პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცუდად გადღეგრძელეს, როცა დაიბადეთ, ან არასწორად დაიბადეთ ამ ქვეყანაზე...ზოგჯერ ენას კბილი უნდა დააჭირო" - ლადო კახაძე
"ცუდად გადღეგრძელეს, როცა დაიბადეთ, ან არასწორად დაიბადეთ ამ ქვეყანაზე...ზოგჯერ ენას კბილი უნდა დააჭირო" - ლადო კახაძე

"რა­ტომ ემ­სგავ­სე­ბით ისეთ პო­ლი­ტი­კო­სებს, რომ­ლებ­საც ენის ჭკუ­ა­ზე გინ­დათ სი­ა­რუ­ლი, ტვი­ნი არ­სე­ბობს ამის­თვის და ბო­ლოს და ბო­ლოს, 32 კბი­ლი", - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ლადო კა­ხა­ძემ სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მან დე­პუ­ტა­ტებს მი­მარ­თა, "ენას კბი­ლი უნდა და­ა­ჭი­რონ“ იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა შე­საძ­ლოა, ქვეყ­ნის სა­ზი­ა­ნოდ რამე წა­მოს­ცდეთ.

"ძა­ლი­ან ხში­რად იყე­ნებთ სი­ტყვა "სა­დღეგ­რძე­ლოს“, ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ ისი­ნი, ვინც ამას უგ­ვა­ნოდ იყე­ნებთ, ცუ­დად გა­დღეგ­რძე­ლეს, როცა და­ი­ბა­დეთ, ან არას­წო­რად და­ი­ბა­დეთ ამ ქვე­ყა­ნა­ზე და ვერ შე­გე­გე­ბათ თქვე­ნი წი­ნა­მორ­ბე­დი თქვე­ნი მოვ­ლე­ნის გა­სა­ხა­ლი­სებ­ლად და ამ სი­ხა­რუ­ლის გა­სა­ნა­წი­ლებ­ლად.

ადა­მი­ა­ნე­ბო, ამ სი­ტყვას და­უკ­ვირ­დით, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი სი­ტყვა არ არის სა­დღეგ­რძე­ლო, სა­დღეგ­რძე­ლოს უკან ლი­ტე­რა­ტუ­რაც კარ­გად უნდა იცო­დე, ის­ტო­რი­აც, შენი სა­კუ­თა­რი ცოდ­ნა მეც­ნი­ე­რე­ბის დარ­გის მი­მართ, თუ გაქვთ ასე­თი დარ­გი, არ ვიცი. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი გახ­დით სულ ყვე­ლა­ნი, არა­ფე­რი გა­მო­გივ­ლი­ათ ამ ქვე­ყა­ნა­ზე, პირ­და­პირ ტრი­ბუ­ნას­თან და­დე­ქით.

ეს გულს ტკენს ჩემს თა­ო­ბას, რო­მელ­საც დღე და ღამე აქვს ნა­მუ­შე­ვა­რი, ყვე­ლა­ფე­რი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ში, რომ მო­სუ­ლი­ყო და სა­ჯა­რო სი­ტყვა ეთ­ქვა. და­ლოც­ვი­ლიშ­ვი­ლე­ბო, დე­დის ძუ­ძუს რძე არ შეგ­რჩე­ნი­ათ პირ­ზე და ასეთ რა­მეს ლა­პა­რა­კობთ ტე­ლე­ვი­ი­ზი­ით, სა­ჯა­რო სივ­რცე­ში, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს. სა­ჯა­რო სივ­რცეს გა­უფრ­თხილ­დით, თქვენ თუ რა­ღაც და­გაკ­ლოთ გამ­ჩენ­მა, მათ მა­ინც გა­უფრ­თხილ­დით.

პო­ლი­ტი­კუ­რი ტრი­ბუ­ნა ნიშ­ნავს თა­ნა­ზი­ა­რო­ბას, გა­მოს­წო­რე­ბას, შექ­მნას. ერთი და იგი­ვე სი­ბინ­ძუ­რეს ასე ად­ვი­ლად რომ გად­მო­ან­თხევთ პი­რის ღრუ­დან. უნდა შე­გე­კი­თხოთ ახლა დარ­ბაზ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბის დიდ ნა­წილს და გი­თხრათ, ენა მე­ტყვე­ლე­ბის ორ­გა­ნოა? და­მი­დას­ტუ­რებთ, ჰო მე­ტყვე­ლე­ბის ორ­გა­ნო­აო. არ­ცერ­თი სწო­რი არ იქ­ნე­ბით, ვინც ამა­ზე თა­ნახ­მა ხართ. ენა მე­ტყვე­ლე­ბის ორ­გა­ნო კი არა, მე­ტყვე­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ორ­გა­ნოა. ტვი­ნის ნე­ბას უნდა ას­რუ­ლებ­დეს და ენის ჭკუ­ა­ზე რომ ტვინ­მა ია­როს, შე­იძ­ლე­ბა ეს?! რა­ტომ ემ­სგავ­სე­ბით ისეთ პო­ლი­ტი­კო­სებს, რომ­ლებ­საც ენის ჭკუ­ა­ზე გინ­დათ სი­ა­რუ­ლი, ტვი­ნი არ­სე­ბობს ამის­თვის და ბო­ლოს და ბო­ლოს, 32 კბი­ლი. ზოგ­ჯერ ენას კბი­ლი უნდა და­ა­ჭი­რო, როცა შენი ქვეყ­ნის სა­ზი­ა­ნოდ შე­იძ­ლე­ბა რამე წა­მოგცდეს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ხა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
94
ბატონო ლადო, ღმერთს თურმე თქვენთვის უნდა ეკითხა ვინ გაეჩინა და ვინ არა..რა თავ ხედობაა ღმერთო ..
...........
23

კარგი იქნებოდა ბატონ ლადოს ყოველ დილით ტელევიზორში გადაცემა "მადლობთ-ბოდიში" რო წაეყვანა. 

ავტორი:

"ცუდად გადღეგრძელეს, როცა დაიბადეთ, ან არასწორად დაიბადეთ ამ ქვეყანაზე...ზოგჯერ ენას კბილი უნდა დააჭირო" - ლადო კახაძე

"ცუდად გადღეგრძელეს, როცა დაიბადეთ, ან არასწორად დაიბადეთ ამ ქვეყანაზე...ზოგჯერ ენას კბილი უნდა დააჭირო" - ლადო კახაძე

"რატომ ემსგავსებით ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ენის ჭკუაზე გინდათ სიარული, ტვინი არსებობს ამისთვის და ბოლოს და ბოლოს, 32 კბილი", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან დეპუტატებს მიმართა, "ენას კბილი უნდა დააჭირონ“ იმ შემთხვევაში, როცა შესაძლოა, ქვეყნის საზიანოდ რამე წამოსცდეთ.

"ძალიან ხშირად იყენებთ სიტყვა "სადღეგრძელოს“, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი, ვინც ამას უგვანოდ იყენებთ, ცუდად გადღეგრძელეს, როცა დაიბადეთ, ან არასწორად დაიბადეთ ამ ქვეყანაზე და ვერ შეგეგებათ თქვენი წინამორბედი თქვენი მოვლენის გასახალისებლად და ამ სიხარულის გასანაწილებლად.

ადამიანებო, ამ სიტყვას დაუკვირდით, პოლიტიკოსების გამოსაყენებელი სიტყვა არ არის სადღეგრძელო, სადღეგრძელოს უკან ლიტერატურაც კარგად უნდა იცოდე, ისტორიაც, შენი საკუთარი ცოდნა მეცნიერების დარგის მიმართ, თუ გაქვთ ასეთი დარგი, არ ვიცი. პოლიტიკოსები გახდით სულ ყველანი, არაფერი გამოგივლიათ ამ ქვეყანაზე, პირდაპირ ტრიბუნასთან დადექით.

ეს გულს ტკენს ჩემს თაობას, რომელსაც დღე და ღამე აქვს ნამუშევარი, ყველაფერი აქვს გაკეთებული თავის ცხოვრებაში, რომ მოსულიყო და საჯარო სიტყვა ეთქვა. დალოცვილიშვილებო, დედის ძუძუს რძე არ შეგრჩენიათ პირზე და ასეთ რამეს ლაპარაკობთ ტელევიიზიით, საჯარო სივრცეში, როგორ შეიძლება ეს. საჯარო სივრცეს გაუფრთხილდით, თქვენ თუ რაღაც დაგაკლოთ გამჩენმა, მათ მაინც გაუფრთხილდით.

პოლიტიკური ტრიბუნა ნიშნავს თანაზიარობას, გამოსწორებას, შექმნას. ერთი და იგივე სიბინძურეს ასე ადვილად რომ გადმოანთხევთ პირის ღრუდან. უნდა შეგეკითხოთ ახლა დარბაზში მონაწილეების დიდ ნაწილს და გითხრათ, ენა მეტყველების ორგანოა? დამიდასტურებთ, ჰო მეტყველების ორგანოაო. არცერთი სწორი არ იქნებით, ვინც ამაზე თანახმა ხართ. ენა მეტყველების ორგანო კი არა, მეტყველებაში მონაწილე ორგანოა. ტვინის ნებას უნდა ასრულებდეს და ენის ჭკუაზე რომ ტვინმა იაროს, შეიძლება ეს?! რატომ ემსგავსებით ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ენის ჭკუაზე გინდათ სიარული, ტვინი არსებობს ამისთვის და ბოლოს და ბოლოს, 32 კბილი. ზოგჯერ ენას კბილი უნდა დააჭირო, როცა შენი ქვეყნის საზიანოდ შეიძლება რამე წამოგცდეს“, - განაცხადა კახაძემ.