პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შპს "სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის" ("ელიავა რეგიონული მოლის") ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
შპს "სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის" ("ელიავა რეგიონული მოლის") ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

შპს „სა­ნა­პი­რო სა­ინ­ვეს­ტი­ციო ჯგუ­ფის“ („ელი­ა­ვა რე­გი­ო­ნუ­ლი მო­ლის“) ად­მი­ნის­ტრა­ცია გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ამა წლის 26 აგ­ვის­ტოს თბი­ლი­სის მე­რის, ბა­ტონ კახი კა­ლა­ძის მიერ იქნა გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, იმის თა­ო­ბა­ზე რომ ე.წ. ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­რი­ა­სა და ტე­რი­ტო­რი­ის მე­სა­კუთ­რე­ებს შო­რის შედ­გა შე­თან­ხმე­ბა.

ვთვლით სა­ჭი­როდ, რომ გა­ვა­სა­ჯა­რო­ვოთ ჩვე­ნი პო­ზი­ცია აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. კონ­კრე­ტუ­ლად, ჩვენს კომ­პა­ნი­ა­სა (რო­მე­ლიც ფლობს 7,5 ჰექ­ტარს; მთლი­ა­ნი ტე­რი­ტო­რი­ის 50%-ს) და მე­რი­ას შო­რის არ შემ­დგა­რა მსგავ­სი მო­ლა­პა­რა­კე­ბა, ვი­ნა­ი­დან არის რიგი სა­კი­თხე­ბი, რა­ზეც შე­თან­ხმე­ბა ჯერ კი­დევ არ არის მიღ­წე­უ­ლი.

ჩვე­ნი კომ­პა­ნია ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობს ტე­რი­ტო­რი­ის რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცი­ას და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მის სა­ვაჭ­რო სივ­რცედ გარ­დაქ­მნას. ამის დას­ტუ­რია ჩვენს მიერ აშე­ნე­ბუ­ლი 10 000 კვ. მ-ზე მეტი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ვაჭ­რო ტი­პის შე­ნო­ბე­ბი. თუმ­ცა, 2016 წლი­დან ჩვენს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გენ­გეგ­მი­სა და მე­რი­ა­ში წარ­დგე­ნი­ლი არა­ერ­თი პრო­ექ­ტის დამ­ტკი­ცე­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო ვერ ხერ­ხდე­ბა.

ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნია ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი მო­ვაჭ­რე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა და მათ­თვის უსაფრ­თხო და კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნა. გარ­და ამი­სა, ჩვენ გვაქვს ამ­ბი­ცია და მზა­ო­ბა იმი­სა, რომ ქა­ლაქს შევ­თა­ვა­ზოთ პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზებს და წვლილს შე­ი­ტანს დე­და­ქა­ლა­ქის იერ­სა­ხის გა­ჯან­სა­ღე­ბი­სა და გა­ლა­მა­ზე­ბის პრო­ცეს­ში.

ჩვენ მზად ვართ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის და ვფიქ­რობთ, რომ სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც და­ი­ცავს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის პრინ­ცი­პულ დე­ბუ­ლე­ბებს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, არ იქ­ნე­ბა ბიზ­ნე­სის შე­ვიწ­რო­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი და 2022 წლი­დან შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცე­მა და­ვი­წყოთ და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

ჩვე­ნი კომ­პა­ნია მზად არის მე­რი­ას­თან ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ისე­თი პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც და­ცუ­ლი და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის, ტე­რი­ტო­რი­ის მო­ვაჭ­რე­ე­ბი­სა და რა თქმა უნდა, ტე­რი­ტო­რი­ის მე­სა­კუთ­რე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

(R)

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
info
9

ე.ი. კალაძე ცრუობს. არ არის გასაკვირი, აგებს არჩევნებს.

8080
7
კახიმ იცის რასაც ამბობს,ისიც იცის რომ შეთანხმება შედგება, რასაც ელიავას ადმინისტრაცია წერს დარწმუნებული ვარ ზუსტად მაგ შეთანხმებაზე ისაუბრა კახიმ.
ავტორი:

შპს "სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის" ("ელიავა რეგიონული მოლის") ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

შპს "სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის" ("ელიავა რეგიონული მოლის") ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ („ელიავა რეგიონული მოლის“) ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

„მოგეხსენებათ, რომ ამა წლის 26 აგვისტოს თბილისის მერის, ბატონ კახი კალაძის მიერ იქნა გაკეთებული განცხადება, იმის თაობაზე რომ ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით მერიასა და ტერიტორიის მესაკუთრეებს შორის შედგა შეთანხმება.

ვთვლით საჭიროდ, რომ გავასაჯაროვოთ ჩვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კონკრეტულად, ჩვენს კომპანიასა (რომელიც ფლობს 7,5 ჰექტარს; მთლიანი ტერიტორიის 50%-ს) და მერიას შორის არ შემდგარა მსგავსი მოლაპარაკება, ვინაიდან არის რიგი საკითხები, რაზეც შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.

ჩვენი კომპანია ბოლო 10 წლის განმავლობაში ცდილობს ტერიტორიის რევიტალიზაციას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სავაჭრო სივრცედ გარდაქმნას. ამის დასტურია ჩვენს მიერ აშენებული 10 000 კვ. მ-ზე მეტი თანამედროვე სავაჭრო ტიპის შენობები. თუმცა, 2016 წლიდან ჩვენს მიერ შემუშავებული გენგეგმისა და მერიაში წარდგენილი არაერთი პროექტის დამტკიცება გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ ხერხდება.

ჩვენი კომპანიის სტრატეგიული მიზანია ჩვენს ტერიტორიაზე დასაქმებული მოვაჭრეების ინტერესების დაცვა და მათთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ამბიცია და მზაობა იმისა, რომ ქალაქს შევთავაზოთ პროექტი, რომელიც მოიცავს ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზებს და წვლილს შეიტანს დედაქალაქის იერსახის გაჯანსაღებისა და გალამაზების პროცესში.

ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და ვფიქრობთ, რომ სწორი კომუნიკაციის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებების დეკლარაციას, საქართველოს კონსტიტუციის პრინციპულ დებულებებს, გაითვალისწინებს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, არ იქნება ბიზნესის შევიწროვების საფუძველი და 2022 წლიდან შესაძლებლობა მოგვეცემა დავიწყოთ და განვახორციელოთ სამშენებლო სამუშაოები.

ჩვენი კომპანია მზად არის მერიასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, განახორციელოს ისეთი პროექტი, რომელშიც დაცული და გათვალისწინებული იქნება როგორც სახელმწიფოს, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის, ტერიტორიის მოვაჭრეებისა და რა თქმა უნდა, ტერიტორიის მესაკუთრეების ინტერესები“, - ნათქვამია განცხადებაში.

(R)