პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაქანცული მეხანძრეები დანაცრებულ ადგილებში სიცოცხლის ნიშან-წყალს ეძებენ... 13 წელია აქ ვცხოვრობ და ასეთი უბედურება არ მინახავს" - რას ყვება ადგილობრივი ქართველი საბერძნეთის ხანძარზე
"დაქანცული მეხანძრეები დანაცრებულ ადგილებში სიცოცხლის ნიშან-წყალს ეძებენ... 13 წელია აქ ვცხოვრობ და ასეთი უბედურება არ მინახავს" - რას ყვება ადგილობრივი ქართველი საბერძნეთის ხანძარზე

თურ­ქე­თის კვალ­დაკ­ვალ, 6 აგ­ვის­ტოს ათე­ნის ჩრდი­ლო­ეთ­ში მდე­ბა­რე სახ­ლე­ბი­დან პო­ლი­ცი­ამ ადა­მი­ა­ნე­ბის იძუ­ლე­ბით ევა­კუ­ა­ცია და­ი­წყო. რამ­დე­ნი­მე დღეა მე­ხან­ძრე­ე­ბი ტყის ხან­ძრის გა­კონ­ტრო­ლე­ბას ვე­ღარ ახერ­ხე­ბენ.

ძლი­ე­რი ქა­რი­სა და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო, ხან­ძა­რი ათე­ნის ჩრდი­ლო­ე­თით, ან­ტი­კუ­რი ოლიმ­პი­ას მახ­ლობ­ლად და კუნ­ძულ ევი­ა­ზე გავ­რცელ­და. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ათე­ნის გა­რე­უბ­ნებ­ში სახ­ლე­ბი და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია მო­ახ­დი­ნა. ხან­ძრის გავ­რცე­ლე­ბას ხელს უწყობს სა­ბერ­ძნეთ­ში ძლი­ე­რი სი­ცხე, ბოლო დღე­ებ­ში ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 40 გრა­დუსს აჭარ­ბებს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ცე­ცხლმა ათე­ნის თავ­ზე კვამ­ლის უზარ­მა­ზა­რი ღრუ­ბე­ლი წარ­მოქ­მნა. ხან­ძა­რი ასე­ვე მძვინ­ვა­რებს სა­ბერ­ძნე­თის სხვა ნა­წი­ლებ­ში, რის გა­მოც ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

სა­ბერ­ძნეთ­ში ხან­ძარს უმ­სხვერ­პლოდ არ ჩა­უვ­ლია, გუ­შინ 38 წლის მო­ხა­ლი­სე მე­ხან­ძრეს, ათე­ნის გა­რე­უ­ბან­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ბოძი და­ე­ცა. ეს უკვე მე­ო­რე მსხვერ­პლია. ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ექვს ად­გი­ლას მა­ღა­ლი საფრ­თხის რე­ჟი­მია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. სა­ბერ­ძნეთ­ში მე­ხან­ძრე­ე­ბი ცე­ცხლს 154 ად­გი­ლას ებ­რძვი­ან.

სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ილო­ნა თოფ­ჩიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-ს უამ­ბობს, რომ მე­ხან­ძრე­ე­ბის თავ­და­უ­ზო­გა­ვი მუ­შა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ცე­ცხლი ათე­ნის გა­რე­უბ­ნებს მი­უ­ახ­ლოვ­და და ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს შე­უქ­მნა საფრ­თხე.

- ხან­ძრე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ძლი­ე­რი ქარი და მშრა­ლი ამინ­დიც ხელს უწყობს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღეა გრძელ­დე­ბა... 13 წე­ლია ქა­ლაქ ვო­ტა­ნას­ში ვცხოვ­რობ და ვმუ­შა­ობ, ასე­თი უბე­დუ­რე­ბა არ მი­ნა­ხავს. ერთ კვი­რა­ზე მე­ტია ძა­ლი­ან ძლი­ე­რი სი­ცხე­ე­ბია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ასე­თი მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბი რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლია არ ყო­ფი­ლა. ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რად­გან ტემ­პე­რა­ტუ­რა ყო­ველ წელს მა­ტუ­ლობს და ხან­ძრე­ბი მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე. აქა­უ­რი მე­დი­ის ვერ­სი­ით, ხან­ძარს ადა­მი­ა­ნე­ბის და­უ­დევ­რო­ბა და მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბი იწ­ვევს.

- რა ხდე­ბა ახლა თქვენს გარ­შე­მო ?

- ახლა ათენ­ში ვართ, ხან­ძა­რი გა­რე­უბ­ნებს მო­ე­დო, მაგ­რამ მე­ხან­ძრე­ე­ბი და სა­ხან­ძრო თვითმფრი­ნა­ვე­ბი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ... ვო­ტო­ნა­სი­დან პა­რას­კევს დი­ლით მოხ­და ჩვე­ნი ევა­კუ­ა­ცა. იქამ­დე ხალ­ხს სჯე­რო­და, რომ მე­ხან­ძრე­ე­ბი რო­გორ­მე შეძ­ლებ­დნენ ცე­ცხლი და­სახ­ლე­ბულ ად­გი­ლებ­ში არ შე­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ ძლი­ერ ქარს გა­და­აქვს. ოჯახს, სა­დაც ვცხოვ­რობ­დი, ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს, რომ მისი სახ­ლი და­ზი­ან­და, მაგ­რამ სრუ­ლად არ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლა. აღ­დგე­ნა შე­იძ­ლე­ბა.

ჩემი მას­პინ­ძლე­ბის ნა­თე­სა­ვე­ბი ქა­ლაქ მა­რა­თონ­ში ცხოვ­რობ­დნენ. იქა­უ­რო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ნად­გურ­და. ხან­ძა­რი ისე სწრა­ფად ვრცელ­დე­ბო­და, რომ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ზღვა­ში შეს­ვლით უშ­ვე­ლეს თავს. მათ სახ­ლში მო­ხუ­ცი ჰყავთ, რო­მე­ლიც ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბა და ძლივს მო­ას­წრეს გა­მოყ­ვა­ნა... ხან­ძარ­მა ხე მოგ­ლი­ჯა, სახ­ლს და­ე­ცა და ჩა­ან­გრი­აო. სახ­ლი­დან სა­ბუ­თე­ბის გა­მო­ტა­ნაც ვერ მო­უს­წრი­ათ.

მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცი­აა იპ­რა­ტი­ოს­ში, პო­ლი­თე­ა­სა და დრო­სო­პიგ­ში. აქა­უ­რებს სახ­ლე­ბი და­ზღვე­უ­ლი აქვთ, მაგ­რამ ზა­რა­ლი მა­ინც დი­დია. ასო­ბით ცხო­ვე­ლია დამ­წვა­რი და კვამ­ლით გა­გუ­დუ­ლი. რო­დე­საც მოვ­დი­ო­დით, უკან მოგ­ვსდევ­დნენ და ადა­მი­ა­ნე­ბი­ვით ცდი­ლობ­დნენ გა­დარ­ჩე­ნას, წყალ­ში ცვივ­დე­ბოდ­ნენ... ომის დროს ქუ­ჩებ­ში დაღ­ლილ-და­ქან­ცულ ჯა­რის­კა­ცებს რომ აწყდე­ბი­ან, ისეა ახ­ლაც, ად­გი­ლობ­რივ გა­და­ქან­ცულ მე­ხან­ძრე­ებს შეხ­ვდე­ბით, რომ­ლე­ბიც და­ნაც­რე­ბულ ად­გი­ლებ­ში სი­ცო­ცხლის ნი­შან-წყალს ეძე­ბენ. ათე­უ­ლო­ბით სახ­ლია დამ­წვა­რი. არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი, რო­მელ­თაც ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია დას­ჭირ­დათ. მე სპე­ცი­ა­ლო­ბით ექთა­ნი ვარ და შევ­თა­ვა­ზე მო­ხა­ლი­სედ ვი­მუ­შა­ვებ-მეთ­ქი. ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვთ სა­ჭი­რო­ე­ბა.

ეს სე­ზო­ნი, რო­მე­ლიც კო­ვიდ-პან­დე­მი­ის კვალ­დაკ­ვალ რო­გორ­ღაც ამუ­შავ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად ჩა­ვარ­და, თუმ­ცა, ამას ვინ ჩი­ვის, მთა­ვა­რია, რო­გორ­მე ჩა­აქ­რონ ხან­ძა­რი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
7

ღმერთო, უშველე ყველა გაჭირვებულს!

77777
3

sashineli kadrebia dzalian davigruze gmertma gadmoxedos:(((

ავტორი:

"დაქანცული მეხანძრეები დანაცრებულ ადგილებში სიცოცხლის ნიშან-წყალს ეძებენ... 13 წელია აქ ვცხოვრობ და ასეთი უბედურება არ მინახავს" - რას ყვება ადგილობრივი ქართველი საბერძნეთის ხანძარზე

"დაქანცული მეხანძრეები დანაცრებულ ადგილებში სიცოცხლის ნიშან-წყალს ეძებენ... 13 წელია აქ ვცხოვრობ და ასეთი უბედურება არ მინახავს" - რას ყვება ადგილობრივი ქართველი საბერძნეთის ხანძარზე

თურქეთის კვალდაკვალ, 6 აგვისტოს ათენის ჩრდილოეთში მდებარე სახლებიდან პოლიციამ ადამიანების იძულებით ევაკუაცია დაიწყო. რამდენიმე დღეა მეხანძრეები ტყის ხანძრის გაკონტროლებას ვეღარ ახერხებენ.

ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო, ხანძარი ათენის ჩრდილოეთით, ანტიკური ოლიმპიას მახლობლად და კუნძულ ევიაზე გავრცელდა. განადგურებულია ათენის გარეუბნებში სახლები და ავტომობილები, ხელისუფლებამ ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს საბერძნეთში ძლიერი სიცხე, ბოლო დღეებში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს.

#wildfires #GreeceFires #greeceisburning #greece #Evia #Πυρκαγια #ΠυρκαγιαΕυβοια #πυρκαγιες #φωτια_ευβοια #fire #Gouva pic.twitter.com/kRl6ZlBQKv
— Alexandros Michailidis (@Alexandros__M) August 8, 2021

ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლმა ათენის თავზე კვამლის უზარმაზარი ღრუბელი წარმოქმნა. ხანძარი ასევე მძვინვარებს საბერძნეთის სხვა ნაწილებში, რის გამოც ევაკუაცია განხორციელდა.

საბერძნეთში ხანძარს უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია, გუშინ 38 წლის მოხალისე მეხანძრეს, ათენის გარეუბანში ელექტროენერგიის ბოძი დაეცა. ეს უკვე მეორე მსხვერპლია. ქვეყნის მასშტაბით, ექვს ადგილას მაღალი საფრთხის რეჟიმია გამოცხადებული. საბერძნეთში მეხანძრეები ცეცხლს 154 ადგილას ებრძვიან.

საბერძნეთში მცხოვრები ილონა თოფჩიშვილი AMBEBI.GE-ს უამბობს, რომ მეხანძრეების თავდაუზოგავი მუშაობის მიუხედავად, ცეცხლი ათენის გარეუბნებს მიუახლოვდა და ადამიანების სიცოცხლეს შეუქმნა საფრთხე.

- ხანძრების გაძლიერებას ძლიერი ქარი და მშრალი ამინდიც ხელს უწყობს, რომელიც რამდენიმე დღეა გრძელდება... 13 წელია ქალაქ ვოტანასში ვცხოვრობ და ვმუშაობ, ასეთი უბედურება არ მინახავს. ერთ კვირაზე მეტია ძალიან ძლიერი სიცხეებია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ასეთი მაღალი სიცხეები რამდენიმე ათწლეულია არ ყოფილა. ძალიან შეშინებულები არიან, რადგან ტემპერატურა ყოველ წელს მატულობს და ხანძრები მოჰყვება ხოლმე. აქაური მედიის ვერსიით, ხანძარს ადამიანების დაუდევრობა და მაღალი სიცხეები იწვევს.

- რა ხდება ახლა თქვენს გარშემო ?

- ახლა ათენში ვართ, ხანძარი გარეუბნებს მოედო, მაგრამ მეხანძრეები და სახანძრო თვითმფრინავები აქტიურად მუშაობენ... ვოტონასიდან პარასკევს დილით მოხდა ჩვენი ევაკუაცა. იქამდე ხალხს სჯეროდა, რომ მეხანძრეები როგორმე შეძლებდნენ ცეცხლი დასახლებულ ადგილებში არ შესულიყო, მაგრამ ძლიერ ქარს გადააქვს. ოჯახს, სადაც ვცხოვრობდი, ინფორმაცია მიაწოდეს, რომ მისი სახლი დაზიანდა, მაგრამ სრულად არ განადგურებულა. აღდგენა შეიძლება.

ჩემი მასპინძლების ნათესავები ქალაქ მარათონში ცხოვრობდნენ. იქაურობა, ფაქტობრივად, განადგურდა. ხანძარი ისე სწრაფად ვრცელდებოდა, რომ ადგილობრივებმა ზღვაში შესვლით უშველეს თავს. მათ სახლში მოხუცი ჰყავთ, რომელიც ეტლით გადაადგილდება და ძლივს მოასწრეს გამოყვანა... ხანძარმა ხე მოგლიჯა, სახლს დაეცა და ჩაანგრიაო. სახლიდან საბუთების გამოტანაც ვერ მოუსწრიათ.

მსგავსი სიტუაციაა იპრატიოსში, პოლითეასა და დროსოპიგში. აქაურებს სახლები დაზღვეული აქვთ, მაგრამ ზარალი მაინც დიდია. ასობით ცხოველია დამწვარი და კვამლით გაგუდული. როდესაც მოვდიოდით, უკან მოგვსდევდნენ და ადამიანებივით ცდილობდნენ გადარჩენას, წყალში ცვივდებოდნენ... ომის დროს ქუჩებში დაღლილ-დაქანცულ ჯარისკაცებს რომ აწყდებიან, ისეა ახლაც, ადგილობრივ გადაქანცულ მეხანძრეებს შეხვდებით, რომლებიც დანაცრებულ ადგილებში სიცოცხლის ნიშან-წყალს ეძებენ. ათეულობით სახლია დამწვარი. არიან დაშავებულები, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ. მე სპეციალობით ექთანი ვარ და შევთავაზე მოხალისედ ვიმუშავებ-მეთქი. ჯერჯერობით არ აქვთ საჭიროება.

ეს სეზონი, რომელიც კოვიდ-პანდემიის კვალდაკვალ როგორღაც ამუშავდა, ფაქტობრივად ჩავარდა, თუმცა, ამას ვინ ჩივის, მთავარია, როგორმე ჩააქრონ ხანძარი.