პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შავი გზებით" მომუშავე ადამიანები ვერ ამოვკვეთეთ აფხაზეთში... იქნებ მოკლეს და შემდეგ ჩააგდეს?" - გაგრის  მღვიმეში აღმოჩენილი რუსის ცხედარი და ადგილობრივების გამოხმაურება
"შავი გზებით" მომუშავე ადამიანები ვერ ამოვკვეთეთ აფხაზეთში... იქნებ მოკლეს და შემდეგ ჩააგდეს?" - გაგრის  მღვიმეში აღმოჩენილი რუსის ცხედარი და ადგილობრივების გამოხმაურება

აფხა­ზეთ­ში, გაგ­რის რა­ი­ონ­ში არ­ბა­ი­კის მა­სივ­ზე მდე­ბა­რე ვე­რევ­კი­ნის მღვი­მე­ში ე.წ. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას abkhaz-auto.ru ავ­რცე­ლებს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ვერ­სი­ით, ეს რუსი სპა­ლე­ო­ლო­გია, რო­მე­ლიც იქ 2020 წელს იმ­ყო­ფე­ბო­და, ოღონდ მარ­ტო იყო თუ სხვებ­თან ერ­თად იყო, ეს ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ასე­ვე უც­ნო­ბია, რა­ტომ არ იძებ­ნე­ბო­და ეს ადა­მი­ა­ნი აქამ­დე, თუ მისი საქ­მი­ა­ნო­ბა ცნო­ბი­ლი იყო, ან თუ თან ახ­ლდა ვინ­მე, რა­ტომ და­ტო­ვეს მათ კო­ლე­გის ცხე­და­რი 1100 მეტ­რის სიღ­რმე­ში.

მისი ვი­ნა­ო­ბა და იქ ჩას­ვლის კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი დღემ­დე უც­ნო­ბია, რად­გან ამ ეტაპ­ზე რუ­სუ­ლი მხა­რე ოფი­ცი­ა­ლუ­რად მხო­ლოდ იმას ადას­ტუ­რებს, რომ ვე­რევ­კი­ნის მღვი­მე­ში, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ღრმად მღვი­მედ არის მიჩ­ნე­უ­ლი, რუს­მა სპა­ლე­ო­ლო­გებ­მა ექ­სპე­დი­ცია 2018 წელს მო­ა­წყვეს და 2212 მეტ­რის სიღ­რმე­ში ჩა­ვიდ­ნენ.

მომ­ხდარს უამ­რა­ვი ეჭვი და კი­თხვა მოჰ­ყვა აფხაზ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. მათი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია იმა­ნაც, რომ რუსი სპა­ლე­ო­ლო­გე­ბი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, რე­გი­ონს ისე სწავ­ლო­ბენ, რომ ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვებს ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ. ეჭვს იწ­ვევს ისიც, თუ რო­გორ აღ­მოჩ­ნდა მარ­ტო საკ­მა­ოდ რთულ მღვი­მე­ში ერთი სპა­ლე­ო­ლო­გი და რა ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­ღუ­პა ის.

"რა­ტომ ვე­რევ­კი­ნი?.. აფხა­ზებს არ გვყავს და არც არას­დროს გვყავ­და სპა­ლე­ო­ლო­გე­ბი და ალ­პი­ნის­ტე­ბი? ჯერ იყო ყვე­ლაფ­რის ქარ­თვე­ლი­ზა­ცია, ახლა გა­სა­გე­ბია სა­ი­თაც მივ­ყა­ვართ ტალ­ღას, თა­ნაც ჩვე­ნი­ვე სურ­ვი­ლით... ვი­თა­რე­ბა, რომ სა­ხი­ფა­თოა, ამას ადას­ტუ­რებს კაფე-რეს­ტორ­ნე­ბის, სას­ტუმ­რო­ე­ბის და მა­ღა­ზი­ე­ბის სა­ხე­ლე­ბი.

თუ 90-იანი წლე­ბის შემ­დეგ, უამ­რავ სო­ფელს და და­სახ­ლე­ბას შე­ეც­ვა­ლა სა­ხე­ლი, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბო­და ესეც შეც­ვლი­ლი­ყო და აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის შე­სა­ფე­რი სა­ხე­ლი ეწო­დე­ბი­ნათ?!. პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბაა ამის­თვის სა­ჭი­რო. ასე­თია სი­მარ­თლე" - წერს მუ­რად ბგან­ბა.

"მღვი­მეა თუ გა­სას­ვლე­ლი დე­რე­ფა­ნი? ის უბე­დუ­რი სპა­ლე­ო­ლო­გი მარ­ტო რო­გორ აღ­მოჩ­ნდა იმ მღვი­მე­ში? ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ და­სა­ლე­ვად იქ წა­ვი­დო­და, შე­საძ­ლოა, ვინ­მეს­თან ერ­თად წა­ვი­და და იმან ჩა­აგ­დო, მაგ­რამ რა­ტომ, რის­თვის?.. ეს "შავი გზე­ბით" მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი ხომ ვერ ამოვ­კვე­თეთ აფხა­ზეთ­ში, ვი­საც რო­გორ უხერ­ხდე­ბა, ისე გვი­ტევს. აქ ჩა­მო­დი­ან უამ­რა­ვი უბე­დუ­რე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად, რომ ილო­თა­ონ, ნარ­კო­ტი­კე­ბი მო­იხ­მა­რონ, ერ­თმა­ნეთ­ზე შური იძი­ონ... ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რა­ღაც უნდა მო­უ­ხერ­ხოს ამ ვე­ლურ ტუ­რის­ტებს; არა­და, ჩვენ გვი­წო­დე­ბენ "მთის მა­ი­მუ­ნებს" - წერს ნას­ტა­სია ბა­ძა­ღუა.

"ახლა იმა­ზე უნდა გქონ­დეთ აქ­ცენ­ტი, თუ რო­გორ მოხ­ვდა იქ რუსი სპა­ლე­ო­ლო­გი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ, რომ იქ თა­ვი­სი ნე­ბით, საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იმ­ყო­ფე­ბო­და?.. იქ­ნებ მოკ­ლეს და შემ­დეგ ჩა­აგ­დეს. ეს ერთი და მე­ო­რე - წიგნს თუ არ კი­თხუ­ლობთ, გუ­გლ­ში მა­ინც წა­ი­კი­თხეთ ის­ტო­რია - რუ­სუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბა იმი­ტომ აქვს, რომ გა­მოქ­ვა­ბუ­ლი რუს­მა სპა­ლე­ო­ლოგ­მა, ალექ­სან­დრე ვე­რევ­კინ­მა გახ­სნა, 2018 წელს, რო­დე­საც სიღ­რმე­ში ჩას­ვლის მსოფ­ლიო რე­კორ­დი მოხ­სნა და რე­კორდსმე­ნა­დაც აღი­ა­რეს. ამის შემ­დეგ ეწო­და მისი სა­ხე­ლი.

ზო­გა­დად კი, გა­მოქ­ვა­ბუ­ლი 1968 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მაგ­რამ არა სრუ­ლად. მა­შინ კრას­ნო­ი­არ­სკის სპა­ლე­ო­ლო­გებ­მა ბუ­ნებ­რი­ვი მა­ღა­როს მხო­ლოდ 115 მეტ­რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა შეძ­ლეს. მერე აღ­მო­ა­ჩი­ნეს ფა­რუ­ლი გა­სას­ვლე­ლი, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ჩიხი ეგო­ნათ... და არ არის სა­ჭი­რო ყვე­ლა­ფერ­ში ქვე­ტექ­სტე­ბის ძი­ე­ბა" - წერს abkhaz-auto.ru-ს ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ტა­ტი­ა­ნა ბო­შე­ვა­ნი.

"სწო­რედ მა­გას ვამ­ბობთ, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბო­და, ჩვე­ნი სპა­ლე­ო­ლო­გე­ბიც ჩა­გერ­თოთ ამ საქ­მე­ში, მაგ­რამ მერე ზე­მო­დან ვინ გვი­ყუ­როს და "ვე­ლუ­რი მა­ი­მუ­ნე­ბი" გვი­წო­დოს" - წერს პა­სუ­ხად "ია­სონ აფხა­ზი".

"დიახ, ყვე­ლა­ფერს უნდა და­ვუბ­რუ­ნოთ თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი სა­ხე­ლი. რაც ჩვე­ნია ჩვე­ნია და თუ მე­გობ­რე­ბი ხართ, მე­გობ­რუ­ლად მოგ­ვე­ქე­ცით, ჩვენ არ ვი­ცით, და დიდი ალ­ბა­თო­ბით, არც ჩვენ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ იცის, რა ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს რუ­სეთს იმ მღვი­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­საც თურ­მე ფა­რუ­ლი დე­რე­ფა­ნი აქვს. ასე­თი ეჭ­ვე­ბი თქვენ­მა ქმე­დე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია, ამა­შია საქ­მე... კი­დევ ერთი, არა­ვინ იცის ნამ­დვი­ლად სპა­ლე­ო­ლო­გი იყო თუ რამე სა­ი­დუმ­ლო და­ვა­ლე­ბით იყო შე­მო­სუ­ლი, მე­წყვი­ლეს­თან ერ­თად და და­ვა­ლე­ბა ჩა­ბარ­დათ. არ გაგ­ვი­გია ასე­თი რამე, თუ რა?" - წერს ესმა კუ­ცია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა
0
სპელეოლოგი და არა სპალეოლოგი
დვალთელი
1

რაც დაიმსახურეთ იმას გეძახიან აბა რუსისთვის თქვენ რა გგონიათ რა ხართ?

ავტორი:

"შავი გზებით" მომუშავე ადამიანები ვერ ამოვკვეთეთ აფხაზეთში... იქნებ მოკლეს და შემდეგ ჩააგდეს?" - გაგრის  მღვიმეში აღმოჩენილი რუსის ცხედარი და ადგილობრივების გამოხმაურება

"შავი გზებით" მომუშავე ადამიანები ვერ ამოვკვეთეთ აფხაზეთში... იქნებ მოკლეს და შემდეგ ჩააგდეს?" - გაგრის  მღვიმეში აღმოჩენილი რუსის ცხედარი და ადგილობრივების გამოხმაურება

აფხაზეთში, გაგრის რაიონში არბაიკის მასივზე მდებარე ვერევკინის მღვიმეში ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას abkhaz-auto.ru ავრცელებს.

ადგილობრივების ვერსიით, ეს რუსი სპალეოლოგია, რომელიც იქ 2020 წელს იმყოფებოდა, ოღონდ მარტო იყო თუ სხვებთან ერთად იყო, ეს ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია, რატომ არ იძებნებოდა ეს ადამიანი აქამდე, თუ მისი საქმიანობა ცნობილი იყო, ან თუ თან ახლდა ვინმე, რატომ დატოვეს მათ კოლეგის ცხედარი 1100 მეტრის სიღრმეში.

მისი ვინაობა და იქ ჩასვლის კონკრეტული მიზეზი დღემდე უცნობია, რადგან ამ ეტაპზე რუსული მხარე ოფიციალურად მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ვერევკინის მღვიმეში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ღრმად მღვიმედ არის მიჩნეული, რუსმა სპალეოლოგებმა ექსპედიცია 2018 წელს მოაწყვეს და 2212 მეტრის სიღრმეში ჩავიდნენ.

მომხდარს უამრავი ეჭვი და კითხვა მოჰყვა აფხაზ მოსახლეობაში. მათი გაღიზიანება გამოიწვია იმანაც, რომ რუსი სპალეოლოგები, ხშირ შემთხვევაში, რეგიონს ისე სწავლობენ, რომ ამის შესახებ ადგილობრივებს ინფორმაცია არ აქვთ. ეჭვს იწვევს ისიც, თუ როგორ აღმოჩნდა მარტო საკმაოდ რთულ მღვიმეში ერთი სპალეოლოგი და რა ვითარებაში დაიღუპა ის.

"რატომ ვერევკინი?.. აფხაზებს არ გვყავს და არც არასდროს გვყავდა სპალეოლოგები და ალპინისტები? ჯერ იყო ყველაფრის ქართველიზაცია, ახლა გასაგებია საითაც მივყავართ ტალღას, თანაც ჩვენივე სურვილით... ვითარება, რომ სახიფათოა, ამას ადასტურებს კაფე-რესტორნების, სასტუმროების და მაღაზიების სახელები.

თუ 90-იანი წლების შემდეგ, უამრავ სოფელს და დასახლებას შეეცვალა სახელი, რატომ არ შეიძლებოდა ესეც შეცვლილიყო და აფხაზეთის რესპუბლიკის შესაფერი სახელი ეწოდებინათ?!. პოლიტიკური ნებაა ამისთვის საჭირო. ასეთია სიმართლე" - წერს მურად ბგანბა.

"მღვიმეა თუ გასასვლელი დერეფანი? ის უბედური სპალეოლოგი მარტო როგორ აღმოჩნდა იმ მღვიმეში? ძნელი დასაჯერებელია, რომ დასალევად იქ წავიდოდა, შესაძლოა, ვინმესთან ერთად წავიდა და იმან ჩააგდო, მაგრამ რატომ, რისთვის?.. ეს "შავი გზებით" მომუშავე ადამიანები ხომ ვერ ამოვკვეთეთ აფხაზეთში, ვისაც როგორ უხერხდება, ისე გვიტევს. აქ ჩამოდიან უამრავი უბედურების გასაკეთებლად, რომ ილოთაონ, ნარკოტიკები მოიხმარონ, ერთმანეთზე შური იძიონ... ხელისუფლებამ რაღაც უნდა მოუხერხოს ამ ველურ ტურისტებს; არადა, ჩვენ გვიწოდებენ "მთის მაიმუნებს" - წერს ნასტასია ბაძაღუა.

"ახლა იმაზე უნდა გქონდეთ აქცენტი, თუ როგორ მოხვდა იქ რუსი სპალეოლოგი. დარწმუნებული ხართ, რომ იქ თავისი ნებით, საქმიანობიდან გამომდინარე იმყოფებოდა?.. იქნებ მოკლეს და შემდეგ ჩააგდეს. ეს ერთი და მეორე - წიგნს თუ არ კითხულობთ, გუგლში მაინც წაიკითხეთ ისტორია - რუსული დასახელება იმიტომ აქვს, რომ გამოქვაბული რუსმა სპალეოლოგმა, ალექსანდრე ვერევკინმა გახსნა, 2018 წელს, როდესაც სიღრმეში ჩასვლის მსოფლიო რეკორდი მოხსნა და რეკორდსმენადაც აღიარეს. ამის შემდეგ ეწოდა მისი სახელი.

ზოგადად კი, გამოქვაბული 1968 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ არა სრულად. მაშინ კრასნოიარსკის სპალეოლოგებმა ბუნებრივი მაღაროს მხოლოდ 115 მეტრის დათვალიერება შეძლეს. მერე აღმოაჩინეს ფარული გასასვლელი, რომელიც მანამდე ჩიხი ეგონათ... და არ არის საჭირო ყველაფერში ქვეტექსტების ძიება" - წერს abkhaz-auto.ru-ს ფეისბუქგვერდზე რუსი ინტერნეტმომხმარებელი ტატიანა ბოშევანი.

"სწორედ მაგას ვამბობთ, რატომ არ შეიძლებოდა, ჩვენი სპალეოლოგებიც ჩაგერთოთ ამ საქმეში, მაგრამ მერე ზემოდან ვინ გვიყუროს და "ველური მაიმუნები" გვიწოდოს" - წერს პასუხად "იასონ აფხაზი".

"დიახ, ყველაფერს უნდა დავუბრუნოთ თავისი ისტორიული სახელი. რაც ჩვენია ჩვენია და თუ მეგობრები ხართ, მეგობრულად მოგვექეცით, ჩვენ არ ვიცით, და დიდი ალბათობით, არც ჩვენმა ხელმძღვანელობამ იცის, რა ინტერესები აქვს რუსეთს იმ მღვიმესთან დაკავშირებით, რომელსაც თურმე ფარული დერეფანი აქვს. ასეთი ეჭვები თქვენმა ქმედებებმა გამოიწვია, ამაშია საქმე... კიდევ ერთი, არავინ იცის ნამდვილად სპალეოლოგი იყო თუ რამე საიდუმლო დავალებით იყო შემოსული, მეწყვილესთან ერთად და დავალება ჩაბარდათ. არ გაგვიგია ასეთი რამე, თუ რა?" - წერს ესმა კუცია.