"ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტ გიორგი ნიკოლიშვილს, რომელსაც 5 ივლისს „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. როგორც მისმა ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, იმის გამო, რომ გიორგი ნიკოლიშვილი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის პროცესს აგრძელებს, მას ჯერ არ ჩაბარებია დაზარალებულად ცნობის დადგენილება.
"რამდენადაც გავარკვიეთ, დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული, უბრალოდ, რადგან საავადმყოფოში არის, ჯერჯერობით არ აქვს გაცნობილი დაზარალებულად ცნობის დადგენილება და ხელი არ აქვს მოწერილი. ამ დღეებში, როგორც კი შესაძლებლობა იქნება, გააცნობენ ამ დადგენილებას.
საჭიროების შემთხვევაში ადგილზე, კლინიკაში მოხდება მისი გამოკითხვაც, თუმცა ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთეობის მდგომარეობა პირველ რიგშია, ამიტომ ცოტა ვაყოვნებთ მის გამოკითხვას, რომ მომჯობინდეს და უკეთესად იყოს“,- განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
ცნობისთვის, 5 ივლისს, გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა და სცემა. თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა. გიორგი ნიკოლიშვილი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.
ისეეე, უკეთესი არ იქნებოდა იმ ბრბოს გაცლოდა. ხომ ეუბნებოდნენ ნუ მიღებო... გაწეულიყო, შორიახლოს დამდგარიყო. იმ უვიც ბრბოს შეგნება რომ არ აქვს, შენ უნდ მიხვიდე და გაეცალო. მარტო შენი ჯანმრთელობა რად უღირს შენს ოჯახის წევრებს...
მსხვერპლს რო აბრალებენ ის მომენტი