სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ღირს რემონტი? - ყველაზე ბიუჯეტური გზა რემონტის გასაკეთებლად
რა ღირს რემონტი? - ყველაზე ბიუჯეტური გზა რემონტის გასაკეთებლად

რო­გორ გა­ვა­რე­მონ­ტოთ სახ­ლი მცი­რე ბი­უ­ჯე­ტით? - ეს კი­თხვა ყო­ველ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რია. გან­სა­კუთ­რე­ბით კი ამ კრი­ზი­სულ პე­რი­ი­ოდ­ში, რო­დე­საც ფა­სე­ბი თით­ქმის ყვე­ლა­ნა­ირ პრო­დუქტზე გა­ი­ზარ­და. რე­მონ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს წი­ნას­წარ და­ფიქ­რე­ბას და ყვე­ლაფ­რის კარ­გად და­გეგ­მვას. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ზედ­მე­ტი და გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბი გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა.

ხში­რად, შე­ზღუ­დუ­ლი ბი­უ­ჯე­ტის ფარ­გლებ­ში, ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ და­ი­ქი­რა­ვონ დი­ზა­ი­ნე­რი, რაც ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ინ­ტერ­ნეტ­ში ოთა­ხე­ბის დი­ზა­ი­ნის და ინ­ტე­რი­ე­რის ლა­მა­ზად მო­წყო­ბის შე­სა­ხებ უამ­რა­ვი იდე­ის მო­ძებ­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც ინ­სპი­რა­ცი­ის­თვის და­გეხ­მა­რე­ბათ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ჭი­რო რჩე­ვებს და ყვე­ლა­ზე ბი­უ­ჯე­ტურ სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის შერ­ჩე­ვას - ამა­ში შე­ვეც­დე­ბით ჩვენ და­გეხ­მა­როთ და პრაქ­ტი­კუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­გი­ზი­ა­როთ.

გახ­სოვ­დეთ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ბი­უ­ჯე­ტუ­რი რე­მონ­ტი არის:

  1. სწო­რი და­ან­გა­რი­შე­ბა. თქვენ წი­ნას­წარ უნდა გა­მოთ­ვა­ლოთ მა­სა­ლე­ბის და ხე­ლო­ბის ფა­სე­ბი. აწარ­მო­ოთ ხარჯთაღ­რი­ცხვა და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ მო­უ­ლოდ­ნე­ლი ხარ­ჯიც.
  2. სწო­რად უნდა შე­ა­ფა­სოთ ბი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა. თუ კედ­ლე­ბი დაბ­ზა­რუ­ლი, ან მრუ­დეა, შე­ღებ­ვა და შპა­ლე­რის გაკ­ვრა ვერ და­გეხ­მა­რე­ბათ. იგი­ვე ეხე­ბა ია­ტაკს. თუ ზე­და­პი­რი არა­თა­ნა­ბა­რია, ნუ იჩ­ქა­რებთ პარ­კე­ტის და­გე­ბას.
  3. თვა­ლი ადევ­ნეთ ფა­სებს. თუ ძა­ლი­ან არ გეჩ­ქა­რე­ბათ, ფა­სე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი ხარ­ჯებს და­გი­ზო­გავთ. შე­ი­ძი­ნეთ სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი ფას­დაკ­ლე­ბით, აქ­ცი­ე­ბის პე­რი­ოდ­ში. მა­გა­ლი­თად, სამ­შე­ნებ­ლო და სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის ჰი­პერ­მარ­კე­ტი „გორ­გია“ ხში­რად სთა­ვა­ზობს თა­ვის ერ­თგულ მომ­ხმა­რე­ბელს ფას­დაკ­ლე­ბებს და აქ­ცი­ებს.

მო­დით, ვნა­ხოთ, რა და­გიჯ­დე­ბათ ყვე­ლა­ზე ბი­უ­ჯე­ტუ­რი სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბი „გორ­გი­ას“ მა­გა­ლით­ზე.

გან­სა­ზღვრეთ რე­მონ­ტის ტიპი

პირ­ვე­ლი და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია, გან­სა­ზღვროთ, თუ რამ­დენ ხანს აპი­რებთ იმ ბი­ნა­ში ცხოვ­რე­ბას. თუ გეგ­მავთ, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აქ გა­ა­ტა­როთ, მა­შინ რე­მონ­ტი გა­ცი­ლე­ბით ხა­რის­ხი­ა­ნი უნდა იყოს. ელექტრო გაყ­ვა­ნი­ლო­ბა, გათ­ბო­ბა, სან­ტექ­ნი­კა, მი­ლე­ბი და მსგავ­სი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად სპე­ცი­ა­ლისტს გა­ა­კე­თე­ბი­ნეთ და ხა­რის­ხი­ა­ნი მა­სა­ლე­ბი შე­არ­ჩი­ეთ. უმ­ჯო­ბე­სია შე­ი­ძი­ნოთ და­ბალ ფა­სი­ა­ნი ავე­ჯი, ვიდ­რე ცოტა დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ, ყვე­ლაფ­რის ხე­ლახ­ლა გა­კე­თე­ბა გა­გიხ­დეთ სა­ჭი­რო.

რო­გორ უნდა და­ი­წყოთ

პირ­ველ რიგ­ში, სახ­ლი­დან მო­ა­შო­რეთ ზედ­მე­ტი ნივ­თე­ბი. თუ გეგ­მავთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თდრო­უ­ლად უნდა გა­ა­კე­თოთ - შეც­ვა­ლოთ შპა­ლე­რი, ფან­ჯრე­ბი, ია­ტა­კი, და­სა­წყი­სის­თვის მოხ­სე­ნით ყვე­ლა­ნა­ი­რი ძვე­ლი სა­ფა­რი ზე­და­პი­რე­ბი­დან. თუ მხო­ლოდ ძველ შპა­ლერს ჩა­მო­ხევთ, მას შემ­დეგ, რაც ახალს გა­აკ­რავთ და მერე და­ი­წყებთ ია­ტა­კის გა­კე­თე­ბას, მთე­ლი ჭუ­ჭყი კედ­ლებ­ში ჩაჯ­დე­ბა. მო­გი­წევთ შპა­ლე­რის გაწ­მენ­და, რაც გაზ­რდის მის და­ზი­ა­ნე­ბის რისკს. ამი­ტომ, ჯერ შე­ას­რუ­ლეთ ყვე­ლა­ნა­ი­რი მტვრი­ა­ნი, შავი სა­მუ­შაო და შემ­დეგ გა­და­დით სუფ­თა ნა­წილ­ზე.

ია­ტა­კი

ბი­უ­ჯე­ტუ­რი, ად­ვი­ლად და­სა­გე­ბი და მარ­ტი­ვი მო­სავ­ლე­ლი ლა­მი­ნა­ტის ია­ტა­კია. მათი ფა­სე­ბი სა­ვაჭ­რო ჰი­პერ­მარ­კეტ „გორ­გი­ა­ში“ 17 ლა­რი­დან იწყე­ბა. 10 კვად­რა­ტულ მეტრზე, ლა­მი­ნა­ტის ია­ტა­კის ფასი მი­ნი­მუმ 170 ლა­რია. ფასი გა­იზ­რდე­ბა ბი­ნის ფარ­თო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ამი­ტომ გა­და­ამ­რავ­ლეთ იმ­დენ კვ/მ-ზე, რამ­ხე­ლა ფარ­თის გა­რე­მონ­ტე­ბა­საც აპი­რებთ.

შე­მო­სას­ვლელ­ში, აბა­ზა­ნა-ტუ­ა­ლეტ­სა და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში - მეტ­ლა­ხი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლია. მისი ფასი კვად­რა­ტულ მეტრზე „გორ­გი­ა­ში“ - 23 ლა­რი­დან იწყე­ბა. ფა­სე­ბი იზ­რდე­ბა ხა­რის­ხის და დი­ზა­ი­ნის შე­სა­ბა­მი­სად. ყვე­ლა­ზე ბი­უ­ჯე­ტუ­რი მეტ­ლა­ხის ფასი, 10 კვად­რა­ტულ მეტრზე - 230 ლა­რია.

თუ რე­მონტს აგა­რაკ­ზე აპი­რებთ, შე­გიძ­ლი­ათ მეტ­ლა­ხის ნაც­ვლად და­ა­გოთ ლი­ნო­ლე­უ­მი, რო­მე­ლიც პარ­კე­ტის ფაქ­ტუ­რი­თაც არის და მეტ­ლა­ხის ფაქ­ტუ­რი­თაც. ყვე­ლა­ზე ბი­უ­ჯე­ტუ­რი ლი­ნო­ლე­უ­მის ფასი, კვ/მ-ზე 10 ლა­რია. 10 კვად­რა­ტულ მეტრზე, 100 ლა­რის ლი­ნო­ლე­უ­მი დაგ­ჭირ­დე­ბათ.

ბი­უ­ჯე­ტუ­რი ვა­რი­ან­ტია ასე­ვე რბი­ლი ია­ტა­კი, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ პირ­და­პირ ძველ პარ­კეტ­ზე გა­და­ა­გოთ. კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი 12 ლარი და­გიჯ­დე­ბათ, რაც 10 კვად­რა­ტულ მეტრზე - 120 ლა­რია.

რა ჯდე­ბა კარი?

თუ შიდა კა­რის შეც­ვლა გა­და­წყვი­ტეთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ყვე­ლა­ზე ბი­უ­ჯე­ტუ­რი MDF-ის კა­რია. შე­და­რე­ბით ძვი­რია ლი­თო­ნის კარი. MDF-ის კა­რის ყვე­ლა­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი ფასი „გორ­გი­ა­ზე“, ფას­დაკ­ლე­ბით - 129 ლა­რია. ფა­სე­ბი იზ­რდე­ბა ხა­რის­ხის და დი­ზა­ი­ნის მი­ხედ­ვით. თეთ­რი ფე­რის ლა­მა­ზი დი­ზა­ი­ნის კარს თა­ვი­სი­ვე ჩარ­ჩო­თი - 325 ლა­რად შე­ი­ძენთ.

კე­დე­ლი

ბოლო წლე­ბის ერთ-ერთი ტრენ­დია დე­კო­რა­ტი­უ­ლი აგუ­რის კე­დე­ლი, ე.წ. Loft-ის სტი­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ინ­ტე­რი­ერს.

დე­კო­რა­ტი­უ­ლი აგუ­რის ყვე­ლა­ზე ბი­უ­ჯე­ტუ­რი ფასი 0, 40 ლა­რია. 10 კვად­რა­ტულ მეტრზე, ასე­თი კე­დე­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 100 ლა­რამ­დე და­გიჯ­დე­ბათ.

ვი­ნილ-ფლი­ზე­ლი­ნის შპა­ლე­რის ყვე­ლა­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი ფასი კი 14.90 ლა­რია. ერთი რუ­ლო­ნის ზომა 0.53x10.05 მ-ია. სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბა შე­გიძ­ლი­ათ შპა­ლე­რის კალ­კუ­ლა­ტორ­ში გა­მოთ­ვა­ლოთ. 10 კვად­რა­ტულ ოთახს, რო­მელ­საც აქვს ერთი კარი და ერთი ფან­ჯა­რა, და­ახ­ლო­ე­ბით 21 რუ­ლო­ნი შპა­ლე­რი და­ჭირ­დე­ბა, რაც 315 ლა­რამ­დე დაჯ­დე­ბა. ასე­ვე, შე­გიძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლოთ „გორ­გი­ას“ სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბით და აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, ფრან­გუ­ლი შპა­ლე­რი სულ რა­ღაც 8 ლა­რად შე­ი­ძი­ნოთ.

ასე­ვე, შე­გიძ­ლი­ათ შპა­ლე­რის ნაც­ვლად, შე­ღე­ბოთ კედ­ლე­ბი. შე­არ­ჩი­ეთ ხა­რის­ხი­ა­ნი სა­ღე­ბა­ვი, რომ­ლის მი­ნი­მა­ლუ­რი ფასი „გორ­გი­ა­ში“, 2,5 ლიტ­რი­ა­ნი - 40 ლა­რია.

სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და აბა­ზა­ნა­ში კა­ფე­ლი დაგ­ჭირ­დე­ბათ, რო­მე­ლიც 30 ლა­რი­დან იწყე­ბა.

გა­ნა­თე­ბა

გა­ნა­თე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბი­ნა­ში, სიმ­ყუდ­რო­ვის და კომ­ფორ­ტის შე­საქ­მნე­ლად. „გორ­გი­ა­ში“ ჭა­ღე­ბის ფასი სულ რა­ღაც 8.80 ლა­რი­დან იწყე­ბა. თუ ლედ-გა­ნა­თე­ბა გჭირ­დე­ბათ, ის 9 ლა­რი­და­ნაა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

და­ი­მახ­სოვ­რეთ, რომ სტი­ლი - სი­სა­და­ვე­შია. ნუ გა­დატ­ვირ­თავთ დი­ზა­ინს. ნუ იჩ­ქა­რებთ ძვე­ლი ავე­ჯის გა­დაყ­რას. ახლა მო­და­შია ვინ­ტა­ჟუ­რი ნივ­თე­ბი დი­ზა­ინ­ში. შე­გიძ­ლი­ათ ძველ ავეჯს ახა­ლი სი­ცო­ცხლე მი­ა­ნი­ჭოთ, შე­ღე­ბოთ, ან გა­და­აკ­რათ ახა­ლი ტექ­სტი­ლი.

მო­დით, შე­ვა­ჯა­მოთ სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის ფა­სე­ბი 50 კვ/მ-ზე. ამ თან­ხას და­უ­მა­ტეთ ხე­ლო­ბის ფასი, რაც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და უშუ­ა­ლოდ ხე­ლო­სან­მა უნდა და­გი­სა­ხე­ლოთ.

50 კვ. ბი­ნის კოს­მე­ტი­კუ­რი რე­მონ­ტის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით დაგ­ჭირ­დე­ბათ:

  • ლა­მი­ნა­ტის ია­ტა­კი 35 კვ/მ = 595 ლარი
  • მეტ­ლა­ხი 15 კვ/მ = 345 ლარი
  • შიდა კარი ჩარ­ჩო­თი = 325 ლარი
  • შპა­ლე­რი 20 კვ/მ = 630 ლარი
  • დე­კო­რა­ტი­უ­ლი აგუ­რის კე­დე­ლი 20 კვ/მ = 200 ლარი
  • კა­ფე­ლი 10 კვ/მ = 600 ლარი
  • წვრილ­მა­ნე­ბი (ლურ­სმა­ნი, ფუნ­ჯი, შტეფ­სე­ლი, ჭაღი, ნა­თუ­რე­ბი და სხვ.) 300-500 ლარი.

ჯამ­ში, სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის ყვე­ლა­ზე ბი­უ­ჯე­ტუ­რი თან­ხა 3000-3500 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. ამ თან­ხა­ში არ შე­დის ხე­ლოს­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა, ელექტრო გაყ­ვა­ნი­ლო­ბა, მი­ლე­ბი და სხვა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი.

თუ ხე­ლო­ბა გე­ხერ­ხე­ბათ და შე­გიძ­ლი­ათ შპა­ლე­რი და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­აკ­რათ, ან შე­ღე­ბოთ კედ­ლე­ბი, საკ­მა­ოდ კარგ თან­ხას და­ზო­გავთ.

გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბებს!

ავტორი:

რა ღირს რემონტი? - ყველაზე ბიუჯეტური გზა რემონტის გასაკეთებლად

რა ღირს რემონტი? - ყველაზე ბიუჯეტური გზა რემონტის გასაკეთებლად

როგორ გავარემონტოთ სახლი მცირე ბიუჯეტით? - ეს კითხვა ყოველთვის აქტუალურია. განსაკუთრებით კი ამ კრიზისულ პერიიოდში, როდესაც ფასები თითქმის ყველანაირ პროდუქტზე გაიზარდა. რემონტი აუცილებლად საჭიროებს წინასწარ დაფიქრებას და ყველაფრის კარგად დაგეგმვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედმეტი და გაუთვალისწინებელი ხარჯები გარდაუვალი იქნება.

ხშირად, შეზღუდული ბიუჯეტის ფარგლებში, ადამიანები ვერ ახერხებენ დაიქირავონ დიზაინერი, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. საბედნიეროდ, ინტერნეტში ოთახების დიზაინის და ინტერიერის ლამაზად მოწყობის შესახებ უამრავი იდეის მოძებნაა შესაძლებელი, რაც ინსპირაციისთვის დაგეხმარებათ.

რაც შეეხება საჭირო რჩევებს და ყველაზე ბიუჯეტურ სარემონტო მასალების შერჩევას - ამაში შევეცდებით ჩვენ დაგეხმაროთ და პრაქტიკული რეკომენდაციები გაგიზიაროთ.

გახსოვდეთ, რომ თანამედროვე ბიუჯეტური რემონტი არის:

  1. სწორი დაანგარიშება. თქვენ წინასწარ უნდა გამოთვალოთ მასალების და ხელობის ფასები. აწარმოოთ ხარჯთაღრიცხვა და გაითვალისწინოთ მოულოდნელი ხარჯიც.
  2. სწორად უნდა შეაფასოთ ბინის მდგომარეობა. თუ კედლები დაბზარული, ან მრუდეა, შეღებვა და შპალერის გაკვრა ვერ დაგეხმარებათ. იგივე ეხება იატაკს. თუ ზედაპირი არათანაბარია, ნუ იჩქარებთ პარკეტის დაგებას.
  3. თვალი ადევნეთ ფასებს. თუ ძალიან არ გეჩქარებათ, ფასების მონიტორინგი ხარჯებს დაგიზოგავთ. შეიძინეთ სამშენებლო მასალები ფასდაკლებით, აქციების პერიოდში. მაგალითად, სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „გორგია“ ხშირად სთავაზობს თავის ერთგულ მომხმარებელს ფასდაკლებებს და აქციებს.

მოდით, ვნახოთ, რა დაგიჯდებათ ყველაზე ბიუჯეტური სარემონტო მასალები „გორგიას“ მაგალითზე.

განსაზღვრეთ რემონტის ტიპი

პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, განსაზღვროთ, თუ რამდენ ხანს აპირებთ იმ ბინაში ცხოვრებას. თუ გეგმავთ, რომ მთელი ცხოვრება აქ გაატაროთ, მაშინ რემონტი გაცილებით ხარისხიანი უნდა იყოს. ელექტრო გაყვანილობა, გათბობა, სანტექნიკა, მილები და მსგავსი კომუნიკაციები აუცილებლად სპეციალისტს გააკეთებინეთ და ხარისხიანი მასალები შეარჩიეთ. უმჯობესია შეიძინოთ დაბალ ფასიანი ავეჯი, ვიდრე ცოტა დროის გასვლის შემდეგ, ყველაფრის ხელახლა გაკეთება გაგიხდეთ საჭირო.

როგორ უნდა დაიწყოთ

პირველ რიგში, სახლიდან მოაშორეთ ზედმეტი ნივთები. თუ გეგმავთ, რომ ყველაფერი ერთდროულად უნდა გააკეთოთ - შეცვალოთ შპალერი, ფანჯრები, იატაკი, დასაწყისისთვის მოხსენით ყველანაირი ძველი საფარი ზედაპირებიდან. თუ მხოლოდ ძველ შპალერს ჩამოხევთ, მას შემდეგ, რაც ახალს გააკრავთ და მერე დაიწყებთ იატაკის გაკეთებას, მთელი ჭუჭყი კედლებში ჩაჯდება. მოგიწევთ შპალერის გაწმენდა, რაც გაზრდის მის დაზიანების რისკს. ამიტომ, ჯერ შეასრულეთ ყველანაირი მტვრიანი, შავი სამუშაო და შემდეგ გადადით სუფთა ნაწილზე.

იატაკი

ბიუჯეტური, ადვილად დასაგები და მარტივი მოსავლელი ლამინატის იატაკია. მათი ფასები სავაჭრო ჰიპერმარკეტ „გორგიაში“ 17 ლარიდან იწყება. 10 კვადრატულ მეტრზე, ლამინატის იატაკის ფასი მინიმუმ 170 ლარია. ფასი გაიზრდება ბინის ფართობის შესაბამისად, ამიტომ გადაამრავლეთ იმდენ კვ/მ-ზე, რამხელა ფართის გარემონტებასაც აპირებთ.

შემოსასვლელში, აბაზანა-ტუალეტსა და სამზარეულოში - მეტლახი ადვილი მოსავლელია. მისი ფასი კვადრატულ მეტრზე „გორგიაში“ - 23 ლარიდან იწყება. ფასები იზრდება ხარისხის და დიზაინის შესაბამისად. ყველაზე ბიუჯეტური მეტლახის ფასი, 10 კვადრატულ მეტრზე - 230 ლარია.

თუ რემონტს აგარაკზე აპირებთ, შეგიძლიათ მეტლახის ნაცვლად დააგოთ ლინოლეუმი, რომელიც პარკეტის ფაქტურითაც არის და მეტლახის ფაქტურითაც. ყველაზე ბიუჯეტური ლინოლეუმის ფასი, კვ/მ-ზე 10 ლარია. 10 კვადრატულ მეტრზე, 100 ლარის ლინოლეუმი დაგჭირდებათ.

ბიუჯეტური ვარიანტია ასევე რბილი იატაკი, რომელიც შეგიძლიათ პირდაპირ ძველ პარკეტზე გადააგოთ. კვადრატული მეტრი 12 ლარი დაგიჯდებათ, რაც 10 კვადრატულ მეტრზე - 120 ლარია.

რა ჯდება კარი?

თუ შიდა კარის შეცვლა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე ბიუჯეტური MDF-ის კარია. შედარებით ძვირია ლითონის კარი. MDF-ის კარის ყველაზე მინიმალური ფასი „გორგიაზე“, ფასდაკლებით - 129 ლარია. ფასები იზრდება ხარისხის და დიზაინის მიხედვით. თეთრი ფერის ლამაზი დიზაინის კარს თავისივე ჩარჩოთი - 325 ლარად შეიძენთ.

კედელი

ბოლო წლების ერთ-ერთი ტრენდია დეკორატიული აგურის კედელი, ე.წ. Loft-ის სტილი, რომელიც ძალიან უხდება ინტერიერს.

დეკორატიული აგურის ყველაზე ბიუჯეტური ფასი 0, 40 ლარია. 10 კვადრატულ მეტრზე, ასეთი კედელი დაახლოებით 100 ლარამდე დაგიჯდებათ.

ვინილ-ფლიზელინის შპალერის ყველაზე მინიმალური ფასი კი 14.90 ლარია. ერთი რულონის ზომა 0.53x10.05 მ-ია. საჭირო რაოდენობა შეგიძლიათ შპალერის კალკულატორში გამოთვალოთ. 10 კვადრატულ ოთახს, რომელსაც აქვს ერთი კარი და ერთი ფანჯარა, დაახლოებით 21 რულონი შპალერი დაჭირდება, რაც 315 ლარამდე დაჯდება. ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ „გორგიას“ სპეციალური შეთავაზებით და აქციის ფარგლებში, ფრანგული შპალერი სულ რაღაც 8 ლარად შეიძინოთ.

ასევე, შეგიძლიათ შპალერის ნაცვლად, შეღებოთ კედლები. შეარჩიეთ ხარისხიანი საღებავი, რომლის მინიმალური ფასი „გორგიაში“, 2,5 ლიტრიანი - 40 ლარია.

სამზარეულოსა და აბაზანაში კაფელი დაგჭირდებათ, რომელიც 30 ლარიდან იწყება.

განათება

განათება მნიშვნელოვანია ბინაში, სიმყუდროვის და კომფორტის შესაქმნელად. „გორგიაში“ ჭაღების ფასი სულ რაღაც 8.80 ლარიდან იწყება. თუ ლედ-განათება გჭირდებათ, ის 9 ლარიდანაა ხელმისაწვდომი.

დაიმახსოვრეთ, რომ სტილი - სისადავეშია. ნუ გადატვირთავთ დიზაინს. ნუ იჩქარებთ ძველი ავეჯის გადაყრას. ახლა მოდაშია ვინტაჟური ნივთები დიზაინში. შეგიძლიათ ძველ ავეჯს ახალი სიცოცხლე მიანიჭოთ, შეღებოთ, ან გადააკრათ ახალი ტექსტილი.

მოდით, შევაჯამოთ სარემონტო მასალების ფასები 50 კვ/მ-ზე. ამ თანხას დაუმატეთ ხელობის ფასი, რაც ინდივიდუალურია და უშუალოდ ხელოსანმა უნდა დაგისახელოთ.

50 კვ. ბინის კოსმეტიკური რემონტისთვის დაახლოებით დაგჭირდებათ:

  • ლამინატის იატაკი 35 კვ/მ = 595 ლარი
  • მეტლახი 15 კვ/მ = 345 ლარი
  • შიდა კარი ჩარჩოთი = 325 ლარი
  • შპალერი 20 კვ/მ = 630 ლარი
  • დეკორატიული აგურის კედელი 20 კვ/მ = 200 ლარი
  • კაფელი 10 კვ/მ = 600 ლარი
  • წვრილმანები (ლურსმანი, ფუნჯი, შტეფსელი, ჭაღი, ნათურები და სხვ.) 300-500 ლარი.

ჯამში, სარემონტო მასალების ყველაზე ბიუჯეტური თანხა 3000-3500 ლარამდე მერყეობს. ამ თანხაში არ შედის ხელოსნის ანაზღაურება, ელექტრო გაყვანილობა, მილები და სხვა კომუნიკაციები.

თუ ხელობა გეხერხებათ და შეგიძლიათ შპალერი დამოუკიდებლად გააკრათ, ან შეღებოთ კედლები, საკმაოდ კარგ თანხას დაზოგავთ.

გისურვებთ წარმატებებს!