პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან" - ეკონომიკის სამინისტროს პირველი განცხადება ENKA -სა და მთავრობას შორის ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტაზე
"განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან" - ეკონომიკის სამინისტროს პირველი განცხადება  ENKA -სა და მთავრობას შორის ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტაზე

ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გან­ვაგ­რძობთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ინ­ვეს­ტორ კომ­პა­ნი­ას­თან, რათა გა­მო­ი­ნა­ხოს სწო­რი და რაც მთა­ვა­რია, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად გა­მარ­თლე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში ENKA -ს მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­დეს.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ ნამ­დვი­ლად მი­ი­ღო კომ­პა­ნია "ენ­კას­გან“ წი­ნას­წა­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა პრო­ექ­ტი­დან ერთი თვის შემ­დეგ შე­საძ­ლო გას­ვლის შე­სა­ხებ. კომ­პა­ნია ერთი თვის თავ­ზე გეგ­მავს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მოშ­ლას, რაც წი­ნას­წარ გვაც­ნო­ბა.

სა­მი­ნის­ტრო­ში იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ პრო­ცე­სი სა­ქარ­თვე­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ დას­რულ­დე­ბა.

"მთავ­რო­ბის მხრი­დან კეთ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, რათა მო­იხ­სნას კი­თხვე­ბი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ, მე­ტიც, ამი­სათ­ვის მივ­მარ­თეთ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტულ მე­დი­ა­ტორს - ევ­რო­კავ­ში­რის ენერ­გე­ტი­კუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის და­ვე­ბის გან­ხილ­ვის საბ­ჭოს და მას­ში ჩარ­თვის მიზ­ნით მო­ვიწ­ვი­ეთ ნა­მახ­ვა­ნის პრო­ექ­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ყვე­ლა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯგუ­ფი. იმე­დი გვაქვს, რომ პრო­ცე­სი პო­ზი­ცი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბი­თა და რაც მთა­ვა­რია, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყდე­ბა.

ჩვენ კარ­გად გვეს­მის, რომ ეს პრო­ექ­ტი არის კომ­პლექ­სუ­რი და ამ­დე­ნად, ინ­ვეს­ტო­რე­ბი მსგავ­სი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას არა­ერთ სირ­თუ­ლეს აწყდე­ბი­ან. თუმ­ცა ისიც ცხა­დია, რომ პრო­ექ­ტი არ არის მარ­ტი­ვი, მას აქვს ეკო­ლო­გი­უ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის გა­მოწ­ვე­ვე­ბი და ამ­დე­ნად, რო­გორც მთავ­რო­ბის, ასე­ვე ინ­ვეს­ტო­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ცაა, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პრო­ექ­ტში შე­მა­ვა­ლი ცალ­კე­უ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის ხე­ლა­ხა­ლი შეს­წავ­ლა გა­ი­მარ­თოს.

კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნავთ - ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც უშუ­ა­ლოდ ნა­მახ­ვა­ნი ჰე­სე­ბის კას­კა­დის პრო­ექ­ტი, ასე­ვე ზო­გა­დად ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ვეს­ტო­რის ინ­ტე­რე­სი, ამი­ტომ მომ­დევ­ნო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გან­ვაგ­რძობთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ინ­ვეს­ტორ კომ­პა­ნი­ას­თან, რათა გა­მო­ი­ნა­ხოს სწო­რი და რაც მთა­ვა­რია, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად გა­მარ­თლე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენს სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს არ და­ა­ზი­ა­ნებს და ამა­ვე დროს, პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა კი­თხვას სა­ბო­ლო­ოდ მოხ­სნის.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკე­თებს ყვე­ლა­ფერს იმი­სათ­ვის, რომ კონ­კრე­ტუ­ლად ენერ­გე­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით გაგ­რძელ­დეს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა, რათა ქვეყ­ნის ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და რაც მთა­ვა­რია, ენერ­გე­ტი­კუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა სა­თა­ნა­დოდ იყოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი", - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე-9 ბლოკი
2

ასეთ დროს ეკონომიკის მინისტრი თავისით უნდა მიდიოდეს!!! ჩვენ არ გვინდა ჰესები, ჩვენ გვინდა ,,ლამპა", ,,კერასინკა", შნაპსი, ამარეტო, ზუკოს წვენი, სუნამო ელ-პასო და პეჩენია პიკნიკი...

))
0

ფულს საიდან უხდით კომპანიას? აქ ვინმე შემოვა კიდევ?

ავტორი:

"განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან" - ეკონომიკის სამინისტროს პირველი განცხადება ENKA -სა და მთავრობას შორის ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტაზე

"განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან" - ეკონომიკის სამინისტროს პირველი განცხადება  ENKA -სა და მთავრობას შორის ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტაზე

ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში ENKA -ს მიერ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ნამდვილად მიიღო კომპანია "ენკასგან“ წინასწარი შეტყობინება პროექტიდან ერთი თვის შემდეგ შესაძლო გასვლის შესახებ. კომპანია ერთი თვის თავზე გეგმავს ხელშეკრულების მოშლას, რაც წინასწარ გვაცნობა.

სამინისტროში იმედოვნებენ, რომ პროცესი საქართველოს სასარგებლოდ დასრულდება.

"მთავრობის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რათა მოიხსნას კითხვები პროექტის შესახებ, მეტიც, ამისათვის მივმართეთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მედიატორს - ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის საბჭოს და მასში ჩართვის მიზნით მოვიწვიეთ ნამახვანის პროექტით დაინტერესებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებრივი ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ პროცესი პოზიციების დაახლოებითა და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროექტი არის კომპლექსური და ამდენად, ინვესტორები მსგავსი პროექტის განხორციელებისას არაერთ სირთულეს აწყდებიან. თუმცა ისიც ცხადია, რომ პროექტი არ არის მარტივი, მას აქვს ეკოლოგიური, სოციალური და ტექნიკური ხასიათის გამოწვევები და ამდენად, როგორც მთავრობის, ასევე ინვესტორის ვალდებულებაცაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პროექტში შემავალი ცალკეული მახასიათებლების ხელახალი შესწავლა გაიმართოს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ - ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი, ასევე ზოგადად ნებისმიერი ინვესტორის ინტერესი, ამიტომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის.

საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით გაგრძელდეს ინვესტიციების მოზიდვა, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და რაც მთავარია, ენერგეტიკული უსაფრთხოება სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი", - ვკითხულობთ განცხადებაში.