პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულიდან ორი თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მასწავლებელია
2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულიდან ორი თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მასწავლებელია

"მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი ცნო­ბი­ლია. მას­წავ­ლე­ბელ­თა ათე­უ­ლის გა­მოვ­ლე­ნა გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან პარტნი­ო­რო­ბით ხდე­ბა. შერ­ჩე­უ­ლი ათე­უ­ლი­დან ერთ–ერთი კი 5 ოქ­ტომ­ბერს მას­წავ­ლებ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს, მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი გახ­დე­ბა.

ათე­ულ­ში მოხ­ვედ­რა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ათე­უ­ლის ერთ–ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თბი­ლი­სის წმ. გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი ხა­თუ­ნა რაზ­მა­ძე ამ ამ­ბავს ადა­რებს „ნა­პერ­წკალს“, რო­მე­ლიც სხვა მას­წავ­ლებ­ლებ­შიც გა­მო­იწ­ვევს ამ პრო­ფე­სი­ის და­ფა­სე­ბა-აღი­ა­რე­ბას.

თბი­ლი­სის წმ. გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი ხა­თუ­ნა რაზ­მა­ძე: „სა­ოც­რად ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი გან­ცდა და­მე­უფ­ლა, რო­დე­საც მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს ათე­ულ­თა შო­რის ჩემი გვა­რი მო­ვის­მი­ნე. პირ­ვე­ლი ემო­ცი­ე­ბი მინ­და შე­ვა­და­რო უჩ­ვე­უ­ლო „ტრო­პი­კულ კოქ­ტე­ილს“, რო­მელ­შიც სი­ხა­რუ­ლის, ბედ­ნი­ე­რე­ბის, მად­ლი­ე­რე­ბის, გა­მარ­ჯვე­ბის, შრო­მის და­ფა­სე­ბის, მო­ლო­დი­ნის დას­რუ­ლე­ბის და ჩემი პრო­ფე­სი­ის სიყ­ვა­რუ­ლის გან­მტკი­ცე­ბის ემო­ცი­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ცვლი­და. ეს ის წა­მია, რო­მე­ლიც გინ­და, რომ შე­ა­ჩე­რო და ხმა­მაღ­ლა წა­მო­ი­ძა­ხო: ’შე­ჩერ­დი წამო, რა მშვე­ნი­ერ ხარ“. ჩემ­თვის ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ათე­ულ­ში მოხ­ვედ­რა უდი­დე­სი ძა­ლის მომ­ნი­ჭე­ბე­ლი გან­ცდაა, რო­მე­ლიც გაჟ­ღენ­თი­ლია პრო­ფე­სი­ი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლით, იმე­დე­ბით, წინსვლით... ეს ის „ნა­პერ­წკა­ლია“, რო­მე­ლიც სხვა მას­წავ­ლებ­ლებ­ში გა­მო­იწ­ვევს ამ პრო­ფე­სი­ის და­ფა­სე­ბა-აღი­ა­რე­ბას, რაც შე­საძ­ლოა უფრო დიდ და სა­სი­ა­მოვ­ნო ენერ­გი­ად იქ­ცეს მო­მავ­ლი თა­ო­ბის­თვის.“

თბი­ლი­სის წმ. გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის და­წყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი მაკა ხე­ლა­ძე: „როცა და­მი­რე­კეს და მაც­ნო­ბეს ათე­უ­ლის წევ­რო­ბა, თით­ქოს სუნ­თქვა შე­მეკ­რა, სი­ხა­რუ­ლის­გან ვხტო­დი. ვე­რაფ­რით ვი­აზ­რებ­დი, ამ­დენ პე­და­გოგ­ში რო­გორ გა­მო­მარ­ჩი­ეს, რო­გორ შე­მარ­ჩი­ეს და ამ­ხე­ლა პა­ტი­ვი, ბედ­ნი­ე­რე­ბა მხვდა წი­ლად. მახ­სოვს, რო­გორ მეხ­ვე­ოდნ ჩემი ბავ­შვე­ბი და ამ სი­ხა­რუ­ლის მი­ზე­ზის გა­სა­გე­ბად უთ­ვა­ლავ შე­კი­თხვას მის­ვამ­დნენ. ცრემლნა­რე­ვი და აკან­კა­ლე­ბუ­ლი ხმით ვპა­სუ­ხობ­დი, რომ ოც­ნე­ბე­ბი ხდე­ბა და ამის უნდა სჯე­რო­დეთ.“ 2021 წლის სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

• სო­ფიო ბა­ჩი­ლა­ვა – თბი­ლი­სის კერ­ძო სკო­ლა ოპი­ზას მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის და მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

• ლა­მა­რა ბოლ­ქვა­ძე – მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მა­რა­დი­სი­სა და კა­სუმ­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

• გიტა თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი – თბი­ლი­სის N168 სა­ჯა­რო სკო­ლის და­წყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

• ზე­ი­ნაბ კა­კა­ლაშ­ვი­ლი – თე­ლა­ვის N5 სა­ჯა­რო სკო­ლის მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

• ხა­თუ­ნა რაზ­მა­ძე – თბი­ლი­სის წმ. გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი

• ქე­თე­ვან სე­ფი­აშ­ვი­ლი – თბი­ლი­სის N10 სა­ჯა­რო სკო­ლის ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი

• გი­ორ­გი ტე­რუ­ნაშ­ვი­ლი – მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კა­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ის, გე­ოგ­რა­ფი­ის, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის, ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი

• აზა ხან­გოშ­ვი­ლი – ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დუ­ი­სის სა­ჯა­რო სკო­ლის ფი­ზი­კის, ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლე­ბის, მე­წარ­მე­ო­ბის სა­ფუძ­ვლე­ბის და სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბე­ლი

• მა­რი­ნა ხა­რი­ტო­ნაშ­ვი­ლი – თბი­ლი­სის სერ­ვან­ტე­სის სა­ხე­ლო­ბის გიმ­ნა­ზია აია-ჯეს­სის გე­ოგ­რა­ფი­ის და ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

• მაკა ხე­ლა­ძე – თბი­ლი­სის წმ. გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის და­წყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრსა და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის სა­ფუძ­ველ­ზე, 2017 წლის 13 მა­ისს და­წეს­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე მე­ხუ­თედ ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ის მას­წავ­ლე­ბელ­თა პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის – „The Global Teacher Prize“ ნა­წი­ლია.

R

ავტორი:

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულიდან ორი თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მასწავლებელია

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულიდან ორი თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მასწავლებელია

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში მასწავლებლების საუკეთესო ათეული ცნობილია. მასწავლებელთა ათეულის გამოვლენა განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით ხდება. შერჩეული ათეულიდან ერთ–ერთი კი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

ათეულში მოხვედრა მასწავლებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ათეულის ერთ–ერთი წარმომადგენელი თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა რაზმაძე ამ ამბავს ადარებს „ნაპერწკალს“, რომელიც სხვა მასწავლებლებშიც გამოიწვევს ამ პროფესიის დაფასება-აღიარებას.

თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა რაზმაძე: „საოცრად ამაღელვებელი და გამორჩეული განცდა დამეუფლა, როდესაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა შორის ჩემი გვარი მოვისმინე. პირველი ემოციები მინდა შევადარო უჩვეულო „ტროპიკულ კოქტეილს“, რომელშიც სიხარულის, ბედნიერების, მადლიერების, გამარჯვების, შრომის დაფასების, მოლოდინის დასრულების და ჩემი პროფესიის სიყვარულის განმტკიცების ემოციები ერთმანეთს ცვლიდა. ეს ის წამია, რომელიც გინდა, რომ შეაჩერო და ხმამაღლა წამოიძახო: ’შეჩერდი წამო, რა მშვენიერ ხარ“. ჩემთვის ამ კონკურსში მონაწილეობა და ათეულში მოხვედრა უდიდესი ძალის მომნიჭებელი განცდაა, რომელიც გაჟღენთილია პროფესიისადმი სიყვარულით, იმედებით, წინსვლით... ეს ის „ნაპერწკალია“, რომელიც სხვა მასწავლებლებში გამოიწვევს ამ პროფესიის დაფასება-აღიარებას, რაც შესაძლოა უფრო დიდ და სასიამოვნო ენერგიად იქცეს მომავლი თაობისთვის.“

თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მაკა ხელაძე: „როცა დამირეკეს და მაცნობეს ათეულის წევრობა, თითქოს სუნთქვა შემეკრა, სიხარულისგან ვხტოდი. ვერაფრით ვიაზრებდი, ამდენ პედაგოგში როგორ გამომარჩიეს, როგორ შემარჩიეს და ამხელა პატივი, ბედნიერება მხვდა წილად. მახსოვს, როგორ მეხვეოდნ ჩემი ბავშვები და ამ სიხარულის მიზეზის გასაგებად უთვალავ შეკითხვას მისვამდნენ. ცრემლნარევი და აკანკალებული ხმით ვპასუხობდი, რომ ოცნებები ხდება და ამის უნდა სჯეროდეთ.“ 2021 წლის საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:

• სოფიო ბაჩილავა – თბილისის კერძო სკოლა ოპიზას მოქალაქეობის, სამოქალაქო განათლების და მე და საზოგადოების მასწავლებელი

• ლამარა ბოლქვაძე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისისა და კასუმლოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

• გიტა თვალაბეიშვილი – თბილისის N168 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი

• ზეინაბ კაკალაშვილი – თელავის N5 საჯარო სკოლის მე და საზოგადოების და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი

• ხათუნა რაზმაძე – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი

• ქეთევან სეფიაშვილი – თბილისის N10 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი

• გიორგი ტერუნაშვილი – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ჩვენი საქართველოს და ქართულის მასწავლებელი

• აზა ხანგოშვილი – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის მასწავლებელი

• მარინა ხარიტონაშვილი – თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის გეოგრაფიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი

• მაკა ხელაძე – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეხუთედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

R

"მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე" - როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს? - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორი ეპიდვითარებაა რეგიონებში?

"წნევა დავარდა, დამწვრობის სუნი იყო" - რა მოხდა კიევი-ბათუმის ავიარეისზე? - სოციალურ ქსელში თვითმფრინავის სალონში გადაღებული კადრები ვრცელდება