პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე" - რა თქვა ნიკა კვარაცხელიას დედამ?
"ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე" - რა თქვა ნიკა კვარაცხელიას დედამ?

22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. მას რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვე­რა­ზე, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე და­ესხნენ თავს და 9 ტყვია ეს­რო­ლეს. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ახალ­გაზ­რდა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ნიკა კვა­რა­ცხე­ლია "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის", გია კვა­რა­ცხე­ლი­ას შვი­ლია, თუმ­ცა ბიჭს კრი­მი­ნალ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ის უნი­ჭი­ე­რე­სი და მი­ზან­სწრა­ფუ­ლი ახალ­გაზ­რდა იყო და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობ­და, არის პლატ­ფორ­მა Feedc-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.. ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ამ გა­ნათ­ლე­ბა საფ­რან­გე­თის სა­უ­კე­თე­სო ბიზ­ნეს სკო­ლა­ში – SKEMA Business School-ში მი­ი­ღო.

22 წლის ახალ­გაზ­რდას სამ­შა­ბათს, სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლა­ვენ.

ნი­კას დედა იზა კვა­რა­ცხე­ლია იტა­ლი­ი­დან შვი­ლის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ დაბ­რუნ­და. რო­გორც ამ­ბობს, ის შვი­ლის მკვლელს ყვე­ლა­ფერს პა­ტი­ონს. ნი­კას დე­დის სი­ტყვებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი და­რე­ჯანნ კვა­რა­ცხე­ლია ავ­რცე­ლებს.

ასევე დაგაინტერესებთ
16:09 / 17-09-2021

"ვიცი, რომ ეჭვმიტანილის ოჯახი მკვდარია..." - რას ჰყვება ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის სავარაუდო ბრალდებულის ახლობელი?

08:32 / 18-09-2021

"უფროს კვარაცხელიაზე, რომელსაც "ლაფშას" ეძახიან, წარბი არ შემიტოკდებოდა, მაგრამ ნიკას მკვლელობა ტრაგედიაა" - როგორ ეხმაურებიან რუსები 22 წლის ბიჭის საქმეს?

16:45 / 18-09-2021

პოლიციამ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტი გახსნა - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

18:50 / 18-09-2021

"გთხოვთ, არ შეფუთოთ ეს კრიმინალური გარჩევით... არანაირი კავშირი ნიკოს ამ სამყაროსთან არ აქვს" - ვერაზე მოკლული კვარაცხელიას მამიდა ჟურნალისტებს

19:22 / 18-09-2021

"ეს არის ნიკოს დედა, რომელმაც გასაოცარი ბავშვები გაზარდა... ოჯახი აპირებს, დააწესონ ნიკოს სახელობის სტიპენდია" - რას წერს ნინო ზამბახიძე?

"მი­პა­ტი­ე­ბია ყვე­ლას­თვის, ვპა­ტი­ობ ჩემი შვი­ლის მკვლე­ლებს, ოღონდ დას­რულ­დეს ასე­თი ბო­რო­ტე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ზე, ოღონდ ნიკო იყოს უკა­ნას­კნე­ლი მსხვერ­პლი. მე არ ვარ უბე­დუ­რი, მე ბედ­ნი­ე­რი დედა ვარ, რად­გან ნიკო ჩემი შვი­ლია.

უბე­დუ­რია იმ მკვლე­ლის დედა, ვინ­მაც ნი­კოს მკვლე­ლი გა­ზარ­და" - თქვა ჩვე­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლი, მო­მავ­ლის ბი­ჭის ნი­კოს დე­დამ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო ქედს იხ­რის შენს წი­ნა­შე ჩემო იზა და შენ­დო­ბას გთხოვთ ...

წმი­და­თა თანა გა­ნუს­ვე­ნე, ქრის­ტე, სულ­თა მიც­ვა­ლე­ბულ­თა მო­ნა­თა შენ­თა­სა ნი­კო­სი, სადა იგი არა არს ჭირი, არცა მწუ­ხა­რე­ბა, არა ურვა, არცა სულთქმა, არა­მედ სი­ხა­რუ­ლი და ცხო­რე­ბა იგი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი" - წერს კვა­რა­ცხე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ივანე
2

ბოროტება,როდის დასრულდება ეგ არ ვიცი,მაგრამ მკვლელების დასჯა აუცილებელია

kato
2

ასეთი დედის შვილი ყოფილა და ნამდვილად უნდა ყოფილიყო ასე გამორჩეული, ასე გულდასაწყვეტი, ასე დასანანი, ასე მთელი ქვეყნის დასატირებელი 

ავტორი:

"ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე" - რა თქვა ნიკა კვარაცხელიას დედამ?

"ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე" - რა თქვა ნიკა კვარაცხელიას დედამ?

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა. მას რამდენიმე დღის წინ ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაესხნენ თავს და 9 ტყვია ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ნიკა კვარაცხელია "კანონიერი ქურდის", გია კვარაცხელიას შვილია, თუმცა ბიჭს კრიმინალთან არანაირი შეხება არ ჰქონია. როგორც ახლობლები ამბობენ, ის უნიჭიერესი და მიზანსწრაფული ახალგაზრდა იყო და ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობდა, არის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი.. ნიკა კვარაცხელიამ განათლება საფრანგეთის საუკეთესო ბიზნეს სკოლაში – SKEMA Business School-ში მიიღო.

22 წლის ახალგაზრდას სამშაბათს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ნიკას დედა იზა კვარაცხელია იტალიიდან შვილის მკვლელობის შემდეგ დაბრუნდა. როგორც ამბობს, ის შვილის მკვლელს ყველაფერს პატიონს. ნიკას დედის სიტყვებს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი დარეჯანნ კვარაცხელია ავრცელებს.

"მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი. მე არ ვარ უბედური, მე ბედნიერი დედა ვარ, რადგან ნიკო ჩემი შვილია.

უბედურია იმ მკვლელის დედა, ვინმაც ნიკოს მკვლელი გაზარდა" - თქვა ჩვენი გამორჩეული, მომავლის ბიჭის ნიკოს დედამ სრულიად საქართველო ქედს იხრის შენს წინაშე ჩემო იზა და შენდობას გთხოვთ ...

წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მიცვალებულთა მონათა შენთასა ნიკოსი, სადა იგი არა არს ჭირი, არცა მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხორება იგი დაუსრულებელი" - წერს კვარაცხელია.