პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საშემოსავლო გადასახადი შესაძლოა განახევრდეს, ხელფასის გაცემა კი თვეში ორჯერ მოხდეს - რა ინიციატივაზე იმსჯელებს პარლამენტი
საშემოსავლო გადასახადი შესაძლოა განახევრდეს, ხელფასის გაცემა კი თვეში ორჯერ მოხდეს - რა ინიციატივაზე იმსჯელებს პარლამენტი

სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დი შე­საძ­ლოა გა­ნა­ხევ­რდეს, ხელ­ფა­სის გა­ცე­მა კი თვე­ში ორ­ჯერ მოხ­დეს. ამის შე­სა­ხებ სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბით მო­ქა­ლა­ქე მაკა მინ­დი­აშ­ვილ­მა პარ­ლა­მენტს მი­მარ­თა. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" ავ­რცე­ლებს.

კერ­ძოდ, რო­გორც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში ვკი­თხუ­ლობთ, დო­კუ­მენ­ტი შრო­მის კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას გუ­ლის­ხმობს. სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბის ავ­ტო­რის შე­ფა­სე­ბით, სა­ჭი­როა კო­დექსში ყვე­ლა სი­ტყვა ნათ­ლად იყოს გა­წე­რი­ლი, რად­გან დამ­საქ­მე­ბელს სი­ტყვე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცეს.

მათ შო­რის, სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბა გუ­ლის­ხმობს, რომ სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დი არ­სე­ბუ­ლი 20%-ის ნაც­ვლად გახ­დეს 10%. ეს ცვლი­ლე­ბა წი­ნა­და­დე­ბის ავ­ტო­რის შე­ფა­სე­ბით, ხელს შე­უ­წყობს კერ­ძო ბიზ­ნე­სის სტი­მუ­ლი­რე­ბას და ხელ­ფა­სე­ბის მა­ტე­ბას. ამას­თან, წი­ნა­და­დე­ბის მი­ხედ­ვით, შე­საძ­ლოა, და­საქ­მე­ბუ­ლებ­მა ხელ­ფა­სი არა თვე­ში ერთხელ, არა­მედ თვე­ში ორ­ჯერ - ორ კვი­რა­ში ერთხელ აი­ღონ.

მო­ქა­ლა­ქის სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბის გან­ხილ­ვა ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტს და­ე­ვა­ლა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი კო­მი­ტეტ­მა პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს უნდა აც­ნო­ბოს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბდულა იბნ ჯაფარ ნასირი
0

ეს უკვე მეორედ გამოქვეყნდა, რა არის ამდენი ხანი კანონი ვერ უნდა მიიღოთ? თუ ერთმანეთთან კინკლაობას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა

ალექს
0

საგადასახადო სისტემა რეპრესიულ ადმინისტრაციული ორგანოდან ეკონომიკურ,საკონსულტაციო ორგანოდ უნდა გადააქციოთ ,მისი ფუნქცია გადამხდელისათვის სწორად გადახდის მიზნით განხორციელებულ მომსახურებების გამწევ სტრუქტურად უნდა აქციოთ; საგადასახადო კოდექსი სავსეა გადამხდელისათვის დაგებული მახეებით და ხელოვნურად გაკოტრების ინსტრუმენტებით,კანონქვემდებარე აქტებში და ინსტრუქციებში ,წესებში და მაღალი ჩინის მოხელის სუბიექტურ წერილობით თუ ზეპირსიტყვიერ განკარგულებებში და გადაწყვეტილებებში კანონის თავისუფალი ინტერპრეტირების შესაძლებლობებით,ამიტომ ახალმა კანონცვლილებებმა ამ მახეების და ინსტრუმენტების შემქმნელი პარლამენტარების და მათთვის ამ პროექტების შემქმნელი აღამსრულებლების პასუხისმგებლობაც ისევე კარგად უნდა ჩამოაყალიბოს ,როგორადაც მკვეთრად გადამხდელის ფინანსური,ქონებრივი და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა ჩამოყალიბებული ახლა მოქმედი კოდექსით და სხვა კანონებითაც. ანუ სახელმწიფო მოხელე ისევე უნდა აგებდეს პასუხს გადასახადის დამალვის ინსპირირებისათვის ,არაკომპეტენტური ან მიზანმიმართული ,მიკერძოებული შემოწმებისათვის ,ეკონომიკური დანაშაულის ან გადასახადის შემცირების ინსპირირებისათვის ,როგორც აგებს პასუხს ამ დანაშაულის ჩამდენი გადამხდელი,ხოლო სახელმწიფო უპირობოდ უნდა ანაზღაურებდეს მიყენებულ პირდაპირ ფინანსურ და მორალურ ზიანს და ხელიდან გაშვებულ სარგებელს.ცალკე ცრუ ექსპერტების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დარეგულირდეს და ყველაზე ვრცელი თავი უნდა მიეძღვნას გადამხდელის უფლებებს,მისი დაცვის ინსტრუმენტებს და გარანტიებს.

ავტორი:

საშემოსავლო გადასახადი შესაძლოა განახევრდეს, ხელფასის გაცემა კი თვეში ორჯერ მოხდეს - რა ინიციატივაზე იმსჯელებს პარლამენტი

საშემოსავლო გადასახადი შესაძლოა განახევრდეს, ხელფასის გაცემა კი თვეში ორჯერ მოხდეს - რა ინიციატივაზე იმსჯელებს პარლამენტი

საშემოსავლო გადასახადი შესაძლოა განახევრდეს, ხელფასის გაცემა კი თვეში ორჯერ მოხდეს. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მოქალაქე მაკა მინდიაშვილმა პარლამენტს მიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.

კერძოდ, როგორც საკანონმდებლო ინიციატივაში ვკითხულობთ, დოკუმენტი შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, საჭიროა კოდექსში ყველა სიტყვა ნათლად იყოს გაწერილი, რადგან დამსაქმებელს სიტყვებით მანიპულირების საშუალება არ მიეცეს.

მათ შორის, საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს, რომ საშემოსავლო გადასახადი არსებული 20%-ის ნაცვლად გახდეს 10%. ეს ცვლილება წინადადების ავტორის შეფასებით, ხელს შეუწყობს კერძო ბიზნესის სტიმულირებას და ხელფასების მატებას. ამასთან, წინადადების მიხედვით, შესაძლოა, დასაქმებულებმა ხელფასი არა თვეში ერთხელ, არამედ თვეში ორჯერ - ორ კვირაში ერთხელ აიღონ.

მოქალაქის საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა, გადაწყვეტილება კი კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს.