მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარტიას თუ დავაარსებ, "სიტყვა და საქმე" მინდა დავარქვა" - რას წერს სალომე სამადაშვილი ენმ-დან ოფიციალურად წასვლის შემდეგ?
"პარტიას თუ დავაარსებ, "სიტყვა და საქმე" მინდა დავარქვა" - რას წერს სალომე სამადაშვილი ენმ-დან ოფიციალურად წასვლის შემდეგ?

პარ­ტი­ას თუ და­ვა­არ­სებ, "სი­ტყვა და საქ­მე" მინ­და და­ვარ­ქვა, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კო­სი სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

სა­მა­დაშ­ვი­ლის თქმით, თუმ­ცა „ უკა­ნას­კნე­ლი, რაც ამ ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა, კი­დევ ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­აა“.

რო­გორც სა­მა­დაშ­ვი­ლი წერს, ახალ ეტაპს იწყებს პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში და 4 - წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ენმ-თან სრულ­დე­ბა.

"დიდი ხა­ნია არა­ფე­რი და­მი­წე­რია ვრცლად. ერთ პოს­ტში-ათი­ო­დე დღის წინ, ვწერ­დი, რომ ნიკა მე­ლია ევ­რო­კავ­ში­რის გი­რა­ო­თი და­ტო­ვებს სა­პა­ტიმ­როს. გა­დავ­წყვი­ტე, მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე ბევ­რი არა­ფე­რიც არ და­მე­წე­რა. ჩვე­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე მძი­მეა- ხში­რად ვწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებთ მოვ­ლე­ნებს, რომ­ლე­ბიც არას­დროს ხდე­ბა, დეკ­ლა­რი­რე­ბას ვუ­კე­თებთ სურ­ვი­ლებს, რომ­ლე­ბიც არ რე­ა­ლიზ­დე­ბა. მოკ­ლედ, გა­დავ­წყვი­ტე, თუ რა­მეს დავ­წერ, ამით და­ვი­წყო-აი, წინა კვი­რას რო­გორც ვამ­ბობ­დი...ვნა­ხოთ, თუ გა­მო­მი­ვა.

პარ­ტი­ას თუ და­ვა­არ­სებ, ‘სი­ტყვა და საქ­მე", მინ­და და­ვარ­ქვა. ჯერ კი იყო სი­ტყვა, მაგ­რამ მა­ინც და­ვი­ღა­ლეთ უში­ნა­არ­სო სი­ტყვე­ბით. თუმ­ცა, რომ და­ფიქ­რდე, უკა­ნას­კნე­ლი, რაც ამ ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა, კი­დევ ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­აა. ეს მო­იც­დის... მთა­ვა­რია, რომ ვთქვით-გა­ვა­კე­თეთ, გი­ორ­გი რუ­რუა და ნიკა მე­ლია გა­რეთ არი­ან, სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ზე და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა. ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ რა­ზეც შევ­თან­ხმდით, ბო­ლომ­დე შეს­რულ­დეს, ამის­თვის ვიბ­რძო­ლებ ჩემ­თვის ბევრ სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლო ადა­მი­ან­თან ერ­თად, ვი­საც ეყო პო­ლი­ტი­კუ­რი გამ­ბე­და­ო­ბა და შე­თან­ხმე­ბას ხელი მო­ა­წე­რა, პარ­ტი­უ­ლად, თუ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად.

ჩემს ყო­ფილ თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებს ასე­ვე წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ... დღეს ბევ­რი მათ­გა­ნის­გან მეს­მის იგი­ვე არ­გუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლი­თაც მე ვცდი­ლობ­დი პარ­ტი­ის დარ­წმუ­ნე­ბას, რომ ხელი მო­ე­წე­რა შე­თან­ხმე­ბის­თვის, რაც და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია. სჯობს გვი­ან, ვიდ­რე არას­დროს. ნიკა თა­ვი­სუ­ფა­ლია, მე ახალ ეტაპს ვი­წყებ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში და ჩემი 4 წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ენმ-თან სრულ­დე­ბა. მი­ხა­რია, რომ 2016 წელს, პარ­ტი­ის დაშ­ლი­სას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პარ­ტი­ის წევ­რიც კი არ ვი­ყა­ვი, გავ­წევ­რი­ან­დი პარ­ტი­ა­ში და ენმ-ს შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნე სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცია.

ჩემი სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნე იმის­თვის, რომ პარ­ტი­ას, რო­მელ­საც დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბი ჰქონ­და და­სავ­ლეთ­ში, პრობ­ლე­მე­ბი გა­და­ე­ლა­ხა. 4 წელი, რო­მან გო­ცი­რი­ძეს­თან და თინა ბო­კუ­ჩა­ვას­თან ერ­თად, ფაქ­ტი­უ­რად 3 ადა­მი­ა­ნი ვა­ცო­ცხლებ­დით პარ­ტი­ას სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის ურ­თუ­ლეს მო­მენ­ტში გვერ­დში ვე­დე­ქი რო­გორც მიშა სა­ა­კაშ­ვილს, ასე­ვე ნიკა მე­ლი­ას. კვლა­ვაც წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ მათ და ყვე­ლას, ვინც მათ­თან ერ­თად აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას. სა­ბო­ლო­ოდ, ეს სა­ერ­თო ბრძო­ლაა”, - წერს სა­მა­დაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კრიმინალთა პარტია
10

ალბათ კრიმინალთა პარტიას დააფუძნებს.

ამომრჩეველი
92

ძალიან ღირსეული სიტყვაა და გული მწყდება ჭკვიანი და პროგრესული ადამიანები რომ გამოაკლდნენ ენმ-ს. ნეტა ამას მელიაც მიხვდეს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"პარტიას თუ დავაარსებ, "სიტყვა და საქმე" მინდა დავარქვა" - რას წერს სალომე სამადაშვილი ენმ-დან ოფიციალურად წასვლის შემდეგ?

"პარტიას თუ დავაარსებ, "სიტყვა და საქმე" მინდა დავარქვა" - რას წერს სალომე სამადაშვილი ენმ-დან ოფიციალურად წასვლის შემდეგ?

პარტიას თუ დავაარსებ, "სიტყვა და საქმე" მინდა დავარქვა, - ამის შესახებ პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სამადაშვილის თქმით, თუმცა „ უკანასკნელი, რაც ამ ქვეყანას სჭირდება, კიდევ ერთი პოლიტიკური პარტიაა“.

როგორც სამადაშვილი წერს, ახალ ეტაპს იწყებს პოლიტიკურ ცხოვრებაში და 4 - წლიანი თანაცხოვრება ენმ-თან სრულდება.

"დიდი ხანია არაფერი დამიწერია ვრცლად. ერთ პოსტში-ათიოდე დღის წინ, ვწერდი, რომ ნიკა მელია ევროკავშირის გირაოთი დატოვებს საპატიმროს. გადავწყვიტე, მის გათავისუფლებამდე ბევრი არაფერიც არ დამეწერა. ჩვენი საინფორმაციო სივრცე მძიმეა- ხშირად ვწინასწარმეტყველებთ მოვლენებს, რომლებიც არასდროს ხდება, დეკლარირებას ვუკეთებთ სურვილებს, რომლებიც არ რეალიზდება. მოკლედ, გადავწყვიტე, თუ რამეს დავწერ, ამით დავიწყო-აი, წინა კვირას როგორც ვამბობდი...ვნახოთ, თუ გამომივა.

პარტიას თუ დავაარსებ, ‘სიტყვა და საქმე", მინდა დავარქვა. ჯერ კი იყო სიტყვა, მაგრამ მაინც დავიღალეთ უშინაარსო სიტყვებით. თუმცა, რომ დაფიქრდე, უკანასკნელი, რაც ამ ქვეყანას სჭირდება, კიდევ ერთი პოლიტიკური პარტიაა. ეს მოიცდის... მთავარია, რომ ვთქვით-გავაკეთეთ, გიორგი რურუა და ნიკა მელია გარეთ არიან, საარჩევნო კანონმდებლობაზე დავიწყეთ მუშაობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაზეც შევთანხმდით, ბოლომდე შესრულდეს, ამისთვის ვიბრძოლებ ჩემთვის ბევრ საპატივცემულო ადამიანთან ერთად, ვისაც ეყო პოლიტიკური გამბედაობა და შეთანხმებას ხელი მოაწერა, პარტიულად, თუ ინდივიდუალურად.

ჩემს ყოფილ თანაპარტიელებს ასევე წარმატებას ვუსურვებ... დღეს ბევრი მათგანისგან მესმის იგივე არგუმენტები, რომლითაც მე ვცდილობდი პარტიის დარწმუნებას, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის, რაც დამაიმედებელია. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ნიკა თავისუფალია, მე ახალ ეტაპს ვიწყებ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჩემი 4 წლიანი თანაცხოვრება ენმ-თან სრულდება. მიხარია, რომ 2016 წელს, პარტიის დაშლისას, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრიც კი არ ვიყავი, გავწევრიანდი პარტიაში და ენმ-ს შევუნარჩუნე საპარლამენტო ფრაქცია.

ჩემი საერთაშორისო კავშირები გამოვიყენე იმისთვის, რომ პარტიას, რომელსაც დიდი გამოწვევები ჰქონდა დასავლეთში, პრობლემები გადაელახა. 4 წელი, რომან გოცირიძესთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად, ფაქტიურად 3 ადამიანი ვაცოცხლებდით პარტიას საპარლამენტო საქმიანობაში. პოლიტიკური ბრძოლის ურთულეს მომენტში გვერდში ვედექი როგორც მიშა სააკაშვილს, ასევე ნიკა მელიას. კვლავაც წარმატებას ვუსურვებ მათ და ყველას, ვინც მათთან ერთად აგრძელებს ბრძოლას. საბოლოოდ, ეს საერთო ბრძოლაა”, - წერს სამადაშვილი.

"მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის - მისი გუნდი არანაირი "ოცნება 2" არ არის" - ოხანაშვილი გახარიაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"