პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
26 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურების საქმეზე ბრალდებული ყაზახეთში დააკავეს
26 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურების საქმეზე ბრალდებული ყაზახეთში დააკავეს

26 წლის ყა­ზა­ხი გო­გოს, ასელ აიტ­პა­ე­ვას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მუ­რად მე­ირ­ბე­კო­ვი პო­ლი­ცი­ამ ყა­ზა­ხეთ­ში, ნურ სულ­თან­ში და­ა­კა­ვა.

გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მე­ირ­ბე­კო­ვი მის­სა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში დღეს დი­ლით აიყ­ვა­ნეს.

მე­ირ­ბე­კოვს პო­ლი­ცია ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბას ედა­ვე­ბა. მას 4-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ორი ეპი­ზო­დის ფაქ­ტზე ყა­ზა­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე მ.მ.-ს ბრალ­დე­ბა 14 მა­ისს წა­რუდ­გი­ნა. უწყე­ბის ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2021 წლის 28-29 აპ­რილს, რუს­თავ­ში, მ.მ. -მ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბი­თა და ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით ა.ა.-სთან არა­ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი ორ­ჯერ და­ამ­ყა­რა.

"მ.მ.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის ორი ეპი­ზო­დის­თვის (გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა) და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 6-დან 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ბრალ­დე­ბის მხა­რე ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

ასე­ვე, ა.ა.-ს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ფაქ­ტზე, 2021 წლის 7 მა­ისს, ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა ბ.თ.-ს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და 115-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 8-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს პა­ტიმ­რო­ბა. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Geo
0

ციხეში უნდა ჩააყუდო ერთიც და მეორეც. იქ მაგათ კარგი აფაერი ელოდებათ. მოძალადეები კრიმინალებსაც კი ეზიზღებათ და შესაბამისად ექცევიან. 

Luca
0

ორივეს წრეზე დაატრიალებენ არა ერთხელ სადაც მოხვდებიან აუცილებლად და სხვისთვისაც მაგალითი იქნება! არ წაშალოთ წააკითხეთ ეგეთებს აუცილებლად 

ავტორი:

26 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურების საქმეზე ბრალდებული ყაზახეთში დააკავეს

26 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურების საქმეზე ბრალდებული ყაზახეთში დააკავეს

26 წლის ყაზახი გოგოს, ასელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული მურად მეირბეკოვი პოლიციამ ყაზახეთში, ნურ სულთანში დააკავა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადების საფუძველზე მეირბეკოვი მისსავე საცხოვრებელ სახლში დღეს დილით აიყვანეს.

მეირბეკოვს პოლიცია ადამიანებით ვაჭრობას ედავება. მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ყაზახეთის მოქალაქე მ.მ.-ს ბრალდება 14 მაისს წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, მ.მ. -მ ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით ა.ა.-სთან არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი ორჯერ დაამყარა.

"მ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის ორი ეპიზოდისთვის (გაუპატიურება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ასევე, ა.ა.-ს გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, 2021 წლის 7 მაისს, ბრალი წარედგინა ბ.თ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"გვიხდიან, რომ ვიმსახუროთ და არა იმისთვის, რომ მოვკვდეთ" - პოლიციელებმა საფრანგეთში აქცია გამართეს და მეტი უსაფრთხოება მოითხოვეს

"დაღუპულია 7 თვის ორსული, მისი მეუღლე და მათი ორი წლის შვილი" - პალესტინის ინფორმაციით, ისრაელმა ღაზა გაუფრთხილებლად დაბომბა

ბაიდენმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით დღეს მნიშვნელოვან დეესკალაციას ელოდება - რა ინფორმაციას ავრცელებს თეთრი სახლი?