მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ამ გადაწყვეტილებას სიცოცხლის ბოლომდე ინანებთ” - იაპონიაში იაკუძას ლიდერს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
“ამ გადაწყვეტილებას სიცოცხლის ბოლომდე ინანებთ” - იაპონიაში იაკუძას ლიდერს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ია­პო­ნი­ის ფუ­კუ­ო­კას პრო­ვინ­ცი­ის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ია­პო­ნუ­რი მა­ფი­ის ია­კუ­ძას ლი­დერს, 74 წლის სა­ტუ­რუ ნო­მუ­რუს სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მი­უ­სა­ჯა.

სა­სა­მარ­თლომ დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბის მიერ, 1998 წლი­დან 2014 წლამ­დე ია­პო­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე თავ­დას­ხმე­ბი და სხვა და­ნა­შა­უ­ლე­ბი გა­ნი­ხი­ლა, რის შემ­დე­გაც გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა. იმ პე­რი­ოდ­ში ბან­დი­ტებ­მა მოკ­ლეს მე­თევ­ზე­ო­ბის კო­ო­პე­რა­ტი­ვის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი და დაჭ­რეს კი­დევ სამი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ექთა­ნი და პო­ლი­ცი­ე­ლი.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ია­პო­ნუ­რი მა­ფი­ის მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მი­უ­სა­ჯეს.

ნო­მუ­რას ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას გეგ­მავს.

”მე სა­მარ­თა­ლი ვი­თხო­ვე... თქვენ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ინა­ნებთ”, - უთხრა ნო­მუ­რამ სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რეს, გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შემ­დეგ" - იტყო­ბი­ნე­ბა ია­პო­ნუ­რი გა­ზე­თი Nishinippon Shimbun.

ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ია­კუ­ძას დაგ­ჯუ­ფე­ბა ქვე­ყა­ნა­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, პროს­ტი­ტუ­ცი­ი­თა და სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე მა­ნი­პუ­ლი­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

  • რას წარ­მო­ად­გენს ია­კუ­ძა?

ია­კუ­ძა ია­პო­ნუ­რი ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რო­მე­ლიც მე-17 სა­უ­კუ­ნე­ში და­არ­სდა და მკაც­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი. ია­კუ­ძას წევ­რე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია თით­ქმის მთე­ლი სხე­უ­ლის მო­ხატ­ვა, რაც მათ გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­გან გა­ნას­ხვა­ვებს.

და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გან­სა­კუთ­რე­ბულ სიძ­ლი­ე­რეს 1960-იან წლებ­ში მი­აღ­წია, რა დრო­საც მის წევრთა რა­ო­დე­ნო­ბა 200 000-ს შე­ად­გენ­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი, მათი გავ­ლე­ნა შე­სამ­ჩნე­ვად შემ­ცირ­და.

დღეს­დღე­ო­ბით მათ გა­აჩ­ნი­ათ დიდი გავ­ლე­ნა ია­პო­ნურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და მისი წევ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 100 000 კაც­ზე მეტს ით­ვლის მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. ია­კუ­ძა მიჩ­ნე­უ­ლია, რო­გორც ნა­ხევ­რად კა­ნო­ნი­ე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია.

კო­ბეს მი­წისძვრის დროს მო­სახ­ლე­ო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ია­კუ­ძამ სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნა. ასე­ვე, 2011 წლის ტოჰუ­კუს მი­წისძვრის დრო­საც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს დახ­მა­რე­ბა ია­კუ­ძამ გა­უ­წია. მსგავ­სი მოქ­მე­დე­ბე­ბის გამო ია­პო­ნუ­რი მთავ­რო­ბა ხში­რად თვალს ხუ­ჭავს ია­კუ­ძას უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ძინ პინი
1

დღემდე იაპონიაში ხელისუფლება და მაფია თითქმის ერთად მოქმედებდა და არასოდეს კვეთავდნენ თავიანთ ინტერესებს.. მაფია აკონტროლებდა პროსტიტუციას, პორნო ბიზნეს, სათამაშო ბიზნეს, მშენებლობებს რომლებსაც თავისი კაპიტალით ახორციელებდნენ, და ნებისმიერ არალეგალურ ბიზნეს ხოლო ხელისუფლება იმას ვინც იხდიდა გადასახადებს.. მაგრამ გავიდა დრო და მიხვდა ხელისუფლება რომ ზოგადად მაფიის დასასრულის დრო უნდა დადგეს და ის შემოსავალი რაც შეიძლება მიიღოს სახელმწიფო ბიუჯეტმა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ორგანიზებულ დანაშაული მოსპოს მიღწევადია იმ პირობებში სადაც მაგალითად იაპონიაში ზოგადად სამართლის ცნება არ არსებობს.. 98 % გამამტყუვენებელი განაჩენი გამოდის რადგან ეს არის სისტემა რომელიც გეუბნება: შენ თუ დაგიჭირეთ ესეგი ხარ დამნაშავე.. იაკუძის დრო წავიდა და ზოგადად ყველა ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის... არ არის ქვეყანა სადაც არ იქნება დანაშაული მაგრამ შესაძლებელია იყოს ქვეყანა სადაც არ იქნება ორგანიზებული დანაშაული რომელიც უფრო მეტად საშიშია ვიდრე ჩვეულებრივი დანაშაული.

ძინ პინი
1

რაც შეეხება ფაქტს რომელიც მოცემულია სტატიაში ქალაქი კობეს შესახებ მცდარია.. მათ მას შემდეგ გადაწყვიტეს დახმარება რაც გარანტია მიიღეს რომ ტენდერში მათთან აფილირებული კომპანიები გაიმარჯვებდა...

ავტორი:

“ამ გადაწყვეტილებას სიცოცხლის ბოლომდე ინანებთ” - იაპონიაში იაკუძას ლიდერს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

“ამ გადაწყვეტილებას სიცოცხლის ბოლომდე ინანებთ” - იაპონიაში იაკუძას ლიდერს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

იაპონიის ფუკუოკას პროვინციის რაიონულმა სასამართლომ იაპონური მაფიის იაკუძას ლიდერს, 74 წლის სატურუ ნომურუს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

სასამართლომ დაჯგუფების წევრების მიერ, 1998 წლიდან 2014 წლამდე იაპონიის მოქალაქეებზე თავდასხმები და სხვა დანაშაულები განიხილა, რის შემდეგაც განაჩენი გამოიტანა. იმ პერიოდში ბანდიტებმა მოკლეს მეთევზეობის კოოპერატივის ყოფილი უფროსი და დაჭრეს კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის ექთანი და პოლიციელი.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იაპონური მაფიის მაღალი იერარქიის წარმომადგენელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

ნომურას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

”მე სამართალი ვითხოვე... თქვენ ამ გადაწყვეტილებას სიცოცხლის ბოლომდე ინანებთ”, - უთხრა ნომურამ სასამართლოს თავმჯდომარეს, განაჩენის გამოტანის შემდეგ" - იტყობინება იაპონური გაზეთი Nishinippon Shimbun.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ იაკუძას დაგჯუფება ქვეყანაში დანაშაულებრივი საქმიანობის ყველა სფეროში მონაწილეობს. ნარკოტიკებით ვაჭრობიდან დაწყებული, პროსტიტუციითა და საფონდო ბირჟაზე მანიპულირებით დამთავრებული.

  • რას წარმოადგენს იაკუძა?

იაკუძა იაპონური ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, რომელიც მე-17 საუკუნეში დაარსდა და მკაცრი ტრადიციებითაა ცნობილი. იაკუძას წევრებისთვის დამახასიათებელია თითქმის მთელი სხეულის მოხატვა, რაც მათ გარშემომყოფებისგან განასხვავებს.

დანაშაულებრივმა ორგანიზაციამ განსაკუთრებულ სიძლიერეს 1960-იან წლებში მიაღწია, რა დროსაც მის წევრთა რაოდენობა 200 000-ს შეადგენდა. დროთა განმავლობაში კი, მათი გავლენა შესამჩნევად შემცირდა.

დღესდღეობით მათ გააჩნიათ დიდი გავლენა იაპონურ საზოგადოებაში და მისი წევრების რაოდენობა 100 000 კაცზე მეტს ითვლის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იაკუძა მიჩნეულია, როგორც ნახევრად კანონიერი ორგანიზაცია.

კობეს მიწისძვრის დროს მოსახლეობის დასახმარებლად იაკუძამ საკუთარი ძალების მობილიზება მოახდინა. ასევე, 2011 წლის ტოჰუკუს მიწისძვრის დროსაც დაზარალებულებს დახმარება იაკუძამ გაუწია. მსგავსი მოქმედებების გამო იაპონური მთავრობა ხშირად თვალს ხუჭავს იაკუძას უკანონო საქმიანობაზე. გააგრძელეთ კითხვა