პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კახა კალაძეს არასდროს ჰქონია პრობლემები, არ აქვს და არც მომავალში ექნება" - კახა კალაძე
"კახა კალაძეს არასდროს ჰქონია პრობლემები, არ აქვს და არც მომავალში ექნება" - კახა კალაძე

კახა კა­ლა­ძეს არას­დროს ჰქო­ნია პრობ­ლე­მე­ბი, არ აქვს და არც მო­მა­ვალ­ში ექ­ნე­ბა, - ასე უპა­სუ­ხა თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მას "გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრო­ბის დროს, მათ შო­რის კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით".

„ეს არის ძა­ლი­ან დიდი ტყუ­ი­ლი, სიც­რუე და ცი­ლის­წა­მე­ბა. კახა კა­ლა­ძეს არას­დროს ჰქო­ნია პრობ­ლე­მე­ბი, არ აქვს და არც მო­მა­ვალ­ში ექ­ნე­ბა. ღირ­სე­უ­ლად ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩემს ქვე­ყა­ნას და ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩემს ხალ­ხს”, - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბულ ჩა­ნა­წე­რებს, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­ჟო­ნა, კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ სუს-ი ყვე­ლას უნდა უს­მენ­დეს, "ვი­საც სა­ჭი­როდ ჩათ­ვლის."

"უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი არის იმის, რომ მო­უს­მი­ნოს ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვი­საც ჩათ­ვლის სა­ჭი­როდ, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში", - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

კახა კა­ლა­ძემ ასე­ვე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ზეც ისა­უბ­რა:

"წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში: ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვე­ბი, სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მე­ბი წა­რუდ­გი­ნონ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ჰქონ­დეთ შეხ­ვედ­რე­ბი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი და ა.შ.", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
suliko
9

ბატონი კახა და კორუფცია ისე შორს არიან როგორც თბილისი და სამტრედია. და საერთოდ კორუფცია რა პრობლემაა ბატონი კახის უმწიკლო რეპუტაციისთვის

მკვეხარა !
12

"კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო".მისთვის "პრობლემა"არ იყო როცა ძმას უკლავდნენ?სამწუხაროა,მაგრამ არავინ არ იცის ბედი რას უმზადებს. ბედის ბორბალი ტრიალებს,ტრიალებს............

ავტორი:

"კახა კალაძეს არასდროს ჰქონია პრობლემები, არ აქვს და არც მომავალში ექნება" - კახა კალაძე

"კახა კალაძეს არასდროს ჰქონია პრობლემები, არ აქვს და არც მომავალში ექნება" - კახა კალაძე

კახა კალაძეს არასდროს ჰქონია პრობლემები, არ აქვს და არც მომავალში ექნება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის თანახმადაც, მას "გარკვეული პრობლემები ჰქონდა ენერგეტიკის მინისტრობის დროს, მათ შორის კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით".

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე და ცილისწამება. კახა კალაძეს არასდროს ჰქონია პრობლემები, არ აქვს და არც მომავალში ექნება. ღირსეულად ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ვემსახურები ჩემს ხალხს”, - აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ჩანაწერებს, რომელმაც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, კალაძემ აღნიშნა, რომ სუს-ი ყველას უნდა უსმენდეს, "ვისაც საჭიროდ ჩათვლის."

"უსაფრთხოების სამსახური არის იმის, რომ მოუსმინოს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩათვლის საჭიროდ, კანონის ფარგლებში", - აღნიშნა კალაძემ.

კახა კალაძემ ასევე წინასაარჩევნო კამპანიაზეც ისაუბრა:

"წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში: ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა თავიანთი პოლიტიკური ხედვები, საარჩევნო პროგრამები წარუდგინონ საზოგადოებას, ჰქონდეთ შეხვედრები, კომუნიკაციები და ა.შ.", - განაცხადა კახა კალაძემ.