პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსმა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სიხშირე გაზარდა" - რა არის "ჩიყვი", რა იწვევს მას და როგორია მისი მკურნალობის თანამედროვე სტანდარტი
"კორონავირუსმა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სიხშირე გაზარდა" - რა არის "ჩიყვი", რა იწვევს მას და როგორია მისი მკურნალობის თანამედროვე სტანდარტი

ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვა­ლი ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის მთა­ვა­რი ენ­დოკ­რი­ნუ­ლი ორ­გა­ნოა, ის გა­მო­ი­მუ­შა­ვებს ჰორ­მო­ნებს, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ორ­გა­ნიზ­მის ნორ­მა­ლურ ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბას. მისი ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვა გა­ნა­პი­რო­ბებს მთე­ლი რიგი ორ­გა­ნო­ე­ბის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვას.

რა როლი აქვს ფა­რი­სებრ ჯირ­კვალს ორა­გა­ნიზ­მში, რა იწ­ვევს მის და­ზი­ა­ნე­ბას და რო­გორ უნდა ვუნ­კურ­ნა­ლოთ მას, ამა­ზე ვ.ივე­რი­ე­ლის სა­ხე­ლო­ბის ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გია-მე­ტა­ბო­ლო­გია, დი­ე­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრის „ენ­მე­დი­ცი“ ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი ნა­თია ქა­თა­მა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ყვე­ლა­ზე ხში­რად ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის და­ზი­ა­ნე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის „არას­წო­რი“ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბით, რო­დე­საც ორ­გა­ნიზ­მი აზი­ა­ნებს სა­კუ­თარ ორ­გა­ნოს, ამ შემ­თხვე­ვა­ში კი - ფა­რი­სებრ ჯირ­კვალს. ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა ასე­ვე და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს იო­დის დე­ფი­ციტ­თან, ვირუ­სე­ბის და ბაქ­ტე­რი­ე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბას­თან.

- ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის და­ზი­ა­ნე­ბი­სას ჩნდე­ბა - ჯირ­კვლის უკ­მა­რი­სო­ბა, თი­რე­ო­ტოქ­სი­კუ­რო­ბა, კვან­ძი, ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი თი­რე­ო­ი­დი­ტი და ა.შ... რომ­ლე­ბიც ადა­მი­ან­ში უც­ნა­უ­რი სიმპტო­მე­ბით ვლინ­დე­ბა. ფა­რი­სებ­რის ორ­გა­ნო ასე­თი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, რომ ამ­დენ და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს?

- დიახ, ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლში და­ა­ვა­დე­ბე­ბი მარ­თლაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბულ ტერ­მინ­ში „ჩიყ­ვი“ სი­ნად­ვი­ლე­ში იგუ­ლის­ხმე­ბა და­ა­ვა­დე­ბა­თა მთე­ლი სპექტრი, რო­მელ­თა სწო­რი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა სწორ მკურ­ნა­ლო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვის მი­ხედ­ვით, ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ორ პა­თო­ლო­გი­ას გა­მო­ყო­ფენ: ჰი­პო­თი­რე­ოზს, რო­დე­საც ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვა­ლი ვერ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს სა­თა­ნა­დოდ და ჰი­პერ­თი­რე­ოზს, რო­დე­საც ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვა­ლი წარ­მოქ­მნის იმა­ზე მეტ ჰორ­მონს, ვიდ­რე ორ­გა­ნიზმს სჭირ­დე­ბა. ცალ­კე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია დღეს­დღე­ო­ბით ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პა­თო­ლო­გია - ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის კვან­ძე­ბი, რო­მე­ლიც ჯირ­კვლის სტრუქ­ტუ­რის დარ­ღვე­ვით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა.

- გუ­ლის ფრი­ა­ლი, სი­სუს­ტე, ად­ვი­ლად დაღ­ლა, ძი­ლი­ა­ნო­ბა, თმის ცვე­ნა, ფრჩხილ­ბის მტვრე­ვა, კა­ნის სიმ­შრა­ლე, გა­მო­ნა­ყა­რი - ზოგ­ჯერ ეს ყვე­ლა­ფე­რი ცალ-ცალ­კე, ან ერ­თა­დაც ვლინ­დე­ბა. ამ დროს ადა­მი­ნი ვერ ხვდე­ბა, რომ ეს ფა­რი­სებ­რის პრობ­ლე­მით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. ასეთ დროს რა უნდა ქნას მან?

- თუკი აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩი­ვი­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბაა გა­მო­ხა­ტუ­ლი, რაც საკ­მა­ოდ ხში­რად გვხვდე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მივ­მარ­თოთ ექიმ-ენ­დოკ­რი­ნო­ლოგს. თუნ­დაც ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან ორი, სამი სიმპტო­მი იყოს გა­მო­ხა­ტუ­ლი, და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სიხ­ში­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­ინც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექიმ-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია. დიახ, ჩი­ვი­ლე­ბი საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, თუმ­ცა სა­ნამ სხვა პა­თო­ლო­გი­ე­ბის ძებ­ნას და­ვი­წყებთ, პირ­ველ ეტაპ­ზე სწო­რედ ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვა­ლი უნდა გა­მო­ვიკ­ვლი­ოთ.

- და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­დეგ, მისი მარ­თვა მხო­ლოდ ექიმ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი?

- არა, რა თქმა უნდა, ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბის წარ­მა­ტე­ბულ მკურ­ნა­ლო­ბას, ექი­მის და პა­ცი­ენ­ტის ერ­თობ­ლი­ვი შრო­მა უზ­რუნ­ველ­ყოფს. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწო­რი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბის და­ნიშ­ვნა, მაგ­რამ ასე­ვე არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პა­ცი­ენ­ტის დამ­ყო­ლო­ბა. მან უნდა და­იც­ვას ყვე­ლა ის რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც ექი­მის­გან ექ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

- კო­ვი­დინ­ფექ­ცია ფა­რი­სებ­რის პრობ­ლე­მის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს? კვლე­ვებ­მა რა აჩ­ვე­ნა?

- კო­ვიდ­პან­დე­მი­ამ შეც­ვა­ლა და გა­ზარ­და ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის და­ა­ვა­დე­ბა­თა გა­მოვ­ლე­ნის სიხ­ში­რეც. ამე­რი­კა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილ პა­ცი­ენ­ტებ­ში საკ­მა­ოდ გა­ი­ზარ­და ქვემ­წვა­ვე თი­რე­ო­ი­დი­ტის რი­ცხვი, რაც ზო­გა­დად არც თუ ხშირ პა­თო­ლო­გი­ას წარ­მო­ად­გენ­და. ქვემ­წვა­ვე თი­რე­ო­ი­დი­ტის სა­ფუძ­ვე­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­აა, სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ი­ზარ­და კო­ვიდ­პან­დე­მი­ის დროს ალ­ბათ ამ და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბაც.

- და თქვე­ნი პრო­ფი­ლის პა­ცი­ენ­ტებს რა პოს­ტკო­ვი­დუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ?

- კო­ვი­დი­ან პა­ცი­ენ­ტებ­ში ისე­დაც ხში­რად აღი­ნიშ­ნე­ბა მა­გა­ლი­თად, ზო­გა­დი სა­ერ­თო სი­სუს­ტე, ად­ვი­ლად დაღ­ლა, მეხ­სი­ე­რე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა, რაც ასე­ვე ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვის დრო­საც გვხვდე­ბა. ყო­ველ­თვის ვურ­ჩევთ პა­ცი­ენ­ტებს კო­ვი­დის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ შეც­ვა­ლონ/შე­წყვი­ტონ მკურ­ნა­ლო­ბა. სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბა თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლებს ჩვენს პა­თო­ლო­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პოს­ტკო­ვი­დურ გარ­თუ­ლე­ბებს.

- ფა­რი­სებ­რის ყვე­ლა პრობ­ლე­მას, თქვენც აღ­ნიშ­ნეთ, მა­სობ­რი­ვად მა­ინც „ჩიყვს“ რა­ტომ უწო­დე­ბენ და რე­ა­ლუ­რად რა არის „ჩიყ­ვი“?

- „ჩიყ­ვი“ რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ხალ­ხურ ენა­ზე ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ყვე­ლა ცნო­ბილ პა­თო­ლო­გი­ას აერ­თი­ა­ნებს, სი­ნამ­დვი­ლე­ში „ჩიყ­ვი“ ნიშ­ნავს გა­დი­დე­ბულ ფა­რი­სებრ ჯირ­კვალს. ქა­ლებ­ში ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ცუ­ლო­ბა - 18 სმ3, ხოლო მა­მა­კა­ცებ­ში - 21 სმ3.

- რა საპ­რე­ვენ­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბაა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნი ამ და­ა­ვა­დე­ბებს ას­ცდეს?

- თუკი ადა­მი­ანს აღე­ნიშ­ნე­ბა გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბა, ჰყავს პირ­ვე­ლი რი­გის ნა­თე­სა­ვი ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ამა თუ იმ პა­თო­ლო­გი­ით, სა­სურ­ვე­ლია, ერთხელ მა­ინც გა­ი­ა­როს ექიმ-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია. სწო­რად და დე­ტა­ლუ­რად შეკ­რე­ბი­ლი ანამ­ნე­ზის სა­ფუძ­ველ­ზე ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი სწო­რად და­უ­გეგ­მავს შემ­დგო­მი გა­მოკ­ვლე­ვი­სა და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გეგ­მას.

- თქვე­ნი კლი­ნი­კა ფა­რი­სებრ ჯირ­კვალ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს რო­გორ უმ­სუ­ბუ­ქებს პა­ცი­ენ­ტებს. რით არის ის სხვა კლნი­კე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი?

- კლი­ნი­კა "ენ­მე­დიც­ში" მოხ­ვედ­რილ პა­ცი­ენტს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩა­ი­ტა­როს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის სრუ­ლი კვლე­ვა. ჩვენს კლი­ნი­კა­ში კვლე­ვე­ბის ხა­რის­ხი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. დღეს შე­საძ­ლე­ბე­ლია მსგავს მომ­სა­ხუ­რე­ო­ბას შევ­ხვდეთ ბევრ კლი­ნი­კა­სა და პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში, თუმ­ცა და­მერ­წმუ­ნეთ, ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის კვლე­ვის, ისე­ვე რო­გორც სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის კვლე­ვის დროს, ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ხა­რის­ხი­ან და სან­დო ანა­ლი­ზებს.

- რა კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა "ენ­მე­დიც­ში"?

- პირ­ველ რიგ­ში, პა­ცი­ენ­ტი გა­დის ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცი­ას. კონ­სულ­ტა­ცი­ის ფარ­გლებ­ში ხდე­ბა ანამ­ნე­ზის სრუ­ლი/დე­ტა­ლუ­რი შეკ­რე­ბა, რა­საც ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გის მიერ იგეგ­მე­ბა გა­მოკ­ვლე­ვის შემ­დე­გი გეგ­მა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ცავ­დეს:

  • ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ის შე­ფა­სე­ბას: TSH, FT4, FT3
  • ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის კვლე­ვას: anti TPO, anti Tg, anti TSH-rec
  • ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ულტრაბ­გე­რი­თი კვლე­ვა - ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სწო­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექოს­კო­პია, სწო­რედ ულტრაბ­გე­რი­თი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე იგეგ­მე­ბა კვლე­ვის შემ­დგო­მი ეტა­პი - ას­პი­რა­ცი­უ­ლი ბი­ოფ­სია, რო­მე­ლიც ინ­ვა­ზი­უ­რი კვლე­ვის მე­თოდს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და პა­ცი­ენ­ტის­თვის საკ­მა­ოდ სტრე­სუ­ლია
  • სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ - ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ას­პი­რა­ცი­უ­ლი ბი­ოფ­სია - აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვენ ვსარ­გებ­ლობთ ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის კვან­ძის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბის ევ­რო­პუ­ლი სის­ტე­მით - EU-TIRADS, რო­მე­ლიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ „არა­სა­ჭი­რო“ ას­პი­რა­ცი­უ­ლი ბი­ოფ­სია
  • ცი­ტო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა - რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც წყდე­ბა ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვის სა­კი­თხი
  • კვან­ძე­ბის ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, რომ­ლი­თაც ამა­ყე­ბი ვართ, ვი­ნა­ი­დან ჩვენს კლი­ნი­კა­ში ოპე­რა­ცი­ულ ჩა­რე­ვებს ახორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვე ონკო-ქი­რურ­გი, პრო­ფე­სო­რი ლე­ვან რა­მიშ­ვი­ლი და მისი გუნ­დი.
  • ოპე­რა­ცი­ის დროს ასე­ვე ვსარ­გე­ლობთ - ნე­ი­რო­მო­ნი­ტო­რინ­გით - რაც თა­ვი­დან გვა­ცი­ლებს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა­ზე ხშირ გარ­თუ­ლე­ბას - ხორ­ხის შებ­რუ­ნე­ბუ­ლი ნერ­ვის და­ზი­ა­ნე­ბას, რაც ხმის და­კარ­გვით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა და ექ­სპრეს-მორ­ფო­ლო­გი­ით
  • მორ­ფო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, დავ­გეგ­მოთ ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვის შემ­დგომ რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი იო­დის სა­ჭი­რო­ე­ბა/დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დგო­მი გეგ­მა

ასე რომ, ჩვენ­თან მო­სუ­ლი პა­ცი­ენ­ტი, კვლე­ვე­ბის შემ­დგომ, ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებს რო­გორც მისი და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე მისი მარ­თვი­სა თუ მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ.

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოსო
2

ხო აბა ყველაფერს კოვიდი იცვევს არადა ვაკცინები გამოიწვევს უამრავ დაავადებებს და დააბრალებენ კოვიდს რა ადვილია ყუველაფერი ერთ ი მხრივ მეორე მხრივ დაზომბებული საზოგადოება სიმართლე და ტყუილს რო ვერ არჩევთ (((

Zlatan straianovich
2

Ramden bodials vismen 

ავტორი:

"კორონავირუსმა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სიხშირე გაზარდა" - რა არის "ჩიყვი", რა იწვევს მას და როგორია მისი მკურნალობის თანამედროვე სტანდარტი

"კორონავირუსმა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სიხშირე გაზარდა" - რა არის "ჩიყვი", რა იწვევს მას და როგორია მისი მკურნალობის თანამედროვე სტანდარტი

ფარისებრი ჯირკვალი ჩვენი ორგანიზმის მთავარი ენდოკრინული ორგანოა, ის გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც უზრუნველყოფს ორგანიზმის ნორმალურ ზრდა-განვითარებას. მისი ფუნქციის დარღვევა განაპირობებს მთელი რიგი ორგანოების ფუნქციის დარღვევას.

რა როლი აქვს ფარისებრ ჯირკვალს ორაგანიზმში, რა იწვევს მის დაზიანებას და როგორ უნდა ვუნკურნალოთ მას, ამაზე ვ.ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრის „ენმედიცი“ ექიმი-ენდოკრინოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი ნათია ქათამაძე გვესაუბრება:

- ყველაზე ხშირად ფარისებრი ჯირკვლის დაზიანება განპირობებულია იმუნური სისტემის „არასწორი“ ფუნქციონირებით, როდესაც ორგანიზმი აზიანებს საკუთარ ორგანოს, ამ შემთხვევაში კი - ფარისებრ ჯირკვალს. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები შეიძლება ასევე დაკავშირებული იყოს იოდის დეფიციტთან, ვირუსების და ბაქტერიების ზემოქმედებასთან.

- ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებისას ჩნდება - ჯირკვლის უკმარისობა, თირეოტოქსიკურობა, კვანძი, ავტოიმუნური თირეოიდიტი და ა.შ... რომლებიც ადამიანში უცნაური სიმპტომებით ვლინდება. ფარისებრის ორგანო ასეთი მრავალფეროვანია, რომ ამდენ დაავადებას იწვევს?

- დიახ, ფარისებრი ჯირკვლში დაავადებები მართლაც მრავალფეროვანია. საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ ტერმინში „ჩიყვი“ სინადვილეში იგულისხმება დაავადებათა მთელი სპექტრი, რომელთა სწორი დიაგნოსტირება სწორ მკურნალობას განაპირობებს. ფუნქციის დარღვევის მიხედვით, ფარისებრი ჯირკვლის ორ პათოლოგიას გამოყოფენ: ჰიპოთირეოზს, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ვერ ფუნქციონირებს სათანადოდ და ჰიპერთირეოზს, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი წარმოქმნის იმაზე მეტ ჰორმონს, ვიდრე ორგანიზმს სჭირდება. ცალკე აღსანიშნავია დღესდღეობით ძალიან გავრცელებული პათოლოგია - ფარისებრი ჯირკვლის კვანძები, რომელიც ჯირკვლის სტრუქტურის დარღვევით მიმდინარე დაავადებებს განეკუთვნება.

- გულის ფრიალი, სისუსტე, ადვილად დაღლა, ძილიანობა, თმის ცვენა, ფრჩხილბის მტვრევა, კანის სიმშრალე, გამონაყარი - ზოგჯერ ეს ყველაფერი ცალ-ცალკე, ან ერთადაც ვლინდება. ამ დროს ადამინი ვერ ხვდება, რომ ეს ფარისებრის პრობლემით არის გამოწვეული. ასეთ დროს რა უნდა ქნას მან?

- თუკი აღნიშნული ჩივილების ერთობლიობაა გამოხატული, რაც საკმაოდ ხშირად გვხვდება, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმ-ენდოკრინოლოგს. თუნდაც ჩამოთვლილთაგან ორი, სამი სიმპტომი იყოს გამოხატული, დაავადების გავრცელების სიხშირიდან გამომდინარე, მაინც აუცილებელია ექიმ-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია. დიახ, ჩივილები საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა სანამ სხვა პათოლოგიების ძებნას დავიწყებთ, პირველ ეტაპზე სწორედ ფარისებრი ჯირკვალი უნდა გამოვიკვლიოთ.

- დაავადების გამოვლენის შემდეგ, მისი მართვა მხოლოდ ექიმზეა დამოკიდებული?

- არა, რა თქმა უნდა, ყველა დაავადების წარმატებულ მკურნალობას, ექიმის და პაციენტის ერთობლივი შრომა უზრუნველყოფს. ასევე მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოსტირება და სწორი მკურნალობის დანიშვნა, მაგრამ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია პაციენტის დამყოლობა. მან უნდა დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ექიმისგან ექნება მიღებული.

- კოვიდინფექცია ფარისებრის პრობლემის მქონე პაციენტებში როგორ მიმდინარეობს? კვლევებმა რა აჩვენა?

- კოვიდპანდემიამ შეცვალა და გაზარდა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა გამოვლენის სიხშირეც. ამერიკაში ჩატარებული კვლევების თანახმად, კოვიდგადატანილ პაციენტებში საკმაოდ გაიზარდა ქვემწვავე თირეოიდიტის რიცხვი, რაც ზოგადად არც თუ ხშირ პათოლოგიას წარმოადგენდა. ქვემწვავე თირეოიდიტის საფუძველი ვირუსული ინფექციაა, სწორედ აქედან გამომდინარე გაიზარდა კოვიდპანდემიის დროს ალბათ ამ დაავადების გავრცელებაც.

- და თქვენი პროფილის პაციენტებს რა პოსტკოვიდური გართულებები აღენიშნებათ?

- კოვიდიან პაციენტებში ისედაც ხშირად აღინიშნება მაგალითად, ზოგადი საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, მეხსიერების დაქვეითება, რაც ასევე ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის დროსაც გვხვდება. ყოველთვის ვურჩევთ პაციენტებს კოვიდის დადასტურების შემთხვევაში, არ შეცვალონ/შეწყვიტონ მკურნალობა. სწორი მკურნალობა თავიდან აგვაცილებს ჩვენს პათოლოგიასთან დაკავშირებულ პოსტკოვიდურ გართულებებს.

- ფარისებრის ყველა პრობლემას, თქვენც აღნიშნეთ, მასობრივად მაინც „ჩიყვს“ რატომ უწოდებენ და რეალურად რა არის „ჩიყვი“?

- „ჩიყვი“ როგორც აღვნიშნეთ, ხალხურ ენაზე ფარისებრი ჯირკვლის ყველა ცნობილ პათოლოგიას აერთიანებს, სინამდვილეში „ჩიყვი“ ნიშნავს გადიდებულ ფარისებრ ჯირკვალს. ქალებში ფარისებრი ჯირკვლის მაქსიმალური მოცულობა - 18 სმ3, ხოლო მამაკაცებში - 21 სმ3.

- რა საპრევენციო ღონისძიებაა ჩასატარებელი იმისთვის, რომ ადამიანი ამ დაავადებებს ასცდეს?

- თუკი ადამიანს აღენიშნება გენეტიკური წინასწარგანწყობა, ჰყავს პირველი რიგის ნათესავი ფარისებრი ჯირკვლის ამა თუ იმ პათოლოგიით, სასურველია, ერთხელ მაინც გაიაროს ექიმ-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია. სწორად და დეტალურად შეკრებილი ანამნეზის საფუძველზე ექიმი-ენდოკრინოლოგი სწორად დაუგეგმავს შემდგომი გამოკვლევისა და მეთვალყურეობის გეგმას.

- თქვენი კლინიკა ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებულ პრობლემებს როგორ უმსუბუქებს პაციენტებს. რით არის ის სხვა კლნიკებისგან გამორჩეული?

- კლინიკა "ენმედიცში" მოხვედრილ პაციენტს აქვს შესაძლებლობა, ჩაიტაროს ფარისებრი ჯირკვლის სრული კვლევა. ჩვენს კლინიკაში კვლევების ხარისხი ძალიან მაღალია. დღეს შესაძლებელია მსგავს მომსახურეობას შევხვდეთ ბევრ კლინიკასა და პოლიკლინიკაში, თუმცა დამერწმუნეთ, ფარისებრი ჯირკვლის კვლევის, ისევე როგორც სხვა დაავადებების კვლევის დროს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხიან და სანდო ანალიზებს.

- რა კვლევების ჩატარება შეიძლება "ენმედიცში"?

- პირველ რიგში, პაციენტი გადის ექიმი-ენდოკრინოლოგის კონსულტაციას. კონსულტაციის ფარგლებში ხდება ანამნეზის სრული/დეტალური შეკრება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ექიმი-ენდოკრინოლოგის მიერ იგეგმება გამოკვლევის შემდეგი გეგმა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს:

  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასებას: TSH, FT4, FT3
  • ანტისხეულების კვლევას: anti TPO, anti Tg, anti TSH-rec
  • ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა - ძალიან მნიშვნელოვანი სწორად ჩატარებული ექოსკოპია, სწორედ ულტრაბგერითი კვლევის საფუძველზე იგეგმება კვლევის შემდგომი ეტაპი - ასპირაციული ბიოფსია, რომელიც ინვაზიური კვლევის მეთოდს მიეკუთვნება და პაციენტისთვის საკმაოდ სტრესულია
  • საჭიროებისამებრ - ფარისებრი ჯირკვლის ასპირაციული ბიოფსია - აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვსარგებლობთ ფარისებრი ჯირკვლის კვანძის ავთვისებიანობის შეფასების ევროპული სისტემით - EU-TIRADS, რომელიც ხშირ შემთხვევაში, საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ „არასაჭირო“ ასპირაციული ბიოფსია
  • ციტოლოგიური კვლევა - რომლის საფუძველზეც წყდება ოპერაციული ჩარევის საკითხი
  • კვანძების ქირურგიული მკურნალობა, რომლითაც ამაყები ვართ, ვინაიდან ჩვენს კლინიკაში ოპერაციულ ჩარევებს ახორციელებს საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე ონკო-ქირურგი, პროფესორი ლევან რამიშვილი და მისი გუნდი.
  • ოპერაციის დროს ასევე ვსარგელობთ - ნეირომონიტორინგით - რაც თავიდან გვაცილებს ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციული მკურნალობის ყველაზე ხშირ გართულებას - ხორხის შებრუნებული ნერვის დაზიანებას, რაც ხმის დაკარგვით გამოიხატება და ექსპრეს-მორფოლოგიით
  • მორფოლოგიური კვლევა, რომელიც ასევე საშუალებას გვაძლევს, დავგეგმოთ ოპერაციული ჩარევის შემდგომ რადიოაქტიური იოდის საჭიროება/დაკვირვების შემდგომი გეგმა

ასე რომ, ჩვენთან მოსული პაციენტი, კვლევების შემდგომ, ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს როგორც მისი დაავადების შესახებ, ასევე მისი მართვისა თუ მკურნალობის შესახებ.

R

ჩანთასა და მაისურებზე დასაბეჭდი ორიგინალური იდეები ზაფხულისთვის

ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით „ნავნემ“ პანდემიისას არამხოლოდ ბიზნესის გადარჩენა არამედ გაფართოება შეძლო

„მეტრომარტი“ უკვე  Hotsale.ge-ზე - შეიძინე ტექნიკა მნიშვნელოვანი დანაზოგით

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"