პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში ყველანაირი ჰესი უნდა აშენდეს! არა ჰესებს, ნიშნავს არა ქვეყნის მომავალს, თუმცა ეს არ ნიშნავს ცუდი პროექტების მხარდაჭერას" - რას წერს რომან გოცირიძე
"საქართველოში ყველანაირი ჰესი უნდა აშენდეს! არა ჰესებს, ნიშნავს არა ქვეყნის მომავალს, თუმცა ეს არ ნიშნავს ცუდი პროექტების მხარდაჭერას" - რას წერს რომან გოცირიძე

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, რო­მან გო­ცი­რი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს. გო­ცი­რი­ძეს რამ­დე­ნი­მე არ­გუ­მენ­ტი მოჰ­ყავს, თუ რა­ტომ უნდა აშენ­დეს ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბი.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი ჰესი უნდა აშენ­დეს!

როცა ვამ­ბობთ "გი­გან­ტუ­რი ჰესი", ეს უკვე ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ლო­ზუნ­გია. არაა ჰესი გი­გან­ტუ­რი, რომ­ლის წყალ­სა­ცა­ვი ჟინ­ვა­ლის წყალ­სა­ცავ­ზე ორ­ჯერ ნაკ­ლე­ბია. დიდი ჰე­სია. ათ­ჯერ ნაკ­ლე­ბიც რომ იყოს, ბუ­ნე­ბა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას ვერ ავი­ცი­ლებთ. ნე­ბის­მი­ე­რი ჰესი ზე­მოქ­მე­დებს გა­რე­მო­ზე და ყო­ველ­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბა მისი მშე­ნებ­ლო­ბის გა­ჩე­რე­ბის სა­ბა­ბი.

ორ­მოც­და­ა­თამ­დე ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბაა გა­ჩე­რე­ბუ­ლი. თუ რა­ტომ მოხ­და ეს, ცალ­კე სა­უბ­რის თემა. მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა, რო­მელ­საც ხალ­ხი არა­ფერ­ში ენ­დო­ბა და ამის სა­მარ­თლი­ა­ნი სა­ფუძ­ვე­ლიც აქვს.

სა­ქარ­თვე­ლოს, გარ­და ჰე­სე­ბი­სა, სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არა აქვს. სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა კი­დევ უფრო უა­რე­სია. იმ ტყის ფარ­თო­ბი, რაც გა­ზი­სა და ენერ­გე­ტი­კის სექ­ტო­რის კო­ლაფ­სის გამო გა­ი­ჩე­ხა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყვე­ლა ასა­შე­ნე­ბე­ლი ჰე­სის მიერ ჩა­სა­ძირ ტყის ფარ­თობს აღე­მა­ტე­ბა. ქარ­სა­ფა­რი ზო­ლე­ბიც კი გა­ნად­გურ­და, რომ­ლის აღ­დგე­ნა ფი­ნან­სუ­რად და ფი­ზი­კუ­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ამის რე­სურ­სი რომც იყოს, მრა­ვა­ლი ათე­უ­ლი წელი დას­ჭირ­დე­ბა. ეს ერთი, ყვე­ლას­თვის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი მა­გა­ლი­თია, თო­რემ, თუ რას ნიშ­ნავს ეკო­ნო­მი­კუ­რად, ფი­ნან­სუ­რად და პო­ლი­ტი­კუ­რად იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი სხვა, პირ­ველ რიგ­ში ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნა­ზე, ამას დიდი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა არ სჭირ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კა დღეს მთლი­ა­ნად და­მო­კი­დე­ბუ­ლია რუ­სეთ­ზე და არა მხო­ლოდ მზარ­დი იმ­პორ­ტის გამო. ენ­გურ­ზე დენი ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მო­მუ­შავ­დე­ბა. ნე­ბის­მი­ერ წამს შე­უძ­ლია რუ­სეთს ქვეყ­ნის ჩაბ­ნე­ლე­ბა. რა­ტომ არ აკე­თებს ამას? არ უღირს. მო­უ­წევს აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და მისი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის მო­მა­რა­გე­ბა რუ­სე­თი­დან, თა­ნაც წამ­გე­ბი­ა­ნად-ღა­ტაკ აფხა­ზეთ­ში ვე­რა­ვინ გა­და­იხ­დის დე­ნის სა­ფა­სურს სა­ბაზ­რო ფა­სებ­ში. მრა­ვა­ლი ათე­უ­ლი წელი იქ­ნე­ბა სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლი. დღეს ამას სა­ქარ­თვე­ლო აკე­თებს - უფა­სოდ ვაწ­ვდით დენს, შიდა დის­ტრი­ბუ­ცი­აც ფაქ­ტობ­რი­ვად უფა­სოა, სიმ­ბო­ლუ­რი ფა­სის გა­დახ­დაც კი უჭირთ. რუ­სე­თი­სათ­ვის აფხა­ზე­თი უფრო პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ვის­ტკი­ვი­ლია, ვიდ­რე ეკო­ნო­მი­კუ­რი. რომ დას­ჭირ­დეს, მის­თვის წვე­თი ზღვა­შია ის ხარ­ჯე­ბი, რომ­ლის გა­ღე­ბაც შე­იძ­ლე­ბა მო­უ­წი­ოს.

რა­ტომ ვართ იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ხა­დოთ სულ უფრო მზარ­დი ხარ­კი ნა­ტუ­რით? იმი­ტომ, რომ ენ­გუ­რის, მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი სად­გუ­რის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კა. სუ­ლაც ასი პრო­ცენ­ტი რომ წა­ი­ღოს აფხა­ზეთ­მა (რუ­სეთ­მა), მას მა­ინც ვერ გა­ვა­ჩე­რებთ, რად­გან, რო­გორც ით­ქვა, გარ­და დე­ნის მი­წო­დე­ბი­სა, მას სხვა ფუნ­ქცი­აც აკის­რია. ამ ვი­თა­რე­ბის დაძ­ლე­ვას სჭირ­დე­ბა უზარ­მა­ზა­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და პირ­ველ რიგ­ში, ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში.

ან­ბა­ნუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ენერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბა ნიშ­ნავს ტრა­დი­ცი­უ­ლი ენერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­საც. მზე ღა­მით არ ანა­თებს და ქა­რიც ყო­ველ­თვის ერ­თნა­ი­რად არ უბე­რავს. თა­ნაც, მის გან­ვი­თა­რე­ბას სჭირ­დე­ბა მსყიდ­ვე­ლო­ბი­თუ­ნა­რი­ა­ნო­ბის მქო­ნე მო­სახ­ლე­ო­ბა და ბიზ­ნე­სი, ანუ მშპ-ს იმ დო­ნემ­დე ზრდა, რომ ძვი­რი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის შე­ძე­ნა შე­გეძ­ლოს. ესეც მრა­ვა­ლი ათე­უ­ლი წლის პერ­სპექ­ტი­ვაა. ბუ­ნე­ბამ გვი­ბო­ძა სიმ­დიდ­რე და ახლა ის უნდა მო­ვიხ­მა­როთ გო­ნივ­რუ­ლად.

არ არ­სე­ბობს საქ­მის მცოდ­ნე არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი (გარ­და იმ გუ­ლუბ­რყვი­ლო მო­სა­უბ­რე­ე­ბი­სა, რაც ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან გვეს­მის), რომ ჩვე­ნი რე­სურ­სე­ბის და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მქო­ნე ქვე­ყა­ნა­ში (ღა­ტა­კე­ბი ვართ, ერთ სულ­ზე 4 ათა­სი დო­ლა­რი მშპ-თი) რა­ი­მე სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა და­ა­სა­ბუ­თოს.

არა ჰე­სებს, ნიშ­ნავს არა სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალს. ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს ცუდი პრო­ექ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რას.

დიახ, გვინ­და მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სტან­დარ­ტე­ბით აშე­ნე­ბუ­ლი ენერ­გო­ო­ბი­ექ­ტე­ბი, ალ­ტე­ნა­ტი­უ­ლე­ბიც, ოღონდ, როცა ევ­რო­პა­ში დენი 20-30 ცენ­ტი ღირს და მხო­ლოდ კო­სო­ვო და სა­ქარ­თვე­ლოა ის ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მხო­ლოდ 6 ცენ­ტია (მოლ­დო­ვა­შიც კი თით­ქმის ორ­ჯერ ძვი­რია), შან­სი ენერ­გე­ტი­კა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვი­სა უკი­დუ­რე­სად რთუ­ლია (ამი­ტომ იძ­ლე­ვა სა­ხელ­მწი­ფო გა­რან­ტი­ებს, რაც მხო­ლოდ უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში უნდა მოხ­დეს). და­ბა­ლია ტა­რი­ფი, ღა­ტა­კია ქვე­ყა­ნა.

როცა შე­მო­სავ­ლე­ბი გაგ­ვეზ­რდე­ბა, მა­შინ ბევ­რი გვექ­ნე­ბა ქა­რი­სა და მზის სად­გუ­რე­ბიც (რაც მა­ინც ვერ შეც­ვლის სა­ბა­ზი­სო სად­გუ­რებს) და ინ­ვეს­ტო­რებ­საც არ ექ­ნე­ბათ თა­ვი­ან­თი და­ბან­დე­ბე­ბის და­კარ­გვის შიში.

სიმ­დიდ­რის ცვლი­ლე­ბა აზ­როვ­ნე­ბის ცვლი­ლე­ბა­საც იწ­ვევ­სო, ამ­ბო­ბენ ფი­ლო­სო­ფი­სე­ბი. ერთი ცნო­ბი­ლი მა­ტე­რი­ა­ლის­ტი ფი­ლო­სო­ფო­სის აზ­რით, ქოხ­ში უფრო სხვა­ნა­ი­რად აზ­როვ­ნე­ბე­ნო, ვიდ­რე სა­სახ­ლე­ში. ამის თქმა იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად სჭირ­დე­ბო­და, რომ ყო­ფი­ე­რე­ბა გან­სა­ზღვრავს ცნო­ბი­ე­რე­ბას და არა პი­რი­ქით. ვი­ნაა სწო­რი არა­ვინ იცის - ქათ­მი­სა და კვერ­ცხის ამ­ბა­ვია. ეს მუდ­მი­ვი და­ვაა მა­ტე­რი­ა­ლის­ტებ­სა და იდე­ა­ლის­ტებს შო­რის. თუ დიდი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი პრობ­ლე­მი­დან ჩვე­ნი ბედკ­რუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფით პრობ­ლე­მებს და­ვუბ­რუნ­დე­ბით, როცა დენი გაქვს, უფრო სხვა­ნა­ი­რად აზ­როვ­ნებ, ვიდ­რე როცა არა გაქვს. ეს ჩვენს თავ­ზეც გა­მოვ­ცა­დეთ ითხმოც­და­ა­თი­ან წლებ­ში".

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
2

ხელისუფლება ერთიანია, ის არ იყოფა პოზიცია ოპოზიციად, ის მხოლოდ შტოებადაა დაყოფილი-პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო და პრეზიდენტი , ეგარი და გორიციხე ! ოპოზიციაც ხელისუფლებაა, ამაში გაძლევთ ხელფასს- ხელისუფალის ხელფასს , სამივლინებოს, საწარმომადგენლოს, ტელეფონის, ინტერნეტის საწვავის და განათება გათბობის და ჭერს თავზე სამუშაოდ ! ახლა ჩაგდებენ !

ხალხის ძახილი!
11

ხისთავიანო! აქ ჰესის მშენებლობა, არ მშენებლობაზე, არ არის საუბარი. აქ საუბარია, სახელმწიფოსთვის, ცალმხრივ კაბალურ, სახელშეკრულებო პირობებზე. ეს ვერ გაგიგია და რა გინდა პოლიტიკაში, თუ შემოგდებული ხარ ხალხის ნერვების ასაშლელად. გააგებინე ხალხს, რას აკეთებ, რითი ირჩენ თავს.

ავტორი:

"საქართველოში ყველანაირი ჰესი უნდა აშენდეს! არა ჰესებს, ნიშნავს არა ქვეყნის მომავალს, თუმცა ეს არ ნიშნავს ცუდი პროექტების მხარდაჭერას" - რას წერს რომან გოცირიძე

"საქართველოში ყველანაირი ჰესი უნდა აშენდეს! არა ჰესებს, ნიშნავს არა ქვეყნის მომავალს, თუმცა ეს არ ნიშნავს ცუდი პროექტების მხარდაჭერას" - რას წერს რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე საქართველოში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს. გოცირიძეს რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს, თუ რატომ უნდა აშენდეს ჰიდროელექტროსადგურები.

"საქართველოში ყველანაირი ჰესი უნდა აშენდეს!

როცა ვამბობთ "გიგანტური ჰესი", ეს უკვე ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო ლოზუნგია. არაა ჰესი გიგანტური, რომლის წყალსაცავი ჟინვალის წყალსაცავზე ორჯერ ნაკლებია. დიდი ჰესია. ათჯერ ნაკლებიც რომ იყოს, ბუნებაზე ზემოქმედებას ვერ ავიცილებთ. ნებისმიერი ჰესი ზემოქმედებს გარემოზე და ყოველთვის მოიძებნება მისი მშენებლობის გაჩერების საბაბი.

ორმოცდაათამდე ჰესის მშენებლობაა გაჩერებული. თუ რატომ მოხდა ეს, ცალკე საუბრის თემა. მთავარი დამნაშავე ხელისუფლებაა, რომელსაც ხალხი არაფერში ენდობა და ამის სამართლიანი საფუძველიც აქვს.

საქართველოს, გარდა ჰესებისა, სხვა ალტერნატივა არა აქვს. სხვა ალტერნატივა კიდევ უფრო უარესია. იმ ტყის ფართობი, რაც გაზისა და ენერგეტიკის სექტორის კოლაფსის გამო გაიჩეხა საქართველოში, ყველა ასაშენებელი ჰესის მიერ ჩასაძირ ტყის ფართობს აღემატება. ქარსაფარი ზოლებიც კი განადგურდა, რომლის აღდგენა ფინანსურად და ფიზიკურად წარმოუდგენელია. ამის რესურსი რომც იყოს, მრავალი ათეული წელი დასჭირდება. ეს ერთი, ყველასთვის შეუმჩნეველი მაგალითია, თორემ, თუ რას ნიშნავს ეკონომიკურად, ფინანსურად და პოლიტიკურად იყო დამოკიდებული სხვა, პირველ რიგში ოკუპანტ ქვეყანაზე, ამას დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება.

საქართველოს ენერგეტიკა დღეს მთლიანად დამოკიდებულია რუსეთზე და არა მხოლოდ მზარდი იმპორტის გამო. ენგურზე დენი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამომუშავდება. ნებისმიერ წამს შეუძლია რუსეთს ქვეყნის ჩაბნელება. რატომ არ აკეთებს ამას? არ უღირს. მოუწევს აფხაზეთის მოსახლეობისა და მისი სამხედრო ბაზების მომარაგება რუსეთიდან, თანაც წამგებიანად-ღატაკ აფხაზეთში ვერავინ გადაიხდის დენის საფასურს საბაზრო ფასებში. მრავალი ათეული წელი იქნება სუბსიდირებული. დღეს ამას საქართველო აკეთებს - უფასოდ ვაწვდით დენს, შიდა დისტრიბუციაც ფაქტობრივად უფასოა, სიმბოლური ფასის გადახდაც კი უჭირთ. რუსეთისათვის აფხაზეთი უფრო პოლიტიკური თავისტკივილია, ვიდრე ეკონომიკური. რომ დასჭირდეს, მისთვის წვეთი ზღვაშია ის ხარჯები, რომლის გაღებაც შეიძლება მოუწიოს.

რატომ ვართ იძულებული ვიხადოთ სულ უფრო მზარდი ხარკი ნატურით? იმიტომ, რომ ენგურის, მარეგულირებელი სადგურის გარეშე არ არსებობს საქართველოს ენერგეტიკა. სულაც ასი პროცენტი რომ წაიღოს აფხაზეთმა (რუსეთმა), მას მაინც ვერ გავაჩერებთ, რადგან, როგორც ითქვა, გარდა დენის მიწოდებისა, მას სხვა ფუნქციაც აკისრია. ამ ვითარების დაძლევას სჭირდება უზარმაზარი ინვესტიციები და პირველ რიგში, ჰიდროენერგეტიკის სექტორში.

ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება ნიშნავს ტრადიციული ენერგეტიკის განვითარებასაც. მზე ღამით არ ანათებს და ქარიც ყოველთვის ერთნაირად არ უბერავს. თანაც, მის განვითარებას სჭირდება მსყიდველობითუნარიანობის მქონე მოსახლეობა და ბიზნესი, ანუ მშპ-ს იმ დონემდე ზრდა, რომ ძვირი ელექტროენერგიის შეძენა შეგეძლოს. ესეც მრავალი ათეული წლის პერსპექტივაა. ბუნებამ გვიბოძა სიმდიდრე და ახლა ის უნდა მოვიხმაროთ გონივრულად.

არ არსებობს საქმის მცოდნე არცერთი ადამიანი (გარდა იმ გულუბრყვილო მოსაუბრეებისა, რაც ტელეეკრანებიდან გვესმის), რომ ჩვენი რესურსების და ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყანაში (ღატაკები ვართ, ერთ სულზე 4 ათასი დოლარი მშპ-თი) რაიმე სხვა ალტერნატივა დაასაბუთოს.

არა ჰესებს, ნიშნავს არა საქართველოს მომავალს. ეს სულაც არ ნიშნავს ცუდი პროექტების მხარდაჭერას.

დიახ, გვინდა მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებით აშენებული ენერგოობიექტები, ალტენატიულებიც, ოღონდ, როცა ევროპაში დენი 20-30 ცენტი ღირს და მხოლოდ კოსოვო და საქართველოა ის ქვეყნები, სადაც ელექტროენერგიის ღირებულება მხოლოდ 6 ცენტია (მოლდოვაშიც კი თითქმის ორჯერ ძვირია), შანსი ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვისა უკიდურესად რთულია (ამიტომ იძლევა სახელმწიფო გარანტიებს, რაც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს). დაბალია ტარიფი, ღატაკია ქვეყანა.

როცა შემოსავლები გაგვეზრდება, მაშინ ბევრი გვექნება ქარისა და მზის სადგურებიც (რაც მაინც ვერ შეცვლის საბაზისო სადგურებს) და ინვესტორებსაც არ ექნებათ თავიანთი დაბანდებების დაკარგვის შიში.

სიმდიდრის ცვლილება აზროვნების ცვლილებასაც იწვევსო, ამბობენ ფილოსოფისები. ერთი ცნობილი მატერიალისტი ფილოსოფოსის აზრით, ქოხში უფრო სხვანაირად აზროვნებენო, ვიდრე სასახლეში. ამის თქმა იმის დასამტკიცებლად სჭირდებოდა, რომ ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას და არა პირიქით. ვინაა სწორი არავინ იცის - ქათმისა და კვერცხის ამბავია. ეს მუდმივი დავაა მატერიალისტებსა და იდეალისტებს შორის. თუ დიდი ფილოსოფიური პრობლემიდან ჩვენი ბედკრული საქართველოს ყოფით პრობლემებს დავუბრუნდებით, როცა დენი გაქვს, უფრო სხვანაირად აზროვნებ, ვიდრე როცა არა გაქვს. ეს ჩვენს თავზეც გამოვცადეთ ითხმოცდაათიან წლებში".

ოფშორებიდან საქართველოში 5.2 მლრდ დოლარამდე ინვესტიცია შემოვიდა, მათგან 10 კომპანია ივანიშვილთან არის კავშირში -  "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიში

მთავრობა 350 თეთრ პიკაპს ყიდულობს, რაშიც 35 800 000-მდე ლარს დახარჯავს

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული ქართველების ნაწილს სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანენ - დასაქმების სააგენტო