პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნამახვანის" გაჩერება დიდი დარტყმაა ქვეყნისათვის... დღეს რუსეთს ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შეუძლია ჩააბნელოს ქვეყანა" - რომან გოცირიძე
"ნამახვანის" გაჩერება დიდი დარტყმაა ქვეყნისათვის... დღეს რუსეთს ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შეუძლია ჩააბნელოს ქვეყანა" - რომან გოცირიძე

"ნა­მახ­ვა­ნის" გა­ჩე­რე­ბა დიდი დარ­ტყმაა ქვეყ­ნი­სათ­ვის - ტან­კებ­ზე უფრო ძლი­ერ ამ ძა­ლას რუ­სე­თი როცა უნდა მა­შინ გა­მო­ი­ყე­ნებს, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი რო­მან გო­ცი­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში „ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტის გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით წერს.

რო­გორც გო­ცი­რი­ძე აღ­ნიშ­ნავს, უმ­წი­ფა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნი­შა­ნია, როცა ვერ კეთ­დე­ბა ის, რაც ქვეყ­ნის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"ნა­მახ­ვა­ნი“, „ნენ­სკრა“, „ხუ­დო­ნი“, „ხა­დო­რი“ (ეს უკა­ნას­კნე­ლი ამათ­თან რა მო­სა­ტა­ნია, მისი გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­ბა ერთი დიდი წის­ქვი­ლის ტოლფ­სია) და კი­დევ ორ­მოც­და­ათ­ზე მეტი პრო­ექ­ტი რომ შე­ჩერ­და, რა თქმა უნდა, ამა­ში მთავ­რო­ბაა დამ­ნა­შა­ვე. სხვას ვერც ვე­რა­ვის გა­და­აბ­რა­ლებს და ვერც ვე­რაფ­რით იმარ­თლებს თავს.

რუ­სე­თი, შავ­ბნე­ლი "მცვე­ლე­ბი", რომ­ლებ­მაც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის დარ­ბე­ვა­შიც მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ბა, აგ­რე­სი­უ­ლი მღვდლე­ბი, მწვა­ნე აქ­ტი­ვის­ტე­ბი, “ახა­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის” ნა­წი­ლი, პო­პუ­ლის­ტი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ასე შემ­დეგ, ამ პრობ­ლე­მის ზე­და­პი­რუ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბის ნა­წი­ლია. პრობ­ლე­მის მთა­ვა­რი არსი კი არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი და ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე და­გე­ში­ლი მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ქმე­დე­ბებ­ში მდგო­მა­რე­ობს.

„ნა­მახ­ვა­ნის“ გა­ჩე­რე­ბა დიდი დარ­ტყმაა ქვეყ­ნი­სათ­ვის. ეს პრო­ექ­ტი „ანაკ­ლია 2“-ად იქცა. „ნა­მახ­ვა­ნი“ იყო ქვეყ­ნი­სათ­ვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვის მქო­ნე პრო­ექ­ტი. ენ­გუ­რის შემ­დეგ სი­დი­დით მე­ო­რე ელექტრო­სად­გუ­რი იყო რუ­სე­თის ენერ­გე­ტი­კუ­ლი მარ­წუ­ხე­ბი­დან თა­ვის დაღ­წე­ვის ყვე­ლა­ზე დიდი სა­შუ­ა­ლე­ბა.

დღეს, რუ­სეთს ღი­ლაკ­ზე ერთი ხე­ლის და­ჭე­რით შე­უძ­ლია ჩა­აბ­ნე­ლოს მთე­ლი ქვე­ყა­ნა. იმი­ტომ კი არა, რომ კა­ტას­ტრო­ფუ­ლად იზ­რდე­ბა რუ­სე­თი­დან და სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ელექტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორ­ტი, არა­მედ იმი­ტომ, რომ „ენ­გუ­რის ჰოდ­რო­ე­ლექ­ტო­სად­გურ­ში“ დე­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა მთლი­ა­ნად მათ კონ­ტროლ­ქვე­შაა (ოკუ­პი­რე­ბულ გა­ლის რა­ი­ონ­ში). ტან­კებ­ზე უფრო ძლი­ერ ამ ძა­ლას რუ­სე­თი როცა უნდა მა­შინ გა­მო­ი­ყე­ნებს.

უმ­წი­ფა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნი­შა­ნია, როცა ვერ კეთ­დე­ბა ის, რაც ქვეყ­ნი­სათ­ვის სა­სო­ცი­ცხოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“,- წერს რო­მან გო­ცი­რი­ძე.

ცნო­ბის­თვის, ENKA სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას წყვეტს. ამის შე­სა­ხებ Enka Renewables-ის მშო­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამ­ბო­ლის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. კომ­პა­ნია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტის მი­ზე­ზად სა­კონ­ტრაქ­ტო პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­სა და დიდი ხნის ფორ­სმა­ჟო­რულ სი­ტუ­ა­ცი­ას ასა­ხე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
5555
45

პატარა ვარლამმა მამა რასიას ოცნებები აუსრულა 🤡

dato
13

კუპონა შენ რაც გაუკეთე ქვეყანას ნამახვანის გაჩერება იმასთან რა არი ? ან საწინააღმდეგო აქციებზე რა დღეში იყავით ? ვინ ხართ ბიჯო თქვენ ასე ნამუს გარეცხილი სექტა .

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ნამახვანის" გაჩერება დიდი დარტყმაა ქვეყნისათვის... დღეს რუსეთს ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შეუძლია ჩააბნელოს ქვეყანა" - რომან გოცირიძე

"ნამახვანის" გაჩერება დიდი დარტყმაა ქვეყნისათვის... დღეს რუსეთს ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შეუძლია ჩააბნელოს ქვეყანა" - რომან გოცირიძე

"ნამახვანის" გაჩერება დიდი დარტყმაა ქვეყნისათვის - ტანკებზე უფრო ძლიერ ამ ძალას რუსეთი როცა უნდა მაშინ გამოიყენებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტის გაუქმებასთან დაკავშირებით წერს.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, უმწიფარი საზოგადოების ნიშანია, როცა ვერ კეთდება ის, რაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"ნამახვანი“, „ნენსკრა“, „ხუდონი“, „ხადორი“ (ეს უკანასკნელი ამათთან რა მოსატანია, მისი გარემოზე ზემოქმება ერთი დიდი წისქვილის ტოლფსია) და კიდევ ორმოცდაათზე მეტი პროექტი რომ შეჩერდა, რა თქმა უნდა, ამაში მთავრობაა დამნაშავე. სხვას ვერც ვერავის გადააბრალებს და ვერც ვერაფრით იმართლებს თავს.

რუსეთი, შავბნელი "მცველები", რომლებმაც ჟურნალისტების დარბევაშიც მიიღეს მონაწილება, აგრესიული მღვდლები, მწვანე აქტივისტები, “ახალი ინტელიგენციის” ნაწილი, პოპულისტი პოლიტიკოსები და ასე შემდეგ, ამ პრობლემის ზედაპირული გამოვლინების ნაწილია. პრობლემის მთავარი არსი კი არაკომპეტენტური, კორუმპირებული და ძალაუფლების შენარჩუნებაზე დაგეშილი მმართველი პოლიტიკური ძალის ქმედებებში მდგომარეობს.

„ნამახვანის“ გაჩერება დიდი დარტყმაა ქვეყნისათვის. ეს პროექტი „ანაკლია 2“-ად იქცა. „ნამახვანი“ იყო ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და პოლიტიკური დატვირთვის მქონე პროექტი. ენგურის შემდეგ სიდიდით მეორე ელექტროსადგური იყო რუსეთის ენერგეტიკული მარწუხებიდან თავის დაღწევის ყველაზე დიდი საშუალება.

დღეს, რუსეთს ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შეუძლია ჩააბნელოს მთელი ქვეყანა. იმიტომ კი არა, რომ კატასტროფულად იზრდება რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტი, არამედ იმიტომ, რომ „ენგურის ჰოდროელექტოსადგურში“ დენის გამომუშავება მთლიანად მათ კონტროლქვეშაა (ოკუპირებულ გალის რაიონში). ტანკებზე უფრო ძლიერ ამ ძალას რუსეთი როცა უნდა მაშინ გამოიყენებს.

უმწიფარი საზოგადოების ნიშანია, როცა ვერ კეთდება ის, რაც ქვეყნისათვის სასოციცხოდ მნიშვნელოვანია“,- წერს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. კომპანია ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად საკონტრაქტო პირობების დარღვევასა და დიდი ხნის ფორსმაჟორულ სიტუაციას ასახელებს.