სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა აღარაფერს ვსაქმიანობ, მანამდე "ოცნებაში" უბნის უფროსი ვიყავი" - რა თქვა სასამართლოში რაფაელ მურსაკულოვმა და რა ახალი დეტალები გახდა მის შესახებ ცნობილი
"ახლა აღარაფერს ვსაქმიანობ, მანამდე "ოცნებაში" უბნის უფროსი ვიყავი" - რა თქვა სასამართლოში რაფაელ მურსაკულოვმა და რა ახალი დეტალები გახდა მის შესახებ ცნობილი

ახლა აღა­რა­ფერს ვსაქ­მი­ა­ნობ, მა­ნამ­დე "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" უბ­ნის უფ­რო­სი ვი­ყა­ვი, - ამის შე­სა­ხებ ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქის შა­ნაი ბრუ­კის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლოვ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და. აღ­ნიშ­ნუ­ლით მან მო­სა­მარ­თლის კი­თხვას უპა­სუ­ხა, თუ რას საქ­მი­ა­ნობ­და ის.

რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლოვს რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ არ­სენ კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე მსჯე­ლობ­დნენ.

ბრალ­დე­ბის მხა­რე რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, დაც­ვის მხა­რე კი და­კა­ვე­ბუ­ლის სა­ერ­თოდ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას ითხოვ­და.

საქ­მის პრო­კუ­რო­რი გი­ორ­გი ქო­ბუ­ლა­ძე აცხა­დებ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლის მხრი­დან რო­გორც მი­მალ­ვის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის, ასე­ვე მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის საფრ­თხე არ­სე­ბობს. პრო­კუ­რო­რის თქმით­ვე, რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლოვ­მა სცა­და და გა­ა­ნად­გუ­რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ნა­წი­ლი, და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი მხო­ლოდ და­ნის ტარი იქნა ამო­ღე­ბუ­ლი.

ქო­ბუ­ლა­ძის თქმით­ვე, ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია, რაც მას ახლა გა­ქარ­წყლე­ბუ­ლი აქვს. თუმ­ცა, პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, წარ­სულ­ში მის მი­მართ სხვა­დას­ხვა შე­ღა­ვა­თი იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა, მან ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი მა­ინც ჩა­ი­დი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არ და­ე­თან­ხმა დაც­ვის მხა­რე და მან და­კა­ვე­ბუ­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბა მო­ი­თხო­ვა. რო­გორც ად­ვო­კატ­მა სო­ფიო გოგ­ლი­ჩი­ძემ გან­მარ­ტა, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი არ­სად მი­მა­ლუ­ლა.

სხდო­მას ეს­წრე­ბო­და თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლიც.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვი წარ­სულ­შიც ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო, მას ქურ­დო­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ.

ცნო­ბის­თვის, ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე შა­ნაი ბრუ­კი 30 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ცხე­და­რი მთაწ­მინ­დის ფერ­დზე 31 ივ­ლისს იპო­ვეს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვი და­ა­კა­ვეს.

მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ყა­ჩა­ღო­ბა, ესე იგი თავ­დას­ხმა სხვი­სი მოძ­რა­ვი ნივ­თის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, ჩა­დე­ნი­ლი სი­ცო­ცხლი­სათ­ვის ან ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბით ანდა ასე­თი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით), 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის "გ“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის და მისი ჩა­დე­ნის გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით; ან­გა­რე­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 წლი­დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაინტერესებს
0

ადვოკატები ფსიქიატრიულ შემოწმებას გადიან? 

მაია
0

უ ვ ა დ ო.

ავტორი:

"ახლა აღარაფერს ვსაქმიანობ, მანამდე "ოცნებაში" უბნის უფროსი ვიყავი" - რა თქვა სასამართლოში რაფაელ მურსაკულოვმა და რა ახალი დეტალები გახდა მის შესახებ ცნობილი

"ახლა აღარაფერს ვსაქმიანობ, მანამდე "ოცნებაში" უბნის უფროსი ვიყავი" - რა თქვა სასამართლოში რაფაელ მურსაკულოვმა და რა ახალი დეტალები გახდა მის შესახებ ცნობილი

ახლა აღარაფერს ვსაქმიანობ, მანამდე "ქართულ ოცნებაში" უბნის უფროსი ვიყავი, - ამის შესახებ ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა რაფაელ მურსაკულოვმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. აღნიშნულით მან მოსამართლის კითხვას უპასუხა, თუ რას საქმიანობდა ის.

რაფაელ მურსაკულოვს რამდენიმე წუთის წინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ.

ბრალდების მხარე რაფაელ მურსაკულოვის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

საქმის პროკურორი გიორგი ქობულაძე აცხადებდა, რომ დაკავებულის მხრიდან როგორც მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. პროკურორის თქმითვე, რაფაელ მურსაკულოვმა სცადა და გაანადგურა მტკიცებულებათა ნაწილი, დანაშაულის იარაღი მხოლოდ დანის ტარი იქნა ამოღებული.

ქობულაძის თქმითვე, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია, რაც მას ახლა გაქარწყლებული აქვს. თუმცა, პროკურორის განმარტებით, წარსულში მის მიმართ სხვადასხვა შეღავათი იყო გამოყენებული, თუმცა, მან ახალი დანაშაული მაინც ჩაიდინა.

პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე და მან დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა. როგორც ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არსად მიმალულა.

სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც.

არაოფიციალური ინფორმაციით, რაფაელ მურსაკულოვი წარსულშიც ნასამართლევი იყო, მას ქურდობას ედავებოდნენ.

ცნობისთვის, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.