პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნანუკა ცხოვრების სხვა ეტაპზე რომ დაშორებოდა ერეკლეს, სხვანაირად გადაიტანდა" - რას ჰყვება მარიამ გეგუჩაძე ერეკლე კოდუაზე, უცხოეთში სწავლასა და დეპრესიაზე
"ნანუკა ცხოვრების სხვა ეტაპზე რომ დაშორებოდა ერეკლეს, სხვანაირად გადაიტანდა" - რას ჰყვება მარიამ გეგუჩაძე ერეკლე კოდუაზე, უცხოეთში სწავლასა და დეპრესიაზე

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, მოძ­რა­ო­ბა "სირ­ცხვი­ლი­ას“ წევ­რი მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძე თა­თია შა­რან­გი­ას სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მას "სთო­რი“ სტუმ­რობ­და. მა­რი­ამ­მა სა­კუ­თარ თავ­ზე, გან­ცდებ­სა და ბოლო დროს გა­და­ტა­ნილ მძი­მე ამ­ბებ­ზე ისა­უბ­რა, ასე­ვე გა­იხ­სე­ნა დე­დის, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი­სა და მა­მი­ნაც­ვლის, ერეკ­ლე კო­დუ­ას და­შო­რე­ბის პე­რი­ო­დი. ეს იყო თემა, რო­მელ­ზეც იმ­ჟა­მად მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ლა­პა­რა­კობ­და და მე­დი­აც აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავ­და. ჟურ­ნა­ლისტ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს არა­ერ­თხელ უსა­უბ­რია, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან ცუ­დად იყო...

მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძე:

"იმ პე­რი­ოდ­ში უცხო­ეთ­ში მინ­დო­და სას­წავ­ლებ­ლად წას­ვლა, მაგ­რამ მარ­ტო­ო­ბა ძა­ლი­ან მი­ჭირ­და. ამი­ტომ წა­ვე­დი ბუ­და­პეშ­ტში, სა­დაც იმ­ჟა­მად ერეკ­ლე კო­დუა ცხოვ­რობ­და. მე და მან ერთი წელი ვი­ცხოვ­რეთ ერ­თად. ოჯა­ხის წევ­რე­ბი - დედა, ბე­ბია, ხში­რად ჩა­მო­დი­ოდ­ნენ.

დღეს ერეკ­ლეს­თან ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რა­ღაც გა­მი­კე­თა და მისი მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, ის არის ჩემი ძმის მამა, იმის იქი­თაც, დამ­ხმა­რე­ბია გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში მატ­რი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, დროს მით­მობ­და, სა­დღაც დავ­ყავ­დი...

ყვე­ლა ადა­მი­ანს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი როლი აქვს. მას არა­სო­დეს და­ვუ­ვი­წყებ ბევრ რა­მეს, პირ­ველ რიგ­ში სით­ბოს, მახ­სოვს, რო­გორ ვუყ­ვარ­დი. დღეს რომ არ ვკონ­ტაქ­ტობთ, იმას არ ნიშ­ნავს, რომ არ არ­სე­ბობს ან ხვალ რომ და­მირ­ე­კოს, ტე­ლე­ფონს არ ვუ­პა­სუ­ხებ.

რო­დე­საც ნა­ნუ­კა და ერეკ­ლი და­შორ­დნენ, ისე და­ემ­თხვა, რომ ამე­რი­კა­ში წა­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად და იქ ჩა­ვა­ბა­რე. ნა­ნუ­კას, რაც შე­მეძ­ლო, გვერ­დში ვე­დე­ქი, დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცე­ბი სხვა­ნა­ი­რად გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ მას ყო­ველ­თვის ვუს­მენ­დი. ძა­ლი­ან ძნე­ლია, რო­დე­საც მშო­ბე­ლი რა­ღა­ცას გა­ნიც­დის. ბავ­შვო­ბა­ში გგო­ნია, რომ ის სუ­პერ­გმი­რია და ყვე­ლა­ფე­რი შე­უძ­ლია, მაგ­რამ რო­დე­საც ხე­დავ, ცუ­დად არის, ხვდე­ბი, რომ ზუს­ტად იგი­ვე­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნია, რო­გორც ყვე­ლა სხვა. მაგ დროს მივ­ხვდი, რომ დე­და­ჩე­მი მხო­ლოდ სუ­პერ­გმი­რი არ იყო, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს მო­აგ­ვა­რებ­და.

დედა საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რია, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში სხვა ეტა­პი ჰქონ­და. ნა­ნუ­კა ცხოვ­რე­ბის სხვა ეტაპ­ზე რომ და­შო­რე­ბო­და ერეკ­ლეს, სხვა­ნა­ი­რად გა­და­ი­ტან­და. ცუდ დროს მოხ­და, მა­შინ სა­კუ­თარ თავ­თა­ნაც ვერ იყო კომ­ფორ­ტუ­ლად. შემ­დეგ და­ი­წყო სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვა და ამის გა­და­ტა­ნა ისე მო­ა­ხერ­ხა".

მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძემ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­კუ­თარ თავ­ზეც ისა­უბ­რა. პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი სწო­რედ მა­შინ და­ე­წყო, რო­დე­საც ამე­რი­კა­ში სას­წავ­ლებ­ლად წა­ვი­და:

"ამე­რი­კა­ში ყოფ­ნი­სას, და­მე­წყო პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი და მძი­მე დეპ­რე­სია. იქამ­დე წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, რომ ასე­თი რამე არ­სე­ბობ­და, და­გუგვლი­საც კი მე­ში­ნო­და, მა­შინ 17 წლის ვი­ყა­ვი. თან ვე­რა­ვის ვუყ­ვე­ბო­დი და მთე­ლი ეს ენერ­გია სწავ­ლა­ში გა­და­ვი­ტა­ნე... დიდი ხანი ვცდი­ლობ­დი, ამ შეგ­რძნე­ბე­ბის და­ვი­წყე­ბას.

სა­კუ­თარ თავს შო­რი­დან ვუს­მენ­დი. ერთ-ერთი მძი­მე ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ და­მე­წყო ჭინჭრის ცი­ე­ბა, წო­ნა­ში 20 კილო მო­ვი­მა­ტე, შე­შუ­პე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ვე­ღარ ვმოძ­რა­ობ­დი. მახ­სოვს, პა­რიზ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ჩემი მე­გო­ბა­რი და აი, მანდ ამო­მას­ხა, ვე­ღარ ვმა­ლავ­დი და ბო­ლომ­დე და­ვი­შა­ლე და გავ­ნად­გურ­დი. შემ­დეგ ვი­ა­რე ფსი­ქო­ლო­გებ­თა­ნაც და ფსი­ქი­ატ­რებ­თან. რო­გორ გა­დავ­ლა­ხე? - ბო­ლომ­დე არ და­მი­მარ­ცხე­ბია, ჩემი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ის იყო, რომ ამ ყვე­ლაფ­რის აღარ მე­ში­ნო­და, შემ­დეგ უკვე სა­კუ­თა­რი თა­ვის მარ­თვა და­ვი­წყე..."

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფერიდე
1

ერეკლე ძალიან მიყვარს მას შესანიშნავი ოჯახი ყავს .....ისე ბედნიერია !

ეთო
41

ამ ინტერვიუმ მთლიანად შეცვალა ამ გოგოზე ჩემი წარმოდგენა! მეტყველებს ძალიან კარგად, განათლებულია, ზომიერია, თავშეკავებულია, ადამიანების მოყვარულია! ვფიქობ, დიდი წარმატება ექნება ცხოვრებაში. ნამდვილად ღირსია!

ავტორი:

"ნანუკა ცხოვრების სხვა ეტაპზე რომ დაშორებოდა ერეკლეს, სხვანაირად გადაიტანდა" - რას ჰყვება მარიამ გეგუჩაძე ერეკლე კოდუაზე, უცხოეთში სწავლასა და დეპრესიაზე

"ნანუკა ცხოვრების სხვა ეტაპზე რომ დაშორებოდა ერეკლეს, სხვანაირად გადაიტანდა" - რას ჰყვება მარიამ გეგუჩაძე ერეკლე კოდუაზე, უცხოეთში სწავლასა და დეპრესიაზე

სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა "სირცხვილიას“ წევრი მარიამ გეგუჩაძე თათია შარანგიას საავტორო გადაცემას "სთორი“ სტუმრობდა. მარიამმა საკუთარ თავზე, განცდებსა და ბოლო დროს გადატანილ მძიმე ამბებზე ისაუბრა, ასევე გაიხსენა დედის, ნანუკა ჟორჟოლიანისა და მამინაცვლის, ერეკლე კოდუას დაშორების პერიოდი. ეს იყო თემა, რომელზეც იმჟამად მთელი საქართველო ლაპარაკობდა და მედიაც აქტიურად განიხილავდა. ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს არაერთხელ უსაუბრია, რომ ამ პერიოდში ძალიან ცუდად იყო...

მარიამ გეგუჩაძე:

"იმ პერიოდში უცხოეთში მინდოდა სასწავლებლად წასვლა, მაგრამ მარტოობა ძალიან მიჭირდა. ამიტომ წავედი ბუდაპეშტში, სადაც იმჟამად ერეკლე კოდუა ცხოვრობდა. მე და მან ერთი წელი ვიცხოვრეთ ერთად. ოჯახის წევრები - დედა, ბებია, ხშირად ჩამოდიოდნენ.

დღეს ერეკლესთან ხშირი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი რაღაც გამიკეთა და მისი მადლიერი ვიქნები. პირველ რიგში, ის არის ჩემი ძმის მამა, იმის იქითაც, დამხმარებია განათლების მიღებაში მატრიალური თვალსაზრისით, დროს მითმობდა, სადღაც დავყავდი...

ყველა ადამიანს ჩვენს ცხოვრებაში გარკვეული როლი აქვს. მას არასოდეს დავუვიწყებ ბევრ რამეს, პირველ რიგში სითბოს, მახსოვს, როგორ ვუყვარდი. დღეს რომ არ ვკონტაქტობთ, იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს ან ხვალ რომ დამირეკოს, ტელეფონს არ ვუპასუხებ.

როდესაც ნანუკა და ერეკლი დაშორდნენ, ისე დაემთხვა, რომ ამერიკაში წავედი საცხოვრებლად და იქ ჩავაბარე. ნანუკას, რაც შემეძლო, გვერდში ვედექი, დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება რაღაცები სხვანაირად გამეკეთებინა, მაგრამ მას ყოველთვის ვუსმენდი. ძალიან ძნელია, როდესაც მშობელი რაღაცას განიცდის. ბავშვობაში გგონია, რომ ის სუპერგმირია და ყველაფერი შეუძლია, მაგრამ როდესაც ხედავ, ცუდად არის, ხვდები, რომ ზუსტად იგივენაირი ადამიანია, როგორც ყველა სხვა. მაგ დროს მივხვდი, რომ დედაჩემი მხოლოდ სუპერგმირი არ იყო, რომელიც ყველაფერს მოაგვარებდა.

დედა საკმაოდ ემოციურია, მაგრამ იმ პერიოდში სხვა ეტაპი ჰქონდა. ნანუკა ცხოვრების სხვა ეტაპზე რომ დაშორებოდა ერეკლეს, სხვანაირად გადაიტანდა. ცუდ დროს მოხდა, მაშინ საკუთარ თავთანაც ვერ იყო კომფორტულად. შემდეგ დაიწყო საკუთარ თავზე ზრუნვა და ამის გადატანა ისე მოახერხა".

მარიამ გეგუჩაძემ ინტერვიუში საკუთარ თავზეც ისაუბრა. პანიკური შეტევები სწორედ მაშინ დაეწყო, როდესაც ამერიკაში სასწავლებლად წავიდა:

"ამერიკაში ყოფნისას, დამეწყო პანიკური შეტევები და მძიმე დეპრესია. იქამდე წარმოდგენა არ მქონდა, რომ ასეთი რამე არსებობდა, დაგუგვლისაც კი მეშინოდა, მაშინ 17 წლის ვიყავი. თან ვერავის ვუყვებოდი და მთელი ეს ენერგია სწავლაში გადავიტანე... დიდი ხანი ვცდილობდი, ამ შეგრძნებების დავიწყებას.

საკუთარ თავს შორიდან ვუსმენდი. ერთ-ერთი მძიმე ინციდენტის შემდეგ დამეწყო ჭინჭრის ციება, წონაში 20 კილო მოვიმატე, შეშუპებული ვიყავი, ვეღარ ვმოძრაობდი. მახსოვს, პარიზში გარდაიცვალა ჩემი მეგობარი და აი, მანდ ამომასხა, ვეღარ ვმალავდი და ბოლომდე დავიშალე და გავნადგურდი. შემდეგ ვიარე ფსიქოლოგებთანაც და ფსიქიატრებთან. როგორ გადავლახე? - ბოლომდე არ დამიმარცხებია, ჩემი პირველი ნაბიჯი ის იყო, რომ ამ ყველაფრის აღარ მეშინოდა, შემდეგ უკვე საკუთარი თავის მართვა დავიწყე..."