პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ უმძიმეს ბრალდებებს სამართლებრივი პასუხები სჭირდება" - გახარიას გუნდმა ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა
"ამ უმძიმეს ბრალდებებს სამართლებრივი პასუხები სჭირდება" - გახარიას გუნდმა ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გუნ­დის წევ­რებ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­ცხა­დე­ბა შე­ი­ტა­ნეს.

გა­ხა­რია და მისი გუნ­დი რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის­გან ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბა­ზე, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა "პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის, ჯა­რის­კა­ცე­ბის და იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შეთ­ქმუ­ლე­ბას სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ", რე­ა­გი­რე­ბას ითხო­ვენ.

გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რის, ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის უმ­ძი­მეს გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა უნდა მოხ­დეს.

"ჩვენ ყვე­ლამ კარ­გად ვი­ხი­ლეთ 4 ივ­ნისს მოქ­მე­დი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის, ჯა­რის­კა­ცე­ბის და იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შეთ­ქმუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ. ეს არის უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბე­ბი, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა.

ბა­ტონ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, როცა ამ ბრალ­დე­ბებ­ზე სა­უბ­რობ­და, ახ­სე­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ზო­მი­ლე­ბის ნა­წი­ლი და არ უხ­სე­ნე­ბია სა­მარ­თლებ­რი­ვი ნა­წი­ლი. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ამ უმ­ძი­მეს ბრალ­დე­ბებს სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხე­ბი სჭირ­დე­ბა, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა სა­კუ­თარ პო­ლი­ცი­ას, გმირ პო­ლი­ცი­ე­ლებს, ჯა­რის­კა­ცებს დას­დოს უა­პე­ლა­ცი­ოდ ბრა­ლი და ამა­ზე არ აგოს პა­სუ­ხი.

დღეს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს მივ­მარ­თეთ იმ უმ­ძი­მეს ბრალ­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის მიერ იქნა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა და ყვე­ლა ასეთ ბრალ­დე­ბას გა­ე­ცეს სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხი. იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ ამ გა­მო­ძი­ე­ბამ ყვე­ლა პა­სუ­ხგა­უ­ცე­მელ კი­თხვას, რო­მე­ლიც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ინ­ტერ­ვი­უს გარ­შე­მო არ­სე­ბობს, უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი",- გა­ნა­ცხა­და ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­საც და აღ­ნიშ­ნა, რომ ისი­ნი "ჭო­რა­ო­ბას არ აპი­რე­ბენ არ­ვის­თან".

ავტორი:

"ამ უმძიმეს ბრალდებებს სამართლებრივი პასუხები სჭირდება" - გახარიას გუნდმა ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა

"ამ უმძიმეს ბრალდებებს სამართლებრივი პასუხები სჭირდება" - გახარიას გუნდმა ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

გახარია და მისი გუნდი როგორც პროკურატურისგან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელიც შეეხება "პოლიციელების, ჯარისკაცების და იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის შეთქმულებას სახელმწიფოს წინააღმდეგ", რეაგირებას ითხოვენ.

გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ირაკლი კობახიძის უმძიმეს განცხადებასთან დაკავშირებით, სამართლებრივი რეაგირება უნდა მოხდეს.

"ჩვენ ყველამ კარგად ვიხილეთ 4 ივნისს მოქმედი მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ გაჟღერებული უმძიმესი ბრალდებები, რომელიც ეხებოდა პოლიციელების, ჯარისკაცების და იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის შეთქმულებას საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის უმძიმესი ბრალდებები, რომელსაც აუცილებლად სჭირდება შესაბამისი რეაგირება.

ბატონმა ირაკლი კობახიძემ, როცა ამ ბრალდებებზე საუბრობდა, ახსენა პოლიტიკური განზომილების ნაწილი და არ უხსენებია სამართლებრივი ნაწილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ უმძიმეს ბრალდებებს სამართლებრივი პასუხები სჭირდება, რადგან ქვეყანაში არავის აქვს უფლება საკუთარ პოლიციას, გმირ პოლიციელებს, ჯარისკაცებს დასდოს უაპელაციოდ ბრალი და ამაზე არ აგოს პასუხი.

დღეს გენერალურ პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მივმართეთ იმ უმძიმეს ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ იქნა გაჟღერებული, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ყველა ასეთ ბრალდებას გაეცეს სამართლებრივი პასუხი. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ გამოძიებამ ყველა პასუხგაუცემელ კითხვას, რომელიც ირაკლი კობახიძის ინტერვიუს გარშემო არსებობს, უნდა გასცეს პასუხი",- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ის ასევე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებასაც და აღნიშნა, რომ ისინი "ჭორაობას არ აპირებენ არვისთან".

"ფულს მუდმივად სძალავდნენ" - რა გახდა ლენტეხში მიკროავტობუსის მძღოლის მკვლელობის მიზეზი, რა ვერსიებზე ლაპარაკობენ ადგილობრივები და მოკლულის ახლობლები

სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR

კახეთის პოლიციამ სოფელ ნახიდურიდან გატაცებული 15 წლის გოგო იპოვა