პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. სუს-ის ფაილებში აღმოჩენილი სიახლე გიორგი სანაიას საქმეში - რას წერს ვახო სანაია: "ახლა ხელში მიჭირავს დოკუმენტები, რომლის მიხედვით, ეს პირი დღეს არის "სუს"-ის აგენტი"
ე.წ. სუს-ის ფაილებში აღმოჩენილი სიახლე გიორგი სანაიას საქმეში - რას წერს ვახო სანაია: "ახლა ხელში მიჭირავს დოკუმენტები, რომლის მიხედვით, ეს პირი დღეს არის "სუს"-ის აგენტი"

ჟურ­ნა­ლის­ტი ვახო სა­ნა­ია, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ძმის გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, ე.წ. "სუს"-ის ფა­ი­ლებ­ში აღმჩე­ნილ სი­ახ­ლე­ზე წერს:

"გთხოვთ, წა­ი­კი­თხოთ და გა­ა­ზი­ა­როთ!

სუს-ის ფა­ი­ლებ­ში მი­ვაკ­ვლიე ერთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან დო­კუ­მენტს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩემი ძმის, გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბა მოხ­და შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ოდ­ში, როცა ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რა ჩვენს ოჯახს და­უ­პი­რის­პირ­და. თა­ვი­დან­ვე და­ი­წყო საქ­მის გა­ყალ­ბე­ბა. ყვე­ლა მე­ქა­ნიზ­მი ჩარ­თეს ფაბ­რი­კა­ცი­ის­თვის. საქ­მე ყალბ­დე­ბო­და პირ­ვე­ლი­ვე სა­ა­თე­ბი­დან. იმა­ვე დღე­ებ­ში გა­მოჩ­ნდნენ "მოწ­მე­ე­ბი", რომ­ლე­ბიც გა­მო­ძი­ე­ბას აძ­ლე­ვენ წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბულ ჩვე­ნე­ბებს.

რე­ა­ლუ­რად ესე­ნი იყ­ვნენ ცრუ მოწ­მე­ე­ბი, რო­მე­ლე­ბიც შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ საქ­მის გა­სა­ყალ­ბებ­ლად მო­იყ­ვა­ნა. არა­და, ვი­თომ თა­ვი­სით გა­მოჩ­ნდნენ. რა და­ვა­ლე­ბებ­საც აძ­ლევ­დნენ, ეს "მოწ­მე­ე­ბი" იმას იმე­ო­რებ­დნენ, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აწყობ­და. ხან ერთს ათ­ქმე­ვი­ნებ­დნენ, მერე სი­ტყვებს უკან წა­ა­ღე­ბი­ნებ­დნენ, ჩა­ას­წო­რე­ბი­ნებ­დნენ და ასე... ბო­ლოს თა­ვად­ვე აიხ­ლარ­თნენ პრო­კუ­რა­ტუ­რა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო. ხალ­ხის პრო­ტეს­ტის ჩა­სახ­შო­ბად ავ­რცე­ლებ­დნენ ჭო­რებს და ამის­თვი­საც აღ­ნიშ­ნულ "მოწ­მე­ებს" იყე­ნებ­დნენ. ვი­თომ შემ­თხვე­ვი­თი პი­რე­ბი იყ­ვნენ.

ჩვენ­თვის თა­ვი­დან­ვე ცხა­დია იყო ყვე­ლა­ფე­რი და ამ­დე­ნი წე­ლია, ამა­ზე ვლა­პა­რა­კობთ და­უს­რუ­ლებ­ლად. ახლა კი მთა­ვა­რი! ამ დღე­ებ­ში "სუს"- ის ან­გა­რი­შებ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე ერთ-ერთი ასე­თი ,"მოწ­მე". ეს პირი, რომ­ლის ჩვე­ნე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბი­თაც და­ი­წყეს გა­მო­ძი­ე­ბა და მის­ცეს მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ოდ­შია გა­და­ბი­რე­ბუ­ლი და არის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის აგენ­ტი. ახლა ხელ­ში მი­ჭი­რავს დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ეს პირი დღეს არის "სუს"-ის აგენ­ტი. ნერ­გა­ვენ ხოლ­მე, ამა თუ იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და იქე­დან აწ­ვდის შიდა ინ­ფორ­მა­ცი­ას კუ­რა­ტორს. იყე­ნე­ბენ უბინ­ძუ­რე­სი საქ­მე­ე­ბის­თვის.

მის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი ცნო­ბი­ლია - რო­მე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ობს "სუს"-ის სა­სარ­გებ­ლოდ, ვინ გა­და­ი­ბი­რა ჯერ კი­დევ შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ოდ­ში, ვინ იყ­ვნენ მისი უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა და­ვა­ლე­ბებს აძ­ლე­ვენ, ვის და რო­დის ხვდე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­ცე­მად.

ერთი სი­ტყვით, ბო­ლომ­დე გა­შიფ­რუ­ლია და დო­კუ­მენ­ტე­ბი წინ მი­დევს.

ნელ-ნელა ყვე­ლას დრო დად­გე­ბა!" - წერს ვახო სა­ნა­ია

შე­გახ­სე­ნებთ, გი­ორ­გი სა­ნა­ია 2001 წლის 26 ივ­ლისს სა­კუ­თარ სახ­ლში მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. მე­გობ­რებ­მა მისი და­ღუპ­ვის ამ­ბა­ვი მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­ი­გეს, რაც 21:00-სა­ა­თი­ა­ნი "კუ­რი­ე­რის" და­წყე­ბამ­დე სა­ნა­ია სამ­სა­ხურ­ში არ გა­მო­ცხად­და.

ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბას პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვებს უკავ­ში­რებ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბამ კი მკვლე­ლო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად პი­რა­დი მო­ტი­ვე­ბი და­ა­სა­ხე­ლა.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გრი­გოლ ხურ­ცი­ლა­ვას 13 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს, თუმ­ცა ოჯა­ხის წევ­რე­ბი დღემ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ რე­ა­ლუ­რი მკვლე­ლი და მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თი და­უს­ჯე­ლია. გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ას არ ენ­დო­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რიტა
27

მერე რას ელოდები,გაასაჯაროვე თუ ეგ სიმართლეა.თუ გირჩევნია შეინახო და შანტაჟისთვის გამოიყენო?

aramzadebi
19

აი,შენი დრო კი თითქმის მოსულია!

ავტორი:

ე.წ. სუს-ის ფაილებში აღმოჩენილი სიახლე გიორგი სანაიას საქმეში - რას წერს ვახო სანაია: "ახლა ხელში მიჭირავს დოკუმენტები, რომლის მიხედვით, ეს პირი დღეს არის "სუს"-ის აგენტი"

ე.წ. სუს-ის ფაილებში აღმოჩენილი სიახლე გიორგი სანაიას საქმეში - რას წერს ვახო სანაია: "ახლა ხელში მიჭირავს დოკუმენტები, რომლის მიხედვით, ეს პირი დღეს არის "სუს"-ის აგენტი"

ჟურნალისტი ვახო სანაია, "ფეისბუქის" პირად გვერდზე ძმის გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე, ე.წ. "სუს"-ის ფაილებში აღმჩენილ სიახლეზე წერს:

"გთხოვთ, წაიკითხოთ და გააზიაროთ!

სუს-ის ფაილებში მივაკვლიე ერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს. მოგეხსენებათ, ჩემი ძმის, გიორგი სანაიას მკვლელობა მოხდა შევარდნაძის პერიოდში, როცა ყველა სტრუქტურა ჩვენს ოჯახს დაუპირისპირდა. თავიდანვე დაიწყო საქმის გაყალბება. ყველა მექანიზმი ჩართეს ფაბრიკაციისთვის. საქმე ყალბდებოდა პირველივე საათებიდან. იმავე დღეებში გამოჩნდნენ "მოწმეები", რომლებიც გამოძიებას აძლევენ წინასწარ შეთანხმებულ ჩვენებებს.

რეალურად ესენი იყვნენ ცრუ მოწმეები, რომელებიც შევარდნაძის ხელისუფლებამ საქმის გასაყალბებლად მოიყვანა. არადა, ვითომ თავისით გამოჩნდნენ. რა დავალებებსაც აძლევდნენ, ეს "მოწმეები" იმას იმეორებდნენ, როგორც ხელისუფლებას აწყობდა. ხან ერთს ათქმევინებდნენ, მერე სიტყვებს უკან წააღებინებდნენ, ჩაასწორებინებდნენ და ასე... ბოლოს თავადვე აიხლართნენ პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო. ხალხის პროტესტის ჩასახშობად ავრცელებდნენ ჭორებს და ამისთვისაც აღნიშნულ "მოწმეებს" იყენებდნენ. ვითომ შემთხვევითი პირები იყვნენ.

ჩვენთვის თავიდანვე ცხადია იყო ყველაფერი და ამდენი წელია, ამაზე ვლაპარაკობთ დაუსრულებლად. ახლა კი მთავარი! ამ დღეებში "სუს"- ის ანგარიშებში აღმოვაჩინე ერთ-ერთი ასეთი ,"მოწმე". ეს პირი, რომლის ჩვენებებზე დაყრდნობითაც დაიწყეს გამოძიება და მისცეს მათთვის სასურველი მიმართულება, შევარდნაძის პერიოდშია გადაბირებული და არის სპეცსამსახურების აგენტი. ახლა ხელში მიჭირავს დოკუმენტები, რომლის მიხედვით, ეს პირი დღეს არის "სუს"-ის აგენტი. ნერგავენ ხოლმე, ამა თუ იმ ორგანიზაციაში და იქედან აწვდის შიდა ინფორმაციას კურატორს. იყენებენ უბინძურესი საქმეებისთვის.

მის შესახებ ყველაფერი ცნობილია - რომელი ორგანიზაციების წინააღმდეგ მუშაობს "სუს"-ის სასარგებლოდ, ვინ გადაიბირა ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, ვინ იყვნენ მისი უშუალო ხელმძღვანელები წლების განმავლობაში, რა დავალებებს აძლევენ, ვის და როდის ხვდება ინფორმაციის გადასაცემად.

ერთი სიტყვით, ბოლომდე გაშიფრულია და დოკუმენტები წინ მიდევს.

ნელ-ნელა ყველას დრო დადგება!" - წერს ვახო სანაია

შეგახსენებთ, გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მეგობრებმა მისი დაღუპვის ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც 21:00-საათიანი "კურიერის" დაწყებამდე სანაია სამსახურში არ გამოცხადდა.

ჟურნალისტის მკვლელობას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებდნენ. გამოძიებამ კი მკვლელობის ოფიციალურ მიზეზად პირადი მოტივები დაასახელა.

მკვლელობაში ბრალდებულ გრიგოლ ხურცილავას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ოჯახის წევრები დღემდე დარწმუნებულები არიან, რომ რეალური მკვლელი და მკვლელობის დამკვეთი დაუსჯელია. გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობიან.