სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში...ქვეყნის მტრობაა ვინც იძახის, რომ ეს არის ეთნიკური თემა" - რას აცხადებს ვახტანგ გომელაური დმანისში ჩასვლის შემდეგ
"არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში...ქვეყნის მტრობაა ვინც იძახის, რომ ეს არის ეთნიკური თემა" - რას აცხადებს ვახტანგ გომელაური დმანისში ჩასვლის შემდეგ

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი ქა­ლაქ დმა­ნის­ში ჩა­ვი­და, სა­დაც ცოტა ხნის წინ, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

რო­გორც ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, ისი­ნი არ და­უშ­ვე­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტი ეთ­ნი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს. ამას­თან, მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე პირი უმ­კაც­რე­სად და­ის­ჯე­ბა.

"ეს არის ძა­ლი­ან ცუდი ფაქ­ტი, არ მინ­და ვახ­სე­ნო ძა­ლე­ბი და ჯგუ­ფე­ბი, ეთ­ნი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნის თემა. ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი, ქარ­თვე­ლე­ბი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, ერ­თად ცხოვ­რო­ბენ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე, ჩვე­ნი ძმე­ბი არი­ან ყვე­ლა­ნი. ეს თემა არ უნდა გა­და­ი­ზარ­დოს ეთ­ნი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია, გა­მო­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობს ახლა და ჯერ და­კა­ვე­ბას ვერ და­გი­დას­ტუ­რებთ, რად­გან გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ ვერ მო­ა­ხერ­ხა პო­ლი­ცი­ამ სი­ტუ­ა­ცი­ის დრო­უ­ლად გან­მუხ­ტვა, გო­მე­ლა­უ­რი პა­სუ­ხობს, რომ "ამ­ხე­ლა მა­სის კონ­ტრო­ლი ვერ მო­ხერ­ხდა“.

"ცუდი სი­ტუ­ა­ცია იყო, გე­თან­ხმე­ბით რა თქმა უნდა, ხალ­ხი ძა­ლი­ან სწრა­ფად შე­იკ­რი­ბა და სწრა­ფად შე­იქ­მნა ქა­ო­სუ­რი სი­ტუ­ა­ცია, გუ­შინ­დე­ლი დღის შემ­დეგ იყო გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი პო­ლი­ცია, მეტი ძა­ლე­ბი იყო შე­მოყ­ვა­ნი­ლი, თუმ­ცა, ეს ძა­ლე­ბი საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა. სამ­წუ­ხა­როდ, ამ­ხე­ლა მა­სის კონ­ტრო­ლი ვერ მოხ­და და მოხ­და და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბის შე­მოყ­ვა­ნა დმა­ნის­ში. ამი­ტომ ვერ მოხ­და უს­წრა­ფე­სად ამ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­ჩე­რე­ბა და ამ კონ­ფლიქ­ტის გა­ჩე­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ქვეყ­ნის მტრო­ბაა, ვინც იძა­ხის, რომ ეს არის ეთ­ნი­კუ­რი თემა.

"ამ თე­მას არ და­ვუშ­ვებთ, არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში, ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ბი არი­ან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია, მე­ზო­ბე­ლია, ჩვე­ნი მო­კავ­ში­რეა, ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი არი­ან. ეს არ უნდა და­ვუშ­ვათ, ეს არის ქვეყ­ნის მტრო­ბა პირ­და­პირ რომ ვთქვათ, ვინც იძა­ხის, რომ ეს არის ეთ­ნი­კუ­რი თემა“, - გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვერტერანი
5

მანამდე არ უნდა მისულიყო საქმე და გამომძალველებზე პოლიციაქს დროულად უნდა განეხორციელებინა რეაგირება

ჯიჯი ალფაიძე
50

რაღაც ისეთი განცდა მაქვს,იმ მტარვალების ხელი უნდა ერიოს,კიევში რომ არიან შეკრებილები...

ავტორი:

"არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში...ქვეყნის მტრობაა ვინც იძახის, რომ ეს არის ეთნიკური თემა" - რას აცხადებს ვახტანგ გომელაური დმანისში ჩასვლის შემდეგ

"არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში...ქვეყნის მტრობაა ვინც იძახის, რომ ეს არის ეთნიკური თემა" - რას აცხადებს ვახტანგ გომელაური დმანისში ჩასვლის შემდეგ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ქალაქ დმანისში ჩავიდა, სადაც ცოტა ხნის წინ, ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ისინი არ დაუშვებენ, რომ აღნიშნული კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამასთან, მინისტრის განმარტებით, ყველა დამნაშავე პირი უმკაცრესად დაისჯება.

"ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, არ მინდა ვახსენო ძალები და ჯგუფები, ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის თემა. ეთნიკურად აზერბაიჯანელები, ქართველები ჩვენი მოქალაქეები არიან, ერთად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ძმები არიან ყველანი. ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში. გამოძიება დაწყებულია, გამოკითხვა მიმდინარეობს ახლა და ჯერ დაკავებას ვერ დაგიდასტურებთ, რადგან გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოახერხა პოლიციამ სიტუაციის დროულად განმუხტვა, გომელაური პასუხობს, რომ "ამხელა მასის კონტროლი ვერ მოხერხდა“.

"ცუდი სიტუაცია იყო, გეთანხმებით რა თქმა უნდა, ხალხი ძალიან სწრაფად შეიკრიბა და სწრაფად შეიქმნა ქაოსური სიტუაცია, გუშინდელი დღის შემდეგ იყო გაძლიერებული პოლიცია, მეტი ძალები იყო შემოყვანილი, თუმცა, ეს ძალები საკმარისი არ აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ამხელა მასის კონტროლი ვერ მოხდა და მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა დმანისში. ამიტომ ვერ მოხდა უსწრაფესად ამ ადამიანების შეჩერება და ამ კონფლიქტის გაჩერება“, - განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, ქვეყნის მტრობაა, ვინც იძახის, რომ ეს არის ეთნიკური თემა.

"ამ თემას არ დავუშვებთ, არც ერთ შემთხვევაში, ეთნიკურად აზერბაიჯანელები ჩვენი მოქალაქები არიან, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მეზობელია, ჩვენი მოკავშირეა, ჩვენი მეგობრები არიან. ეს არ უნდა დავუშვათ, ეს არის ქვეყნის მტრობა პირდაპირ რომ ვთქვათ, ვინც იძახის, რომ ეს არის ეთნიკური თემა“, - განაცხადა გომელაურმა.

დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი - "რუსთავი 2"-ის უძრავ ქონებას ყადაღა დაედო

რა ინფორმაციას ავრცელებს საბერძნეთში საქართველოს საელჩო?

"ინციდენტი ამოიწურა, შერიგდნენ... დაკავებული არავინაა, გამოკითხავენ და გამოვუშვებთ, მიდის გამოძიება" - გომელაურის თქმით, დმანისში საპოლიციო ძალები მთელი ღამე დარჩებიან