პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნა, რამაც ასე შეაწუხა ვლადიმერ ზელენსკი, არანაირად არ ეხება საქართველოს ტერიტორიას" - დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება
"აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნა, რამაც ასე შეაწუხა ვლადიმერ ზელენსკი, არანაირად არ ეხება საქართველოს ტერიტორიას" - დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება

"აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ყოფ­ნა, რა­მაც ასე შე­ა­წუ­ხა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი, რე­გუ­ლირ­დე­ბა აფხა­ზეთ-რუ­სე­თის ორ­მხრი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით, არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალს და არა­ნა­ი­რად არ ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ას, მი­თუ­მე­ტეს უკ­რა­ი­ნას", - ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რი­თაც დე ფაქ­ტო "უწყე­ბა“ ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან ვი­ზიტ­სა და ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მა­თი­ვე თქმით, გა­მო­ცა­ნად რჩე­ბა ისიც, რა ჰქონ­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს მხედ­ვე­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ის აფხა­ზეთ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღე­ვებ­ზე სა­უბ­რობ­და.

”ზე­ლენ­სკის ღიად პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა დონ­ბა­სის რეს­პუბ­ლი­კის მი­მართ, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით აშ­კა­რად გა­მო­იკ­ვე­თა ამ წლის გა­ზა­ფხულ­ზე, რო­დე­საც კი­ევ­მა გან­ზრახ სცა­და სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა, ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, თუ რა მიდ­გო­მა აქვთ ზე­ლენ­სკის გუნდს კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის მი­მართ”, - აცხა­დე­ბენ ე.წ. სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­თი­ვე თქმით, ამ­გვა­რი ტაქ­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი აფხა­ზეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით "მი­უ­ღე­ბე­ლია და მკაც­რად იქ­ნე­ბა აღ­კვე­თი­ლი".

"აფხა­ზე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რებს შე­ახ­სე­ნებს, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე ფსო­ნის და­დე­ბას წარ­მა­ტე­ბის შან­სი არ აქვს, მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბის გა­და­ხედ­ვა­სა და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის დაბ­ლოკ­ვას პერ­სპექ­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია. სა­ნამ რე­ვან­შზე უა­რის თქმა და არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბის მი­ღე­ბა არ მოხ­დე­ბა, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი და­რე­გუ­ლი­რე­ბის პრო­ცე­სის და­წყე­ბა”, - აცხა­დე­ბენ ე.წ. „სა­მი­ნის­ტრო­ში“.

მა­თი­ვე თქმით, ”ყვე­ლა სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი მა­ნევ­რე­ბი“ სხვა არა­ფე­რია, თუ არა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახი
2

ესენი მართლა ბალზე ზიან და ტყემალს ჭამენ!

ვოოტ
1

"... არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს".... ვაუ.... ემაგ საერთაშორისო სამართალს, როცა არ უნდათ, თქვენი პატრონი რუსები არ სცნობენ და რუსის ბატრაკები უფრო დიდი მცოდნეები გამოხვედით საერთაშორისო სამართალში?!.... ვაჰ, რატომ ღმერთი არ გაიცინებს?!....

ავტორი:

"აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნა, რამაც ასე შეაწუხა ვლადიმერ ზელენსკი, არანაირად არ ეხება საქართველოს ტერიტორიას" - დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება

"აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნა, რამაც ასე შეაწუხა ვლადიმერ ზელენსკი, არანაირად არ ეხება საქართველოს ტერიტორიას" - დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება

"აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის სამხედრო ყოფნა, რამაც ასე შეაწუხა ვლადიმერ ზელენსკი, რეგულირდება აფხაზეთ-რუსეთის ორმხრივი ხელშეკრულებებით, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არანაირად არ ეხება საქართველოს ტერიტორიას, მითუმეტეს უკრაინას", - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რითაც დე ფაქტო "უწყება“ ვლადიმერ ზელენსკის საოკუპაციო ხაზთან ვიზიტსა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მათივე თქმით, გამოცანად რჩება ისიც, რა ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტს მხედველობაში, როდესაც ის აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღევებზე საუბრობდა.

”ზელენსკის ღიად პროვოკაციული პოლიტიკა დონბასის რესპუბლიკის მიმართ, რაც განსაკუთრებით აშკარად გამოიკვეთა ამ წლის გაზაფხულზე, როდესაც კიევმა განზრახ სცადა საომარი მოქმედებების პროვოცირება, ნათლად აჩვენებს, თუ რა მიდგომა აქვთ ზელენსკის გუნდს კონფლიქტების მოგვარების მიმართ”, - აცხადებენ ე.წ. სამინისტროში.

მათივე თქმით, ამგვარი ტაქტიკის გამოყენების მცდელობები აფხაზეთთან დაკავშირებით "მიუღებელია და მკაცრად იქნება აღკვეთილი".

"აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინისა და საქართველოს ლიდერებს შეახსენებს, რომ დაპირისპირებაზე ფსონის დადებას წარმატების შანსი არ აქვს, მიღწეული შეთანხმებების გადახედვასა და კოორდინირებული გადაწყვეტილებების დაბლოკვას პერსპექტივა არ გააჩნია. სანამ რევანშზე უარის თქმა და არსებული პოლიტიკური რეალობის მიღება არ მოხდება, შეუძლებელი იქნება სრულმასშტაბიანი დარეგულირების პროცესის დაწყება”, - აცხადებენ ე.წ. „სამინისტროში“.

მათივე თქმით, ”ყველა სხვა პოლიტიკური მანევრები“ სხვა არაფერია, თუ არა პრობლემის მოგვარების თავიდან აცილების მცდელობები.