სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია?
რა არის თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია?

ყო­ველ­წლი­უ­რად თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად 8 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის სტრა­ტე­გია კი წარ­მო­ად­გენს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გა­და­ვარ­ჩი­ნოთ მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე.

დე­ბა­ტე­ბი იმის შე­სა­ხებ, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა, უკვე ათწლე­უ­ლე­ბია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­ზარ­ზე ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ჩე­ნის შე­დე­გად “თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის” სტრა­ტე­გი­ის შე­საძ­ლო სარ­გებ­ლის შე­სა­ხებ დის­კუ­სია კი აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში გა­და­ვი­და.

ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ

თავ­და­პირ­ვე­ლად, “ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის” ცნე­ბა ნარ­კო­ტი­კებ­თან მი­მარ­თე­ბით შე­იქ­მნა და მიზ­ნად ისა­ხავ­და მავ­ნე და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მომ­წვე­ვი ჩვე­ვე­ბის შე­დე­გად ორ­გა­ნიზ­მის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბას. “ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის სტრა­ტე­გი­ის” თა­ნახ­მად, სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვალს ამ მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მავ­ნე პრო­დუქ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა ეს ყო­ველ­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლი არ არის. სწო­რედ ამი­ტომ, აღ­ნიშ­ნუ­ლი სტრა­ტე­გია იმ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შე­საძ­ლო სარ­გე­ბელს ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზ­მის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბას უწყო­ბენ ხელს.

რას გუ­ლის­ხმობს თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის სტრა­ტე­გია?

თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის ცნე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად 1976 წელს გაჩ­ნდა, რო­დე­საც პრო­ფე­სორ­მა მა­იკლ რუ­სელ­მა თქვა, რომ “ადა­მი­ა­ნე­ბი ნი­კო­ტი­ნის მი­ღე­ბის მიზ­ნით ეწე­ვი­ან, თუმ­ცა ისი­ნი კუპ­რის შე­დე­გად კვდე­ბი­ან” და გა­ნა­ცხა­და, რომ ნი­კო­ტი­ნი­სა და კუპ­რის თა­ნა­ფარ­დო­ბა “უსაფრ­თხო მო­წე­ვის” შე­საძ­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენ­და.

ამ პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი გაჩ­ნდა მეც­ნი­ე­რუ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად ორ­გა­ნიზ­მის­თვის მი­ყე­ნე­ბულ ზი­ანს არა ნი­კო­ტი­ნი, არა­მედ თამ­ბა­ქოს წვის შე­დე­გად გა­მო­ყო­ფი­ლი ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი წარ­მო­ად­გენ­და. ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი წარ­მოქ­მნი­ან ნი­კო­ტინს და ამ­ცი­რე­ბენ კვამლში არ­სე­ბუ­ლი ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას.

თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის სტრა­ტე­გი­ის მთა­ვარ ინ­სტრუ­მენტს კი თამ­ბა­ქოს ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტე­ბი და გა­სა­ხუ­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც იმ ზრდას­რულ მწე­ვე­ლებს, რომ­ლე­ბიც ვერ ან არ ანე­ბე­ბენ თავს მო­წე­ვას, აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მი­ი­ღონ ნი­კო­ტი­ნის სა­სურ­ვე­ლი რა­ო­დე­ნო­ბა და შე­ამ­ცი­რონ ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად ორ­გა­ნიზ­მის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი.

დღეს ჯან­დაც­ვის ექ­სპერტთა ნა­წი­ლი თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის სტრა­ტე­გი­ას “თამ­ბა­ქოს ეპი­დე­მი­ას­თან” ბრძო­ლის პრო­ცეს­ში დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს.

“ყო­ველ­წლი­უ­რად თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად 8 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის სტრა­ტე­გია კი წარ­მო­ად­გენს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გა­და­ვარ­ჩი­ნოთ მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე”, - ამ­ბობს და­ვიდ სვე­ა­რო­ნი, ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტი.

თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის შე­საძ­ლო სარ­გე­ბელს კი აღი­ა­რე­ბენ მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ისე­თი გავ­ლე­ნი­ა­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­გო­რე­ბიც არის: Public Health England და აშშ-ს საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია.

(R)

ავტორი:

რა არის თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია?

რა არის თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია?

ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარების შედეგად 8 მილიონი ადამიანი იღუპება. თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია კი წარმოადგენს შესაძლებლობას, გადავარჩინოთ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე.

დებატები იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა თამბაქოს ზიანის შემცირება, უკვე ათწლეულებია მიმდინარეობს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბაზარზე ახალი ტექნოლოგიების გამოჩენის შედეგად “თამბაქოს ზიანის შემცირების” სტრატეგიის შესაძლო სარგებლის შესახებ დისკუსია კი აქტიურ ფაზაში გადავიდა.

ზიანის შემცირების შესახებ

თავდაპირველად, “ზიანის შემცირების” ცნება ნარკოტიკებთან მიმართებით შეიქმნა და მიზნად ისახავდა მავნე და დამოკიდებულების გამომწვევი ჩვევების შედეგად ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას. “ზიანის შემცირების სტრატეგიის” თანახმად, საუკეთესო გამოსავალს ამ მავნე ჩვევებისგან სრულად გათავისუფლება და მავნე პროდუქტების მოხმარებისთვის თავის დანებება წარმოადგენს, თუმცა ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის. სწორედ ამიტომ, აღნიშნული სტრატეგია იმ ალტერნატიული პროდუქტების შესაძლო სარგებელს ითვალისწინებს, რომლებიც ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას უწყობენ ხელს.

რას გულისხმობს თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია?

თამბაქოს ზიანის შემცირების ცნება თავდაპირველად 1976 წელს გაჩნდა, როდესაც პროფესორმა მაიკლ რუსელმა თქვა, რომ “ადამიანები ნიკოტინის მიღების მიზნით ეწევიან, თუმცა ისინი კუპრის შედეგად კვდებიან” და განაცხადა, რომ ნიკოტინისა და კუპრის თანაფარდობა “უსაფრთხო მოწევის” შესაძლებლობას წარმოადგენდა.

ამ პერიოდიდან მოყოლებული გაჩნდა მეცნიერულად დადასტურებული საფუძველი იმისა, რომ თამბაქოს მოხმარების შედეგად ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს არა ნიკოტინი, არამედ თამბაქოს წვის შედეგად გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებები წარმოადგენდა. ტრადიციული სიგარეტებისგან განსხვავებით, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები წარმოქმნიან ნიკოტინს და ამცირებენ კვამლში არსებული ტოქსიკური ნივთიერებების რაოდენობას.

თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის მთავარ ინსტრუმენტს კი თამბაქოს ელექტრონული სიგარეტები და გასახურებელი მოწყობილობები წარმოადგენს, რომელიც იმ ზრდასრულ მწეველებს, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას, აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ნიკოტინის სასურველი რაოდენობა და შეამცირონ ტრადიციული სიგარეტის მოხმარების შედეგად ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი.

დღეს ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიას “თამბაქოს ეპიდემიასთან” ბრძოლის პროცესში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

“ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარების შედეგად 8 მილიონი ადამიანი იღუპება. თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია კი წარმოადგენს შესაძლებლობას, გადავარჩინოთ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე”, - ამბობს დავიდ სვეარონი, ჯანდაცვის ექსპერტი.

თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესაძლო სარგებელს კი აღიარებენ მსოფლიოს ჯანდაცვის ისეთი გავლენიანი ორგანიზაციები, როგორებიც არის: Public Health England და აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია.

(R)