მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის, რომ მისი პოზიცია ოპოზიციის აზრს დაემთხვა, არ ნიშნავს, რომ ოპოზიციონერია" - გია ხუხაშვილის თქმით, პრეზიდენტი მსჯელობს როგორც სახელმწიფოს მეთაური
"ის, რომ მისი პოზიცია ოპოზიციის აზრს დაემთხვა, არ ნიშნავს, რომ ოპოზიციონერია" - გია ხუხაშვილის თქმით, პრეზიდენტი მსჯელობს როგორც სახელმწიფოს მეთაური

პრე­ზი­დენ­ტთან პრე­ტენ­ზი­ე­ბი დღემ­დე ჩემი მხრი­დან იყო ზუს­ტად იმის გამო, რომ ის ხში­რად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ვიწ­რო­პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბით და გუ­შინ აჩ­ვე­ნა, რომ პარ­ტი­ულ ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა და­ა­ყე­ნა სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სი,- ასე შე­ა­ფა­სა ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი, მათ შო­რის 19 აპ­რი­ლის დო­კუ­მენ­ტის შეს­რუ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრე­ზი­დენ­ტის მიერ გუ­შინ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი არის ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­დამ­ჭე­რი და გა­მო­ხა­ტავს პა­ტი­ვის­ცე­მას ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის, შარლ მი­შე­ლის მი­მართ. მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ის, რომ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პო­ზი­ცია ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის პო­ზი­ცი­ას და­ემ­თხვა, არ ნიშ­ნავს იმას, რომ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რია.

„ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლად ვი­ყა­ვი ყო­ველ­თვის პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ გან­წყო­ბი­ლი, მაგ­რამ გუ­შინ­დე­ლი გა­მოს­ვლა ჩემ­თვის იყო ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი აქ­ცენ­ტე­ბი იყო დას­მუ­ლი, სწო­რი შე­ფა­სე­ბე­ბი და ამით ვარ ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი.

გა­სა­გე­ბია, რომ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა მუდ­მი­ვად უყუ­რებს შიდა პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ პრე­ზი­დენ­ტმა გუ­შინ რა პო­ზი­ცი­აც გა­ახ­მო­ვა­ნა, ეს არ არის ოპო­ზი­ცი­ის პო­ზი­ცია, ეს არის ევ­რო­კავ­ში­რის, შარლ მი­შე­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა. ბევ­რად უფრო დიდ სუ­რათ­ში შევ­ხე­დოთ - პრე­ზი­დენ­ტმა თქვა მარ­ტი­ვი რა­ღა­ცა, რომ არის ხელ­მო­წე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც უნდა შეს­რულ­დეს. ის, რომ მა­შინ მომ­წონ­და და ახლა აღარ მომ­წონს, ასე­თი რა­ღა­ცე­ბი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მან თქვა კი­დე­ვაც, რომ წი­თე­ლი ხა­ზე­ბის გავ­ლე­ბა ხდე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბამ­დე. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა რომ და­ი­დო, იმას სჭირ­დე­ბა აღ­სრუ­ლე­ბა, ეს არის უნი­ვერ­სა­ლუ­რი კა­ნო­ნი. პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობს იმას, რა­საც ფიქ­რობს. ის რომ მისი აზრი და­ემ­თხვა ოპო­ზი­ცი­ის აზრს, სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რია. ამი­ტომ არის, ჩემი აზ­რით, მისი გუ­შინ­დე­ლი ნა­ბი­ჯი პა­ტივ­სა­ცე­მი, რომ ის არა პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რით მსჯე­ლობ­და გუ­შინ, არა­მედ მსჯე­ლობ­და რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი, რაც მისი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა,“- გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
1

ხუხამ კომენტატორობა შეითავსა, მალე ტელევიზიასაც გახსნის.

2

მედროვე

ავტორი:

"ის, რომ მისი პოზიცია ოპოზიციის აზრს დაემთხვა, არ ნიშნავს, რომ ოპოზიციონერია" - გია ხუხაშვილის თქმით, პრეზიდენტი მსჯელობს როგორც სახელმწიფოს მეთაური

"ის, რომ მისი პოზიცია ოპოზიციის აზრს დაემთხვა, არ ნიშნავს, რომ ოპოზიციონერია" - გია ხუხაშვილის თქმით, პრეზიდენტი მსჯელობს როგორც სახელმწიფოს მეთაური

პრეზიდენტთან პრეტენზიები დღემდე ჩემი მხრიდან იყო ზუსტად იმის გამო, რომ ის ხშირად ხელმძღვანელობდა ვიწროპარტიული ინტერესებით და გუშინ აჩვენა, რომ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენა სახელმწიფო ინტერესი,- ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, მათ შორის 19 აპრილის დოკუმენტის შესრულების აუცილებლობასთან დაკავშირებით.

ხუხაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ გუშინ გაჟღერებული განცხადებები არის ევროკავშირის მხარდამჭერი და გამოხატავს პატივისცემას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიმართ. მისივე შეფასებით, ის, რომ ზურაბიშვილის პოზიცია ოპოზიციური პარტიების პოზიციას დაემთხვა, არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ოპოზიციონერია.

„ძალიან კრიტიკულად ვიყავი ყოველთვის პრეზიდენტის მიმართ განწყობილი, მაგრამ გუშინდელი გამოსვლა ჩემთვის იყო ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი. აბსოლუტურად სწორი აქცენტები იყო დასმული, სწორი შეფასებები და ამით ვარ ძალიან კმაყოფილი.

გასაგებია, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა მუდმივად უყურებს შიდა პოლიტიკურ ჭრილში ყველაფერს, მაგრამ პრეზიდენტმა გუშინ რა პოზიციაც გაახმოვანა, ეს არ არის ოპოზიციის პოზიცია, ეს არის ევროკავშირის, შარლ მიშელის პატივისცემა. ბევრად უფრო დიდ სურათში შევხედოთ - პრეზიდენტმა თქვა მარტივი რაღაცა, რომ არის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც უნდა შესრულდეს. ის, რომ მაშინ მომწონდა და ახლა აღარ მომწონს, ასეთი რაღაცები წარმოუდგენელია. მან თქვა კიდევაც, რომ წითელი ხაზების გავლება ხდება ხელშეკრულების დადებამდე. ხელშეკრულება რომ დაიდო, იმას სჭირდება აღსრულება, ეს არის უნივერსალური კანონი. პრეზიდენტი ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. ის რომ მისი აზრი დაემთხვა ოპოზიციის აზრს, სულაც არ ნიშნავს, რომ ოპოზიციონერია. ამიტომ არის, ჩემი აზრით, მისი გუშინდელი ნაბიჯი პატივსაცემი, რომ ის არა პოლიტიკური კონიუნქტურით მსჯელობდა გუშინ, არამედ მსჯელობდა როგორც სახელმწიფოს მეთაური, რაც მისი კონსტიტუციური მოვალეობაა,“- განაცხადა ხუხაშვილმა.