პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ვერ დავიცავით პრეზიდენტი გამსახურდია, რაც ჩვენი, ყველას ბრალია" - რა თქვა პრემიერმა ექსპრეზიდენტზე
"ჩვენ ვერ დავიცავით პრეზიდენტი გამსახურდია, რაც ჩვენი, ყველას ბრალია" - რა თქვა პრემიერმა ექსპრეზიდენტზე

ახლა ვემ­ზა­დე­ბით, რომ მო­რიგ ჯერ­ზე, მო­რიგ არ­ჩევ­ნებ­ში გა­ვი­მარ­ჯვოთ ღირ­სე­უ­ლად და და­მა­ჯე­რებ­ლად, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ხო­ბის მე­რო­ბის კან­დი­და­ტის, და­ვით ბუ­კი­ას წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას როლ­ზე ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ დღეს ქვე­ყა­ნას ერ­თი­ა­ნო­ბა სჭირ­დე­ბა.

„მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო იმ ათა­სო­ბით და ასი ათა­სო­ბით ჩვენს მხარ­დამ­ჭერს, რო­მელ­თა გვერ­დში დგო­მით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ჩვე­ნი პარ­ტი­ის, ჩვე­ნი დიდი ოჯა­ხის გა­მარ­ჯვე­ბა 7 არ­ჩევ­ნებ­ში. ახლა ვემ­ზა­დე­ბით, რომ მო­რიგ ჯერ­ზე, მო­რიგ არ­ჩევ­ნებ­ში გა­ვი­მარ­ჯვოთ ასე­ვე ღირ­სე­უ­ლად, და­მა­ჯე­რებ­ლად და ქვე­ყა­ნამ გა­აგ­რძე­ლოს წინსვლა და გან­ვი­თა­რე­ბა. ჩვენ დღეს ვიმ­ყო­ფე­ბო­დით პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, სა­ა­მა­ყო კა­ცის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მე­მო­რი­ა­ლურ სახ­ლში, მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ სო­ფელ ხი­ბუ­ლა­ში მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, სა­დაც ბოლო დღე­ე­ბი დაჰ­ყო ჩვენ­მა პრე­ზი­დენ­ტმა და სა­დაც აღეს­რუ­ლა. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია გა­მორ­ჩე­უ­ლი პატ­რი­ო­ტი და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მო­აზ­როვ­ნე კაცი იყო, რო­მელ­მაც თა­ვი­სი სი­ცო­ცხლე შეს­წი­რა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნას, ტრა­გი­კუ­ლად შე­ე­წი­რა სწო­რედ მთა­ვარ იდე­ას, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბო­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბას და სიძ­ლი­ე­რეს. ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ერის გამ­თლი­ა­ნე­ბას. ის, რომ ჩვენ ვერ და­ვი­ცა­ვით პრე­ზი­დენ­ტი გამ­სა­ხურ­დია, ჩვე­ნი, ყვე­ლას ბრა­ლია. ჩვე­ნი ხალ­ხის ბრა­ლია, ჩემი ბრა­ლია, ვინც ვერ და­ვი­ცა­ვით მა­შინ­დე­ლი პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა გვახ­სე­ნებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხი­სად­მი. რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, ყვე­ლა­ფე­რი ისე გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო, რო­გორც ნორ­მა­ლურ, დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფოს შე­ე­ფე­რე­ბა, არ მომ­ხდა­რი­ყო სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, რა­მაც შავ­ბნე­ლი დღე­ბი მო­უ­ტა­ნა ჩვენს ქვე­ყა­ნას, რა­მაც ნგრე­ვა მო­ი­ტა­ნა ქვე­ყა­ნა­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა, ძმა­თა შო­რის მკვლე­ლო­ბა, აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის დრო­ე­ბით და­კარ­გვა. მა­შინ კარ­გად გვახ­სოვს ჩვენ, რომ იმ დროს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და სუ­ბი­ექ­ტუ­რად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თმა ჯგუფ­მა ვერ მო­ით­მი­ნა, ვერ და­ე­ლო­და მომ­დევ­ნო არ­ჩევ­ნებს და სწო­რედ მოხ­და ის დიდი კა­ტას­ტრო­ფა, რა­საც ჰქვია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით დამ­ხო­ბა და ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტის მკვლე­ლო­ბა. აი, ეს არის მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბა, მწა­რე გაკ­ვე­თი­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლამ კარ­გად უნდა გა­ვი­აზ­როთ. დღე­საც გვჭირ­დე­ბა მე­გობ­რე­ბო ამ ტრა­გე­დი­ის კარ­გად გა­აზ­რე­ბა. ჩვენ ვნა­ხეთ ბოლო პე­რი­ოდ­ში, სულ რა­ღაც 2-3 წლის წინ მცდე­ლო­ბა იყო ანა­ლო­გი­უ­რი, ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით ხლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის. ამი­ტომ, ჩვენ გვჭირ­დე­ბა სიმ­ტკი­ცე, ჩვენ დღეს ვართ ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო, ძლი­ე­რი მთავ­რო­ბა. იმა­ზე ბევ­რად ძლი­ე­რი, ვიდ­რე 10 წლის წინ ვი­ყა­ვით და არა­ვის მივ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ რა­ი­მე პრო­ვო­კა­ცია მო­ა­წყონ“,- გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
....
2

ნეტა რა გველოდება ამათ ხელში

თამაზი
2

მართალი ხარ , მაზაკვალი შევარდნაძის ბრალია ყველაფერი !

ავტორი:

"ჩვენ ვერ დავიცავით პრეზიდენტი გამსახურდია, რაც ჩვენი, ყველას ბრალია" - რა თქვა პრემიერმა ექსპრეზიდენტზე

"ჩვენ ვერ დავიცავით პრეზიდენტი გამსახურდია, რაც ჩვენი, ყველას ბრალია" - რა თქვა პრემიერმა ექსპრეზიდენტზე

ახლა ვემზადებით, რომ მორიგ ჯერზე, მორიგ არჩევნებში გავიმარჯვოთ ღირსეულად და დამაჯერებლად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხობის მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა.

მან საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს ქვეყანას ერთიანობა სჭირდება.

„მინდა მადლობა გადავუხადო იმ ათასობით და ასი ათასობით ჩვენს მხარდამჭერს, რომელთა გვერდში დგომით შესაძლებელი გახდა ჩვენი პარტიის, ჩვენი დიდი ოჯახის გამარჯვება 7 არჩევნებში. ახლა ვემზადებით, რომ მორიგ ჯერზე, მორიგ არჩევნებში გავიმარჯვოთ ასევე ღირსეულად, დამაჯერებლად და ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა და განვითარება. ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით პირველი პრეზიდენტის, საამაყო კაცის, ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლში, მოვინახულეთ სოფელ ხიბულაში მისი ადგილსამყოფელი, სადაც ბოლო დღეები დაჰყო ჩვენმა პრეზიდენტმა და სადაც აღესრულა. ზვიად გამსახურდია გამორჩეული პატრიოტი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცი იყო, რომელმაც თავისი სიცოცხლე შესწირა ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობის აღდგენას, ტრაგიკულად შეეწირა სწორედ მთავარ იდეას, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და სიძლიერეს. ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერის გამთლიანებას. ის, რომ ჩვენ ვერ დავიცავით პრეზიდენტი გამსახურდია, ჩვენი, ყველას ბრალია. ჩვენი ხალხის ბრალია, ჩემი ბრალია, ვინც ვერ დავიცავით მაშინდელი პირველი პრეზიდენტი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს უბედური შემთხვევა გვახსენებს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი. რომ წარმოვიდგინოთ, ყველაფერი ისე გაგრძელებულიყო, როგორც ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოს შეეფერება, არ მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალება, რამაც შავბნელი დღები მოუტანა ჩვენს ქვეყანას, რამაც ნგრევა მოიტანა ქვეყანაში, სამოქალაქო დაპირისპირება, ძმათა შორის მკვლელობა, აფხაზეთისა და ცხინვალის დროებით დაკარგვა. მაშინ კარგად გვახსოვს ჩვენ, რომ იმ დროს პოლიტიკოსებისა და სუბიექტურად განწყობილი ადამიანების ერთმა ჯგუფმა ვერ მოითმინა, ვერ დაელოდა მომდევნო არჩევნებს და სწორედ მოხდა ის დიდი კატასტროფა, რასაც ჰქვია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ჩვენი პრეზიდენტის მკვლელობა. აი, ეს არის მწარე გამოცდილება, მწარე გაკვეთილი, რომელიც ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ. დღესაც გვჭირდება მეგობრებო ამ ტრაგედიის კარგად გააზრება. ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდში, სულ რაღაც 2-3 წლის წინ მცდელობა იყო ანალოგიური, ძალადობრივი გზით ხლისუფლების დამხობის. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება სიმტკიცე, ჩვენ დღეს ვართ ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი მთავრობა. იმაზე ბევრად ძლიერი, ვიდრე 10 წლის წინ ვიყავით და არავის მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"