მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გორში მამაკაცი დაჭრეს, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა - ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება მოკლულსა და მკვლელს შორის წლების წინანდელ უთანხმოებას უკავშირდება
გორში მამაკაცი დაჭრეს, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა - ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება მოკლულსა და მკვლელს შორის წლების წინანდელ უთანხმოებას უკავშირდება

გორ­ში მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად 40 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ზ.რ. დაჭ­რეს, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­სას გარ­და­იც­ვა­ლა.

კლი­ნი­კა "გორ­მე­დის“ ქი­რურ­გი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 42 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც ცე­ცხლნას­რო­ლი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და, კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნი­სას კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

"კლი­ნი­კა­ში შე­მოყ­ვა­ნი­სას პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა იყო კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე. 42 წლის მა­მა­კაცს აღე­ნიშ­ნე­ბო­და გამ­ჭო­ლი ჭრი­ლო­ბა, ცე­ცხლნას­რო­ლი და­ზი­ა­ნე­ბა. შე­მოყ­ვა­ნი­დან მა­ლე­ვე და­ფიქ­სირ­და გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყო რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მო­ხერ­ხდა გუ­ლის ამუ­შა­ვე­ბა, თუმ­ცა, რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას და­ფიქ­სირ­და ბი­ო­ლო­გი­უ­რი სიკ­ვდი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და "გორ­მე­დის“ ქი­რურ­გი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა მე­რაბ მა­ი­სუ­რა­ძემ.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი ერთ-ერთი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბა მოკ­ლულ­სა და მკვლელს შო­რის წლე­ბის წინ არ­სე­ბულ უთან­ხმო­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ წყა­როს ცნო­ბით, პირი, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

ავტორი:

გორში მამაკაცი დაჭრეს, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა - ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება მოკლულსა და მკვლელს შორის წლების წინანდელ უთანხმოებას უკავშირდება

გორში მამაკაცი დაჭრეს, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა - ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება მოკლულსა და მკვლელს შორის წლების წინანდელ უთანხმოებას უკავშირდება

გორში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 40 წელს გადაცილებული მამაკაცი ზ.რ. დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

კლინიკა ,,გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცი, რომელსაც ცეცხლნასროლი დაზიანება აღენიშნებოდა, კლინიკაში შეყვანისას კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

,,კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე. 42 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა გამჭოლი ჭრილობა, ცეცხლნასროლი დაზიანება. შემოყვანიდან მალევე დაფიქსირდა გულის გაჩერება, დაუყოვნებლივ დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, მოხერხდა გულის ამუშავება, თუმცა, რეანიმაციული ღონისძიებების მიმდინარეობისას დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა ,,გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ მაისურაძემ.

მომხდართან დაკავშირებით არსებული ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, დაპირისპირება მოკლულსა და მკვლელს შორის წლების წინ არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.

,,ინტერპრესნიუსის“ წყაროს ცნობით, პირი, რომელმაც სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, წარსულში ნასამართლევია.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

"გიგა მაქარაშვილი, რომელიც პროკურატურასთან დააკავეს, საავადმყოფოშია გადაყვანილი" - რა ინფორმაციას ავრცელებს "სირცხვილია"

შსს ნინოწმინდის პანსიონატში დაწყებულ გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს

პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე, სავარაუდოდ, გიგა მაქარაშვილი დააკავეს