პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ოპოზიციის ერთი ნაწილის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება
თბილისში ოპოზიციის ერთი ნაწილის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არ­ცერთ რა­ი­ონ­ში მა­ჟო­რი­ტარ კან­დი­და­ტებს არ და­ა­ყე­ნებს.

რო­გორც თბი­ლის­ში, პარ­ტი­ი­სა და ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა, ნიკა მე­ლი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი მი­მარ­თვი­სას აღ­ნიშ­ნა, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მხარს მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი შე­თან­ხმე­ბით შერ­ჩე­ულ კან­დი­და­ტებს და­უ­ჭერს.

ამას­თან, მე­ლი­ამ გან­მარ­ტა, რომ თბი­ლის­ში მე­რო­ბის კან­დი­და­ტი თა­ვად იქ­ნე­ბა, ვიცე-მერს „გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ წა­რად­გენს, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­და­ტად კი ელე­ნე ხოშ­ტა­რია შე­ირ­ჩა.

„ჩვე­ნი პარ­ტია არ­სად, არ­ცერთ რა­ი­ონ­ში არ და­ა­ყე­ნებს მა­ჟო­რი­ტარ კან­დი­და­ტებს და მხარს და­უ­ჭერს, სა­ერ­თო, მრა­ვალ­პარ­ტი­ულ შე­თან­ხმე­ბის კან­დი­და­ტებს...

დღეს მე და ელე­ნე ხოშ­ტა­რია გა­მოვ­დი­ვართ, რო­გორც მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი კო­ა­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მე, რო­გორც მე­რო­ბის კან­დი­და­ტი ჩემი მოძ­რა­ო­ბი­დან, „გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა,“, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ვიცე-მერს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ხოლო, ელე­ნე, რო­გორც საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­და­ტი სა­კუ­თა­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

გარ­და ამი­სა, მე­ლი­ამ სა­კუ­თარ სი­ტყვა­ში დღემ­დე გან­ვლი­ლი გზა შე­ა­ჯა­მა და გა­ნა­ცხა­და, რომ ის სირ­თუ­ლე­ებ­მა და უსა­მარ­თლო­ბამ კი არ გა­ა­ბო­რო­ტა, არა­მედ ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო შე­აყ­ვა­რა.

„დღეს აქ ვარ, თქვენ წი­ნა­შე და რაღა და­გი­მა­ლოთ, ძა­ლი­ან მინ­და ყვე­ლას გულ­წრფე­ლად ჩაგ­ხე­დოთ თვა­ლებ­ში, ყვე­ლას, გა­ნურ­ჩევ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა, ყვე­ლას, გა­ნურ­ჩევ­ლად ჩემ­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა და ყვე­ლას, ვინც მხარს მი­ჭერთ და ვინც - არა. დღეს ვდგა­ვარ თქვენ წი­ნა­შე, ასე უბ­რა­ლოდ და მარ­ტი­ვად, დიახ, უბ­რა­ლოდ და მარ­ტი­ვად, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნამ­დვი­ლად ვერ მივ­ცემთ სა­კუ­თარ თავს პომ­პე­ზუ­რი წარ­დგე­ნის უფ­ლე­ბას. პომ­პე­ზუ­რო­ბის ად­გი­ლი არ არის ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ჟურ­ნა­ლის­ტებს სცე­მენ, ვი­მე­ო­რებ, სა­დაც ჟურ­ნა­ლის­ტებს სცე­მენ, პომ­პე­ზუ­რო­ბის ად­გი­ლი არ არის ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ვერც სი­მარ­თლეს და ვერც სა­მარ­თალს ვერ პო­უ­ლო­ბენ, პომ­პე­ზუ­რო­ბის ად­გი­ლი არ არის ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი კო­ვიდ­პან­დე­მი­ას­თან პი­რის­პირ არი­ან მი­ტო­ვე­ბუ­ლე­ბი, ამი­ტო­მაც დღეს მთა­ვა­რი არის ჩვე­ნი, ყვე­ლას სათ­ქმე­ლი, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად მოყ­ვე­ბა საქ­მე, რაც სა­ბო­ლო­ოდ სა­ერ­თო გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­დე­ბა. დღეს ვდგა­ვარ თქვენ წი­ნა­შე და მახ­სენ­დე­ბა, რო­გო­რი რთუ­ლი იყო ჩემი გზა დღე­ვან­დელ დღემ­დე, მახ­სენ­დე­ბა, რო­გორ ვი­ყა­რე პირ­ვე­ლად კენ­ჭი თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად სრუ­ლი­ად გა­მო­უც­დელ­მა, ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კოს­მა, რო­გორ და­ვუ­პი­რის­პირ­დი მა­შინ პირ­ვე­ლად სის­ტე­მას და ჩემ­და გა­სა­ხა­რად, უამ­რავ­მა თბი­ლი­სელ­მა და­მი­ჭი­რა მხა­რი.

ჩემი აზ­რით, იმ ეტაპ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ახ­ლად­მო­სუ­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მე­ო­რე ტუ­რამ­დე მიყ­ვა­ნა, რად­გან არც მე და არც სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ იყო ჯერ მზად და­ე­მარ­ცხე­ბი­ნა რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ იკ­რეფ­და ძა­ლას და ყვე­ლას­თვის ჯერ კი­დევ არ იყო ცხა­დი, რამ­ხე­ლა ბო­რო­ტე­ბას­თან გვქონ­და საქ­მე. მე არას­დროს შემ­ში­ნე­ბია ბრძო­ლის, არა იმი­ტომ, რომ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­მა­მა­ცით გა­მო­ვირ­ჩე­ვი, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში. არ შემ­ში­ნე­ბია იმი­ტომ, რომ ვიცი მარ­თა­ლი ბრძო­ლა სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­მარ­ჯვე­ბით სრულ­დე­ბა და სწო­რედ ეს მეხ­მა­რე­ბა ამ ბრძო­ლა­ში, რად­გან ვიცი ასე­ვე, რომ ბო­როტს სა­ბო­ლოო ჯამ­ში ძლევს კე­თი­ლი. ასე­ვე მახ­სენ­დე­ბა, რო­გორ შე­მოვ­რჩით სა­პარ­ლა­მენ­ტო დარ­ბაზ­ში ერ­თმა­ნეთს მე და მთე­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა. მო­მიხ­სნეს იმუ­ნი­ტე­ტი, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, მა­შინ გა­ვი­მარ­ჯვე მო­რა­ლუ­რად და ჩემი სი­მარ­თლით. შემ­დეგ უნ­დო­დათ ჩემი შე­ზღუდ­ვა და ბრძო­ლის შე­ნე­ლე­ბა და და­მა­დეს სა­მა­ჯუ­რი, სა­მა­ჯურ­და­დე­ბუ­ლი მათი აზ­რით, შე­ზღუ­დუ­ლი და შე­ბო­ჭი­ლი ვიქ­ნე­ბო­დი, მაგ­რამ სა­მა­ჯურ­და­დე­ბულ­მა, გლ­და­ნის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა, მი­უ­ხე­და­ვად ძა­ლა­დო­ბი­სა, მოს­ყიდ­ვი­სა და გა­ყალ­ბე­ბი­სა, მა­ინც გა­ვი­მარ­ჯვე გლ­დან­ში და მა­შინ კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი, რომ ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი. რო­დე­საც, ამის შემ­დეგ, ქარ­თველ ხალ­ხს მო­პა­რეს არ­ჩე­ვა­ნი, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე მო­ვიხ­სე­ნი უსა­მარ­თლო­ბის სა­მა­ჯუ­რი და ვფიქ­რობ, მე კვლავ გა­ვი­მარ­ჯვე უსა­მარ­თლო­ბა­ზე ამ ფორ­მით. ისევ მო­მიხ­სნეს იმუ­ნი­ტე­ტი უკვე მე­ო­რედ და პა­ტიმ­რო­ბა მო­მი­სა­ჯეს, მათ და­მა­კარ­გვი­ნეს ფი­ზი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში მო­ვი­პო­ვე ნამ­დვი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 78 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
264

მელია ვეფხვზე მაგარია. ის მართალი კაცია, ყოველთვის სიმართლისა და სამართლიანობისთვის იბრძვის. ვინც მას მხარს არ დაუჭერს, მას სიკეთის არაფერი ესმის, უტვინო და ბოროტია.

))
218

მშვენიერია! ვერავინ ვეღარ მოაჯდება ამ ქვეყანას! მართავთ ერთად და გააკონტროლებთ ერთმანეთს! ჩემთვის მისაღებია!

ავტორი:

თბილისში ოპოზიციის ერთი ნაწილის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება

თბილისში ოპოზიციის ერთი ნაწილის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება

"ნაციონალური მოძრაობა“ არცერთ რაიონში მაჟორიტარ კანდიდატებს არ დააყენებს.

როგორც თბილისში, პარტიისა და ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ საზოგადოებისადმი მიმართვისას აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს მრავალპარტიული შეთანხმებით შერჩეულ კანდიდატებს დაუჭერს.

ამასთან, მელიამ განმარტა, რომ თბილისში მერობის კანდიდატი თავად იქნება, ვიცე-მერს „გირჩი - მეტი თავისუფლება“ წარადგენს, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ელენე ხოშტარია შეირჩა.

„ჩვენი პარტია არსად, არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს, საერთო, მრავალპარტიულ შეთანხმების კანდიდატებს...

დღეს მე და ელენე ხოშტარია გამოვდივართ, როგორც მრავალპარტიული კოალიციის წარმომადგენლები. მე, როგორც მერობის კანდიდატი ჩემი მოძრაობიდან, „გირჩი - მეტი თავისუფლება,“, რომელიც წარმოადგენს ვიცე-მერს უახლოეს მომავალში, ხოლო, ელენე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი საკუთარი მოძრაობიდან“, - განაცხადა მელიამ.

გარდა ამისა, მელიამ საკუთარ სიტყვაში დღემდე განვლილი გზა შეაჯამა და განაცხადა, რომ ის სირთულეებმა და უსამართლობამ კი არ გააბოროტა, არამედ ადამიანები უფრო შეაყვარა.

„დღეს აქ ვარ, თქვენ წინაშე და რაღა დაგიმალოთ, ძალიან მინდა ყველას გულწრფელად ჩაგხედოთ თვალებში, ყველას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ყველას, განურჩევლად ჩემდამი დამოკიდებულებისა და ყველას, ვინც მხარს მიჭერთ და ვინც - არა. დღეს ვდგავარ თქვენ წინაშე, ასე უბრალოდ და მარტივად, დიახ, უბრალოდ და მარტივად, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ნამდვილად ვერ მივცემთ საკუთარ თავს პომპეზური წარდგენის უფლებას. პომპეზურობის ადგილი არ არის ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს სცემენ, ვიმეორებ, სადაც ჟურნალისტებს სცემენ, პომპეზურობის ადგილი არ არის ქვეყანაში, სადაც ადამიანები ვერც სიმართლეს და ვერც სამართალს ვერ პოულობენ, პომპეზურობის ადგილი არ არის ქვეყანაში, სადაც ადამიანები კოვიდპანდემიასთან პირისპირ არიან მიტოვებულები, ამიტომაც დღეს მთავარი არის ჩვენი, ყველას სათქმელი, რომელსაც აუცილებლად მოყვება საქმე, რაც საბოლოოდ საერთო გამარჯვებით დასრულდება. დღეს ვდგავარ თქვენ წინაშე და მახსენდება, როგორი რთული იყო ჩემი გზა დღევანდელ დღემდე, მახსენდება, როგორ ვიყარე პირველად კენჭი თბილისის მერობის კანდიდატად სრულიად გამოუცდელმა, ახალგაზრდა პოლიტიკოსმა, როგორ დავუპირისპირდი მაშინ პირველად სისტემას და ჩემდა გასახარად, უამრავმა თბილისელმა დამიჭირა მხარი.

ჩემი აზრით, იმ ეტაპზე გამარჯვება იყო ხელისუფლებაში ახლადმოსული „ქართული ოცნების“ მეორე ტურამდე მიყვანა, რადგან არც მე და არც საზოგადოება არ იყო ჯერ მზად დაემარცხებინა რეჟიმი, რომელიც ჯერ კიდევ იკრეფდა ძალას და ყველასთვის ჯერ კიდევ არ იყო ცხადი, რამხელა ბოროტებასთან გვქონდა საქმე. მე არასდროს შემშინებია ბრძოლის, არა იმიტომ, რომ რაიმე განსაკუთრებული სიმამაცით გამოვირჩევი, არავითარ შემთხვევაში. არ შემშინებია იმიტომ, რომ ვიცი მართალი ბრძოლა საბოლოო ჯამში გამარჯვებით სრულდება და სწორედ ეს მეხმარება ამ ბრძოლაში, რადგან ვიცი ასევე, რომ ბოროტს საბოლოო ჯამში ძლევს კეთილი. ასევე მახსენდება, როგორ შემოვრჩით საპარლამენტო დარბაზში ერთმანეთს მე და მთელი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა. მომიხსნეს იმუნიტეტი, თუმცა, ვფიქრობ, მაშინ გავიმარჯვე მორალურად და ჩემი სიმართლით. შემდეგ უნდოდათ ჩემი შეზღუდვა და ბრძოლის შენელება და დამადეს სამაჯური, სამაჯურდადებული მათი აზრით, შეზღუდული და შებოჭილი ვიქნებოდი, მაგრამ სამაჯურდადებულმა, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, მიუხედავად ძალადობისა, მოსყიდვისა და გაყალბებისა, მაინც გავიმარჯვე გლდანში და მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. როდესაც, ამის შემდეგ, ქართველ ხალხს მოპარეს არჩევანი, პროტესტის ნიშნად უამრავი ადამიანის წინაშე მოვიხსენი უსამართლობის სამაჯური და ვფიქრობ, მე კვლავ გავიმარჯვე უსამართლობაზე ამ ფორმით. ისევ მომიხსნეს იმუნიტეტი უკვე მეორედ და პატიმრობა მომისაჯეს, მათ დამაკარგვინეს ფიზიკური თავისუფლება, მაგრამ სინამდვილეში მოვიპოვე ნამდვილი თავისუფლება“, - განაცხადა მელიამ.