პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ზელენსკის მეგობარი სერგეი შეფირი, რომელსაც დღეს ცეცხლი გაუხსნეს და რას აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი?
ვინ არის ზელენსკის მეგობარი სერგეი შეფირი, რომელსაც დღეს ცეცხლი გაუხსნეს და რას აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი?

22 სექ­ტემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბი 10 სა­ათ­ზე, უც­ნობ­მა პი­რებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკის პირ­ველ თა­ნა­შემ­წი­სა და უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რის, სერ­გეი შე­ფი­რის მან­ქა­ნას, რის შე­დე­გა­დაც და­იჭ­რა მისი მძღო­ლი.

პო­ლი­ცი­ის თქმით, მან­ქა­ნას ათზე მეტი ტყვია მოხ­ვდა თავ­დას­ხმი­სას, რო­მე­ლიც კი­ე­ვის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე სო­ფელ ლის­ნი­კი­ი­ში მოხ­და.

რო­გორც უმაღ­ლე­სი რა­დის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის, თავ­დაც­ვი­სა და დაზ­ვერ­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ, მა­რი­ა­ნა ბე­ზუ­გ­ლა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, შე­ფი­რის მძღოლს სამი ტყვია მოხ­ვდა.

უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მრჩე­ველ­მა ან­ტონ გე­რაშ­ჩენ­კომ კი "ფე­ის­ბუქ­ში" და­წე­რა, რომ მოძ­რავ მან­ქა­ნას ტყი­დან ეს­რო­ლეს ავ­ტო­მა­ტუ­რი ია­რა­ღი.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად აშშ-ში იმ­ყო­ფე­ბა და ნიუ იორკში ეს­წრე­ბა გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის შეხ­ვედ­რებს, მის თა­ნა­შემ­წე­ზე თავ­დას­ხმას გა­მო­ეხ­მა­უ­რა ვი­დე­ო­მი­მარ­თვით, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა.

ზე­ლენ­სკის თქმით, ჯერ არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია, ვინ დგას ამ ყვე­ლაფ­რის უკან, თუმ­ცა პა­სუ­ხი ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა.

"გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე გა­მოს­ვლის შემ­დეგ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ დე­და­ქა­ლაქ­ში მივ­დი­ვარ. ვინ დგას ამის უკან, გულ­წრფე­ლად ვი­ტყვი, ჯერ არ ვიცი, რა სა­ხის ძა­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ - გა­რე­უ­ლი თუ ში­ნა­უ­რი, მაგ­რამ მე მათ ძა­ლე­ბად არ მი­ვიჩ­ნევ, რად­გან სა­ლა­მი გა­მო­მიგ­ზავ­ნო ტყი­დან ჩემი მე­გობ­რის ავ­ტო­მო­ბილ­ზე თავ­დახ­მით, ეს სი­სუს­ტეა. მაგ­რამ, აი, პა­სუ­ხი კი ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

ზე­ლენ­სკის გან­მარ­ტე­ბით, მომ­ხდა­რი ვე­რა­ნა­ირ გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს კურ­სზე, რო­მე­ლიც მის­მა გუნ­დმა აირ­ჩია ცვლი­ლე­ბე­ბის­კენ, ეკო­ნო­მი­კის გახ­სნის­კენ, კრი­მი­ნალ­თან და დიდ ფი­ნან­სურ ჯგუ­ფებ­თან ბრძო­ლის­კენ..

თა­ვად სერ­გეი შე­ფირ­მა მას­ზე მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის დე­ტა­ლე­ბი გა­იხ­სე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­უხ­სნეს ცე­ცხლი.

"მი­ზე­ზი არ ვიცი. მან­ქა­ნით მივ­დი­ო­დით და უცებ სრო­ლა და­ი­წყო. მძღო­ლი დაჭ­რეს, მაგ­რამ ის არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა და ავ­ტო­მო­ბი­ლი ავაჩ­ქა­რეთ. სა­ში­ნე­ლე­ბა იყო. სას­წრა­ფოდ პო­ლი­ცი­ას და შს მი­ნისტრს და­ვუ­რე­კე“, - გა­ნა­ცხა­და შე­ფირ­მა.

აქვე, მან დე­ზინ­ფორ­მა­ცია უწო­და გავ­რცე­ლე­ბულ ვერ­სი­ებს, თით­ქოს ეს თავ­დას­ხმა შე­საძ­ლოა, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს გუნდში არ­სე­ბულ უთან­ხმო­ე­ბას­თან.

  • ვინ არის სერ­გეი შე­ფი­რი?

57 წლის სერ­გეი შე­ფი­რი ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახლო მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მო­აზ­რეა. მას ზე­ლენ­სკის­თან ნაც­ნო­ბო­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბი­დან აკავ­ში­რებს, ჯერ კი­დევ იმ პე­რი­ო­დი­დან, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ლი­დე­რი "მხი­ა­რულ­თა და საზ­რი­ან­თა კლუ­ბის" ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი იყო. ის სერ­გეი შე­ფირ­მა, ძმას­თან - ბო­რის­თან ერ­თად, მი­იწ­ვია გუნდში სა­ხე­ლად: " ზა­პო­რო­ჟიე - კრი­ვოი როგი - ტრან­ზი­ტი", რო­მელ­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით კლუ­ბის უმაღ­ლე­სი ლი­გაც კი მო­ი­გო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მათი მე­გობ­რო­ბა აქე­დან და­ი­წყო, ისი­ნი მოს­კოვ­ში ერთ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­დნენ, უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ კი ერ­თობ­ლი­ვად და­ა­არ­სეს სტუ­დია "კვარ­ტა­ლი 95", რო­მე­ლიც თა­ნა­და­თა­ნო­ბით მა­რა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ან ბიზ­ნე­სად იქცა. ძმებ შე­ფი­რებ­თან ახ­ლობ­ლო­ბა­ზე მოწ­მობს ის ფაქ­ტიც, რომ პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვის შემ­დეგ, სტუ­დი­ის სა­კუ­თა­რი წილი ზე­ლენ­სკიმ სწო­რედ მათ­ზე გა­და­ა­ფორ­მა.

ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკი ძმებ შე­ფი­რებ­თან ერ­თად

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის გუნდში აცხა­დე­ბენ, რომ მომ­ხდა­რი ზე­ლენ­სკის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ახა­ლი კა­ნო­ნე­ბის და და­გეგ­მი­ლი რე­ფორ­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი აქ­ტია და ამით ცდი­ლო­ბენ მათ და­ში­ნე­ბას.

ავტორი:

ვინ არის ზელენსკის მეგობარი სერგეი შეფირი, რომელსაც დღეს ცეცხლი გაუხსნეს და რას აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი?

ვინ არის ზელენსკის მეგობარი სერგეი შეფირი, რომელსაც დღეს ცეცხლი გაუხსნეს და რას აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი?

22 სექტემბერს, დაახლოები 10 საათზე, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პირველ თანაშემწისა და უახლოესი მეგობარის, სერგეი შეფირის მანქანას, რის შედეგადაც დაიჭრა მისი მძღოლი.

პოლიციის თქმით, მანქანას ათზე მეტი ტყვია მოხვდა თავდასხმისას, რომელიც კიევის მახლობლად მდებარე სოფელ ლისნიკიიში მოხდა.

როგორც უმაღლესი რადის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მარიანა ბეზუგლაიამ განაცხადა, შეფირის მძღოლს სამი ტყვია მოხვდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ კი "ფეისბუქში" დაწერა, რომ მოძრავ მანქანას ტყიდან ესროლეს ავტომატური იარაღი.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება და ნიუ იორკში ესწრება გაერო-ს გენერალური ასამბლეის შეხვედრებს, მის თანაშემწეზე თავდასხმას გამოეხმაურა ვიდეომიმართვით, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ზელენსკის თქმით, ჯერ არ აქვს ინფორმაცია, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, თუმცა პასუხი ძლიერი იქნება.

"გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ დედაქალაქში მივდივარ. ვინ დგას ამის უკან, გულწრფელად ვიტყვი, ჯერ არ ვიცი, რა სახის ძალები შეიძლება იყვნენ - გარეული თუ შინაური, მაგრამ მე მათ ძალებად არ მივიჩნევ, რადგან სალამი გამომიგზავნო ტყიდან ჩემი მეგობრის ავტომობილზე თავდახმით, ეს სისუსტეა. მაგრამ, აი, პასუხი კი ძლიერი იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის განმარტებით, მომხდარი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს კურსზე, რომელიც მისმა გუნდმა აირჩია ცვლილებებისკენ, ეკონომიკის გახსნისკენ, კრიმინალთან და დიდ ფინანსურ ჯგუფებთან ბრძოლისკენ..

თავად სერგეი შეფირმა მასზე მომხდარი თავდასხმის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მოულოდნელად გაუხსნეს ცეცხლი.

"მიზეზი არ ვიცი. მანქანით მივდიოდით და უცებ სროლა დაიწყო. მძღოლი დაჭრეს, მაგრამ ის არ გაჩერებულა და ავტომობილი ავაჩქარეთ. საშინელება იყო. სასწრაფოდ პოლიციას და შს მინისტრს დავურეკე“, - განაცხადა შეფირმა.

აქვე, მან დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ვერსიებს, თითქოს ეს თავდასხმა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს გუნდში არსებულ უთანხმოებასთან.

  • ვინ არის სერგეი შეფირი?

57 წლის სერგეი შეფირი ვლადიმირ ზელენსკის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი და თანამოაზრეა. მას ზელენსკისთან ნაცნობობა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აკავშირებს, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც უკრაინის ამჟამინდელი ლიდერი "მხიარულთა და საზრიანთა კლუბის" ამომავალი ვარსკვლავი იყო. ის სერგეი შეფირმა, ძმასთან - ბორისთან ერთად, მიიწვია გუნდში სახელად: " ზაპოროჟიე - კრივოი როგი - ტრანზიტი", რომელმაც მოგვიანებით კლუბის უმაღლესი ლიგაც კი მოიგო. როგორც ამბობენ, მათი მეგობრობა აქედან დაიწყო, ისინი მოსკოვში ერთ ბინაში ცხოვრობდნენ, უკრაინაში დაბრუნების შემდეგ კი ერთობლივად დააარსეს სტუდია "კვარტალი 95", რომელიც თანადათანობით მარავალმილიონიან ბიზნესად იქცა. ძმებ შეფირებთან ახლობლობაზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სტუდიის საკუთარი წილი ზელენსკიმ სწორედ მათზე გადააფორმა.

ვლადიმირ ზელენსკი ძმებ შეფირებთან ერთად

უკრაინის პრეზიდენტის გუნდში აცხადებენ, რომ მომხდარი ზელენსკის ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი კანონების და დაგეგმილი რეფორმების წინააღმდეგ მიმართული აქტია და ამით ცდილობენ მათ დაშინებას.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"