სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი სიკვდილით ჩემთვის რაღაც დაიხურა... იყო პერიოდი, როცა აღარაფერი მაინტერესებდა" - ტრაგედია, რომელმაც ცნობილი კომპოზიტორი მუსიკას ჩამოაშორა
"მისი სიკვდილით ჩემთვის რაღაც დაიხურა... იყო პერიოდი, როცა აღარაფერი მაინტერესებდა" - ტრაგედია, რომელმაც ცნობილი კომპოზიტორი მუსიკას ჩამოაშორა

ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი ნატო გე­ლაშ­ვი­ლი წლე­ბია მუ­სი­კას ჩა­მო­შორ­და. ამის მი­ზე­ზი მის ცხოვ­რე­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­აა, რო­მე­ლიც ძმას უკავ­შირ­დე­ბა.

"მთა­ვა­რი არ­ხის" გა­და­ცე­მა­ში "მხო­ლოდ ლე­ლას­თან" ნატო გე­ლაშ­ვი­ლი მისი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას ადა­მი­ან­ზე და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ უმ­ძი­მეს პე­რი­ოდ­ზე პირ­ვე­ლად სა­უბ­რობს.

"რამ­დენ­ჯერ­მე მო­მინ­და შე­ხე­ბა ამ თე­მას­თან და მივ­ხვდი რომ არ შე­მეძ­ლო... ამ თე­მას მუ­სი­კი­თაც არ უნდა შევ­ხე­ბო­დი. ამი­ტომ ძი­რი­თა­დად პო­ე­ზი­ა­ში გა­და­ვი­ტა­ნე. ფურ­ცელ­თან და­ვი­წყე მე­გობ­რო­ბა, ბევ­რი ვწე­რე და იქ და­ვი­ცა­ლე. ეს არის შემ­თხვე­ვა, როცა მუ­სი­კა გა­ი­ყი­ნა. ეს რე­ა­ლო­ბაა და ახ­ლა­ღა ვუბ­რუნ­დე­ბი მუ­სი­კას.

ამის მი­ზე­ზი არის ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნი, ვინც ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. სულ ვამ­ბობ, არ შე­იძ­ლე­ბა, ასე ძა­ლი­ან გიყ­ვარ­დეს. ეს იყო ჩემი ძმა. ბევ­რი ტრა­გი­კუ­ლი რამ ხდე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ ჩემ­თვის ამ ერთ ადა­მი­ან­ში იყო მო­ცუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი. ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ნატო.

მა­მუ­კას რომ და­ჭირ­დე­ბო­და, მე შე­მეძ­ლო ორი­ვე შვი­ლი და­მე­ტო­ვა... ვი­ცო­დი რომ ბავ­შვებს მი­ხე­დავ­და ვინ­მე, მაგ­რამ მე მას ვჭირ­დე­ბო­დი. მე ყო­ველ­დღე ჩავ­დი­ო­დი ბორ­ჯომ­ში მას­თან. ეს იყო ზე-დედ­მა­მიშ­ვი­ლო­ბა. იმის მერე მე­ში­ნია სულ ზე-სიყ­ვა­რუ­ლის. ასე მე­გო­ნა, რომ ის იყო სამ­ყა­რო ჩემი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მა­ლე­ვე წა­ვი­და დედა და მამა, მე უბ­რა­ლოდ ისი­ნი გა­ვა­ცი­ლე. მე მათ მა­მუ­კა რომ მოკ­ვდა, მა­შინ­ვე და­ვემ­შვი­დო­ბე. ვი­ცო­დი, რომ ეს ის ოჯა­ხი იყო, რო­მე­ლიც დიდ­ხანს ვერ გას­ტან­და.

2013 წელს მოხ­და ეს ტრა­გე­დია. ჩემ­თვის რა­ღაც და­ი­ხუ­რა. ის ყვე­ლა­ზე მე­ტად ელო­დე­ბო­და ჩემ­გან. ის იყო სა­ო­ცა­რი შემ­ფა­სე­ბე­ლი და სტი­მუ­ლა­ტო­რი. მში­შა­რა ვი­ყა­ვი და სულ მე­უბ­ნე­ო­და, მიდი შენ შეძ­ლებ, გა­მო­გი­ვაო. ვერ ძღე­ბო­და მისი დით. ჩემ­თვი­საც ის იყო სამ­ყა­რო.

ამ 8 წელს და­ვარ­ქმევ­დი მდუ­მა­რე ნა­ტოს, და­კარ­გულ 8 წელს. იყო პე­რი­ო­დი, როცა ნა­ტოც დავ­კარ­გე, რად­გან არა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებ­და, თუმ­ცა ჩემი შვი­ლე­ბი იმ­ხე­ლა მად­ლია, რომ ყვე­ლა ძალა გა­მო­ვი­ყე­ე­ნე, რომ მათ გამო ფეხ­ზე დავ­მდგა­რი­ყა­ვი. პირ­ვე­ლი, რა­მაც ამა­ყე­ნა იყო ის, რომ ვი­ცო­დი, მას ასე­თი არ მო­ვე­წო­ნე­ბო­დი. ახლა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის არის, რომ ნატო დაბ­რუნ­და. ნატო დაბ­რუნ­და სრუ­ლად. ახლა რო­დის რას დავ­წერ, ეს ჯერ არ ვიცი. წა­მო­მი­ვა ემო­ცი­ე­ბი და... რა­ღა­ცას ვი­პო­ვი რომ დავ­წე­რო" - ამ­ბობს ნატო გე­ლაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
81

ტრენდია ახალი, გარდაცვლილი საყვარლების ლაივში გლოვა)))

ნატა.
1

ძალიან მიყვარს ნატო.ნიჭიერი.ლამაზი

გულახდილი.მინდა რომ ძველებურად ჩვეული შემართებით კვლავ გაგვახაროს თავის შემოქმედებით.ვუთანაგრძნობ საყვარელი ძმის გარდაცვალებას.

ავტორი:

"მისი სიკვდილით ჩემთვის რაღაც დაიხურა... იყო პერიოდი, როცა აღარაფერი მაინტერესებდა" - ტრაგედია, რომელმაც ცნობილი კომპოზიტორი მუსიკას ჩამოაშორა

"მისი სიკვდილით ჩემთვის რაღაც დაიხურა... იყო პერიოდი, როცა აღარაფერი მაინტერესებდა" - ტრაგედია, რომელმაც ცნობილი კომპოზიტორი მუსიკას ჩამოაშორა

ყველასთვის ცნობილი კომპოზიტორი ნატო გელაშვილი წლებია მუსიკას ჩამოშორდა. ამის მიზეზი მის ცხოვრებაში დატრიალებული ტრაგედიაა, რომელიც ძმას უკავშირდება.

"მთავარი არხის" გადაცემაში "მხოლოდ ლელასთან" ნატო გელაშვილი მისი ცხოვრების ყველაზე ძვირფას ადამიანზე და მასთან დაკავშირებულ უმძიმეს პერიოდზე პირველად საუბრობს.

"რამდენჯერმე მომინდა შეხება ამ თემასთან და მივხვდი რომ არ შემეძლო... ამ თემას მუსიკითაც არ უნდა შევხებოდი. ამიტომ ძირითადად პოეზიაში გადავიტანე. ფურცელთან დავიწყე მეგობრობა, ბევრი ვწერე და იქ დავიცალე. ეს არის შემთხვევა, როცა მუსიკა გაიყინა. ეს რეალობაა და ახლაღა ვუბრუნდები მუსიკას.

ამის მიზეზი არის ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი ადამიანი, ვინც ყველაზე ძალიან მიყვარდა. სულ ვამბობ, არ შეიძლება, ასე ძალიან გიყვარდეს. ეს იყო ჩემი ძმა. ბევრი ტრაგიკული რამ ხდება ცხოვრებაში, მაგრამ ჩემთვის ამ ერთ ადამიანში იყო მოცული ყველაფერი. ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო. ადამიანი, რომელსაც ყველაზე ძალიან უყვარდა ნატო.

მამუკას რომ დაჭირდებოდა, მე შემეძლო ორივე შვილი დამეტოვა... ვიცოდი რომ ბავშვებს მიხედავდა ვინმე, მაგრამ მე მას ვჭირდებოდი. მე ყოველდღე ჩავდიოდი ბორჯომში მასთან. ეს იყო ზე-დედმამიშვილობა. იმის მერე მეშინია სულ ზე-სიყვარულის. ასე მეგონა, რომ ის იყო სამყარო ჩემი. მიუხედავად იმისა რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, მალევე წავიდა დედა და მამა, მე უბრალოდ ისინი გავაცილე. მე მათ მამუკა რომ მოკვდა, მაშინვე დავემშვიდობე. ვიცოდი, რომ ეს ის ოჯახი იყო, რომელიც დიდხანს ვერ გასტანდა.

2013 წელს მოხდა ეს ტრაგედია. ჩემთვის რაღაც დაიხურა. ის ყველაზე მეტად ელოდებოდა ჩემგან. ის იყო საოცარი შემფასებელი და სტიმულატორი. მშიშარა ვიყავი და სულ მეუბნეოდა, მიდი შენ შეძლებ, გამოგივაო. ვერ ძღებოდა მისი დით. ჩემთვისაც ის იყო სამყარო.

ამ 8 წელს დავარქმევდი მდუმარე ნატოს, დაკარგულ 8 წელს. იყო პერიოდი, როცა ნატოც დავკარგე, რადგან არაფერი მაინტერესებდა, თუმცა ჩემი შვილები იმხელა მადლია, რომ ყველა ძალა გამოვიყეენე, რომ მათ გამო ფეხზე დავმდგარიყავი. პირველი, რამაც ამაყენა იყო ის, რომ ვიცოდი, მას ასეთი არ მოვეწონებოდი. ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რომ ნატო დაბრუნდა. ნატო დაბრუნდა სრულად. ახლა როდის რას დავწერ, ეს ჯერ არ ვიცი. წამომივა ემოციები და... რაღაცას ვიპოვი რომ დავწერო" - ამბობს ნატო გელაშვილი.

დათო ხუჯაძის ქორწილის ამსახველი კადრები - როგორი ქორწილი გადაიხადა მომღერალმა ჩაქვში

ეკოპროექტი "გამოღვიძება" - "ბლექ სი არენა“ და "მუსიკოსთა პარკი“ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების ინოვაციურ პროექტს ახორციელებს

განსხვავებული საფესტივალო სივრცე და საქართველოში აღიარებული არტისტები Festival “Haerze”