სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტვ პირველის“ ოპერატორის გადაადგილების რა კადრებს ასაჯაროებს შსს  - დეტალები უწყებაში გამართული ბრიფინგიდან
"ტვ პირველის“ ოპერატორის გადაადგილების რა კადრებს ასაჯაროებს შსს  - დეტალები უწყებაში გამართული ბრიფინგიდან

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო "ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რის, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გა­და­ად­გი­ლე­ბის კად­რებს ასა­ჯა­რო­ებს, რო­მე­ლიც, უწყე­ბის ცნო­ბით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინა დღე­საა გა­და­ღე­ბუ­ლი.

რო­გორც შსს-ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღი­ნიშ­ნა, კად­რებ­ში ჩანს, რომ ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა მე­გო­ბარ­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე მო­პე­დით გა­და­ად­გილ­დე­ბა.

შსს და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლი­ზა­ცი­ის­გან ამ ეტაპ­ზე თავს იკა­ვებს.

"მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ვუ­სამ­ძიმ­რებთ ოჯახს და მის კო­ლე­გებს. მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ "ტვ პირ­ვე­ლის" ოპე­რა­ტო­რის, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე შსს-ის მიერ და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ.

რო­გორც უკვე გან­ვა­ცხა­დეთ, მომ­ხდარ ფაქ­ტზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით, და­ი­ნიშ­ნა სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლია ოჯა­ხის მიერ შერ­ჩე­უ­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი. ექ­სპერ­ტი­ზის გარ­და აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მათ შო­რის გა­მო­კი­თხვე­ბი იმ პი­რე­ბის, რო­მელ­თა­ნაც ბოლო პე­რი­ოდ­ში გარ­დაც­ვლილს ჰქონ­და შე­ხე­ბა. ვსწავ­ლობთ მისი გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუტს, მარ­შრუ­ტის ამ­სახ­ველ კად­რებს, ასე­ვე ვახ­დენთ მას­თან კავ­შირ­ში მყო­ფი პი­რე­ბის ინ­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას და მათ გა­მო­კი­თხვას.

აქვე გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვთხოვთ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს და მის მე­გობ­რებს, ითა­ნამ­შრომ­ლონ გა­მო­ძი­ე­ბას­თან და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს მი­ა­წო­დონ გარ­დაც­ვლი­ლის კუთ­ვნი­ლი ტე­ლე­ფო­ნი, ვი­ნა­ი­დან მას­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია ინა­ხე­ბო­დეს. აქვე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვა­სა­ჯა­რო­ებთ გარ­დაც­ვლი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის კად­რებს, რაც ამ დრო­ის­თვის არის მო­პო­ვე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში. ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვა მო­პე­დის სა­შუ­ა­ლე­ბით გუ­შინ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მის მე­გო­ბარ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც იმ­ყო­ფე­ბა ამ ეტაპ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში, გა­და­ად­გილ­დე­ბო­და თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე. შსს ამ ეტაპ­ზე თავს იკა­ვებს წი­ნას­წა­რი ვერ­სი­ე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბის­გან, რაც ისევ და ისევ ოჯა­ხის და გარ­დაც­ვლი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, თავი შე­ი­კა­ვონ წი­ნას­წა­რი დას­კვნე­ბის­გან,“- გა­ნა­ცხა­და სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ.

იხი­ლეთ შსს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკი
159

ყოჩაღ, მივესალმები თქვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას. რაც შეიძლება ჩქარა დადეთ ყველა ინფორმაცია, ვისთან ქონდა წინა დღეს კონტაქტი, რისთვის და რატომ. თორემ ხომ ხედავთ ჩაირთო დაუსჯელი მავნებლების მანქანა.

!
16

ცოტა სწრაფად იმოქმედეთ!

ავტორი:

"ტვ პირველის“ ოპერატორის გადაადგილების რა კადრებს ასაჯაროებს შსს  - დეტალები უწყებაში გამართული ბრიფინგიდან

"ტვ პირველის“ ოპერატორის გადაადგილების რა კადრებს ასაჯაროებს შსს  - დეტალები უწყებაში გამართული ბრიფინგიდან

შინაგან საქმეთა სამინისტრო "ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების კადრებს ასაჯაროებს, რომელიც, უწყების ცნობით, გარდაცვალების წინა დღესაა გადაღებული.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, კადრებში ჩანს, რომ ლექსო ლაშქარავა მეგობართან ერთად სხვადასხვა ლოკაციაზე მოპედით გადაადგილდება.

შსს დამატებითი დეტალიზაციისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

"მწუხარებას გამოვთქვამთ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს და მის კოლეგებს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე შსს-ის მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ.

როგორც უკვე განვაცხადეთ, მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ შერჩეული დამოუკიდებელი ექსპერტი. ექსპერტიზის გარდა აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხვები იმ პირების, რომელთანაც ბოლო პერიოდში გარდაცვლილს ჰქონდა შეხება. ვსწავლობთ მისი გადაადგილების მარშრუტს, მარშრუტის ამსახველ კადრებს, ასევე ვახდენთ მასთან კავშირში მყოფი პირების ინდენტიფიცირებას და მათ გამოკითხვას.

აქვე გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ვთხოვთ გარდაცვლილის ოჯახს და მის მეგობრებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და საგამოძიებო ორგანოს მიაწოდონ გარდაცვლილის კუთვნილი ტელეფონი, ვინაიდან მასში შესაძლებელია გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია ინახებოდეს. აქვე საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ გარდაცვლილის გადაადგილების კადრებს, რაც ამ დროისთვის არის მოპოვებული გამოძიების ფარგლებში. ალექსანდრე ლაშქარავა მოპედის საშუალებით გუშინ დღის განმავლობაში მის მეგობართან ერთად, რომელიც იმყოფება ამ ეტაპზე საგამოძიებო ორგანოში, გადაადგილდებოდა თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე. შსს ამ ეტაპზე თავს იკავებს წინასწარი ვერსიების გახმოვანებისგან, რაც ისევ და ისევ ოჯახის და გარდაცვლილის ინტერესებიდან გამომდინარეობს. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ წინასწარი დასკვნებისგან,“- განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

იხილეთ შსს მიერ გავრცელებული კადრები:

"მიუხედავად იმისა, რომ ლაშქარავას ორგანიზმში 5 ნივთიერება იქნა აღმოჩენილი, სიკვდილის მიზეზზე რაიმე დასკვნების საფუძველი ექსპერტიზას არ აქვს" - ექსპერტი

"შემომთავაზეს ნებისმიერ ქვეყანაში გაქცევა, მაგრამ უარი ვთქვი" - დავით კუტალაძე

"მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი" - ხმაური დავით კუტალაძის პროცესზე, ჟურნალისტებმა ის სხდომათა დარბაზიდან შეძახილების ფონზე გააცილეს