სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა "ქართული ოცნება"? მელიასთან და რურუასთანაც აქვს ფოტოები გადაღებული, მილიონობით ადამიანთან ვიღებთ ფოტოს" - კახა კალაძე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულზე
"რა "ქართული ოცნება"? მელიასთან და რურუასთანაც აქვს ფოტოები გადაღებული, მილიონობით ადამიანთან ვიღებთ ფოტოს" - კახა კალაძე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულზე

თუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ვინ­მეს მფარ­ვე­ლობ­და, ეს შე­დე­გი არ დად­გე­ბო­და, ვი­საც და­ნა­შა­უ­ლი აქვს, იქ­ნე­ბა ეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რი, მა­მა­ჩე­მი თუ ჩემი შვი­ლი, ყვე­ლა აგებს პა­სუხს კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მად ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე შა­ნაი ბრუ­კის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რი იყო და მმარ­თვე­ლი გუნ­დი მას მფარ­ვე­ლობ­და.

კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვი „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ არ მუ­შა­ობ­და და ფო­ტო­ე­ბი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლი­ას­თან და გი­ორ­გი რუ­რუ­ას­თა­ნაც აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ დამ­ნა­შა­ვე გა­მო­ემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა. შე­საძ­ლოა, და­ახ­ლო­ე­ბით იცოდ­ნენ ვინ იყო, მაგ­რამ თუ გამ­ყა­რე­ბუ­ლი არ იყო ნივთმტკი­ცე­ბე­ბით, დნმ-ით ან მსგავ­სით, ვერ იტყოდ­ნენ ყვე­ლა­ფერს. მად­ლო­ბა შსს-ს და მი­ნის­ტრ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს, მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ამ საქ­მის გახ­სნა და დამ­ნა­შა­ვის და­კა­ვე­ბა. თუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ვინ­მეს მფარ­ვე­ლობ­და ეს შე­დე­გი არ დად­გე­ბო­და, ვი­საც და­ნა­შა­უ­ლი აქვს, იქ­ნე­ბა ეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რი, მა­მა­ჩე­მი თუ ჩემი შვი­ლი, ყვე­ლა აგებს პა­სუხს კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით. რა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“? მე­ლი­ას­თან და რუ­რუ­ას­თა­ნაც აქვს ფო­ტო­ე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლი, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ან­თან ვი­ღებთ ფო­ტოს. არ მუ­შა­ობს „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“, ამ­ბობს, რომ მხარ­დამ­ჭე­რია, რო­გორც იყო მხარ­დამ­ჭე­რი ნიკა მე­ლი­ა­სი და რუ­რუ­ა­სი, ასე­ვე გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი აქვს გა­ხა­რი­ას და ჩემი ფო­ტოც, ამა­ში ჩვე­ნი და­ნა­შა­უ­ლია რამე?“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თბი­ლის­ში ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქის, შა­ნაი ბრუ­კის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვა. ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე შა­ნაი ბრუ­კი 30 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ავტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­მა მე­გო­ბარ­მა გა­ავ­რცე­ლა. მისი გან­ცხა­დე­ბით, როცა შა­ნაი ბრუკს ტე­ლე­ფო­ნით ელა­პა­რა­კე­ბო­და, ის მთაწ­მინ­და­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, თავს და­ესხნენ. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ცხე­და­რი მთაწ­მინ­დის ფერ­დზე 31 ივ­ლისს იპო­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავოე
2

ეეეეეეე,,,,,სირცხვილი.

ნანი
2

ოღონც საკუთარზე არ ილაპარაკონ და თუ დასჭირდათ /პლეიბოის/-სურათებსაც დააძრობენ-სირცხვილი

ავტორი:

"რა "ქართული ოცნება"? მელიასთან და რურუასთანაც აქვს ფოტოები გადაღებული, მილიონობით ადამიანთან ვიღებთ ფოტოს" - კახა კალაძე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულზე

"რა "ქართული ოცნება"? მელიასთან და რურუასთანაც აქვს ფოტოები გადაღებული, მილიონობით ადამიანთან ვიღებთ ფოტოს" - კახა კალაძე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულზე

თუ „ქართული ოცნება“ ვინმეს მფარველობდა, ეს შედეგი არ დადგებოდა, ვისაც დანაშაული აქვს, იქნება ეს „ქართული ოცნების“ წევრი, მამაჩემი თუ ჩემი შვილი, ყველა აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ინფორმაციას, რომლის თანახმად ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქე რაფაელ მურსაკულოვი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და მმართველი გუნდი მას მფარველობდა.

კალაძის განცხადებით, რაფაელ მურსაკულოვი „ქართულ ოცნებაში“ არ მუშაობდა და ფოტოები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან და გიორგი რურუასთანაც აქვს გადაღებული.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დამნაშავე გამოემჟღავნებინა. შესაძლოა, დაახლოებით იცოდნენ ვინ იყო, მაგრამ თუ გამყარებული არ იყო ნივთმტკიცებებით, დნმ-ით ან მსგავსით, ვერ იტყოდნენ ყველაფერს. მადლობა შსს-ს და მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მართლაც მნიშვნელოვანი იყო ამ საქმის გახსნა და დამნაშავის დაკავება. თუ „ქართული ოცნება“ ვინმეს მფარველობდა ეს შედეგი არ დადგებოდა, ვისაც დანაშაული აქვს, იქნება ეს „ქართული ოცნების“ წევრი, მამაჩემი თუ ჩემი შვილი, ყველა აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით. რა „ქართული ოცნება“? მელიასთან და რურუასთანაც აქვს ფოტოები გადაღებული, მილიონობით ადამიანთან ვიღებთ ფოტოს. არ მუშაობს „ქართულ ოცნებაში“, ამბობს, რომ მხარდამჭერია, როგორც იყო მხარდამჭერი ნიკა მელიასი და რურუასი, ასევე გაზიარებული აქვს გახარიას და ჩემი ფოტოც, ამაში ჩვენი დანაშაულია რამე?“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ავტრალიის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.