქართველოში და როგორ არის შესაძლებელი  მათზე დაზღვევა?

ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადებები საქართველოში და როგორ არის შესაძლებელი  მათზე დაზღვევა?

2020 წელს სიმსივნური დაავადებებით საქართველოში 8 089 ადამიანი გარდაიცვალა, - ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

უფრო დეტალურად, გასულ წელს ყველაზე მეტი ლეტალობის შემთხვევა შემდეგი სიმსივნური დაავადებების გამო დადგა:

  • ბრონქის ან ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე - 805;
  • სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე - 522;
  • წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე - 464;
  • სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე - 234;
  • კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე - 330.

სიმსივნური დაავადების დროულ დიაგნოსტიკას პაციენტისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საწყის სტადიაში აღმოჩენილი სიმსივნური გართულება მკურნალობას უფრო ადვილად ექვემდებარება და რიგ შემთხვევებში, მისგან სრულად გათავისუფლება არის შესაძლებელი.

ფაქტორებს, რომლებიც სიმსივნის წარმოქმნას განაპირობებს, კანცეროგენები ეწოდება. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: მექანიკური კანცენოგენები - ხშირი ტრავმატიზაცია და შემდგომ ქსოვილთა რეგენერაცია; ფიზიკური კანცეროგენები - მაიონიზებელი გამოსხივება, რომელიც იწვევს ლეიკოზებს, ძვლის ტვინისა და ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებს, ულტრაიისფერი გამოსხივება, რომელიც კანის კიბოსთან არის კავშირში; ქიმიური კანცეროგენები - ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებით სიმსივნეები შესაძლოა განვითარდეს არამხოლოდ ქიმიური ნივთიერებების მოქმედების ადგილას, არამედ მთელს ორგანიზმში; ბიოლოგიური კანცეროგენები - კანცეროგენული თვისებები ბაქტერიებსაც აქვთ, მათ მიერ გამოწვეული ლორწოვანი გარსების ქრონიკული ანთებითი პროცესები კი შესაძლოა, რთულად დასრულდეს.

ნორმალური, ჯანმრთელი უჯრედების სიმსივნურად ფორმირების პროცესი ხანგრძლივი და ერთმანეთისგან განსხვავებულია. მათი დიაგნოსტირება კი მორფოლოგიური მეთოდებით ხდება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, წელიწადში ორჯერ ან მინიმუმ ერთხელ მაინც ვეწვიოთ ექიმს და ჩავიტაროთ დიაგნოსტიკა, რათა ნებისმიერი გადაგვარებული უჯრედი სწრაფად აღმოვაჩინოთ და მკურნალობის ეფექტური კურსი ჩავიტაროთ.

საინტერესოა, რომ მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადებების (კუჭის სიმსივნური დაავადება) წინარე დაავადება კუჭის ადენომური პოლიპი შეიძლება გახდეს, სარძევე ჯირკვლის სიმსივნური დაავადების - სარძევე ჯირკვლის სადინართა დისჰორმონული ცვლილებები, კისტები, ადენოზი და სხვა, ამიტომ ნებისმიერი დისკომფორტის შემთხვევაში ექიმთან დროულად ვიზიტი და მკურნალობა, წინარე დაავადების სწორად მართვა შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

იმ შემთხვევაში კი, თუ სიმსივნური დაავადების არსებობა მაინც დადასტურდება, უკვე ჩვენს ქვეყანაშიც არსებობს ევროპაში დიდი ხსნის წინ დანერგილი კრიტიკული დაავადებების დაზღვევის შესაძლებლობა. კრიტიკული დაავადების დაზღვევა ნიშნავს, საჭიროების შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიას ცალკეული კვლევებისა და მანიპულაციების ანაზღაურება კი არ მოსთხოვო, არამედ მისგან მიიღო სოლიდური თანხა, რომელსაც თავად გადაანაწილებ. ამისათვის მხოლოდ და მხოლოდ დიაგნოზის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაა საჭირო.

სიმსივნური დაავადებების მკურნალობა საკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ განვითარებულ ქვეყნებში მისი დაზღვევა დიდი ხანია დაიწყეს. საქართველოში ერთი კომპანიის მაგალითი რომ მოვიყვანოთ „თიბისი დაზღვევა“ მაქსიმალურ სადაზღვევო თანხას 150 000 ლარის ოდენობით სრულად გასცემს პაციენტზე, რომელიც შემდეგ მას საჭიროებისამებრ მოიხმარს. ამასთან, მოთხოვნის შესაბამისად, პაციენტს ეხმარება საზღვარგარეთ კლინიკის შერჩევაში, ვიზიტის დაგეგმვასა და განთავსების ორგანიზებაში.

როგორც განგვიმარტეს, სრულწლოვანი პირის დაზღვევის შემთხვევაში, მისი 1-18 წლამდე შვილების დაზღვევა ანალოგიური პირობებით, უფასოდ ხდება.

ჩვენი ქვეყნის სადაზღვევო სერვისები ნელ-ნელა უახლოვდება ევროპულს, რაც დაზღვეულს საშუალებას აძლევს, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთ მართოს და მათ შორის, ისეთი კრიტიკული დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, როგორიც სიმსივნეა, ფულადი სახსრების მყისიერად მოძიების შესაძლებლობა ჰქონდეს.