პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრალდებულები მთელი ღამის განმავლობაში მას სხვადასხვა საგნით აწამებდნენ.." - ჯგუფური ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ბრალდებით 6 პირი დააკავეს
"ბრალდებულები მთელი ღამის განმავლობაში მას სხვადასხვა საგნით აწამებდნენ.." - ჯგუფური ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ბრალდებით 6 პირი დააკავეს

ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძარ­ცვის, ყა­ჩა­ღო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის და წა­მე­ბის ბრალ­დე­ბით 6 პირი და­ა­კა­ვეს

პო­ლი­ცი­ამ ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძარ­ცვის, ყა­ჩა­ღო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის და წა­მე­ბის ბრალ­დე­ბით 6 პირი და­ა­კა­ვა.

და­ნა­შა­უ­ლი 9-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შს სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, კომ­პლექ­სუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი: 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ს., 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ჯ., 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ხ., 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ზ., 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ა. და 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ლ. ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძარ­ცვის, ყა­ჩა­ღო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის და წა­მე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე წლის 14 ივ­ლისს, თბი­ლის­ში, შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში, თან­ხის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით თავს და­ესხნენ 1993 წელს და­ბა­დე­ბულ დ.კ-ს, მას­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა, სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რით წა­არ­თვეს თან­ხა და სხვა პი­რა­დი ნივ­თე­ბი, შემ­დეგ კი აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა საგ­ნით ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ დ.კ.-ის წა­მე­ბას, რის შემ­დე­გაც ბრალ­დე­ბუ­ლი დ.ს.-ის მარ­თვის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­იყ­ვა­ნეს ქა­ლაქ­გა­რეთ, სა­დაც კვლავ იძა­ლა­დეს მას­ზე, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვი­სი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­ა­ტო­ვეს.

პო­ლი­ცი­ამ ასე­ვე და­ად­გი­ნა, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 18 ივ­ლისს, ღა­მით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი - ვ.ჯ. და კ.ლ. იგი­ვე მო­ქა­ლა­ქეს - დ.კ.-ს სახ­ლი­დან გას­ვლის დროს თავს და­ესხნენ, ბლაგ­ვი საგ­ნით და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­დან მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­ე­უფლნენ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებს, მა­ჯის სა­ათს და სა­ფუ­ლეს, შემ­დეგ კი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ა­ტა­რეს, და­ი­კი­თხა რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, ასე­ვე, სხვა პი­რე­ბიც, და­ი­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, ჩა­ტარ­და ამოც­ნო­ბე­ბი, რა დრო­საც და­ზა­რა­ლე­ბულ­მა დ.კ.-მ მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე ექ­ვსი­ვე პირი ამო­იც­ნო“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამას­თან, ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძარ­ცვის, ყა­ჩა­ღო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის და წა­მე­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 144-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით, 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა" პუნ­ქტით, 179-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ბ" ქვე­პუნ­ქტით და 178-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
78

რაც მოხდა გამართლება არა აქვს მაგრამ არის მეორე მხარეც ტყვილა არავინ არავის არაფერს არ ართმევს ან რეალური ვალი აქვთ ან თანხა ეკუთვნით სესხულობენ ფულს იფიცებიან და იგინებენ თუ გარშემო ვინმე ყავთ რომ ფულს გადაიხდიან შემდეგ კი იმალებიან ასეთ შემთხვევაში სასამართლოზე მიმართვას აზრი არა აქვს პიროვნებას თუ არაფერი გააჩნია თავის სახელზე ვერაფერს ვერ უშვებიან არა და შეიძლება მილიონერი იყვეს არაოფიციალურად ამიტომაც ხდება ასეთი შემთხვევები და გამოყავთ ეს ხალხი კრიმინალებად არა და ვალს ითხოვენ რომელიც გადასახდელი აქვთ. 

ილია
1

დასაჭერები კიარა დასახვრეტები არიან. ვიღაცამ მასე მაწამოს და მეორე დღეს არ მივასიკვდილებ? 

ავტორი:

"ბრალდებულები მთელი ღამის განმავლობაში მას სხვადასხვა საგნით აწამებდნენ.." - ჯგუფური ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ბრალდებით 6 პირი დააკავეს

"ბრალდებულები მთელი ღამის განმავლობაში მას სხვადასხვა საგნით აწამებდნენ.." - ჯგუფური ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ბრალდებით 6 პირი დააკავეს

ჯგუფურად განხორციელებული ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ბრალდებით 6 პირი დააკავეს

პოლიციამ ჯგუფურად განხორციელებული ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ბრალდებით 6 პირი დააკავა.

დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1998 წელს დაბადებული დ.ს., 1998 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1990 წელს დაბადებული ლ.ხ., 2002 წელს დაბადებული ნ.ზ., 1981 წელს დაბადებული რ.ა. და 1994 წელს დაბადებული კ.ლ. ჯგუფურად განხორციელებული ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 14 ივლისს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში, თანხის გამოძალვის მიზნით თავს დაესხნენ 1993 წელს დაბადებულ დ.კ-ს, მასზე განახორციელეს ფიზიკური ძალადობა, სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვეს თანხა და სხვა პირადი ნივთები, შემდეგ კი აღუკვეთეს თავისუფლება.

სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა საგნით ახორციელებდნენ დ.კ.-ის წამებას, რის შემდეგაც ბრალდებული დ.ს.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გაიყვანეს ქალაქგარეთ, სადაც კვლავ იძალადეს მასზე, ხოლო მოგვიანებით თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიატოვეს.

პოლიციამ ასევე დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 18 ივლისს, ღამით, ბრალდებულები - ვ.ჯ. და კ.ლ. იგივე მოქალაქეს - დ.კ.-ს სახლიდან გასვლის დროს თავს დაესხნენ, ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მისი საცხოვრებელი ბინიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მობილურ ტელეფონებს, მაჯის საათს და საფულეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, შეტყობინების მიღებისთანავე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, დაიკითხა როგორც დაზარალებული, ასევე, სხვა პირებიც, დაინიშნა ექსპერტიზები, ჩატარდა ამოცნობები, რა დროსაც დაზარალებულმა დ.კ.-მ მის მიმართ განხორციელებული თავდასხმაში მონაწილე ექვსივე პირი ამოიცნო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, ჯგუფურად განხორციელებული ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" პუნქტით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 178-ე მუხლით მიმდინარეობს.

რა განცხადებას ავრცელებს ექსპერტიზის ბიურო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ზუგდიდში მამაკაცის მკვლელობისა და მისი შვილის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ხატია დეკანოიძე გამოკითხვაზე დაიბარეს - "როგორც მაქვს ინფორმაცია, საქმე არის აღძრული ადმინისტრაციულით"