პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შებოჭილი პერშინის დანახვისას, გვეგონა, რომ იმ დღეს საქართველომ რუსეთს ომი მოუგო" - 2008 წელი, 13 აგვისტო: ისტორიული გამარჯვების ამბავი
"შებოჭილი პერშინის დანახვისას, გვეგონა, რომ იმ დღეს საქართველომ რუსეთს ომი მოუგო" - 2008 წელი, 13 აგვისტო: ისტორიული გამარჯვების ამბავი

2008 წელი, 13 აგ­ვის­ტო.

სა­ქარ­თვე­ლო - რუ­სე­თის ომი...

  • და­ახ­ლო­ე­ბით 02:00 სა­ა­თის­თვის რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ვერ­ტმფრე­ნი გო­რის სა­ა­ვად­მყო­ფოს ეზო­ში შეკ­რე­ბილ სა­ა­ვად­მყო­ფოს თა­ნამ­შრო­მელ­თა ჯგუფს რა­კე­ტას ეს­ვრის, რის შე­დე­გა­დაც ერთი ექი­მი იღუ­პე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რი­სა და იმ ფაქ­ტი­სა, რომ სა­ა­ვად­მყო­ფოს შე­ნო­ბის სა­ხუ­რა­ვი წი­თე­ლი ჯვრი­თაა მო­ნიშ­ნუ­ლი, თავ­დას­ხმა მა­ინც გან­ხორ­ცი­ელ­და.
  • სა­ქარ­თვე­ლო აცხა­დებს, რომ კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში მდე­ბა­რე ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და და­ი­წყო.
  • 09:20 სა­ა­თის­თვის ქა­ლაქ გორ­ში და­მა­ტე­ბი­თი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი შე­დი­ან ჯავ­შან­ტექ­ნი­კით.
  • ეს­ტო­ნე­თის, ლატ­ვი­ის, ლიტ­ვის და პო­ლო­ნე­თის ლი­დე­რე­ბი თბი­ლის­ში გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და­სავ­ლეთს რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის ფონ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს უფრო ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.
  • 16:10 სა­ათ­ზე რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი გო­რი­დან აღ­მო­სავ­ლე­თით იწყე­ბენ სვლას ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე.
  • 13 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს მდგო­მა­რე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში 23 000 დევ­ნი­ლი და­რე­გის­ტრირ­და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან და მიმ­დე­ბა­რე რა­ი­ო­ნე­ბი­დან. ისი­ნი 210 შე­ნო­ბა­ში, მათ შო­რის სკო­ლებ­ში და ბა­ღებ­ში გან­თავ­სდნენ.
  • აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ჯორჯ ბუში გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მას აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბას და მოს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბებს, რომ ის არ ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლას. "ჩვენ შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ ცნო­ბე­ბით, რომ რუ­სულ­მა და­ნა­ყო­ფებ­მა და­ი­კა­ვეს პო­ზი­ცი­ე­ბი გო­რის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, რაც მათ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, გა­და­კე­ტონ და­სავ­ლეთ-აღ­მო­სავ­ლე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლი, გა­ყონ ქვე­ყა­ნა და და­ე­მუქ­რონ დე­და­ქა­ლაქ თბი­ლისს“, - აცხა­დებს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი.

  • 2008 წელი, 13 აგ­ვის­ტო, პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და

ძი­უ­დოს ორ­თაბ­რძო­ლებ­ში 90 კგ კა­ტე­გო­რი­ის სპორ­ტსმე­ნე­ბი ერ­თვე­ბი­ან. სულ 31 მო­ნა­წი­ლეა. ქარ­თვე­ლი ათ­ლე­ტი ირაკ­ლი ცი­რე­კი­ძე I წრე­ში ის­ვე­ნებს; II წრე­ში ქუ­ლე­ბით უგებს ჰე­შამ მეს­ბახს (ეგ­ვიპ­ტე); III წრე­ში კი იპო­ნით აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ელ­ხან მა­მა­დოვს ამარ­ცხებს;

და დგე­ბა ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის დრო, სა­დაც რუ­სე­თის წარ­მო­მად­გე­ნელს, რუ­სე­თის იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­მი­ე­რის ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ფა­ვო­რი­ტად ცნო­ბილ ივან პერ­შინს ხვდე­ბა... ტა­ტამ­ზე მსოფ­ლი­ოს მოქ­მე­დი ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნი და მსოფ­ლი­ოს ბრინ­ჯა­ოს რუსი პრი­ზი­ო­რი დგა­ნან...

ირაკ­ლის სამ­შობ­ლო­ში ომია. ირაკ­ლის სამ­შობ­ლო გან­საც­დელ­შია და მის წი­ნა­შე სწო­რედ აგ­რე­სო­რის მებ­რძო­ლი დგას.

სპორ­ტში თით­ქოს არ უნდა გა­ე­რი­ოს პო­ლი­ტი­კა, მით უფრო, ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი მშვი­დო­ბის და მხო­ლოდ სპორ­ტუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა-და­მარ­ცხე­ბის სიმ­ბო­ლოა, მაგ­რამ ირაკ­ლიმ იცის, შე­უძ­ლე­ბე­ლია არ იცო­დეს, რომ ახლა, ამ წუ­თას, რო­გორც არას­დროს, რო­გორც არა­ცერ­თი სხვა ორ­თაბ­რძო­ლი­სას, ისე დგას მის უკან მთე­ლი მისი ქვე­ყა­ნა და ის ამ ორ­თაბ­რძო­ლა­ში, რო­გორც ომში, შე­დის...

თუ ამ შეხ­ვედ­რის ვი­დე­ოს ვნა­ხავთ, ის ტა­ტამ­ზე ბრძო­ლის და­წყე­ბამ­დე მშვი­დად დგას, ოდ­ნავ ირ­წე­ვა, თით­ქოს იცის, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან "სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო" ბრძო­ლას მარ­თავს... იცის, რომ ამ დროს მის სამ­შობ­ლო­ში ყვე­ლა - დიდ-პა­ტა­რა მის გა­მარ­ჯვე­ბას ელის, სა­დაც მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა შედ­გა, თით­ქმის მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით არ­სე­ბობს ავი­ა­ი­ე­რი­შე­ბის მი­ტა­ნის საფრ­თხე და არა­ვინ იცის ზუს­ტად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში რამ­დე­ნი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი დაფ­რი­ნავს...

რუსს და­სა­წყის­ში­ვე ეტყო­ბა ნერ­ვი­უ­ლო­ბა, თუმ­ცა ბრძო­ლას აქ­ტი­უ­რად იწყებს, ირაკ­ლი მარ­ტი­ვად იგე­რი­ებს მე­ტო­ქის შე­ტე­ვას და იქით უტევს და პირ­ვე­ლი წუ­თის მი­წუ­რულს პირ­ველ ილეთს ატა­რებს, რი­თაც კო­კას იმ­სა­ხუ­რებს, ცოტა ხან­ში კი­დევ ერთ კო­კას იღებს. შეხ­ვედ­რის და­სას­რუ­ლამ­დე 2 წუთ­ზე მეტი რჩე­ბა, როცა პერ­ში­ნი ილე­თის ჩა­ტა­რე­ბას იწყებს, ირაკ­ლი ახერ­ხებს გა­ი­თა­ვი­სუფ­ლოს ფეხი და იწყებს მე­ტო­ქის შე­ბოჭ­ვას... "ირაკ­ლი ცი­რე­კი­ძე ბო­ჭავს რუს ივან პერ­შინს", - ამ­ბობს ქარ­თვე­ლი კო­მენ­ტა­ტო­რი... რუსი ტა­ტამ­ზეა გაკ­რუ­ლი, სულ რა­ღაც 30 წა­მია სა­ჭი­რო წმინ­და გა­მარ­ჯვე­ბამ­დე. პერ­ში­ნი ხვდე­ბა, რომ მარ­ცხდე­ბა, თავ­ში ხელს ირტყამს და ის­მის კო­მენ­ტა­ტო­რის ფრა­ზა: "რუსი გაკ­რუ­ლია ბე­ჭებ­ზე"...

ირაკ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა­საც მშვი­დად ხვდე­ბა და ჟეს­ტი, რო­მე­ლიც ალ­ბათ არას­დროს და­ა­ვი­წყდე­ბა იმას, ვინც ამ ორ­თაბ­რძო­ლას პირ­და­პირ ეთერ­ში ადევ­ნებ­და თვალს და სი­ხა­რუ­ლის­გან ტი­რო­და, როცა ცი­რე­კი­ძე კი­მა­ნო­ზე წა­წე­რილ სამ­შობ­ლოს სა­ხელ­ზე ორი­ვე ხე­ლით მი­უ­თი­თებს...

ირაკ­ლი ფი­ნალ­ში ალ­ჟი­რელ ამარ ბე­ნიხ­ლეფ­თან იბ­რძვის და ქუ­ლე­ბით იმარ­ჯვებს...

ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნია...

სა­ქარ­თვე­ლო­დან პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ში სულ 35-მა სპორ­ტსმენ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

მო­ვი­პო­ვეთ 3 ოქ­როს, 2 ვერ­ცხლის და 2 ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი.

ჩემ­პი­ო­ნე­ბი, ირაკ­ლი ცი­რე­კი­ძეს­თან ერ­თად, გახ­დნენ: მა­ნუ­ჩარ კვირ­კვე­ლია (ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი ჭი­და­ო­ბა) და რე­ვაზ მინ­დო­რაშ­ვი­ლი (თა­ვი­სუ­ფა­ლი ჭი­და­ო­ბა);

ვერ­ცხლის მედ­ლე­ბი მო­ი­პო­ვეს: გი­ორ­გი გოგშე­ლი­ძემ (თა­ვი­სუ­ფა­ლი ჭი­და­ო­ბა) და არ­სენ კა­სა­ბი­ევ­მა (ძა­ლოს­ნო­ბა);

ბრინ­ჯა­ოს მფლო­ბე­ლე­ბი კი გახ­დნენ: ნინო სა­ლუქ­ვა­ძე (ტყვი­ის სრო­ლა) და ოთარ თუ­შიშ­ვი­ლი (თა­ვი­სუ­ფა­ლი ჭი­და­ო­ბა).

  • 2021 წელი, 28 ივ­ლი­სი, ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და

21 წლის ქარ­თვე­ლი ფა­ლა­ვა­ნი ლაშა ბე­ქა­უ­რი ძი­უ­დოს ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ას, რო­მე­ლიც 90 წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში მო­ას­პა­რე­ზე ძი­უ­დო­ის­ტებ­მა და­ამ­კვიდ­რეს, არ არ­ღვევს და ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის (ათე­ნის ოლიმ­პი­ა­და, 2004 წელი) და ირაკ­ლი ცი­რე­კი­ძის (პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და 2008 წელი) ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დის ჩემ­პი­ო­ნი ხდე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ლა­შამ ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში, ცი­რე­კი­ძის მსგავ­სად, რუსი სპორ­ტსმე­ნი და­ა­მარ­ცხა. სა­ქარ­თვე­ლოს იტო­რი­ა­ში ლა­შას გა­მარ­ჯვე­ბაც ოქ­როს ასო­ე­ბით ჩა­ი­წე­რა უკვე, თუმ­ცა არის მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც გა­მარ­ჯვე­ბა თუ და­მარ­ცხე­ბა იმა­ზე მეტს ნიშ­ნავს, ვიდ­რე ამ სი­ტყვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ჩა­ე­ტი­ოს.

ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ, ახა­ლი გა­მარ­ჯვე­ბის სი­ხა­რუ­ლი­სას, იმ ორ­თაბ­რძო­ლის გახ­სე­ნე­ბა, რო­მელ­მაც 2008 წელს სიმ­წრის ცრემ­ლი სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლად გვიქ­ცია...

  • "გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ უფრო კარ­გად მივ­ხვდი და გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რას ნიშ­ნავ­და ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის"

ირაკ­ლი ცი­რე­კი­ძე ამ გა­მარ­ჯვე­ბა­ზე ყო­ველ­თვის მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად სა­უბ­რობს, ცდი­ლობს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ მი­ა­ნი­ჭოს, თუმ­ცა გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა კარ­გად იცის მისი გა­მარ­ჯვე­ბე­ბის ფასი.

ირაკ­ლი ცი­რე­კი­ძე:

- ივან პერ­ში­ნი ნაც­ნო­ბი მე­ტო­ქე იყო, კარ­გად ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს და კარ­გად ვი­ცო­დი, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბა იქ­ნე­ბო­და სა­ჭი­რო. თუ ამას შევ­ძლებ­დი, გა­ვი­მარ­ჯვებ­დი კი­დეც. მთა­ვა­რი იყო, რომ ნერ­ვებს არ ავ­ყო­ლო­დი. რო­დე­საც შე­ვა­ტყვე მე­ტო­ქეს, რომ ჩემ­ზე გა­ცი­ლე­ბით მე­ტად ნერ­ვი­უ­ლობ­და, მივ­ხვდი, რომ იმ შეხ­ვედ­რას არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ დავ­თმობ­დი.

- ამ დროს სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სეთ­თან ჰქონ­და ომი, ივან პერ­ში­ნი კი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ფა­ვო­რიტ ძი­უ­დო­ის­ტად იყო ცნო­ბი­ლი...

- ვე­ცა­დე არ მი­მე­ცა ამ შეხ­ვედ­რის­თვის სპორ­ტუ­ლის გარ­და, სხვა დატ­ვირ­თვა. დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბი­სა­გან და გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი­დან ვგრძნობ­დი სა­ერ­თო ვი­თა­რე­ბას, და­ძა­ბუ­ლო­ბას, თუმ­ცა მა­ინც მინ­დო­და, რომ ბო­ლომ­დე სპორ­ტულ ჩარ­ჩო­ში დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, რათა ემო­ცი­ებს არ ავ­ყო­ლო­დი... ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ბრძო­ლა­ში შე­მეშ­ლე­ბო­და ხელი, რაც შე­დეგ­ზეც აი­სა­ხე­ბო­და. გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ უფრო კარ­გად მივ­ხვდი და გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რას ნიშ­ნავ­და ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. სა­ქარ­თვე­ლო­ში როცა დავ­ბრუნ­დი, გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა მი­თხრეს კი­დეც - შე­ბო­ჭი­ლი პერ­ში­ნის და­ნახ­ვი­სას, გვე­გო­ნა, რომ იმ დღეს სა­ქარ­თვე­ლომ რუ­სეთს ომი მო­უ­გოო.

- აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­გი­ლო­ცოთ ლაშა ბე­ქა­უ­რის ჩემ­პი­ო­ნო­ბა...

- რა თქმა უნდა, მეც გი­ლო­ცავთ და ვუ­ლო­ცავ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს. ლა­შას ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ია­რა­ღია მისი ხა­სი­ა­თი. სა­ოც­რად მტკი­ცე და მებ­რძო­ლი ხა­სი­ა­თის ბი­ჭია, ამას და­მა­ტე­ბუ­ლი, ჭი­ა­დო­ბის ქარ­თუ­ლი სტი­ლი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რია. სწო­რედ ამ ყვე­ლა­ფერ­მა მო­ი­ტა­ნა ის, რა­საც დღეს ყვე­ლა ვზე­ი­მობთ.

ირაკ­ლი ცი­რე­კი­ძე ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლო­ბი­სას, ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვილ­თან ერ­თად

ჩვე­ნი ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბი­დან თუ ვინ­მეს შე­ეძ­ლო ოქ­როს მედ­ლის აღე­ბა, ერთ-ერთი ლაშა იყო. ერ­თა­დერ­თი რაც ყვე­ლას გვა­ში­ნებ­და, გახ­ლდათ ტრავ­მა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მი­ი­ღო. მე ყო­ველ­დღი­ურ კავ­შირ­ზე ვარ ბი­ჭებ­თან და სულ ამ ტრავ­მის ამ­ბავს ვკი­თხუ­ლობ­დი და ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი უკვე რიგ­ზე იყო, თუმ­ცა მა­ინც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი.

ჩვე­ნი გუნ­დი ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ძი­უ­დო­ის­ტე­ბით არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი და ძი­უ­დოს ნაკ­რე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ნაკ­რე­ბია თა­ვი­სი ტი­ტუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რეც და ვფიქ­რობ, ლო­გი­კუ­რია ის შე­დე­გი, რაც გვაქვს და დიდი იმე­დი მაქვს, რომ ორი მე­და­ლი კი­დევ დაგ­ვე­მა­ტე­ბა.

  • ირაკ­ლი ცი­რე­კი­ძე 1982 წლის 3 მა­ისს, ტყი­ბუ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში და­ი­ბა­და. არის 2008 წლის პე­კი­ნის XXIX ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩემ­პი­ო­ნი. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის მე­ო­რე (2007) და მე­სა­მე (2008, 11) პრი­ზი­ო­რი, ევ­რო­პის გუნ­დუ­რი ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი (2007). მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი (2007) და ბრინ­ჯა­ოს (2011) მედ­ლის მფლო­ბე­ლი, ასე­ვე მსოფ­ლი­ოს გუნ­დუ­რი ჩემ­პი­ო­ნა­ტის 2 ოქ­როს მედ­ლის მფლო­ბე­ლი (2006, 2008). ის 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნად და­სა­ხელ­და. იყო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი 2016-2017 წლებ­ში. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა 2017 წელს ევ­რო­პის გუნ­დუ­რი ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ი­გო. არის ღირ­სე­ბი­სა და ბრწყინ­ვა­ლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო ორ­დე­ნე­ბის კა­ვა­ლე­რი.

ავ­ტო­რე­ბი: ლადო გო­გო­ლა­ძე, ნა­თია დო­ლი­ძე

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მია
5

ვიტირე, რა კარგი სტატიაა 

Tamuna
5

Ლაშას გამარჯვება რომ ყველა გულშემატკივარისთვის სასიხარულო და საამაყოა ამაზე ორი აზრი არ არსებობს და კიდევ ერთხელ აქედანაც ვულოცავ მას,მაგრამ იმ ბიჭებმა რა დააშავეს ვინც ვერცხლი მოიგო??მათზეც გვინდა ინფორმაციები.ისინიც მედალოსნები არიან და არანაკლები იბრძოლეს თუნდაც მეორე ადგილზე გასასვლელად(ეს ხომ მათ შეძლეს და სხვა ქვეყნის სპორცმენებმა ვერა).

Ნუ ვიქნებით დაუნახავები და მიკერძოებულები

ავტორი:

"შებოჭილი პერშინის დანახვისას, გვეგონა, რომ იმ დღეს საქართველომ რუსეთს ომი მოუგო" - 2008 წელი, 13 აგვისტო: ისტორიული გამარჯვების ამბავი

"შებოჭილი პერშინის დანახვისას, გვეგონა, რომ იმ დღეს საქართველომ რუსეთს ომი მოუგო" - 2008 წელი, 13 აგვისტო: ისტორიული გამარჯვების ამბავი

2008 წელი, 13 აგვისტო.

საქართველო - რუსეთის ომი...

  • დაახლოებით 02:00 საათისთვის რუსული სამხედრო ვერტმფრენი გორის საავადმყოფოს ეზოში შეკრებილ საავადმყოფოს თანამშრომელთა ჯგუფს რაკეტას ესვრის, რის შედეგადაც ერთი ექიმი იღუპება. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისა და იმ ფაქტისა, რომ საავადმყოფოს შენობის სახურავი წითელი ჯვრითაა მონიშნული, თავდასხმა მაინც განხორციელდა.
  • საქართველო აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონაში მდებარე ქართული სოფლების წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა დაიწყო.
  • 09:20 საათისთვის ქალაქ გორში დამატებითი რუსული სამხედრო ძალები შედიან ჯავშანტექნიკით.
  • ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის და პოლონეთის ლიდერები თბილისში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დასავლეთს რუსული აგრესიის ფონზე საქართველოს უფრო ძლიერი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
  • 16:10 საათზე რუსული სამხედრო ძალები გორიდან აღმოსავლეთით იწყებენ სვლას ავტომაგისტრალზე.
  • 13 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით საქართველოში 23 000 დევნილი დარეგისტრირდა ცხინვალის რეგიონიდან და მიმდებარე რაიონებიდან. ისინი 210 შენობაში, მათ შორის სკოლებში და ბაღებში განთავსდნენ.
  • აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში განცხადებას აკეთებს, რომლის თანახმადაც მას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის ქმედებები არ შეესაბამება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მოსკოვის განცხადებებს, რომ ის არ ცდილობს საქართველოს ხელისუფლების შეცვლას. "ჩვენ შეშფოთებული ვართ ცნობებით, რომ რუსულმა დანაყოფებმა დაიკავეს პოზიციები გორის აღმოსავლეთ ნაწილში, რაც მათ საშუალებას აძლევს, გადაკეტონ დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი, გაყონ ქვეყანა და დაემუქრონ დედაქალაქ თბილისს“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

  • 2008 წელი, 13 აგვისტო, პეკინის ოლიმპიადა

ძიუდოს ორთაბრძოლებში 90 კგ კატეგორიის სპორტსმენები ერთვებიან. სულ 31 მონაწილეა. ქართველი ათლეტი ირაკლი ცირეკიძე I წრეში ისვენებს; II წრეში ქულებით უგებს ჰეშამ მესბახს (ეგვიპტე); III წრეში კი იპონით აზერბაიჯანელ ელხან მამადოვს ამარცხებს;

და დგება ნახევარფინალის დრო, სადაც რუსეთის წარმომადგენელს, რუსეთის იმჟამინდელი პრემიერის ვლადიმირ პუტინის ფავორიტად ცნობილ ივან პერშინს ხვდება... ტატამზე მსოფლიოს მოქმედი ქართველი ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს რუსი პრიზიორი დგანან...

ირაკლის სამშობლოში ომია. ირაკლის სამშობლო განსაცდელშია და მის წინაშე სწორედ აგრესორის მებრძოლი დგას.

სპორტში თითქოს არ უნდა გაერიოს პოლიტიკა, მით უფრო, ოლიმპიური თამაშები მშვიდობის და მხოლოდ სპორტული გამარჯვება-დამარცხების სიმბოლოა, მაგრამ ირაკლიმ იცის, შეუძლებელია არ იცოდეს, რომ ახლა, ამ წუთას, როგორც არასდროს, როგორც არაცერთი სხვა ორთაბრძოლისას, ისე დგას მის უკან მთელი მისი ქვეყანა და ის ამ ორთაბრძოლაში, როგორც ომში, შედის...

თუ ამ შეხვედრის ვიდეოს ვნახავთ, ის ტატამზე ბრძოლის დაწყებამდე მშვიდად დგას, ოდნავ ირწევა, თითქოს იცის, რომ მთელი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან "სამკვდრო-სასიცოცხლო" ბრძოლას მართავს... იცის, რომ ამ დროს მის სამშობლოში ყველა - დიდ-პატარა მის გამარჯვებას ელის, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა, თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს ავიაიერიშების მიტანის საფრთხე და არავინ იცის ზუსტად, საქართველოს საჰაერო სივრცეში რამდენი რუსული სამხედრო თვითმფრინავი დაფრინავს...

რუსს დასაწყისშივე ეტყობა ნერვიულობა, თუმცა ბრძოლას აქტიურად იწყებს, ირაკლი მარტივად იგერიებს მეტოქის შეტევას და იქით უტევს და პირველი წუთის მიწურულს პირველ ილეთს ატარებს, რითაც კოკას იმსახურებს, ცოტა ხანში კიდევ ერთ კოკას იღებს. შეხვედრის დასასრულამდე 2 წუთზე მეტი რჩება, როცა პერშინი ილეთის ჩატარებას იწყებს, ირაკლი ახერხებს გაითავისუფლოს ფეხი და იწყებს მეტოქის შებოჭვას... "ირაკლი ცირეკიძე ბოჭავს რუს ივან პერშინს", - ამბობს ქართველი კომენტატორი... რუსი ტატამზეა გაკრული, სულ რაღაც 30 წამია საჭირო წმინდა გამარჯვებამდე. პერშინი ხვდება, რომ მარცხდება, თავში ხელს ირტყამს და ისმის კომენტატორის ფრაზა: "რუსი გაკრულია ბეჭებზე"...

ირაკლი გამარჯვებასაც მშვიდად ხვდება და ჟესტი, რომელიც ალბათ არასდროს დაავიწყდება იმას, ვინც ამ ორთაბრძოლას პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს და სიხარულისგან ტიროდა, როცა ცირეკიძე კიმანოზე წაწერილ სამშობლოს სახელზე ორივე ხელით მიუთითებს...

ირაკლი ფინალში ალჟირელ ამარ ბენიხლეფთან იბრძვის და ქულებით იმარჯვებს...

ქართველი მებრძოლი ოლიმპიური ჩემპიონია...

საქართველოდან პეკინის ოლიმპიადაში სულ 35-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

მოვიპოვეთ 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი.

ჩემპიონები, ირაკლი ცირეკიძესთან ერთად, გახდნენ: მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა);

ვერცხლის მედლები მოიპოვეს: გიორგი გოგშელიძემ (თავისუფალი ჭიდაობა) და არსენ კასაბიევმა (ძალოსნობა);

ბრინჯაოს მფლობელები კი გახდნენ: ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) და ოთარ თუშიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა).

  • 2021 წელი, 28 ივლისი, ტოკიოს ოლიმპიადა

21 წლის ქართველი ფალავანი ლაშა ბექაური ძიუდოს ქართულ ტრადიციას, რომელიც 90 წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტებმა დაამკვიდრეს, არ არღვევს და ზურაბ ზვიადაურის (ათენის ოლიმპიადა, 2004 წელი) და ირაკლი ცირეკიძის (პეკინის ოლიმპიადა 2008 წელი) ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი ხდება. საინტერესოა, რომ ლაშამ ნახევარფინალში, ცირეკიძის მსგავსად, რუსი სპორტსმენი დაამარცხა. საქართველოს იტორიაში ლაშას გამარჯვებაც ოქროს ასოებით ჩაიწერა უკვე, თუმცა არის მომენტები, როდესაც გამარჯვება თუ დამარცხება იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე ამ სიტყვების მნიშვნელობაში შეიძლება ჩაეტიოს.

ამიტომაც გადავწყვიტეთ, ახალი გამარჯვების სიხარულისას, იმ ორთაბრძოლის გახსენება, რომელმაც 2008 წელს სიმწრის ცრემლი სიხარულის ცრემლად გვიქცია...

  • "გამარჯვების შემდეგ უფრო კარგად მივხვდი და გავაცნობიერე, რას ნიშნავდა ეს საქართველოსთვის"

ირაკლი ცირეკიძე ამ გამარჯვებაზე ყოველთვის მოკრძალებულად საუბრობს, ცდილობს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოს, თუმცა გულშემატკივარმა კარგად იცის მისი გამარჯვებების ფასი.

ირაკლი ცირეკიძე:

- ივან პერშინი ნაცნობი მეტოქე იყო, კარგად ვიცნობდით ერთმანეთს და კარგად ვიცოდი, რომ განსაკუთრებული მობილიზება იქნებოდა საჭირო. თუ ამას შევძლებდი, გავიმარჯვებდი კიდეც. მთავარი იყო, რომ ნერვებს არ ავყოლოდი. როდესაც შევატყვე მეტოქეს, რომ ჩემზე გაცილებით მეტად ნერვიულობდა, მივხვდი, რომ იმ შეხვედრას არავითარ შემთხვევაში არ დავთმობდი.

- ამ დროს საქართველოს რუსეთთან ჰქონდა ომი, ივან პერშინი კი ვლადიმირ პუტინის ფავორიტ ძიუდოისტად იყო ცნობილი...

- ვეცადე არ მიმეცა ამ შეხვედრისთვის სპორტულის გარდა, სხვა დატვირთვა. დელეგაციის წევრებისაგან და გარემო ფაქტორებიდან ვგრძნობდი საერთო ვითარებას, დაძაბულობას, თუმცა მაინც მინდოდა, რომ ბოლომდე სპორტულ ჩარჩოში დავრჩენილიყავი, რათა ემოციებს არ ავყოლოდი... ასეთ შემთხვევაში ბრძოლაში შემეშლებოდა ხელი, რაც შედეგზეც აისახებოდა. გამარჯვების შემდეგ უფრო კარგად მივხვდი და გავაცნობიერე, რას ნიშნავდა ეს საქართველოსთვის. საქართველოში როცა დავბრუნდი, გულშემატკივრებმა მითხრეს კიდეც - შებოჭილი პერშინის დანახვისას, გვეგონა, რომ იმ დღეს საქართველომ რუსეთს ომი მოუგოო.

- აუცილებლად უნდა მოგილოცოთ ლაშა ბექაურის ჩემპიონობა...

- რა თქმა უნდა, მეც გილოცავთ და ვულოცავ მთელ საქართველოს. ლაშას ყველაზე ძლიერი იარაღია მისი ხასიათი. საოცრად მტკიცე და მებრძოლი ხასიათის ბიჭია, ამას დამატებული, ჭიადობის ქართული სტილი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. სწორედ ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რასაც დღეს ყველა ვზეიმობთ.

ირაკლი ცირეკიძე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობისას, ლაშა შავდათუაშვილთან ერთად

ჩვენი ოლიმპიური ნაკრებიდან თუ ვინმეს შეეძლო ოქროს მედლის აღება, ერთ-ერთი ლაშა იყო. ერთადერთი რაც ყველას გვაშინებდა, გახლდათ ტრავმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ, მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო. მე ყოველდღიურ კავშირზე ვარ ბიჭებთან და სულ ამ ტრავმის ამბავს ვკითხულობდი და ყველა მეუბნებოდა, რომ ყველაფერი უკვე რიგზე იყო, თუმცა მაინც ვნერვიულობდი.

ჩვენი გუნდი ძალიან ძლიერი ძიუდოისტებით არის დაკომპლექტებული და ძიუდოს ნაკრების ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაკრებია თავისი ტიტულებიდან გამომდინარეც და ვფიქრობ, ლოგიკურია ის შედეგი, რაც გვაქვს და დიდი იმედი მაქვს, რომ ორი მედალი კიდევ დაგვემატება.

  • ირაკლი ცირეკიძე 1982 წლის 3 მაისს, ტყიბულის რაიონის სოფელ ახალსოფელში დაიბადა. არის 2008 წლის პეკინის XXIX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის ჩემპიონატების მეორე (2007) და მესამე (2008, 11) პრიზიორი, ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული (2007). მსოფლიოს ჩემპიონი (2007) და ბრინჯაოს (2011) მედლის მფლობელი, ასევე მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის 2 ოქროს მედლის მფლობელი (2006, 2008). ის 2008 წელს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2016-2017 წლებში. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 2017 წელს ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო. არის ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების კავალერი.

ავტორები: ლადო გოგოლაძე, ნათია დოლიძე