პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის ეკუთვნის კომპანია, რომელმაც თბილისში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება მოიპოვა
ვის ეკუთვნის კომპანია, რომელმაც თბილისში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება მოიპოვა

დე­და­ქა­ლაქ­ში გარე რეკ­ლა­მე­ბის გან­თავ­სე­ბა­ზე 15-წლი­ა­ნი უფ­ლე­ბა შპს „ალ­მამ“ მო­ი­პო­ვა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, აუქ­ცი­ონ­ში ორი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სუ­ბი­ექ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სა­ბო­ლო­ოდ კი, 15-წლი­ა­ნი უფ­ლე­ბა ორ ლო­ტად - 34 მლნ ლა­რად გა­ი­ყი­და. შე­დე­გად, აღ­ნიშ­ნულ აუქ­ცი­ონ­ში გა­მარ­ჯვე­ბით, კომ­პა­ნია „ალ­მამ“ გარე რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის 15-წლი­ა­ნი უფ­ლე­ბა მტკვრის ორი­ვე სა­ნა­პი­რო­ზე მო­ი­პო­ვა. აუქ­ცი­ო­ნი მიმ­დი­ნა­რე წლის გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში გა­მო­ცხად­და და სა­წყი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 32 მი­ლი­ო­ნი ლარი იყო.

რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, „ალ­მას“ 100%-იანი წილი ოფ­შორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ Meridian Malt-ს სა­კუთ­რე­ბა­შია. თუმ­ცა, „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ ცნო­ბით, „Meridian Malta“-ს სა­ბო­ლოო ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი ლე­ვან ფხა­კა­ძე (50% წილი) და სოსო ფხა­კა­ძე (50% წილი) არი­ან. შე­გახ­სე­ნებთ, რომ „ალმა“ ფლობს შიდა რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის ექ­სკლუ­ზი­ურ უფ­ლე­ბას თბი­ლი­სის, ბა­თუ­მის და ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტებ­ში. ასე­ვე, 2019 წელს კომ­პა­ნი­ამ შპს თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის ბა­ლანსზე არ­სე­ბულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე (მეტ­რო­სა და ავ­ტო­ბუ­სებ­ზე), მოძ­რავ და­უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე არ­სე­ბულ სა­რეკ­ლა­მო ად­გი­ლებ­ზე რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის 20 წლი­ა­ნი ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბაც შე­ი­ძი­ნა.

ამას­თან, კომ­პა­ნი­ის 2019 წლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბის თა­ნახ­მად, "ალმა" 2019 წლის 31 დე­კემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, 130 779 828 ლა­რის აქ­ტი­ვებს ფლობ­და, წლის მთლი­ა­ნი სრუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი კი - 11 799 184 ლარი იყო.

ცნო­ბის­თვის, აქამ­დე, 2009 წლის აუქ­ცი­ო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, დე­და­ქა­ლაქ­ში გარე რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის უფ­ლე­ბას ორი კომ­პა­ნია ფლობ­და. მტკვა­რის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, გარე რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის ნე­ბარ­თვა 2009 წელს თბი­ლი­სის მე­რი­ამ „აუთ­დორ.ჯის“, ხოლო მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე – „სმოდ ედ­ვერ­თა­ი­სინგს“ გა­დას­ცა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ვის მხრივ, შპს „აუთ­დორ.ჯი“ 2014 წელს გა­ი­ყი­და და მისი მფლო­ბე­ლი „ვი­სოლ ჯგუ­ფის“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია შპს „ალმა“ გახ­და. თბი­ლის­ში შპს „ალმა“ და „აუთ­დორ.ჯი“ ბაზ­რის 70%-ზე მეტს ფლობს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გარე რეკ­ლა­მის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე სა­რეკ­ლა­მო სფე­რო­ში ჩარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, სხვა­დას­ხვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია თუ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უკვე წლე­ბია სა­უბ­რო­ბენ.

მათ შო­რის, 2018 წელს „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლომ“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­რეკ­ლა­მო ბაზ­რის შე­სა­ხებ ან­გა­რი­ში, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც გარე რეკ­ლა­მის ბა­ზა­რი ძი­რი­თა­დად, 2 კომ­პა­ნი­ას შო­რის იყო გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი და ორი­ვე კომ­პა­ნი­ის უკან ერთი და იგი­ვე პი­რე­ბი დგა­ნან. მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, სა­ჭი­რო იყო კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს შე­ეს­წავ­ლა, ხომ არ ხდე­ბა კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან დო­მი­ნი­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ze
1

ძალზედ ელასტიური ტიპები ყოფილან, ეს ფხაკაძეები, ძალზედ :)))

ავტორი:

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელმაც თბილისში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება მოიპოვა

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელმაც თბილისში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება მოიპოვა

დედაქალაქში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება შპს „ალმამ“ მოიპოვა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აუქციონში ორი დაინტერესებული სუბიექტი მონაწილეობდა. საბოლოოდ კი, 15-წლიანი უფლება ორ ლოტად - 34 მლნ ლარად გაიყიდა. შედეგად, აღნიშნულ აუქციონში გამარჯვებით, კომპანია „ალმამ“ გარე რეკლამის განთავსების 15-წლიანი უფლება მტკვრის ორივე სანაპიროზე მოიპოვა. აუქციონი მიმდინარე წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში გამოცხადდა და საწყისი ღირებულება 32 მილიონი ლარი იყო.

რეესტრის მონაცემებით, „ალმას“ 100%-იანი წილი ოფშორში რეგისტრირებულ Meridian Malt-ს საკუთრებაშია. თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, „Meridian Malta“-ს საბოლოო ბენეფიციარები ლევან ფხაკაძე (50% წილი) და სოსო ფხაკაძე (50% წილი) არიან. შეგახსენებთ, რომ „ალმა“ ფლობს შიდა რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში. ასევე, 2019 წელს კომპანიამ შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე არსებულ ინფრასტრუქტურაზე (მეტროსა და ავტობუსებზე), მოძრავ დაუძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსების 20 წლიანი ექსკლუზიური უფლებაც შეიძინა.

ამასთან, კომპანიის 2019 წლის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების თანახმად, "ალმა" 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 130 779 828 ლარის აქტივებს ფლობდა, წლის მთლიანი სრული შემოსავალი კი - 11 799 184 ლარი იყო.

ცნობისთვის, აქამდე, 2009 წლის აუქციონის საფუძველზე, დედაქალაქში გარე რეკლამის განთავსების უფლებას ორი კომპანია ფლობდა. მტკვარის მარჯვენა სანაპიროზე, გარე რეკლამის განთავსების ნებართვა 2009 წელს თბილისის მერიამ „აუთდორ.ჯის“, ხოლო მტკვრის მარცხენა სანაპიროზე – „სმოდ ედვერთაისინგს“ გადასცა. აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ, შპს „აუთდორ.ჯი“ 2014 წელს გაიყიდა და მისი მფლობელი „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია შპს „ალმა“ გახდა. თბილისში შპს „ალმა“ და „აუთდორ.ჯი“ ბაზრის 70%-ზე მეტს ფლობს.

შეგახსენებთ, რომ გარე რეკლამის ბაზარზე არსებულ პრობლემებზე სარეკლამო სფეროში ჩართული კომპანიები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია თუ პოლიტიკოსები უკვე წლებია საუბრობენ.

მათ შორის, 2018 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა სარეკლამო ბაზრის შესახებ ანგარიში, რომლის თანახმადაც გარე რეკლამის ბაზარი ძირითადად, 2 კომპანიას შორის იყო განაწილებული და ორივე კომპანიის უკან ერთი და იგივე პირები დგანან. მათივე შეფასებით, საჭირო იყო კონკურენციის სააგენტოს შეესწავლა, ხომ არ ხდება კომპანიების მხრიდან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. წაიკითხეთ სრულად