პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ 14 წელიწადში ქართველი ბავშვებისთვის ბევრი რამ გავაკეთე, დრო ტყუილად არ გამიფლანგავს" - ცუცა კაპანაძე ამერიკულ ცხოვრებასა და მეგობრობაზე, რომელიც ემიგრაციამ გამოსცადა
"ამ 14 წელიწადში ქართველი ბავშვებისთვის ბევრი რამ გავაკეთე, დრო ტყუილად არ გამიფლანგავს" - ცუცა კაპანაძე ამერიკულ ცხოვრებასა და მეგობრობაზე, რომელიც ემიგრაციამ გამოსცადა

14 წლის წინ ამე­რი­კა­ში ემიგ­რან­ტე­ბის დიდ ლაშ­ქარს ცუცა კა­პა­ნა­ძეც შე­უ­ერ­თდა. იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო არ არის, რად­გან დრო უქ­მად არ გა­მიფ­ლან­გავს, სა­სარ­გებ­ლო საქ­მეს ვა­კე­თებ­დიო... ბოლო დროს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნიუ-იორ­კის ქუ­ჩე­ბი­დან ამა თუ იმ ვი­დე­ოს გვაწ­ვდის, სა­დაც ძი­რი­თა­დად ლექ­სებს ჩვენ­თვის კი­თხუ­ლობს. ცოტა ხნის წინ შე­ვეხ­მი­ა­ნეთ, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და და გუ­ლი­ა­ნა­დაც გვე­სა­უბ­რა. „სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ვერ ჩა­მოვ­დი­ვარ, ჩა­ვარ­დნე­ბი მაქვს - ასე ორი-სამი წელი, რა­ზეც ვწუხ­ვარ. ბო­ლოს, 2 წლის წინ, ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლის ფილ­მის („ბრა­ი­ტო­ნი 4“) გამო ჩა­მო­ვე­დი, მე გა­და­მი­ღო. გა­და­ღე­ბა ნიუ-იორკშიც იყო და სა­ქარ­თვე­ლო­შიც... სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად დაბ­რუ­ნე­ბას ასე 5-6 წე­ლი­წად­ში ვგეგ­მავ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე მინ­და... აქ ნოს­ტალ­გია ყვე­ლა ქარ­თველს აქვს, სხვა­ნა­ი­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია - როცა შორს ხარ შენი ოჯა­ხის­გან, ქვეყ­ნის­გან, მშობ­ლი­უ­რი ყვე­ლა­ფე­რი გე­ნატ­რე­ბა, მაგ­რამ თავს არ ვაძ­ლევ იმის უფ­ლე­ბას, რომ ეს გრძნო­ბა მო­მე­ძა­ლოს. მას რაც უფრო ჩა­უღ­რმავ­დე­ბი, უფრო გტკი­ვა. კი, ემიგ­რა­ცი­ა­ში შენი ქვე­ყა­ნა სხვა ტკი­ვი­ლით გტკი­ვა, შო­რი­დან სხვა თვა­ლით უყუ­რებ. ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა - ბევ­რი რა­მის გა­და­ფა­სე­ბა ხდე­ბა. ბოლო დროს ამ მო­ნატ­რე­ბის გრძნო­ბას კი ასე ვშვე­ლი - ლექ­სე­ბის კი­თხვა და­ვი­წყე და ამის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ებს ვწერ. თა­ვი­დან შექ­სპი­რის სო­ნე­ტებს ვკი­თხუ­ლობ­დი, ახლა - ქარ­თველ პო­ე­ტებს, მინ­და, პრო­ზაც წა­ვი­კი­თხო. თე­ატ­რი გა­ჩე­რე­ბუ­ლი რომ არის, სცე­ნაც ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა. მხატ­ვრულ კი­თხვას ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან მარ­თლაც გა­მოვ­ყა­ვარ. მერე ვი­დე­ო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რომ ვა­თავ­სებ, კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს, მოს­წონთ. გვი­ლა­მა­ზებ ცხოვ­რე­ბა­სო - მე­უბ­ნე­ბი­ან, მეც მი­ხა­რია და უფრო ვთა­მამ­დე­ბი. თუ ვინ­მეს ტკი­ვილს შე­ვუმ­სუ­ბუ­ქებ, შვე­ბას იგ­რძნობს, გამ­ხნევ­დე­ბა, მა­გას რა სჯო­ბია?!. წუ­წუ­ნი არ მიყ­ვარს, პი­რი­ქით, ჩემ­გან გამ­ხნე­ვე­ბას ელი­ან"...

- ისე, 14 წელი არ არის ცოტა...

- წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ არის, ვერც ვი­ფიქ­რებ­დი, რომ 14 წელი ასე მალე გაფ­რინ­დე­ბო­და. სწრა­ფად გა­დის დრო. მი­მაჩ­ნია, რომ ეს წლე­ბი არ არის და­კარ­გუ­ლი, რად­გან ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბის­თვის ბევ­რი რამ გა­ვა­კე­თე. დრო ტყუ­ი­ლად არ გა­მიფ­ლან­გავს.

- რო­გო­რი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა შენ­თვის და რო­გო­რი აღ­მოჩ­ნდა ამე­რი­კა?

- ძა­ლი­ან კარ­გი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ალ­ბათ მკი­თხავ, - მა­შინ რა­ტომ წახ­ვე­დიო? სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­მოს­ვლამ იმი­ტომ მო­მი­წია, რომ იმ პე­რი­ოდ­ში „პა­სე­ან­სი“ უკვე და­ხუ­რუ­ლი იყო, სე­რი­ა­ლე­ბი - „კექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში“ და „ყავა და ლუდი,“ სა­დაც გა­და­მი­ღეს, ასე­ვე და­ი­ხუ­რა. „პა­სი­ან­სე­ლე­ბი“ ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ატრ-სტუ­დია „მოდი-ნა­ხეს“ მსა­ხი­ო­ბე­ბი ვი­ყა­ვით და ბო­ლოს იქაც 80 ლარი მქონ­და ხელ­ფა­სი, თუმ­ცა დღემ­დე ვაგ­რძე­ლებ ამ თე­ატრთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. ოღონდ, პან­დე­მია ამა­შიც მიშ­ლის ხელს, 2 წე­ლი­წა­დია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­ღარ ჩა­მო­ვე­დი - სა­ქარ­თვე­ლო და ჩემი თე­ატ­რიც ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა. ...ამე­რი­კა­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ გვერ­დში და­მიდ­გნენ - ბა­ტო­ნი ვიქ­ტორ სი­რელ­სო­ნი და ქალ­ბა­ტო­ნი ლიკა ბახ­ტუ­რი­ძე-სი­რელ­სო­ნი, რომ­ლებ­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცეს, ძა­ლი­ან ად­ვი­ლად გა­მე­კე­თე­ბი­ნა სა­ბუ­თი „ექ­სტრა ორ­დი­ნა­რი“.

- ეს რას ნიშ­ნავს?

- შენს ქვე­ყა­ნა­ში რომ ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ხარ და უცხო ქვეყ­ნის­თვის სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნი... აქ არის ნიუ-იორ­კის ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრი Dancing Crane, რო­მე­ლიც უკვე არ­სე­ბო­ბის 26 წელს ით­ვლის. მოკ­ლედ, მე, ქალ­ბა­ტონ­მა ლი­კამ, მსა­ხი­ობ­მა ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ან­მა (ჩვენ ერ­თად წა­მო­ვე­დით ემიგ­რა­ცი­ა­ში) გა­დავ­წყვი­ტეთ, ნიუ-იორ­კის ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ეს იმის­თვის, რომ არ მოვ­წყვე­ტი­ლი­ყა­ვით ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბას და სუ­ლი­ე­რად არ გავ­ტე­ხი­ლი­ყა­ვით. ძა­ლი­ან კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. ფაქ­ტობ­რი­ვად, მეც და ქალ­ბა­ტო­ნი ხა­თუ­ნაც თე­ატრმა გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა. რომ არა თე­ატ­რი და კულ­ტუ­რის ცენ­ტრი, ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და. დიდი მად­ლო­ბა ამე­რი­კას, რომ გა­და­მარ­ჩი­ნა და სა­ერ­თოდ, ბევ­რი ემიგ­რან­ტი გა­და­არ­ჩი­ნა. ამ ქვეყ­ნის უდი­დე­სი მად­ლი­ე­რი ვარ და ვიქ­ნე­ბი! ჩვე­ნი მხრი­დან კი გა­და­ვარ­ჩი­ნეთ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხე­ბი, და­ვეხ­მა­რეთ მე­გობ­რებს, ახ­ლობ­ლებს... ...2008 წლის 15 სექ­ტემ­ბერს ან­ტერ­კო­ლე­ჯის 600-კა­ცი­ა­ნი დარ­ბა­ზი გა­და­ჭე­დი­ლი იყო მა­ყუ­რებ­ლით, რო­დე­საც ვი­თა­მა­შეთ სპექ­ტაკ­ლი ოტია იო­სე­ლი­ა­ნის „6 ში­ნა­ბე­რა და ერთი მა­მა­კა­ცი“. სპექ­ტაკ­ლი რომ დამ­თავ­რდა, მე და ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ან­მა ერ­თად ვიყ­ვი­რეთ - „ჰოპ­ლა, ჩვენ ვცო­ცხლობთ!“ ჩა­ვე­ხუ­ტეთ ერ­თმა­ნეთს და ბევ­რი ვი­ტი­რეთ. ასე რომ, ნიუ-იორ­კის ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრმა მარ­თლაც გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა.

- ცენ­ტრი რას მო­ი­ცავს?

- ცენ­ტრს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ყვე­ლა დარ­გი აქვს, სა­დაც ჭეშ­მა­რი­ტი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბი იზ­რდე­ბი­ან. თა­ვი­ან­თი ქვე­ყა­ნა რომ უყ­ვართ, არას­დროს რომ მო­წყდე­ბი­ან ფეს­ვებს და სა­ქარ­თვე­ლოც ია­მა­ყებს ამ შვი­ლე­ბით. მათ­გან ბევ­რს აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის სურ­ვი­ლი.

- პან­დე­მი­ამ ალ­ბათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელი თქვენც შე­გი­შა­ლათ...

- პან­დე­მი­ის გამო 7 თვე და­ხუ­რუ­ლი ვი­ყა­ვით, რის გა­მოც დიდი გა­და­სა­ხა­დი დაგ­ვიგ­როვ­და, რო­მელ­საც ალ­ბათ ნელ-ნელა გა­და­ვიხ­დით... ახლა, რო­გორც იქნა, გა­იხ­სნა ჩვე­ნი კულ­ტუ­რის ცენ­ტრი. უკვე აქ­ტი­უ­რად არის ყვე­ლა კლა­სი საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი, თუმ­ცა აქამ­დეც ვმუ­შა­ობ­დით, ოღონდ, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა გვქონ­და. ცხა­დია, ცეკ­ვი­სა და ბა­ლე­ტის გარ­და. ცეკ­ვა და ბა­ლე­ტი ონ­ლა­ინ არ გა­მო­დის... ახლა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო „სა­ქარ­თვე­ლოო, ლა­მა­ზო“ მი­ვუ­ძღვე­ნით, 22 მა­ისს გვქონ­და ღო­ნის­ძი­ე­ბა. სა­ბავ­შვო თე­ატ­რში პა­ტა­რა ჯგუ­ფი მყავს და ეს სა­ღა­მო მათ­თან მო­ვამ­ზა­დე. 11 ივ­ნისს კი მი­უ­ზიკ­ლი - „რწყი­ლი და ჭი­ან­ჭვე­ლა“ გვექ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მოზ­რდილ­თა თე­ატრს, მე და ქალ­ბა­ტონ­მა ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ან­მა „ძველ ვო­დე­ვი­ლებ­ზე“ და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა. ჩემ­თან ერ­თად, იმე­და არა­ბულ­მა უნდა ითა­მა­შოს. პან­დე­მი­ამ, რო­გორც გი­თხა­რით, კი შეგ­ვა­ფერ­ხა, მაგ­რამ იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ გა­ვაგ­რძე­ლებთ. შე­იძ­ლე­ბა, ეს სპექ­ტაკ­ლი ლიკა სი­რელ­სონ­მა და ნუგ­ზარ ბუ­ცხრი­კი­ძემ დად­გან, ვნა­ხოთ...

ისე, არი­ან ბავ­შვე­ბი, რო­მელ­თა მშობ­ლებს დღემ­დე ეში­ნი­ათ შვი­ლე­ბის ცენ­ტრში გა­მოშ­ვე­ბა, არა­და, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ბავ­შვი სახ­ლში რომ არის ჩა­კე­ტი­ლი და ნე­ბის­მი­ერ გაკ­ვე­თილს ონ­ლა­ინ იღებს?! მე­ო­რეა, მშობ­ლებს ეში­ნი­ათ და ვე­რა­ვის და­ა­ძა­ლებ, რე­პე­ტი­ცი­ა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად მო­იყ­ვა­ნოს... ახლა ამ­დენხნი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ რომ შე­ვიკ­რი­ბეთ, ისე­თი ხმა­უ­რი და აჟი­ო­ტა­ჟი იყო, ვინ გის­მენ­და? - მივ­ხვდი, რომ ვერ და­ვა­წყნა­რებ­დი, რად­გა­ნაც მო­ნატ­რე­ბუ­ლი ჰყავ­დათ ერ­თმა­ნე­თი, ეხუ­ტე­ბოდ­ნენ, ტი­როდ­ნენ, იცი­ნოდ­ნენ. მათი შემ­ყუ­რე კი­დევ ერთხელ მივ­ხვდი, - რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა სი­ცო­ცხლე! პან­დე­მი­ამ გა­მო­ავ­ლი­ნა, კი­დევ ერთხელ რომ მთა­ვა­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია, რომ ამას ძა­ლი­ან უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ. ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი თა­ო­ბებ­მა დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მო­ი­ტა­ნეს აქამ­დე... ამა­ყი ვარ, რომ ამ კარგ ბავ­შვებ­თან მი­წევს მუ­შა­ო­ბა, თა­ო­ბას­თან რო­მე­ლიც მე­ა­მა­ყე­ბა. მათ გა­რე­შე მო­მა­ვალ­ზე ვერ იფიქ­რებ - მინ­და, ჩემი ქვე­ყა­ნა თა­ვი­სუ­ფა­ლი და გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი იყოს.

- რო­გორ არის ქალ­ბა­ტო­ნი ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ა­ნი. ცოტა ხნის წინ მისი ცოტა სევ­დი­ა­ნი ვი­დეო ვნა­ხე ოკე­ა­ნის ნა­პირ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი...

- ქალ­ბა­ტო­ნი ხა­თუ­ნა პან­დე­მი­ის გამო ონ­ლა­ინ არის ყვე­ლა­ფერ­ში ჩარ­თუ­ლი და აქ­ტი­უ­რი. კვი­რა­ში ერთხელ მას­თან მივ­დი­ვარ, სულ ვმუ­შა­ობთ, პი­ე­სებს ვარ­ჩევთ, ვლა­პა­რა­კობთ დად­გმულ სპექ­ტაკ­ლებ­ზე. მა­საც ენატ­რე­ბა თა­მა­ში. სა­ერ­თოდ, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ხე­ლო­ვა­ნი ხარ თუ არა, როცა შენი საყ­ვა­რე­ლი საქ­მის კე­თე­ბა გე­ნატ­რე­ბა, ძა­ლი­ან ძნე­ლია. სევ­დი­ა­ნი ალ­ბათ ვი­დე­ო­ში ამის გამო ჩან­და. რა თქმა უნდა, ქალ­ბა­ტონ ხა­თუ­ნას ძა­ლი­ან ენატ­რე­ბა ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, მაგ­რამ ხომ გი­თხა­რით, ორი­ვე­ნი მალე დავ­ბრუნ­დე­ბით, ამა­ზე ხში­რად ვლა­პა­რა­კობთ... ახლა ძა­ლი­ან უნდა, რომ დად­გას ორ­კა­ცი­ა­ნი სპექ­ტაკ­ლი, სა­დაც ორი­ვე ვი­თა­მა­შებთ, თუმ­ცა ახლა ამ პან­დე­მი­ის გა­დამ­კი­დე, ვე­რა­ფერს ვგეგ­მავთ. მაგ­რამ ჩვენ მა­ინც გა­უ­ტე­ხე­ლი ოპ­ტი­მის­ტე­ბი ვართ, ძვე­ლი გვარ­დია, სტამ­ბო­ლის კა­ჟე­ბი, ყვე­ლა­ფერს და­ვა­მარ­ცხებთ, მა­ინც ვი­თა­მა­შებთ და ორი­ვე ისევ და­ვი­ძა­ხებთ - „ჰოპ­ლა, ჩვენ ვცო­ცხლობთ!“

- ამე­რი­კამ ძა­ლი­ან და­გა­ახ­ლო­ვათ და და­გა­მე­გობ­რათ, ხომ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში თავ­გა­დაკ­ლუ­ლი მე­გობ­რე­ბი არ ვყო­ფილ­ვართ. უბ­რა­ლოდ, ერ­თმა­ნეთს კარ­გად ვიც­ნობ­დით და ეს იყო. ჩვენ ნიუ-იორკმა დაგ­ვა­მე­გობ­რა. აქ ისე შევ­სის­ხლხორ­ცდით, რომ სულ მე­უბ­ნე­ბა, - ჩემი მა­კას­გან ვერ გარ­ჩევ. ასე მგო­ნია, მე გა­გა­ჩი­ნეო, - 14 წელი არ არის ცოტა. მე­გო­ბარს გა­მოც­და სჭირ­დე­ბა, ჩვენ ერ­თმა­ნე­თი ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­მოვ­ცა­დეთ. ნათ­ქვა­მი კია - „ასი ფუთი მა­რი­ლი რომ შე­ჭა­მო, ადა­მი­ანს მა­ინც ვერ ამო­იც­ნო­ბო“, მაგ­რამ ჩვენ­მა სიყ­ვა­რულ­მა და მე­გობ­რო­ბამ ყვე­ლა­ფერს გა­უძ­ლო და ეს მე­გობ­რო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა სულ! მად­ლო­ბა უფალს, რომ აქ მყავს ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი და ყვე­ლას მად­ლი­ე­რი ვარ, ყვე­ლა მიყ­ვარს... თქვენც ჩემი მე­გობ­რე­ბი ხართ და მიყ­ვარ­ხართ! მად­ლო­ბა, რომ გახ­სო­ვართ და ჩემი ამ­ბე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბით!

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაჰ სოფელო
11

ეჰ, ჩვენ მაინც შენი "მერვეკლასელო" გვიჯობს მანდ მოხვეჭილ ოსკარებსა და ფასკუნჯებს...

კარგები ხართ
0

წარმატებებს გისურვებთ!

ავტორი:

"ამ 14 წელიწადში ქართველი ბავშვებისთვის ბევრი რამ გავაკეთე, დრო ტყუილად არ გამიფლანგავს" - ცუცა კაპანაძე ამერიკულ ცხოვრებასა და მეგობრობაზე, რომელიც ემიგრაციამ გამოსცადა

"ამ 14 წელიწადში ქართველი ბავშვებისთვის ბევრი რამ გავაკეთე, დრო ტყუილად არ გამიფლანგავს" - ცუცა კაპანაძე ამერიკულ ცხოვრებასა და მეგობრობაზე, რომელიც ემიგრაციამ გამოსცადა

14 წლის წინ ამერიკაში ემიგრანტების დიდ ლაშქარს ცუცა კაპანაძეც შეუერთდა. იქ გატარებული წლებით უკმაყოფილო არ არის, რადგან დრო უქმად არ გამიფლანგავს, სასარგებლო საქმეს ვაკეთებდიო... ბოლო დროს სოციალურ ქსელში ნიუ-იორკის ქუჩებიდან ამა თუ იმ ვიდეოს გვაწვდის, სადაც ძირითადად ლექსებს ჩვენთვის კითხულობს. ცოტა ხნის წინ შევეხმიანეთ, ძალიან გაუხარდა და გულიანადაც გვესაუბრა. „საქართველოში ხშირად ვერ ჩამოვდივარ, ჩავარდნები მაქვს - ასე ორი-სამი წელი, რაზეც ვწუხვარ. ბოლოს, 2 წლის წინ, ლევან კოღუაშვილის ფილმის („ბრაიტონი 4“) გამო ჩამოვედი, მე გადამიღო. გადაღება ნიუ-იორკშიც იყო და საქართველოშიც... საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას ასე 5-6 წელიწადში ვგეგმავ. ყოველ შემთხვევაში, ასე მინდა... აქ ნოსტალგია ყველა ქართველს აქვს, სხვანაირად წარმოუდგენელია - როცა შორს ხარ შენი ოჯახისგან, ქვეყნისგან, მშობლიური ყველაფერი გენატრება, მაგრამ თავს არ ვაძლევ იმის უფლებას, რომ ეს გრძნობა მომეძალოს. მას რაც უფრო ჩაუღრმავდები, უფრო გტკივა. კი, ემიგრაციაში შენი ქვეყანა სხვა ტკივილით გტკივა, შორიდან სხვა თვალით უყურებ. ყველაფერი იცვლება - ბევრი რამის გადაფასება ხდება. ბოლო დროს ამ მონატრების გრძნობას კი ასე ვშველი - ლექსების კითხვა დავიწყე და ამის ამსახველ ვიდეოებს ვწერ. თავიდან შექსპირის სონეტებს ვკითხულობდი, ახლა - ქართველ პოეტებს, მინდა, პროზაც წავიკითხო. თეატრი გაჩერებული რომ არის, სცენაც ძალიან მომენატრა. მხატვრულ კითხვას ამ მდგომარეობიდან მართლაც გამოვყავარ. მერე ვიდეოებს სოციალურ ქსელში რომ ვათავსებ, კარგი გამოხმაურება აქვს, მოსწონთ. გვილამაზებ ცხოვრებასო - მეუბნებიან, მეც მიხარია და უფრო ვთამამდები. თუ ვინმეს ტკივილს შევუმსუბუქებ, შვებას იგრძნობს, გამხნევდება, მაგას რა სჯობია?!. წუწუნი არ მიყვარს, პირიქით, ჩემგან გამხნევებას ელიან''...

- ისე, 14 წელი არ არის ცოტა...

- წარმოუდგენელი რამ არის, ვერც ვიფიქრებდი, რომ 14 წელი ასე მალე გაფრინდებოდა. სწრაფად გადის დრო. მიმაჩნია, რომ ეს წლები არ არის დაკარგული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ქართველი ბავშვებისთვის ბევრი რამ გავაკეთე. დრო ტყუილად არ გამიფლანგავს.

- როგორი იყო საქართველოში ცხოვრება შენთვის და როგორი აღმოჩნდა ამერიკა?

- ძალიან კარგი იყო საქართველოში ცხოვრება, მაგრამ ალბათ მკითხავ, - მაშინ რატომ წახვედიო? საქართველოდან წამოსვლამ იმიტომ მომიწია, რომ იმ პერიოდში „პასეანსი“ უკვე დახურული იყო, სერიალები - „კექსი დიდ ქალაქში“ და „ყავა და ლუდი,“ სადაც გადამიღეს, ასევე დაიხურა. „პასიანსელები“ ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია „მოდი-ნახეს“ მსახიობები ვიყავით და ბოლოს იქაც 80 ლარი მქონდა ხელფასი, თუმცა დღემდე ვაგრძელებ ამ თეატრთან თანამშრომლობას. ოღონდ, პანდემია ამაშიც მიშლის ხელს, 2 წელიწადია, საქართველოში ვეღარ ჩამოვედი - საქართველო და ჩემი თეატრიც ძალიან მომენატრა. ...ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ გვერდში დამიდგნენ - ბატონი ვიქტორ სირელსონი და ქალბატონი ლიკა ბახტურიძე-სირელსონი, რომლებმაც საშუალება მომცეს, ძალიან ადვილად გამეკეთებინა საბუთი „ექსტრა ორდინარი“.

- ეს რას ნიშნავს?

- შენს ქვეყანაში რომ ცნობილი მსახიობი ხარ და უცხო ქვეყნისთვის საჭირო ადამიანი... აქ არის ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრი Dancing Crane, რომელიც უკვე არსებობის 26 წელს ითვლის. მოკლედ, მე, ქალბატონმა ლიკამ, მსახიობმა ხათუნა იოსელიანმა (ჩვენ ერთად წამოვედით ემიგრაციაში) გადავწყვიტეთ, ნიუ-იორკის ქართული თეატრი გაგვეკეთებინა. ეს იმისთვის, რომ არ მოვწყვეტილიყავით ჩვენს საქმიანობას და სულიერად არ გავტეხილიყავით. ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. ფაქტობრივად, მეც და ქალბატონი ხათუნაც თეატრმა გადაგვარჩინა. რომ არა თეატრი და კულტურის ცენტრი, ძალიან გაგვიჭირდებოდა. დიდი მადლობა ამერიკას, რომ გადამარჩინა და საერთოდ, ბევრი ემიგრანტი გადაარჩინა. ამ ქვეყნის უდიდესი მადლიერი ვარ და ვიქნები! ჩვენი მხრიდან კი გადავარჩინეთ საკუთარი ოჯახები, დავეხმარეთ მეგობრებს, ახლობლებს... ...2008 წლის 15 სექტემბერს ანტერკოლეჯის 600-კაციანი დარბაზი გადაჭედილი იყო მაყურებლით, როდესაც ვითამაშეთ სპექტაკლი ოტია იოსელიანის „6 შინაბერა და ერთი მამაკაცი“. სპექტაკლი რომ დამთავრდა, მე და ხათუნა იოსელიანმა ერთად ვიყვირეთ - „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“ ჩავეხუტეთ ერთმანეთს და ბევრი ვიტირეთ. ასე რომ, ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრმა მართლაც გადაგვარჩინა.

- ცენტრი რას მოიცავს?

- ცენტრს ქართული კულტურის ყველა დარგი აქვს, სადაც ჭეშმარიტი და არაჩვეულებრივი ქართველი ბავშვები იზრდებიან. თავიანთი ქვეყანა რომ უყვართ, არასდროს რომ მოწყდებიან ფესვებს და საქართველოც იამაყებს ამ შვილებით. მათგან ბევრს აქვს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი.

- პანდემიამ ალბათ საქმიანობაში ხელი თქვენც შეგიშალათ...

- პანდემიის გამო 7 თვე დახურული ვიყავით, რის გამოც დიდი გადასახადი დაგვიგროვდა, რომელსაც ალბათ ნელ-ნელა გადავიხდით... ახლა, როგორც იქნა, გაიხსნა ჩვენი კულტურის ცენტრი. უკვე აქტიურად არის ყველა კლასი საქმეში ჩართული, თუმცა აქამდეც ვმუშაობდით, ოღონდ, ონლაინ სწავლება გვქონდა. ცხადია, ცეკვისა და ბალეტის გარდა. ცეკვა და ბალეტი ონლაინ არ გამოდის... ახლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პოეზიის საღამო „საქართველოო, ლამაზო“ მივუძღვენით, 22 მაისს გვქონდა ღონისძიება. საბავშვო თეატრში პატარა ჯგუფი მყავს და ეს საღამო მათთან მოვამზადე. 11 ივნისს კი მიუზიკლი - „რწყილი და ჭიანჭველა“ გვექნება. რაც შეეხება მოზრდილთა თეატრს, მე და ქალბატონმა ხათუნა იოსელიანმა „ძველ ვოდევილებზე“ დავიწყეთ მუშაობა. ჩემთან ერთად, იმედა არაბულმა უნდა ითამაშოს. პანდემიამ, როგორც გითხარით, კი შეგვაფერხა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ გავაგრძელებთ. შეიძლება, ეს სპექტაკლი ლიკა სირელსონმა და ნუგზარ ბუცხრიკიძემ დადგან, ვნახოთ...

ისე, არიან ბავშვები, რომელთა მშობლებს დღემდე ეშინიათ შვილების ცენტრში გამოშვება, არადა, წარმოგიდგენიათ, ბავშვი სახლში რომ არის ჩაკეტილი და ნებისმიერ გაკვეთილს ონლაინ იღებს?! მეორეა, მშობლებს ეშინიათ და ვერავის დააძალებ, რეპეტიციაზე აუცილებლად მოიყვანოს... ახლა ამდენხნიანი პაუზის შემდეგ რომ შევიკრიბეთ, ისეთი ხმაური და აჟიოტაჟი იყო, ვინ გისმენდა? - მივხვდი, რომ ვერ დავაწყნარებდი, რადგანაც მონატრებული ჰყავდათ ერთმანეთი, ეხუტებოდნენ, ტიროდნენ, იცინოდნენ. მათი შემყურე კიდევ ერთხელ მივხვდი, - რა ბედნიერებაა სიცოცხლე! პანდემიამ გამოავლინა, კიდევ ერთხელ რომ მთავარი ურთიერთობებია, რომ ამას ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ. ეს ურთიერთობები თაობებმა დიდი სიყვარულით მოიტანეს აქამდე... ამაყი ვარ, რომ ამ კარგ ბავშვებთან მიწევს მუშაობა, თაობასთან რომელიც მეამაყება. მათ გარეშე მომავალზე ვერ იფიქრებ - მინდა, ჩემი ქვეყანა თავისუფალი და გაბრწყინებული იყოს.

- როგორ არის ქალბატონი ხათუნა იოსელიანი. ცოტა ხნის წინ მისი ცოტა სევდიანი ვიდეო ვნახე ოკეანის ნაპირზე გადაღებული...

- ქალბატონი ხათუნა პანდემიის გამო ონლაინ არის ყველაფერში ჩართული და აქტიური. კვირაში ერთხელ მასთან მივდივარ, სულ ვმუშაობთ, პიესებს ვარჩევთ, ვლაპარაკობთ დადგმულ სპექტაკლებზე. მასაც ენატრება თამაში. საერთოდ, მნიშვნელობა არ აქვს, ხელოვანი ხარ თუ არა, როცა შენი საყვარელი საქმის კეთება გენატრება, ძალიან ძნელია. სევდიანი ალბათ ვიდეოში ამის გამო ჩანდა. რა თქმა უნდა, ქალბატონ ხათუნას ძალიან ენატრება ჩვენი საყვარელი საქართველო, მაგრამ ხომ გითხარით, ორივენი მალე დავბრუნდებით, ამაზე ხშირად ვლაპარაკობთ... ახლა ძალიან უნდა, რომ დადგას ორკაციანი სპექტაკლი, სადაც ორივე ვითამაშებთ, თუმცა ახლა ამ პანდემიის გადამკიდე, ვერაფერს ვგეგმავთ. მაგრამ ჩვენ მაინც გაუტეხელი ოპტიმისტები ვართ, ძველი გვარდია, სტამბოლის კაჟები, ყველაფერს დავამარცხებთ, მაინც ვითამაშებთ და ორივე ისევ დავიძახებთ - „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“

- ამერიკამ ძალიან დაგაახლოვათ და დაგამეგობრათ, ხომ?

- საქართველოში თავგადაკლული მეგობრები არ ვყოფილვართ. უბრალოდ, ერთმანეთს კარგად ვიცნობდით და ეს იყო. ჩვენ ნიუ-იორკმა დაგვამეგობრა. აქ ისე შევსისხლხორცდით, რომ სულ მეუბნება, - ჩემი მაკასგან ვერ გარჩევ. ასე მგონია, მე გაგაჩინეო, - 14 წელი არ არის ცოტა. მეგობარს გამოცდა სჭირდება, ჩვენ ერთმანეთი ემიგრაციაში გამოვცადეთ. ნათქვამი კია - „ასი ფუთი მარილი რომ შეჭამო, ადამიანს მაინც ვერ ამოიცნობო“, მაგრამ ჩვენმა სიყვარულმა და მეგობრობამ ყველაფერს გაუძლო და ეს მეგობრობა გაგრძელდება სულ! მადლობა უფალს, რომ აქ მყავს ძალიან ბევრი მეგობარი და ყველას მადლიერი ვარ, ყველა მიყვარს... თქვენც ჩემი მეგობრები ხართ და მიყვარხართ! მადლობა, რომ გახსოვართ და ჩემი ამბებით ინტერესდებით!

"არსდროს გაგრძნობინებდა, რომ რამე აწუხებდა და სტკიოდა" - რას ჰყვება ნანა ჯორჯაძე მარინა ჯანაშიას უკანასკნელ კინოროლზე?

ცნობილმა ქართველმა საოპერო მომღერალმა აშშ-ში კულტურის ცენტრი დააფუძნა - "ეს ადგილი ხელოვანებისთვის ბოჰემური თავშეყრის ადგილად უნდა იქცეს"

"რობიკოს სტატუსებს არ კითხულობთ? მთელი ცხოვრებაა ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტია" - გოგა ბარბაქაძე რუსთაველის თეატრის მოსკოვში გამგზავრებაზე