პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თანამედროვე პროცედურით უკვე ღია კარდიოქირურგიული ოპერაციის ჩანაცვლებაა შესაძლებელი
თანამედროვე პროცედურით უკვე ღია კარდიოქირურგიული ოპერაციის ჩანაცვლებაა შესაძლებელი

„ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ ტრანსკა­თე­ტე­რუ­ლი აორ­ტის სარ­ქვლის იმპლან­ტა­ცია (TAVI) ახა­ლი თა­ო­ბის Flex Nav სის­ტე­მით ჩა­ტარ­და. პრო­ცე­დუ­რა წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი კარ­დი­ო­ლო­გი­ის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ლაშა მო­სი­აშ­ვი­ლის მიერ.

მსოფ­ლი­ო­ში გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პა­თო­ლო­გი­აა. აორ­ტის სტე­ნო­ზი აღე­ნიშ­ნე­ბა 65 წელს ზე­ვით მყო­ფი პო­პუ­ლა­ცი­ის 2% და 75 წელს ზე­ვით 3%, რაც ამ და­ა­ვა­დე­ბის საკ­მა­ოდ დიდ გავ­რცე­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს. ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა ბუ­ნებ­რი­ვი სარ­ქვლის ხე­ლოვ­ნუ­რით შეც­ვლის გზით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ძი­რი­თა­დად ღია ქი­რურ­გი­უ­ლი წე­სით - კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვით ხდე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რეთ ლაშა მო­სი­აშ­ვილს.

· რა უნი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რეთ „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“?

ტრანსკა­თე­ტე­რუ­ლი აორ­ტის სარ­ქვლის იმპლან­ტა­ცია (TAVI) - გუ­ლის­ხმობს პე­რი­ფე­რი­უ­ლი არ­ტე­რი­ე­ბი­დან შეყ­ვა­ნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბის (კა­თე­ტე­რის) მეშ­ვე­ო­ბით და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აორ­ტის სარ­ქვლის შეც­ვლას. მე­თო­დი საკ­მა­ოდ „ახალ­გაზ­რდაა“ - მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი იმპლან­ტა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და 2002 წელს პა­რიზ­ში პროფ. ალან კრი­ბი­ე­რის (Alain Cribier) მიერ, რის შემ­დე­გაც სწრა­ფად მოხ­და მე­თო­დის გან­ვი­თა­რე­ბა და სა­იმპლან­ტა­ციო მა­სა­ლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი დახ­ვე­წა. „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ ტრანსკა­თე­ტე­რუ­ლი აორ­ტის სარ­ქვლის იმპლან­ტა­ცია (TAVI) ახა­ლი თა­ო­ბის Flex Nav სის­ტე­მით ჩა­ტარ­და.

· ამ დრომ­დე რა მე­თო­დით ტარ­დე­ბო­და ხოლ­მე აღ­ნიშ­ნუ­ლი ოპე­რა­ცია?

ამ მე­თო­დის და­ნერგვამ­დე აორ­ტის სარ­ქვლის გა­მოც­ვლა ხდე­ბო­და მხო­ლოდ ღია ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით.

· რა გან­სხვა­ვე­ბაა ახალ და ძველ მე­თოდს შო­რის? რა არის ახ­ლის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი?

ღია ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის დროს ხდე­ბა გულ­მკერ­დის გახ­სნა, გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა, პა­ცი­ენ­ტი სა­ჭი­რო­ებს ხან­გრძლივ ზო­გად ანეს­თე­ზი­ას, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გა­ხან­გრძლი­ვე­ბულ პე­რი­ოდს. TAVI - უტარ­დე­ბათ 70 წლის ასა­კის ზე­ვით მყოფ პა­ცი­ენ­ტებს აორ­ტის სარ­ქვლის სტე­ნო­ზით, პა­ცი­ენ­ტებს რომ­ლე­ბიც წარ­მო­ად­გე­ნენ ღია ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის მა­ღა­ლი რის­კის ჯგუფს. პრო­ცე­დუ­რა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ბარ­ძა­ყის არ­ტე­რი­ი­დან ერთი ჩხვლე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით, მას არ სჭირ­დე­ბა ხან­გრძლი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა. პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბი­დან 2-3 დღე­ში პა­ცი­ენ­ტი ეწე­რე­ბა კლი­ნი­კი­დან.

· რო­გორ მოხ­და სა­მე­დი­ცი­ნო გუნ­დის მომ­ზა­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რის­თვის?

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რა ჩა­ტარ­და უცხო­ელ კო­ლე­გე­ბის მხარ­და­ჭე­რით, რომ­ლებ­მაც ჩა­ა­ტა­რეს ტრე­ნინ­გი კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ცე­დუ­რის­თვის სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის და სა­მე­დი­ცი­ნო მხარ­და­ჭე­რის კუ­თხით. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გვინ­და ვუ­თხრათ ბა­ტონ ფადი სა­ვა­ი­ას (ბე­ი­რუ­თის ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის გუ­ლი­სა და სარ­ქვლე­ბის პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რი) დიდი მხარ­და­ჭე­რის­თვის.

· რამ­დე­ნად ხში­რად ტარ­დე­ბა ეს ოპე­რა­ცია და ვის სჭირ­დე­ბა ის?

TAVI წარ­მო­ად­გენს მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ პრო­ცე­დუ­რას, რომ­ლის და­ნერგვაც სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყო 2017 წლი­დან ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ ჩა­ტარ­და 20 მდე პრო­ცე­დუ­რა. თუ ადრე ამ ტი­პის ოპე­რა­ცი­ის გა­სა­კე­თებ­ლად პა­ცი­ენ­ტებს უწევ­დათ სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო მეტ და­ნა­ხარჯს მო­ი­თხოვ­და, ახლა სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­ი­ღონ აღ­ნიშ­ნუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა.

· ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტი რი­თია სხვა კლი­ნი­კე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი, რა არის მისი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი?

„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით აშე­ნე­ბუ­ლი, ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი, მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კაა. კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი გუნ­დი უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად უზ­რუნ­ველ­ყოფს გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბა­თა სრუ­ლი სპექტრის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა­სა და მკურ­ნა­ლო­ბას. „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი მო­ი­ცავს კლი­ნი­კურ კარ­დი­ო­ლო­გი­ას, არა­ინ­ვა­ზი­ურ კარ­დი­ო­ლო­გი­ას, ინ­ტერ­ვენ­ცი­ულ კარ­დი­ო­ლო­გი­ას და არით­მო­ლო­გი­ას.

როსტომ გაფრინდაშვილი!
0

რა ჯდება ასეთი ოპერაცია საშუალოდ? რამდენად ხელმისაწვდომია იგი და ვის უნდა მივმართოთ?

ავტორი:

თანამედროვე პროცედურით უკვე ღია კარდიოქირურგიული ოპერაციის ჩანაცვლებაა შესაძლებელი

თანამედროვე პროცედურით უკვე ღია კარდიოქირურგიული ოპერაციის ჩანაცვლებაა შესაძლებელი

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ტრანსკათეტერული აორტის სარქვლის იმპლანტაცია (TAVI) ახალი თაობის Flex Nav სისტემით ჩატარდა. პროცედურა წარმატებით განხორციელდა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინტერვენციული კარდიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა მოსიაშვილის მიერ.

მსოფლიოში გულსისხლძარღვთა დაავადებები ყველაზე მეტად გავრცელებული პათოლოგიაა. აორტის სტენოზი აღენიშნება 65 წელს ზევით მყოფი პოპულაციის 2% და 75 წელს ზევით 3%, რაც ამ დაავადების საკმაოდ დიდ გავრცელებას გულისხმობს. ამ პრობლემის გადაჭრა ბუნებრივი სარქვლის ხელოვნურით შეცვლის გზით არის შესაძლებელი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძირითადად ღია ქირურგიული წესით - კარდიოქირურგიული ჩარევით ხდება. თანამედროვე მეთოდის უპირატესობების შესახებ ვესაუბრეთ ლაშა მოსიაშვილს.

· რა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეთ „ნიუ ჰოსპიტალსში“?

ტრანსკათეტერული აორტის სარქვლის იმპლანტაცია (TAVI) - გულისხმობს პერიფერიული არტერიებიდან შეყვანილი სპეციალური მოწყობილობის (კათეტერის) მეშვეობით დაზიანებული აორტის სარქვლის შეცვლას. მეთოდი საკმაოდ „ახალგაზრდაა“ - მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია განხორციელდა 2002 წელს პარიზში პროფ. ალან კრიბიერის (Alain Cribier) მიერ, რის შემდეგაც სწრაფად მოხდა მეთოდის განვითარება და საიმპლანტაციო მასალების ტექნიკური დახვეწა. „ნიუ ჰოსპიტალსში“ ტრანსკათეტერული აორტის სარქვლის იმპლანტაცია (TAVI) ახალი თაობის Flex Nav სისტემით ჩატარდა.

· ამ დრომდე რა მეთოდით ტარდებოდა ხოლმე აღნიშნული ოპერაცია?

ამ მეთოდის დანერგვამდე აორტის სარქვლის გამოცვლა ხდებოდა მხოლოდ ღია ქირურგიული ოპერაციის საშუალებით.

· რა განსხვავებაა ახალ და ძველ მეთოდს შორის? რა არის ახლის უპირატესობები?

ღია ქირურგიული ოპერაციის დროს ხდება გულმკერდის გახსნა, გულის გაჩერება, პაციენტი საჭიროებს ხანგრძლივ ზოგად ანესთეზიას, რეაბილიტაციის გახანგრძლივებულ პერიოდს. TAVI - უტარდებათ 70 წლის ასაკის ზევით მყოფ პაციენტებს აორტის სარქვლის სტენოზით, პაციენტებს რომლებიც წარმოადგენენ ღია ქირურგიული ჩარევის მაღალი რისკის ჯგუფს. პროცედურა ხორციელდება ბარძაყის არტერიიდან ერთი ჩხვლეტის საშუალებით, მას არ სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია და განსაკუთრებული ქირურგიული მეთვალყურეობა. პროცედურის ჩატარებიდან 2-3 დღეში პაციენტი ეწერება კლინიკიდან.

· როგორ მოხდა სამედიცინო გუნდის მომზადება აღნიშნული პროცედურისთვის?

აღნიშნული პროცედურა ჩატარდა უცხოელ კოლეგების მხარდაჭერით, რომლებმაც ჩაატარეს ტრენინგი კონკრეტული პროცედურისთვის საჭირო აღჭურვილობის და სამედიცინო მხარდაჭერის კუთხით. განსაკუთრებული მადლობა გვინდა ვუთხრათ ბატონ ფადი სავაიას (ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის გულისა და სარქვლების პროგრამის დირექტორი) დიდი მხარდაჭერისთვის.

· რამდენად ხშირად ტარდება ეს ოპერაცია და ვის სჭირდება ის?

TAVI წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ პროცედურას, რომლის დანერგვაც საქართველოში დაიწყო 2017 წლიდან ამ დროის განმავლობაში სულ ჩატარდა 20 მდე პროცედურა. თუ ადრე ამ ტიპის ოპერაციის გასაკეთებლად პაციენტებს უწევდათ საზღვარგარეთ წასვლა, რომელიც კიდევ უფრო მეტ დანახარჯს მოითხოვდა, ახლა საქართველოშიც შესაძლებელია მიიღონ აღნიშნული მომსახურება.

· ნიუ ჰოსპიტალსის კარდიოლოგიური დეპარტამენტი რითია სხვა კლინიკებისგან გამორჩეული, რა არის მისი უპირატესობები?

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა. კარდიოლოგიური დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური გუნდი უახლესი აპარატურის გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს გულის დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას. „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიური განყოფილების მიმართულებები მოიცავს კლინიკურ კარდიოლოგიას, არაინვაზიურ კარდიოლოგიას, ინტერვენციულ კარდიოლოგიას და არითმოლოგიას.