სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გომელაური უნდა გადადგეს... მივმართავთ მათ ამ მოწოდებით - ძალიან მწვავე მოსმენა იქნება დღეს" - სალომე სამადაშვილი
"გომელაური უნდა გადადგეს... მივმართავთ მათ ამ მოწოდებით - ძალიან მწვავე მოსმენა იქნება დღეს" - სალომე სამადაშვილი

ყვე­ლა თან­ხმდე­ბა, რომ გო­მე­ლა­უ­რი არის უშუ­ა­ლო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იმა­ზე, რაც მოხ­და 5 ივ­ლისს - გო­მე­ლა­უ­რი უნდა გა­დად­გეს და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და ეს არის ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის ეჭვგა­რე­შე, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცია "ლელო - პარტნი­ო­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" წევ­რმა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, დღეს ძა­ლი­ან მწვა­ვე მოს­მე­ნა იქ­ნე­ბა.

"დღეს სწო­რედ ამი­ტომ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ ამ მოს­მე­ნა­ში, რომ კი­დევ ერთხელ ვაჩ­ვე­ნოთ, რო­გორ არის პირ­და­პირ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი გო­მე­ლა­უ­რი იმა­ზე, რომ 53 ჟურ­ნა­ლის­ტი და­შა­ვე­ბუ­ლია 5 ივ­ლისს და მან ვერ უზ­რუნ­ველ­ყო სა­კუ­თა­რი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა მა­შინ, როცა არ უჭირს სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, როცა ცა­რი­ე­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფი­სია და­სა­ცა­ვი და რო­მე­ლი­მე სხვა სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. ამი­ტომ ძა­ლი­ან მწვა­ვე მოს­მე­ნა იქ­ნე­ბა დღეს და ჩვე­ნი პო­ზი­ცი­აა, რომ გო­მე­ლა­ურ­მა უნდა და­ტო­ვოს და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა, მივ­მარ­თავთ მათ ამ მო­წო­დე­ბით და გვექ­ნე­ბა არა­ერ­თი კი­თხვა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არის ის პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მელ­საც არა­ფე­რი გა­მო­უ­ძი­ე­ბია 9 წლის მან­ძილ­ზე. ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის რე­კორდსმე­ნი გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბის. მათ და­ი­ბა­რეს მო­ძა­ლა­დე­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, რად­გან ეს იყო მო­თხოვ­ნა და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის და ამის სა­პა­სუ­ხოდ შექ­მნეს ილუ­ზია, რომ თით­ქოს რა­ღაც ნა­ბი­ჯებს დგა­მენ. თუმ­ცა, მათ ახლა აქვთ იმე­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ი­ფარ­ცხე­ბა და არა­ვის პა­სუ­ხი არ მო­ე­თხო­ვე­ბა. სა­კუ­თარ თავს გო­მე­ლა­უ­რი და ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პა­სუხს ვერ მოს­თხო­ვენ ცხა­დია", - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mama
0

შენ თუ იტუვი გადადგება აბა რას იზამს

ტუა
0

გომელაური უნდა გადადგეს და ვანო მოვიდეს ეფ სად არი ენუქიძე.ვაზაგაშვილი.მოლაშვილის ახლობლები.უსინდესობასაც საზღვარი არ ქონია.

ავტორი:

"გომელაური უნდა გადადგეს... მივმართავთ მათ ამ მოწოდებით - ძალიან მწვავე მოსმენა იქნება დღეს" - სალომე სამადაშვილი

"გომელაური უნდა გადადგეს... მივმართავთ მათ ამ მოწოდებით - ძალიან მწვავე მოსმენა იქნება დღეს" - სალომე სამადაშვილი

ყველა თანხმდება, რომ გომელაური არის უშუალო პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა 5 ივლისს - გომელაური უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან და ეს არის ადამიანების უმრავლესობისთვის ეჭვგარეშე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ძალიან მწვავე მოსმენა იქნება.

"დღეს სწორედ ამიტომ ვმონაწილეობთ ამ მოსმენაში, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, როგორ არის პირდაპირ პასუხისმგებელი გომელაური იმაზე, რომ 53 ჟურნალისტი დაშავებულია 5 ივლისს და მან ვერ უზრუნველყო საკუთარი თანამოქალაქეების უსაფრთხოება მაშინ, როცა არ უჭირს საპოლიციო ძალების ორგანიზება, როცა ცარიელი "ქართული ოცნების" ოფისია დასაცავი და რომელიმე სხვა სახელმწიფო დაწესებულება. ამიტომ ძალიან მწვავე მოსმენა იქნება დღეს და ჩვენი პოზიციაა, რომ გომელაურმა უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა, მივმართავთ მათ ამ მოწოდებით და გვექნება არაერთი კითხვა. "ქართული ოცნება" არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არაფერი გამოუძიებია 9 წლის მანძილზე. ეს ხელისუფლება არის რეკორდსმენი გამოუძიებელი საქმეების. მათ დაიბარეს მოძალადეების ორგანიზატორები, რადგან ეს იყო მოთხოვნა დასავლელი პარტნიორების და ამის საპასუხოდ შექმნეს ილუზია, რომ თითქოს რაღაც ნაბიჯებს დგამენ. თუმცა, მათ ახლა აქვთ იმედი, რომ ყველაფერი ჩაიფარცხება და არავის პასუხი არ მოეთხოვება. საკუთარ თავს გომელაური და ღარიბაშვილი პასუხს ვერ მოსთხოვენ ცხადია", - განაცხადა სამადაშვილმა.

"მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის და რეგიონების განვითარებაში" - ღარიბაშვილი

"ადგეს გომელაური, პოლიციელის მუნდირი დაიცვას და გამოუწეროს ჯარიმა, ან ადმინისტრაციული პატიმრობა მოითხოვოს  წულუკიანისთვის" - გიორგი ვაშაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი